ბუღალტერიის მნიშვნელობა კომპანიაში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2022 11:49

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გვიწევს უამრავი გადაწყვეტილების მიღება, ზოგჯერ კი შეიძლება ისეთი რამ ჩავიდინოთ, რაც სრულიად შეცვლის ჩვენს ყოფას. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილებაა საკუთარი სტარტაპისა თუ ბიზნესის წამოწყება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და რომელიც დახუნძლულია ისეთი დიდი გამოწვევებით, რასთანაც გამკლავება აუცილებელია მოგებისთვის. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პატარა ხარვეზიც კი გასათვალისწინებელია, რადგან შესაძლოა სწორედ ამან გამოიწვიოს უამრავი პრობლენა, რაც საკმაოდ ძვირად შეიძლება დაგიჯდეთ. საქმე განსაკუთრებით რთულდება და კიდევ უფრო საყურადღებოა, როდესაც ფინანსური ნაწილი დაულაგებელია. მენეჯერმა შეიძლება იცოდეს მარტივი ბუღალტერია, თუმცა თუ ის სანდო ხელში არაა, შეიძლება საკმაოდ აირიოს მთელი პროცესი, რაც გარდაუვალი ფინალით დასრულდება. ამის თავიდან ასარიდებლად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ფინანსები და ბუღალტერია სრულ წესრიგში იყოს, რასაც მუდმივად მიექცევა ყურადღება.

ფინანსების წარმოებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ბუღალტრული აღციცხვაა, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრული სერვისები ამ ნაწილსაც მოიცავდეს და კომპეტენტურმა ადამიანმა ან ადამიანების ჯგუფმა მიხედოს. ბუღალტრული აღრიცხვა არის ერთგვარი ენა, რომლის ძირითადი მიზანია საქმიანობაში ჩართული ადამიანებისთვის ინფორმაციის სწორად მიწოდება და გულისხმობს ფინანსური ინფორმაციის შეგროვებას, გაზომვას, დამუშავებასა და გადაცემას. ნებისმიერი ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია ეს სისტემა მოწესრიგებული იყოს, რაც მენეჯერს დაეხმარება ზუსტად განსაზღვროს კომპანიის ამჟამინდელი მდგომარეობა და სწორად დასახოს სამომავლო გეგმები. ბუღალტრული აღრიცხვა ერთიანი დაკვირვების მეთოდს იყენებს, რისთვისად აუცილებელია სრული ინფორმაციის შესახებ ჰქონდეს წვდომა იმ ადამიანს, ვინც ამ პრცესშია ჩართული. ბუღალტრული აღრიცხვის სწორად მართვაზეა დამოკიდებული ისეთი საკითხები, როგორიცაა ფასის მოფიქრება, მომატება ან დაკლება, ასევე ხელფასების გაწერა და სხვა ფინანსური პროცესები.

სწორი ბუღალტრული გატარებები საშუალებას იძლევა ფინანსური ნაწილის მაქიმალურად ოპტიმიზაციისა. ეს ის აუცილებელი პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვოს გადასახის შემცირება ან მომატება. ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია მენეჯერი ბუღალტერს ენდობოდეს, რადგან პატარა ხარვეზსაც შეუძლია მთლიანი კომპანიის საფრთხეში ჩაგდება. სანდო ბუღალტერზე, პირველ რიგში, მისი რეპუტაცია მეტყველებს, საქმიდან გამომდინარე კი მისი შედეგებით შეგიძლიათ იმსჯელოთ.

თანამედროვე რეალობაში იტესტება და იცვლება მიდგომები, დღეს უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციამ თავისუფლად განიხილოს ბუღალტერიის აუთსორსზე გატანაც, რაც ბოლო წლებში განსაკუთრებით ტრენდულია და მენეჯერებიც სულ უფრო მეტად იჩენენ ინტერესს. ასეთი ტიპის თანამშრომლობისას მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის კონკრეტული ბუღალტრული სერვისები, რასაც ბუღალტრული კომპანია გთავაზობთ, არამედ თავად კომპანია რამდენად კომპეტენტურია, რაზეც შესრულებული საქმეები და მისი რეპუტაცია მეტყველებს. ბუღალტერია მხოლოდ ცარიელ ციფრები არაა, კარგმა ბუღალერმა კი ეს იცის და ამით არასდროს არ დაკმაყოფილდება, პირიქით, მუდმივად ეცდება მის მიღმა გახედვას პროცესების უკეთესად შესრულებისთვის. ბუღალტერიის წარმოება ერთგვარი ხელსაწყოა სხვადასხვა პროცესების ოპტიმიზაციისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში ასახვას პოვებს კომპანიის წარმატებაში.

ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გასათვალისწინებელი დეტალია ბუღალტერიის კანონიერ ჩარჩოში წარმოება. თუ კარგად ვერ ერკვევით ბუღალტერიაში და სანდო ადამიანს არ აქვს ჩაბარებული, შეიძლება ძალიან დიდ პრობლემებშიც კი გაეხვეთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ბუღალტერიის მოწესრიგებას მეტი ყურადღება დაუთმოთ და გაიღოთ შესაბამისი რესურსი, რათა ეს საკითხი სრულად დალაგებული იყოს.

წაკითხულია 77 ჯერ

Related items

  • კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს

    თურქული საავიაციო კომპანია „Baykar“-ი, უკრაინას 3 შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“, უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფოს.

    Baykar-ი Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ კამპანია „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვდა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად 3 უპილოტო საფრენი აპარატის შესასყიდად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და სოლიდარობის სულისკვეთებამ ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ კომპანია „Baykar“-ი, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“. როგორც „Baykar“, ჩვენ პატივისცემით ვაცხადებთ, რომ გვინდა საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა და ვლოცულობთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.  

  • როგორ დავიცვათ უასფრთხოება კომპანიაში?

    ნებისმიერი ადამიანისთვის საკუთარი უსაფრთხოება ყოველთვის იყო უპირველესი პრიორიტეტი, რადგან მის გარეშე, ფაქტობრივად შეუძლებელია რაიმეს მიღწევა. თუ ადამიანი თავს დაცულად არ გრძნობს, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ბედნიერებისკენ მიმართულია, აუცილებლად მარცხისთვის იქება განკუთვნილი. იმისათვის, რომ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ და მათთვის კარგი მომავალი შეიქმნან, აუცილებელია მოგვარებული იყოს უსაფრთხოების ნაწილი. იგივე შეიძლება ითქვას კომპანიებზეც - თუ მენეჯმენტს სურს, რომ თავისი საქმიანობით წარმატების მწვერვალები დაიპყროს, აუცილებელია დასაქმებული ადამიანები თავს დაცულად გრძნობდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ეს შეგრძნება რეალური იყოს, ანუ დაცული იყვნენ არამხოლოდ ადამიანები, არამედ საკუთრებაცა და პირადი ინფორმაციაც, რომლის მოგვარებაც ის ძირეული საკითხია, რომელიც ფუნდამენტშივე გადაჭრილი უნდა იყოს.

    საკუთრების უსაფრთხოების დასაცავად სხვადასხვა მეთოდები არსებობს, მაგალითად კარების სისტემები, ვიდეოკამერების სისტემა, ადამიანური რესურსი პერიმეტრის დასაცავად, სიგნალიზაცია და სხვა. ათწლეულების წინ, რამდენადაც ხელმისაწვდომი იყო, იმდენად ცდილობდნენ დიდი ბიზნესები ამ ტექნოლოგიების გამოყენებას, თუმცა პატარა კომპანიებს ხშირად შეიძლება რესურსი არ ჰქონოდათ ამისათვის, დღეს კი უკვე ყველგანაა ხელმისაწვდომი იმ მინიმალური ღონისძიებების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას.

    ზოგჯერ ბიზნესის საწყის ეტაპზე, მენეჯერები უსაფრთხოებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა როდესაც კომპანიის ნაბიჯები წარმატებისკენ იქნება გადადგმული, აუცილებელი ხდება უსაფრთხოების კუთხით უფრო მეტად გააქტიურება, რათა მოულოდნელად წარმოქმნილმა პრობლემებმა, რომელიც გამოწვეული შეიძლება იყოს ნაკლებად დაცულობით, შეიძლება მთელი წარმატება წყალში გადაყაროს.

    პირადი ინფორმაციის უსაფრთხოება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაემუქროს საფრთხე. კიბერუსაფრთხოება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა მისი მოგვარება სრულიად შესაძლებელია. ამისათვის აუცილებელია პროფესიონალთა გუნდმა მიხედოს ამ საქმეს. უსაფრთხოება ციფრულ სივრცეში ნებისმიერი კომპანიისათვის მნიშვევნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ინფორმაციის შენახვა ან გადაცემა ციფრულად ხორციელდება. დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა „ქლაუდ“ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ინფორმაციის უსაფრთხოებას.

    კომპანიისთვის უპირველესი საზრუნავი საკუთარი საკუთრებისა და ობიექტების დაცვაა. ამისათვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელია ვიდეოკამერების სისტემაგამართულად იყოს მოწყობილი, რომელიც ობიექტის პერიმეტრზე დააფიქსირებს ნებისმიერ მოქმედებას. თუ ობიექტზე მოხდება არაკანონიერი შეღწევა, კამერების მეშვეობით შესაძლებელი ხდება რეალურ დროში ამის დაფიქსირება. სისტემა აპარატურული და პროგრამული ნაწილებისგან შედგება, რომელიც აერთიანებს ვიდეო კამერებს, მონიტორს, ობიექტივს, ვიდეოსერვერს ან ვიდეორეგისტრატორს. სისტემას აქვს შესაძლებლობა ვიდეოკონტროლი ნებისმიერ ლოკაციაზე განახორციელოს, რადგან შესაძლებელია ნებისმიერი შენობისა თუ ობიექტის სპეციფიკაციებთან ადაპტირება. თანამედროვე ჭკვიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები და ვიდეო ანალიტიკა რეალურ დროში მონიტორინგისა და ვიდეოების ჩაწერის საშუალებას იძლევა. როგორც წესი, ჭკვიან ვიდეო სისტემას შეუძლია ამოიცნოს სახე, გაყვეს მოძრავ ობიექტებს, დათვალოს, ობიექტი მოძებნოს, დეტექცია გაუკეთოს მიტოვებულ საგნებს და მოძრავი სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება შეძლოს. ვიდეოსისტემა საშუალებას იძლევა, მისი მეშვეობით შემოწმდეს უსაფრთხოების სხვა სისტემების გამართული მუშაობაც. ასევე შესაძლებელია, რო ელექტრონული დაცვის სხვა სისტემებთან მოხდეს ინტეგრაცია და იყოს მართული წინასწარ შემუშავებული სცენარით.

  • როდის უნდა აიღოთ ბიზნეს სესხი?

    საკუთარი ბიზნესის ქონა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ცადოთ. დღეს, ისე როგორც არასდროს, უამრავი ინფორმაცია თუ გზამკვლევი არსებობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიო, შესაბამისად ინფორმაციული ერა სათავეს უდებს ეპოქას, სადაც ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს საკუთარი, ინდივიდუალური საქმე შექმნას. კომპანიის დაარსება საკმაოდ პოპულარული ნაბიჯია, თუმცა ისევე, როგორც სხვა სახის ბიზნესს დასაწყისიდანვე უამრავი გამოწვევა ელოდება წინ. უპირველესი საზრუნავი, რა თქმა უნდა, ფინანსების მობილიზებაა, ამის შემდეგ კი სხვადასხვა თავსატეხის ამოხსნა უკვე მფლობელზეა. ყველაფერთან ერთად, უნდა განისაზღვროს რისკები, გარემო ფაქტორები, შიდა ხარვეზები და გადაწყვეტილების მიღებისას ყოველი შედეგისთვის უნდა იყოს მზადყოფნა.

    ბიზნესის მართვისას გამოწვევა მხოლოდ მისი დაწყება არ გახლავთ, პირიქით, ნამდვილი პრობლემები მაშინ იწყება, როდესაც პირველ წარმატებებს მიაღწევთ, თუმცა მოტივაცია ამ შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ პრობლემების გადალახვაც მეტ-ნაკლებად მარტივდება, მთავარია სწორ დროს სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ბიზნესის გარკვეულ ეტაპზე მისი განვითარებისთვის შეიძლება ფინანსური დახმარება გახდეს საჭირო, რაც შეიძლება კონკრეტულ მომენტში თქვენს შესაძლებლობებს აღემატებოდეს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ინფორმაციას ფლობდეთ იმაზე, თუ რა ალტერნატივები შეიძლება გქონდეთ და რომელია მათგან საუკეთესო. ამ შემთხვევაში გამოსავალი ერთმნიშვნელოვნად სესხის აღებაა, ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კი სანდოობის კუთხით ნამდვილად კარგი გამოსავალია. აქ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენს მოთხოვნილებებზე სრულად მორგებული ბიზნეს სესხი, რომელსაც ეტაპობრივად დაფარავთ.

    ბიზნეს სესხით სარგებლობა ნებისმიერი სახისა თუ ზომის კომპანიას შეუძლია სხვადასხვაგვარი მიზნობრიობითა თუ დანიშნულებით. კრედიტით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე ძირითადი საშუალებების შეძენისთვის თუ განახლებისთვის. აღნიშნული ტიპის კრედიტის აღება მიზანშეწონილი უმეტესად მაშინ არის, თუკი მმართველს საკუთარი ბიზნესის განვითარება ან გაფართოება სურს. ბიზნეს სესხები უმეტესად გრძელვადიანი ტიპის კრედიტებია, რომელთა მოცულობაც შეიძლება საკმაოდ დიდია, შესაბამისად გადახდის გრაფიკი წლებზე ნაწილდება, დადგენილი პროცენტითა და ყოველთვიური ფიქსირებული შესატანით.

    საბრუნავი საშუალებებისთვის რეკომენდირებულია სესხის მოკლე ვადით გამოტანა, რადგან ასეთ შემთხვევაში მართალია მისი ყოველთვიური შენატანი უფრო მაღალი იქნება, თუმცა ჯამურად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ პროცენტის სახით, ვიდრე გრძელვადიანი სესხით სარგებლობისას. გაითვალისეინეთ, ამ მიზნით სესხით დაფინანსებისას საბრუნავი საშუალებების შეძენისთვის დახარჯული თანხის სწრაფად დაბრუნებაა შესაძლებელი, რადგან გადასახდელი თანხა შედარებით ნაკლები უწევს.

    ძირითადი საშუალებების შეძენისა თუ განახლებისთვის გამოყოფილი თანხის დაბრუნება უკეთესია გრძელვადიან პერიოდში მოხდეს, რადგან თანხის ოცულობა შედარებით დიდია როგორც წესი, საბრუნავი საშუალებები ბიზნესის ერთ ციკლს გადის, რომელიც დაახლოებით რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს, შესაბამისად მეწარმეს უჩნდება შესაძლებლობა, რომ პროდუქტში დახარჯული თანხა, ამ პროდუქტის გაყიდვითვე დაიბრუნოს დროის შედარებით მცირე მონაკვეთში.

    როგორც წესი, ბიზნეს სესხები სხვადასხვა ბანკში განსხვავდება მათი პირობებით, ამიტომ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია სხვადასხვა ორგანიზაციის შემოთავაზებებს გაეცნოთ და საუკეთესო აირჩიოთ. სესხის განაცხადის შევსებისას ყურადღება მიაქციეთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხი კი აუცილებლად დააზუსტეთ ადგილზევე მანამ, სანამ ხელშეკრულებას გააფორმებთ.

  • PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა

    PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად „ქართული ბრენდის დღეზე“ უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 20 იანვარს რეგულაციების სრული დაცვით, ორწლიანი პაუზის შემდეგ, „ქართული ბრენდის დღე“ კვლავ გაიმართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია PSP-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ღონისძიებაზე, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ 2003 წლიდან ატარებს, ყოველწლიურად სხვადასხვა ნომინაციაში ორგანიზაციები და ადამიანები ჯილდოვდებიან, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში საზოგადოების აღიარება და სიყვარული დაიმსახურეს.

    „ქართული ბრენდის დღის“ ორგანიზატორები მიზნად ქართული ბრენდების განვითარების ეტაპების წარმოჩენას, ბრენდების სოციალური პასუხისმგებლობის სტიმულირებას, ქართულ ბიზნესში მიმდინარე პოზიტიური პროცესების მხარდაჭერასა და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას ისახავენ.

    „მოხარულები ვართ, რომ ლიდერის ნომინაციაში გამარჯვებულად PSP უკვე მეთხუთმეტედ დასახელდა. 1994 წლიდან ჩვენი მთავარი საზრუნავი და ორიენტირი მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობაა. მომხმარებლების სიყვარულმა და აღიარებამ ლიდერ ბრენდად ჩამოგვაყალიბა, რისთვის თითოეულ მათგანს გვინდა მადლობა ვუთხრათ. ასევე დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ 5000 თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ათეულობით ათასი ადამიანის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე,“ - აცხადებენ PSP-ში.

    საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი“ ქართული ბრენდის დღეს უკვე 19 წელია ატარებს. გამარჯვებულები გამოვლინდნენ ნომინაციებში: ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წლის წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი; ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა დროს წლის ბრენდ პერსონები იყვნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, კახი კავსაძე, რობერტ სტურუა, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურამ დოჩანაშვილი, ელდარ შენგელაია, ლეილა აბაშიძე... წლევანდელი ბრენდ პერსონა ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი გახდა.

  • 15 წელი შესრულდა რაც კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში საქმიანობს (ვიდეო)

    აზერბაიჯანული კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგოკრიზისის დროს შემოვიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    „ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი“, - აცხადებენ კომპანიაში.
    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
    ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა;
    მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;
    ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 715 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 45 სერვისცენტრი და თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია არანაკლებ 2200 თანამშრომლისა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო. დღეისათვის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 715 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
    საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2018 წლის ჩათვლით განხორციელდა 290 (ორას ოთხმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზ"-ის მიერ 2019 წლის ნოემბრამდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მლნ ლარს გადააჭარბა.
    2010 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებულია.

    ვიდეო: https://www.facebook.com/SOCARGeorgiaGas/videos/479799440139673

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური