პრეზიდენტმა წიგნის მუზეუმს ე. ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 20 მაისი 2022 11:15

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წიგნის მუზეუმს ელენე ახვლედიანის პირადი ბიბლიოთეკიდან უნიკალური წიგნები საჩუქრად გადასცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

კუბიზმის მანიფესტები - გიომ აპოლინერის „ესთეტიკური მსჯელობა - კუბისტი მხატვრები“ და ალბერ გლეზისა და ჟან მეცინგერიის ,,კუბიზმი“ პრეზიდენტის მიერ საკუთარი სახსრებით იქნა შეძენილი, რომლებიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა.

“ეს ორი მნიშვნელოვანი წიგნი სწორედ ევროპულ კულტურასთან გვაახლოებს და გვაჩვენებს თუ რამდენად შერწყმული ვიყავით მასთან, სანამ საბჭოთა კავშირი და საბჭოთა წნეხი ევროპას დაგვაშორებდა. ამ გზას ახლა ვუბრუნდებით და ამის ნიშნად მინდა გადმოგცეთ ეს ორი წიგნი“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან თაქთაქიშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს. მან აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკაში პრეზიდენტის მიერ გადაცემული არაერთი მასალა ინახება. 

,,ქალბატონ სალომეს არაერთი საჩუქარი გვაქვს ჩვენ ჯერ მის პრეზიდენტობამდე. მისი მამის, მეუღლის არქივები ინახება ბიბლიოთეკაში. ქალბატონი სალომეს უშუალო მითითებით დამზადდა და გადმოგვეცა მიხა ხელაშვილის ეროვნული გმირის ორდენი. ამის საპასუხოდ, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო მასალა მოვიძიოთ“ - აღნიშნა ლევან თაქთაქიშვილმა.

წაკითხულია 377 ჯერ

Related items

  • პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“ საგამომცემლო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა
    შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო გრანტების კონკურსში უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ წარდგენილმა, სინოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ მარინე ჯიბლაძის წიგნმა „ჩინური ენის ფონეტიკის საფუძვლები“.
    მონოგრაფიაში წარმოდგენილია ჩინური ენის ფონეტიკური სისტემის ფართო კვლევა, რომელიც მოიცავს ფონეტიკასაც და ფონოლოგიასაც. ნაშრომს დაერთვის სხვადასხვა ლინგვისტური მასალები: ცხრილები, ილუსტრაციები, სქემები და ა.შ.
    წიგნი ავტორის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევის შედეგია.
    პროექტის კოორდინატორია ანა მილაშვილი.
    წიგნი გამოიცემა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ.
    "იმედია, ეს წიგნი დაეხმარება ჩინური ენით დაინტერესებულებს ფონეტიკური თავისებურებების გაგებაში და მასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში", - აცხადებს პროფესორი მარინე ჯიბლაძე.
  • სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!

    შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

    აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

    წყარო: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-shedzrwunebuli-var-stambolshi-momkhdari-afetqebit-vusamdzimreb-daghupulta-ojakhebs-tanagrdznobas-vuckhadeb-prezident-erdoghansa-da-turqetis-mosakhleobas/

  • პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა განიხილა

    საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის მისაღწევად ევროპის საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობა - აღნიშნული საკითხები სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან პირისპირ შეხვედრისას განიხილა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არცერთი დემოკრატია არ არის სრულყოფილი, თუმცა საქართველო იმსახურებს კანდიდატობის სტატუსს და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ პარტნიორებისაგან კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ინტეგრაციის ამ გზაზე.

    საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

    შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და 12 პუნქტიან რეკომენდაციების შესრულების საკითხს, რაზეც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია მოხდეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

    როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას აბრკოლებს პოლარიზაცია და სწორედ ამიტომაა, რომ წამოიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი. 

    ,,პოლარიზაცია აუცილებლად უნდა დავძლიოთ და შევამციროთ, რადგან ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ის გამოყენებული იქნას ჩვენს წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

    საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის და 2023 წელს დაგეგმილ კონფერენციაზეც მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და  თბილისში მეორედ ჩატარდება.

  • პრეზიდენტმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრით დაასრულა

    შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. 

    საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა რეიკიავიკის ფორუმს, ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და იმედი გამოთქვა, რომ ამ ფორუმზე აღნიშნული საკითხი აქტიურად იქნება განხილული.

    შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით  თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

    ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის მნიშვნელობას, ასამბლეის პრეზიდენტმა ამ პროცესის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

    საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი დესპინა  შაცივასილიუ, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრას ესწრებოდა, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.

  • პრეზიდენტი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც

    საქარველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა:

    ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობენ.

    ქართველი ხალხის სახელით, მინდა, წარმატებები ვუსურვო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“ - აღნიშნულია ჩანაწერი.

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური