ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-19-ით დაავადებულთა რიცხვი 2 მლნ აღწევს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 21 მაისი 2022 12:53

ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაწყების დღიდან ბოლო დრომდე არ გავრცელებულა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემია,  დაავადების შემთხვევების რაოდენობამ 2 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს (KCNA) ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 262 ათას 270 ადამიანს აღენიშნებოდა მაღალი სიცხე, ამგვარად, მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში აპრილის ბოლოდან დღემდე 1 მილიონ 980 ათასამდე გაიზარდა.

ჩრდილოეთ კორეაში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში ეპიდემიის გამო კიდევ 1 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა რიცხვმა 63 შეადგინა.

მაღალი სიცხის სიმპტომის მქონე დაავადებულთაგან დაახლოებით 1,2 მილიონი გამოჯანმრთელდა, ხოლო 740 ათას 160 ადამიანი იზოლირებულია.

13 მაისს გამოცხადდა, რომ ქვეყანაში 6 ადამიანი დაიღუპა და ოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის ომიკრონის ვარიანტით.

ჩრდილოეთ კორეაში ეპიდემიამ, სადაც ჯანდაცვის სისტემა არც თუ ისე კარგია და ხალხი არ არის აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვიოს.

ჩრდილოეთ კორეამ უარყო მილიონობით დოზის შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  Covid-19 ვაქცინების გლობალური წვდომის პროგრამის (COVAX) მიერ  და მიზნად ისახავს უზრუნველყოს ვაქცინების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის.

ჩრდილოეთ კორეა აცხადებს, რომ ეპიდემია არ გავრცელდა ქვეყანაში მტკიცე ზომების წყალობით. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საზღვრების დახურვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას.

წაკითხულია 139 ჯერ

Related items

  • ეხმარება თუ არა ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღით?

    აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა მიიღო მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ჩრდილოეთ კორეისგან. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ჯონ კირბიმ Zoom-ის საშუალებით თეთრი სახლის ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის საგარეო პოლიტიკა შეაფასა.

    მან გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა, რუსეთს იარაღს ყიდის, ასე შეაფასა: „ჩვენი აზრით, ამ გაყიდვაში მილიონობით რაკეტა და საარტილერიო ჭურვია. მაგრამ, არ არსებობს მითითება იმისა, რომ ეს გაყიდვები დასრულებულია და ეს იარაღი იქნა გამოყენებული საველე პირობებში“.

    კირბიმ დასძინა, რომ ეს შესყიდვა იმის მანიშნებელია, თუ რამდენად „უიმედო და უმწეოა“ რუსეთი უკრაინის ომში.

  • ახალი ტიპის კორონავირუსის გამო წელს დაღუპულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო დაღუპულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კოვიდ-19-ის პანდემიის უახლესი მოვლენების შესახებ ისაუბრა.

    მან განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოდან, როდესაც ვირუსმა გამოვლენა დაიწყო, დღემდე მსოფლიოში ვირუსით 6,45 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

    „ამ კვირაში ჩვენ გადავლახეთ სამწუხარო ეტაპი, წლის დასაწყისიდან 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა“. -  თქვა გებრეისუსმა.

    მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინსტრუმენტები სიცოცხლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ამდენი სიკვდილიანობა მიუღებელია.

    „ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას ვაქცინაცია ჩაუტარონ ჯანდაცვის მუშაკებს, ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მქონე პირებს, რათა მიაღწიონ თავიანთი მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის მიზანს“. - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

    გებრეისუსმა აღნიშნა, რომ 136 ქვეყანამ ვერ შეასრულა ივნისის ბოლომდე მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის მიზანი და ხაზგასმით თქვა, რომ ამ ქვეყნებიდან 66-მა ჯერ კიდევ ვერ მოახდინა მათი მოსახლეობის 40 პროცენტის ვაქცინაცია.

    გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის მასშტაბები თანდათან იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და დაამატა: „მეტია გასაკეთებელი. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი, ჯანდაცვის მუშაკების ორი მესამედი და მოხუცების სამი მეოთხედი ჯერ კიდევ არავაქცინირებულია“.

     

  • მსოფლიოში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ტემპი 30 პროცენტამდე გაიზარდა

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შემთხვევების ზრდის ტემპი 30 პროცენტამდე გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ჟენევაში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო კვირებში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდის ტემპი ჯანმო-ს 6 რეგიონიდან, ოთხში დაფიქსირდა.

    „კოვიდ-19-ის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 30 პროცენტით გაიზარდა. კოვიდ-19-ის ზრდის ტემპის შესაჩერებლად მთავრობებმა, მეცნიერებმა, ვაქცინების მწარმოებლებმა, ჯანმო-მ და მოქალაქეებმა უნდა აიღონ შესაბამისი პასუხისმგებლობა და მათზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულონ“, - განაცხადა გებრეისუსმა.

  • ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

    გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით (Covid-19) 1 ადამიანი გარდაიცვალა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამ ვირუსს ჯამში 16 811 პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge.

    მათი მონაცემებით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 51 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 655 221-ს.

    ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 638 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 223 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1415 PCR ტესტით.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.1%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99.%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.84%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 637 293.

    ამ დროისათვის ულ აცრილია - 2 882 587 პირი, დღიურად აცრილთა რაოდენობა კი 38-ს შეადგენს. ამჟამად სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 286 პირი იმყოფება.

  • "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს - მათ შეუძლებელი შეძლეს" - რას ჰყვებიან ცნობილი ადამიანები, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორზე

    მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსი გავრცელდა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში ჩაერთო. პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ ათი ათასობით კოვიდპაციენტი მიიღო და ის თავიდანვე გამოირჩეოდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უამრავმა პაციენტმა, მათ შორის ცნობილმა სახეებმა გაიარეს მკურნალობა და ისინი ყოველთვის მადლიერებას გამოხატავდნენ კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის მიმართ. პაციენტები მუდმივად უსვამენ ხაზს რატიანის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას. ლევან რატიანი კი თავის მხრივ, ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული დამოკიდებულებით მისი პაციენტების მიმართ.

    "ჯორჯიან თაიმსი" პირველი საუნივერსიტეტო კლინიკისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ცნობილი ადამიანების დამოკიდებულებით დაინტერესდა. გამოცემა დაინტერესდა, როგორ აფასებენ ისინი კლინიკის მენეჯმენტს, მკურნალობის მეთოდებს და თავად ლევან რატიანის პროფესიონალიზმს.

    ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელმაც მკურნალობა საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიარა, ჩვენთან საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა. აბდალაძე ამბობს, რომ კლინიკის წარმომადგენლებისა და პირადად ლევან რატიანის თავდაუზოგავი მცდელობის შედეგად, ის მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა და დაავადება დაძლია.

    "ცხოვრებაში ყველაფერი მაქვს ნანახი ტყვეობაც, ციხეც, ომიც, მაგრამ ასეთი რამე არასოდეს მინახავს. ფაქტობრივად, ვიყავი მიცვალებული. დღეს უკეთესად ვარ, ვსუნთქავ, ძალა მაქვს და იმედი... ლევან რატიანი ჯადოქარია. ის სასწაულებს ახდენს,“ - ამბობს აბდალაძე და ადამიანებს მოუწოდებს გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სამედიცინო პერსონალს. აბდალაძემ მედპერსონალის მიერ გაწეულ მძიმე შრომაზეც ისაუბრა.

    "თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ, რა ხდება აქ, რეანიმაციის განყოფილებაში. აქ არ არსებობს შაბათი, კვირა დღესასწაული, დღე და ღამე... სამედიცინო პერსონალი მუდმივად ებრძვის სიკვდილს და სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანებს...“ - გვითხრა გიორგი აბდალაძემ.

    ლევან რატიანსა და მის გუნდს დიდ მადლობას უხდის ტელეწამყვანი მაია ასათიანი და ის მედპერსონალის პროფესიონალიზმს უსვამს ხაზს.

    "უღრმესი მადლობა ლევან რატიანსა და მისი კლინიკის გუნდს, მათ შეუძლებელი შეძლეს"- აცხადებს მაია ასათიანი.

    კლინიკის ხელმძღვანელს თავდაუზოგავი შრომისთვის საჯარო მადლობას უხდის პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც კორონავირუსი სწორედ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაამარცხა.

    "ლევან რატიანს საჯაროდ მადლობა ვერასოდეს გადავუხადე იმ ზრუნვისთვის, რაც ჩემი როგორც პაციენტის მიმართ გამოავლინა. ახლა ვუხდი მადლობას მას და ვუხდი ყველა იმ ადამიანის სახელით, ვისი სიცოცხლის გადასარჩენადაც ის და მისი კოლეგები აგერ უკვე წელიწადნახევარია, 24/7-ზე იბრძვიან. ექიმების შესაძლებლობებიც ამოწურვადია," - აცხადევს ნათია მეზვრიშვილი.

    მადლიერ პოლიტიკოსებს შორისაა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ თოთხმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ, ექიმების დახმარებით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. კოვიდისგან გამოჯანმრთელდა შალვა ნათელაშვილის მეუღლეც, ბელა ალანიაც, რომელიც ლევან რატიანის და მისი გუნდის მიმართ დიდ მადლიერებას გამოხატავს.

    "მიუხედავად სიშორისა, გვერდიდან არ მშორდებოდნენ…. ოთო ექიმი გვახალისებდა, გურულ ისტორიებს გვიყვებოდა. აი, ასეთებს, ღიმილიან განწყობას რომ გვიქმნიდნენ. ერთ დღეს ჰაერის უკმარისობა მქონდა. ასეთ დროს უმწეო ხდები… შესცქერი სატურაციის აპარატს და მისი მაღლა-დაბლა აწევ-დაწევა ხდება სასიცოცხლო თემა. იმასაც უშვებ, რომ დილით შეიძლება ვერ გაიღვიძო… აქ ყველას ყველა უყვარს… არც პოლიტიკაა და არც ეკონომიკა წამყვანი თემა. 

    ფუსფუსა ექთნები გვიფრთხილდებიან. მზრუნველი, გასაოცარი, „ჩვენიანი“ ექიმები ჰყავს კლინიკას. კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი მარტო პროფესიონალი კი არ არის, რომელმაც იცის ყველა პაციენტის სახელი, გვარი და დღეში ორ-სამჯერ პირადად ეკონტაქტება თითოეულს. ის, უბრალოდ, სიყვარულით სავსე ადამიანია და სანამ საქართველოში ასეთები მეგულება, სიგლახეები ვერ მოგვერევა, ვერ დაგვჯაბნის!"- აცხადებს ნათელაშვილის მეუღლე.

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ლევან რატიანს და ყველა ექიმს, რომელიც ჩართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო მადლობას უხდის მომღერალი მერაბ სეფაშვილი.

    "მადლობა მინდა ვუთხრა ლევან რატიანს და მთელ მის გუნდს, რომელიც თავდაუზოგავად იბრძვის ყოველი ადამიანის გადასარჩენად ვინც სნეულდება ამ ვირუსით. სიტყვებით ვერ გამოხატავ, თუ რამხელა სიკეთეს აკეთებს ეს ხალხი თავისივე ჯანმრთელობის ხარჯზე. ამას ჰქვია ნამდვილ პროფესიონალთა გუნდი. მადლობა ლევან,” – აცხადებს მომღერალი

    პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაავადება დაამარცხა მსახიობმა მარიკა შალიკაშვილმაც, რომელმაც ლევან რატიანის მხრიდან გამოჩენილ დამოკიდებულებაზე საუბრობს და საკუთარი თვალით ნანახ რეალობას უზიარებს საზოგადოებას.

    "ლევან რატიანი დამპირდა ნუ შეგეშინდება, თუ დაგემართა მოგხედავო, დამემართა და მომხედა აღარ ქვია ამას - თან გადამყვა. თვეების მანძილზე ჩემი ყოველი დილა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკით იწყებოდა, მაშინ სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაცხადებდი და სულ მაინტერესებდა, შიგნით რა ხდებოდა.

    ლევან რატიანს დიდ პატივს ვცემდი და ვაფასებდი როგორც უკეთილეს, პროფესიონალ ექიმს, რომელიც სხვების სიცოცხლისთვის იბრძოდა. ახლა უკვე ყველაფერი ის რაც პირველ საუნივერსიტეტოში ხდება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს არის თავდადებული, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების გადარჩენისთვის მებრძოლი, ძალიან მაგარი, კეთილშობილი ადამიანების გუნდი. მიხარია რომ ასეთი ხალხი არსებობს და მათ რომ ვხედავ, მჯერა ყველაფერი კარგად იქნება," - აცხადებს მარიკა შალიკაშვილი.

    ემოციური მიმართვა აქვს ცნობილ მომღერალ ნოდიკო ტატიშვილსაც, სადაც ის კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს მადლობას უხდის. მომღერალი აცხადებს, რომ ლევან რატიანმა მისი მშობლები სიკვდილისგან გადაარჩინა.

    "არც ვიცი ისეთი მადლობა როგორ გადავუხადო ამ სასწაულ პიროვნებას და ექიმს, როგორსაც იმსახურებს. დედა და მამა ამ გენიოსმა კაცმა გადამირჩინა და ხელიდან გამოგლიჯა ვერაგ კოვიდს! რომ არა ლევან რატიანი, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ დასრულდებოდა! ძეგლი ეკუთვნის და უდიდესი გაფრთხილება ასეთი უმაღლესი დონის პროფესიონალს თავისი სუპერ გუნდით, რომლებიც არაფერს იშურებენ პაციენტებისთვის!"- აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი.

    მართალია, ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ კორონავირუსი სახლის პირობებში დაამარცხა, მაგრამ მან კვლევები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჩაიტარა და გამოჩენილი ყურადღებისთვის ის კლინიკის დირექტორს განსაკუთრებულად უხდის მადლობას.

    კიდევ უამრავი ადამიანია, რომელიც სხვადასხვა დაავადების დამარცხების გამო სწორედ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს ემადლიერება და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

    წყარო: https://www.gtmedia.ge/news/jandacva/tsnobili-adamianebis-vrtseli-sia-romlebits-levan-ratians-gadarchenistvis-emadlierebian

ბიზნეს ნიუსი

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

პურის თონეები და თათარობა „ახტალაზე“!

„გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ სტუმრები ღვინის გარდ...

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო!

დღეს, 26 სექტემბერს, ლიბერთი ბანკსა და საქართველოს...

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

ვინ იქნება ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC ჟიური?

სარა ებოტი: “პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლ...

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

ქართველი მეღვინეები IWSC-ის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოსთვის იბრძოლებენ

რა კრიტერიუმით შეფასდება ღვინოები საერთაშორისო კონ...

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური