საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის სენატისა და საელჩოს დელეგაცია სტუმრობდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 18 მაისი 2022 10:32

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაცია და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

სენატის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ირჟი რუჟიჩკა, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ვაცლავ ხალოუპეკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი დავიდ სმოლიაკი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი მარეკ ჰილშერი, სენატის მედიის მუდმივმოქმედი კომიტეტის მდივანი იტკა პილარჟოვა, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოდან ელჩი პეტრ მიკისკა და ელჩის მოადგილე იანა გაშპარიკოვა.

დელეგაციის წევრები საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა, საუბარი შეეხო ქართულ მედიაში არსებულ სტანდარტებს, ასევე იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რაობა, როგორც ინსტიტუციის, მით უმეტეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ გზაზე მიმავალი ქვეყნისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ქართულ მედიაზე, იმ სტანდარტებზე, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებელი, არამედ მთლიანობაში, მედია. ვისაუბრეთ ყალბი ამბების გამოწვევებზე, ზოგადად მსოფლიო გამოწვევებზე, რომელიც ყველგან პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ჩვენი მხრიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის პარტნიორობა, რომელიც გვაქვს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მეშვეობით ყველა ჩვენს მსგავს ორგანიზაციასთან, კვლავაც გაგრძელდეს. ასევე ვისაუბრეთ, რა შეიძლება, კიდევ გაკეთდეს, რათა გაღრმავდეს ურთიერთობები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არის უამრავი საინტერესო პროექტი, რომელზეც უკვე დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, რომ ამ ევროპულ გზაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობას, კიდევ არაერთხელ გაესმება ხაზი“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

ჩეხეთის პარლამენტის სენატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ირჟი რუჟიჩკამ განაცხადა, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და ეცნობიან საქართველოში არსებულ სიტუაციას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პირველი არხის ხელმძღვანელთან. ჩეხეთის დელეგაციაში ჩვენ მედიის კომიტეტიდან ვართ. იცით, რომ პირველი ივნისიდან ჩეხეთი იქნება ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და გვაინტერესებს საქართველოში არსებული სიტუაცია. ვისაუბრეთ მედიაზე, ჟურნალისტურ საქმიანობაზე და პირველ რიგში, მედიის დამოუკიდებლობაზე“, – განაცხადა ირჟი რუჟიჩკამ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

წაკითხულია 221 ჯერ

Related items

  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედია ცენტრი გაიხსნა!

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) მედია ცენტრი გაიხსნა, სადაც ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობა შეეძლებათ.

    მედია ცენტრი, რომელიც მოიცავს, სარედაქციო ოთახს, ე.წ. ნიუსრუმს, ტელე და რადიო სტუდიებს, აღჭურვილია  სტუდიური და საველე ვიდეოკამერებით, სამონტაჟო კომპიუტერებითა და სხვა აუცილებელი სტაციონარული ტექნიკით.

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტ. საფფეთ ბაირაქთუთანის შეფასებით, მედია ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტების პროდუქტიულობის გაზრდას, ჩაიწერება საინტერესო გადაცემები, მომზადდება რეპორტაჟები, სიუჟეტები და ინტერვიუები. მედია ცენტრში პრაქტიკული გამოცდილების მიღება შეეძლებათ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს, ასევე სხვა პროგრამების სტუდენტებს, რომლებსაც მედია ტექნოლოგიები აინტერესებთ.

    მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი,  ჰოლდინგ „პალიტრას“ დირექტორი გიორგი თევდორაშვილი, რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი თამარ ჩიგოგიძე, პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარიშვილი, მედიის მოქმედი ჟურნალისტები და პროგრამის კურსდამთავრებულები. 

    შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მედია ცენტრში 100 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა IBSU-ში 2014 წლიდან ამოქმედდა. 2020 წლიდან კი აკრედიტაცია მიიღო სამაგისტრო პროგრამა „ციფრული მედია და კომუნიკაცია“, რომელიც აშშ-ს ლოიოლას უნივერსიტეტის სადოქტორო და სამაგისტრო სკოლის ხელმძღვანელის რიშელ როჯერსის მენტორობით შემუშავდა.

    ამჟამად, IBSU-ს ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულებას 100-ზე მეტი კურსდამთავრებული და 120-მდე აქტიური სტუდენტი ჰყავს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა.

    შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
    საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით.
    აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
    შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • იან ლიპავსკის ვიზიტი ორ ქვეყანას შორის გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს - ილია დარჩიაშვილი

    „განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის,იან ლიპავსკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთის მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორეს მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს. ამ ურთულეს და გამოწვევებით აღსავსე დროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უახლოესი პარტნიორების თანადგომას. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი ჩვენი ერთგული მოკავშირე და მხარდამჭერია.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგასთან, იან ლიპავსკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
    ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმისა და განათლების მიმართულებებით.
    შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობასა და იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
    საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროპული პერსპექტივის აღიარებამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გაუხსნა კარი და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სრულიად ახალ ეტაპზე აიყვანა.
    „ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების გზავნილი, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, წარმოადგენს ძლიერ მოტივაციას, რათა წარმატებით გავიაროთ ამ გზის ყოველი ეტაპი.“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
    მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის სტრატეგიულ როლსაც და ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების პროცესში.
    ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებაზე უსაფრთხოების სფეროში, რაც ხაზგასმულია ევროკავშირის სტრატეგიული კომპასის დოკუმენტშიც.
    მინისტრის თქმით, საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ რეგიონში, წლის ბოლომდე დაგეგმილია მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტები ბრიუსელიდან, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება საერთო ინტერესის საკითხებისა და რეგიონში არსებული გამოწვევების განსახილველად.
    ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციისა და რეფორმების განხორციელებაში ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
    ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებას და უკრაინაში მიმდინარე ომს.
    დარჩიაშვილის განცხადებით, კოლეგასთან საუბრისას ქართული მხარის მიერ აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარება. მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც ჩეხეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში.
    ილია დარჩიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს გამორჩეული მხარდამჭერია ნატოში ინტეგრაციის პროცესშიც.
    საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც. 
    იან ლიპავსკი გმირთა მოედანზე პატივს  მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას, ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
    აღსანიშნავია, რომ ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის საქართველოში ვიზიტი  ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება.

  • თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

    2022 წლის 21 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობის სახელით ჩეხ ხალხს ეროვნული დღე მიულოცა და წარმატება და კეთილდღეობა უსურვა.

    „ჩვენი ქვეყნების ორმხრივი მისწრაფება პარტნიორობის გაღრმავებისკენ, საერთო ღირებულებებთან ერთად, არის ის ურყევი საფუძველი, რომელზეც დამყარებულია საქართველო-ჩეხეთის ურთიერთობები. ჩეხეთი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია.“- აღნიშნა თეიმურაზ ჯანჯალიამ.
    მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე. 
    თეიმურაზ ჯანჯალიამ ყურადღება გაამახვილა  რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესიასა და  რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გარემოზე. მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა. 
    ამასთან, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეუქცევად პროცესზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების  ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩეხეთის ელჩს შეხვდა

    2022 წლის 27 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა საქართველოში ჩეხეთის ელჩთან პეტრ მიკისკასთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ელჩმა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე წარმოადგინა ევროკავშირის საბჭოში ჩეხეთის თავმჯდომარეობის პროგრამა და პრიორიტეტები. თავმჯდომარეობის პროგრამა ევროკავშირისთვის სტრატეგიულ მიმართულებებს მოიცავს, რომელთა შორისაა ჩვენს რეგიონთან და კონკრეტულად, საქართველოსთან ჩართულობის გაძლიერება ყველა იმ საკვანძო მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროკავშირში. 
    შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ ევროინტეგრაციის პროცესს, რომელიც ინტენსიურ ფაზაშია. მინისტრის მოადგილემ ელჩს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა იმ მრავალმხრივ მუშაობაზე, რომელიც მიმდინარეობს ქვეყანაში ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით.
    მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და რეგიონის ქვეყნებზე მისი გავლენის შესახებ. განიხილეს საქართველოს როლი ალტერნატიული სატრანსპორტო/ენერგეტიკული მარშრუტების განსაზღვრის კონტექსტში და ევროკავშირის მეტი ჩართულობის აუცილებლობა დაკავშირებადობის მიმართულებით, მათ შორის, შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების გზით. 
    მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილ, მათ შორის, მაღალი რანგის ღონისძიებების თემებზე. 
    ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობა მოიცავს ექვსთვიან პერიოდს 2022 წლის 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური