გურბანგული ბერდიმუხამედოვი თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის ორდენით დაჯილდოვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 მაისი 2022 14:14

თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუხამედოვი დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის თათარსტანის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი-ორდენით თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის, წერს დღეს ოფიციალური პრესა.

დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. თათარსტანის ხელმძღვანელის განკარგულებით, ჯილდო გადაეცა ჰალკ მასლახატის მილი გენგეშის თავმჯდომარეს თურქმენეთსა და თათარსტანის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერაბაში შეტანილი  განსაკუთრებული  ღვაწლისთვის.

ცერემონიაზე გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია, რასაც იგი აღიქვამს, როგორც ძმური თათარსტანის დიდი პატივისცემას თურქმენეთისა და თურქმენული ხალხის მიმართ.

თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს თურქმენეთისა და თათარსტანის თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპეკტრს და აშხაბადი მზადაა გააგრძელოს ორმხრივი პარტნიორობის განვითარება ყველა სფეროში.

წაკითხულია 122 ჯერ

Related items

  • ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თურქმენეთში გამართულ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მინისტერიალში

    2022 წლის 15-16 აგვისტოს, ქ. თურქმენბაშიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების გაერო-ს მინისტერიალში თემაზე: „აშხაბადის პროცესი - დაფინანსება უკეთესი დაკავშირებადობისთვის“.
    თურქმენეთის მთავრობისა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებთან დაკავშირებით გაერო-ს უმაღლესი წარმომადგენლის (UN-OHRLLS) სამდივნოს ორგანიზებით გამართული მინისტერიალი მიეძღვნა მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღო 30-მდე განვითარებადი ქვეყნის მინისტრმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირმა.
    მინისტერიალის გახსნით ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო როლზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. აღინიშნა, რომ საქართველო კვალავაც საიმედო პარტნიორი იქნება რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის და უზრუნველყოფს ტვირთების შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას სატრანზიტო დერეფანში.
    მინისტერიალის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციამ გამართა შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების, საუდის არაბეთის, ზამბიის, ბურკინა ფასოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და ღონისძიების მონაწილე სხვა ქვეყნების მინისტრებთან.
    აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 16 აგვისტოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სააგენტოს შორის.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო

  • სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგი სხდომა გამართა.

    დღეს ჯგუფის წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარისა და სამუშაო ჯგუფი ხელმძღვანელის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ჯგუფში ორ საკითხზე შეთანხმება შედგა.

    „პირველი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა არჩევის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას შეეხებოდა. ჯგუფის წევრები შევთანხმდით, რომ პარლამენტის მიერ არამოსამართლე წევრების არჩევისთვის მიზანშეწონილია პარლამენტის რეგლამენტში კონკრეტული ჩანაწერი გაკეთდეს, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობას და ინკლუზიურობას. შევთანხმდით კიდევ ერთ საკითხზე, რომლის თანახმად, მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრების არჩევის დროს ისარგებლებს შესაძლებლობით კონკრეტული კანდიდატების მხრიდან მოისმინოს მათი ხედვა“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

    მისი თქმით, დღეს განხილული ოთხი საკითხიდან ორ მათგანზე შეთანხმება ამ ეტაპისთვის ვერ შედგა, თუმცა მათზე მსჯელობა სხვა საკითხებთან ერთად შემდეგ შეხვედრებზე გაგრძელდება.

    „შემდეგი საკითხი შეეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, იქნება ეს მოსამართლე თუ არამოსამართლე წევრი, ზედიზედ ორჯერ არჩევის საკითხს. რეგულაცია, რომელიც საბჭოს წევრს უზღუდავდა შესაძლებლობას ზედიზედ მეორედ მიეღო მონაწილეობა კონკურსში და არჩეული ყოფილიყო მეორე ვადით, ჩვენ შევცვალეთ, იქიდან გამომდინარე, რომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ შესაბამისი პროფესიული გამოცდილებისა და კონკრეტული ცოდნის მქონე პირს არ ჰქონოდა არანაირი შეზღუდვა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯგუფში ვერ შევჯერდით. ჩვენი პოზიციაა, რომ ვენეციის კომისიას არ უთქვამს და ეს არის ფაქტი, რომ ეს წესი უნდა გადაიხედოს და უნდა დაბრუნდეს ძველი წესი, სადაც ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იყო განსაზღვრული. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს კი მიაჩნდათ, რომ მართალია ეს ასეა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ამ საკითხის გადახედვა. ასევე, ვერ შევაჯერეთ პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები პარალელურად იყვნენ სასამართლოს, პალატის ან კოლეგიის თავმჯდომარეები. ამასთან დაკავშირებითაც, ჩვენი პოზიციაა, რომ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი, რომლის თანახმად, პირებს, რომლებიც სასამართლოს შიგნით ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე იქნებიან არჩეული, არანაირი ვალდებულება არ აქვთ დატოვონ კონკრეტული თანამდებობა. პირიქით, ეს უნდა იყოს მოქნილი მექანიზმი იმისთვის, რომ სასამართლოში მოსამართლეებს ჰქონდეთ ნაკლები შეზღუდვები. ამ შემთხვევაშიც სამოქალაქო საზოგადოების პოზიციაა, რომ მართალია, არსებობს ასეთი საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც არავის ავალდებულებს, რომ აუცილებლად საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უნდა დატოვოს მაგალითად, სასამართლოს ან პალატის თავმჯდომარის პოზიცია, თუმცა აქაც ისინი საუბრობენ კონტექსტზე, რაც უნდა იყოს მხედველობაშია მიღებული. ჩვენ ვმოქმედებთ და ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ქართული მართლმსაჯულება, ქართული საკანონმდებლო სივრცე ვერ იქნება ისეთი საცდელი ობიექტი, რომელიც არავითარ გამოცდილებას არ ეფუძნება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ორი კვირის შემდეგ გაიმართება.

  • პარლამენტში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

    დღეს საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერების სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე ჩინეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
    როგორც პარლამენტის ლიდერებმა აღნიშნეს, აუცილებელია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა და საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციებისთვის კარების უფრო ფართოდ გაღება. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ ისტორიული პროექტი „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს, ქვეყნის ტერიტორიაზე კი, მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინური ტვირთების ტრანზიტი ევროპაში გაიზარდოს.
    განსაკუთრებული ყურადღება სხდომაზე მედიცინასა და ჩინური სამედიცინო პრეპარატების იმპორტს დაუთმეს. აგრეთვე საქართველოში არსებული სიტუაციის ფონზე ავთანდილ ენუქიძემ ბიოლოგიური უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
    პარლამენტის ლიდერებმა ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირეს და ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ჩინელ ხალხს წარმატებები უსურვეს.

    ბადრი ნაჭყებია

  • კახა ოქრიაშვილი: „ივანიშვილის მიერ პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშებას ერთადერთი მიზანი აქვს..“

    საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ის, რაც დღეს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ხდება, ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური „აფერისტობაა“. რაში სჭირდება ბატონ ივანიშვილს პოლიტიკური აბსურდის თეატრის გათამაშება?! მას ერთადერთი მიზანი აქვს - გადაიტანოს ჩვენი მოსახლეობის ყურადღება ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემებიდან აბსურდის თეატრისკენ  და ხალხი ვირტუალურ, გამოგონილ რეალობაში აცხოვროს. ამით სურთ, რომ  გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და არჩევნებზე, მორიგ ჯერზე დააშინონ, მოისყიდონ და მოატყუონ ჩვენი მოსახლეობა.

    დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთადერთ რამეზე უნდა საუბრობდეს, მათ შორის განსაკუთრებით, მმართველი პარტია, რადგან მისი პასუხისმგებლობაა ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. ეს ერთადერთი საკითხია საქართველოს ეკონომიკა. 2012 წლიდან, „ოცნებისთვის“  მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო და დღესაც უნდა იყოს - როგორ გაზარდოს ეკონომიკა ყოველწლიურად, მინიმუმ 10 %-ით და როგორ შეუწყოს ხელი მეწარმეებს, შექმნან სამუშაო ადგილები ღირსეული, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად მინიმუმ 1000-1500 $-იანი ანაზღაურებით. რადგან ეს მთავარი ამოცანა 10 წლის განმავლობაში ვერ შესრულდა, ამიტომაც გვაცხოვრებენ პოლიტიკური აბსურდის თეატრში.

    საკმარისია - აბსურდის თეატრით ვეღარ მოგვატყუებთ!", -  აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

  • პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს ოფისებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილა და მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს, მალდივის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულა შაჰიდს შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილი მიესალმა აბდულა შაჰიდის მიერ გაეროს 76-ე სესიის წარმატებით წარმართვას და მისი პრეზიდენტობის ვადაში განსაზღვრული პრიორიტეტების მიმართ საქართველოს მხარდაჭერა გამოხატა.

    პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში გაეროს ოფისებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილა და მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

    გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მრავალმხრივი დიპლომატიის, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის და პოლიტიკაში ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

    მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე.

    შალვა პაპუაშვილმა აბდულა შაჰიდს მადლობა გადაუხადა მალდივის რესპუბლიკისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური