შვეიცარია იწყებს სამხრეთ კავკასიაში 2022-2025 წწ.-ის თანამშრომლობის პროგრამას!

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
პარასკევი, 20 მაისი 2022 14:51

შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ და თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა ხელმძღვანელმა დანიელ მევლიმ წარადგინეს 2022-2025 წწ.-ის შვეიცარიის თანამშრომლობის პროგრამა. პროგრამა მთავარი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს 2022-2025 წლებში შვეიცარიის მიერ განხორციელებული პროექტების მთავარ მიმართულებებს. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და ორგანიზაციები.
2022-2025 წლებში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში განახორციელებს პროგრამას, რომლის მთავარი მიმართულებებია: 1) სამოქალაქო ჩართულობის და თანამშრომლობის ხელშეწყობა რეგიონში, 2) დემოკრატიისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება, 3) ეკონომიკური განვითარება და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა, და 4) კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაძლიერება და რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება. გენდერული თანასწორობა და კარგი მმართველობა ყველა შესაბამის პროექტში იქნება გათვალისწინებული.
"ამჟამად შვეიცარია 20-ზე მეტ პროექტს ახორციელებს საქართველოში, რომელთა უმეტესობა 2017-2021 წწ.-ის სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო. 2021 წლის ბოლოს, შვეიცარიის მიერ დაფინანსებული პროექტების შედეგად, 150’000 მოსარგებლემ სოფლის მეურნეობის სექტორში მიიღო დამატებითი შემოსავალი, რაც 34 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ციფრული ინფრასტრუქტურა დაინერგა 63 მუნიციპალიტეტში, რამაც მუნიციპალური მომსახურება ხელმისაწვდომი გახადა 1.5 მილიონი ადამიანისთვის. გენდერული თანასწორობის კუთხით, მაგალითად, მნიშვნელოვანი ანალიტიკური სამუშაო ჩატარდა გენდერული ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული ნიშნით ხელფასების სხვაობის მიმართულებით.
წინა მიღწევებზე დაყრდნობით, 2022-2025 წლების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება ახალი პროექტები, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. შვეიცარია საქართველოში გააგრძელებს სოფლის მეურნეობის სექტორის დახმარებასა და ამით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას, გათვალისწინებულია სოფლად მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე, სოფლად ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განათლებისა და გადამზადების მოდერნიზება. მმართველობა, მიგრაციის ჩათვლით, და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება დარჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებებად. პროგრამა გააგრძელებს კლიმატის და ბუნებრივი რესურსების, კერძოდ ტყის, მართვის მიმართულებით მუშაობას. ამ თემატური პრიორიტეტების გარდა, შვეიცარია იმუშავებს კონფლიქტის პრევენციის, მშვიდობის ხელშეწყობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივები თემებზე: გენდერული თანასწორობა, გარემო და კლიმატის ცვლილება, ინკლუზიურობა და გაციფრება (დიგიტალიზაცია). გარდა ამისა, ხელოვნებისა და კულტურის რეგიონული პროგრამის ფარგლებში, შვეიცარია დააფინანსებს სხვადასხვა პროექტებს. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი საქართველოსთვის 34 მილიონი შვეიცარიული ფრანკია.
სამხრეთ კავკასიაში პროექტების განხორციელება შვეიცარიამ 1988 წელს დაიწყო და მას შემდეგ თავისი საქმიანობა სულ უფრო გააფართოვა, განახორციელა რა პროექტები სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი თბილისში 1996 წელს გაიხსნა. ბოლო 25 წლის განმავლობაში შვეიცარიის დახმარება 200 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს“ - აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

წაკითხულია 348 ჯერ

Related items

  • ილხამ ალიევი: აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს

    აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ ურთიერთსიძულვილისა და მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
    როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამჟამად ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სამუშაოს უმოკლეს ვადაში დასრულებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდნენ ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული ისტორიული განსხვავებები ჰქონდათ და მტრობის გვერდი აუარეს„, დასძინა ილხამ ალიევმა.

  • პრეზიდენტი ი. ალიევი: ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტებთან მიმართებაში

    ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტების კუთხით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

    АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
    როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამავდროულად, იყო გარკვეული უპირატესობები, განსაკუთრებით საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით. აზერბაიჯანი მრავალი წელია ინვესტიციას ახორციელებს თანამედროვე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში. ახლა კი ტვირთების გადაზიდვა ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
    გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.
    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
    ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • ძალადობრივი კონფლიქტის პრევენციის შესაძლებლობები - როგორ ვიყენებთ მათ

    ზაალ ანჯაფარიძე, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი (ICCN), სამხრეთ კავკასიის დიალოგის პროგრამის კოორდინატორი

    საქართველო სხვადასხვა სახის და წარმოშობის ძალადობრივი კონფლიქტების გამოვლინების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კონფლიქტები, მათ შორის ძალადობრივი, ჩვენი უახლესი ისტორიის ატრიბუტად გადაიქცა და ქვეყანას უზარმაზარი, მათ შორის ადამიანური დანაკარგების ფასად დაუჯდა. თუმცა, აქვე ჩნდება ჯერჯერობით პასუხგაუცემელი კითხვები. კერძოდ, რა დასკვნები გააკეთა აქედან სახელმწიფომ და საზოგადოებამ და რამდენად სწორი იყო ეს დასკვნები?, რა გაკეთდა სიმშვიდის პერიოდში კონფლიქტის პრევენციის მიზნით? გამოყენებული იყო თუ არა ყველა რესურსი, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების რესურსი და სამოქალაქო სამშვიდობო აქტივისტების გამოცდილება?
    კონფლიქტის თავიდან აცილების (პრევენციის) ეფექტური ინსტრუმენტების შემუშავება და მათი მუდმივი განახლება, რომ მნიშვნელოვანია, ამას თუნდაც უკრაინის კრიზისი ადასტურებს, რომელიც ჩვენს თვალწინ საკმაოდ სახიფათო ფორმით ვითარდება. კითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ესკალაციის პრევენცია, კვლავ ღიად რჩება.
    როგორც უკრაინის ისე საქართველოს მაგალითები აჩვენებენ, ძალადობრივი კონფლიქტების გამწვავება დროებითი დაზავებისა ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც კი, არ არის უჩვეულო მოვლენა.
    ძალადობის განმეორებადი ციკლების გაწყვეტა შესაძლებელია კონფლიქტის ძირეული მიზეზების განხილვით და სახელმწიფოს მშენებლობის ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენი მთავრობის მიმართ ამ კუთხით არსებობს მოლოდინი რომ მიაღწიონ კარგ მმართველობას, კანონის უზენაესობას, გადაწყვეტილებების მიღების ინკლუზიორობას და ადამიანის უფლებების დაცვას და ამით ხელი შეუწყონ კონფლიქტების კონსტრუქციულ გადაწყვეტას. სწორედ ეს ქმნის კონფლიქტების მიმართ "გამძლეობასა" და „მედეგობას“ სხვა კომპონენტებთან ერთად. ამიტომ ძალადობის პრევენცია მიზნად ისახავს სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას. მშვიდობიანი, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობა ამის ერთ-ერთი გზაა.
    პრობლემა იწყება იქ და მაშინ, როდესაც ჩნდება კონფლიქტების ძალადობრივი გზით გადაწყვეტის ცდუნება, ზემოხსენებული ფაქტორების იგნორირრებით. სამწუხაროდ, საქართველოში ამის არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიძიოთ, რომელთაც ქვეყნისთვის და საზოგადოებისათვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვა, გრძელვადიანი ნეგატიური ზემოქმედების ეფექტით.
    ზოგადად, ძალადობრივი კონფლიქტები განიხილება როგორც დაძაბულობისა და შეუთავსებლობის გამოხატვა სხვადასხვა, ურთიერთდამოკიდებულ მხარეებს შორის მათ საჭიროებებთან, ინტერესებთან და ღირებულებებთან დაკავშირებით.
    კონფლიქტის ისტორიული კონტექსტის შესწავლა, განხილვა და პოზიციების შეჯერება თუნდაც იმიტომ არის საჭირო, რომ კონფლიქტის გაჩაღების მოსურნეებს ყოველთვის შეუძლიათ „საჭირო დროს“ შესაბამისი ინტერპრეტაციით შეახსენონ ერთმანეთისგან განსხვავებულ დაინტერესებულ ჯგუფებს (ეთნიკურს, რელიგიურს და ა.შ.) მათთან დაკავშირებული ისტორიის ცალკეული მტკივნეული ეპიზოდები და ასე მოახდინონ კონფლიქტის კულტივირება. შესაბამისად, მტკივნეულ წარსულთან გამკლავება, როგორი ხანგრძლივი და რთულიც არ უნდა იყოს, აუცილებელი კომპონენტია კონფლიქტის პრევენციის, არსებული კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად.
    ამ კუთხით, Global Partnership for the Prevention of Armed Conflict (GPPAC) -ს სამხრეთ კავკასიური დიალოგის ფარგლებში, ICCN ცდილობს საქართველოში მომხდარი კონფლიქტების ისტორიულ კონტექსტში გაანალიზების პროცესში ჩართოს ახალგაზრდობა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს ახასიათებთ კონფლიქტების შეფასების და მათი მოგვარების გზების ახლებური ხედვა, რომელიც შეიძლება ცალკეულ კომპონენტებში განსხვავდებოდეს უფროსი თაობის წარმომადგენელთა ხედვებისგან. კერძოდ, მხარდაჭერილი იქნა ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბის კვლევა: „ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია და მისი როლი საქართველოში კონფლიქტების წარმოშობისა და შენარჩუნების პროცესში.“ ICCN მიიჩნევს, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ახალგაზრდების უფრო მეტ წვდომას სამშვიდობო დიალოგის სივრცეში და კონფლიქტების პრევენციის ინიციატივათა ადვოკატირებაში. ამით ხელი ეწყობა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდობის შინაარსიან ჩართულობას.
    კონფლიქტის ისტორიის გულწრფელი გაანალიზება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, არ ისახავს მიზნადკონფლიქტის ერთ-ერთი თუ ყველა მხარის გამართლებას ან რეაბილიტაციას. ის იკვლევს კონფლიქტის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს ყველა, პირდაპირ თუ ირიბად დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და ხელს უწყობს კონფლიქტის ტრანსფორმაციას.
    მყარი მშვიდობა მხოლოდ ყველას დაუღალავი შრომით მიიღწევა.

     

  • საქართველოს პრეზიდენტს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

    საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიდი გრაუმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

    რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური