ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს - აშშ-ს საელჩო

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 11 მაისი 2022 12:39
დაჭრილ მებრძოლებზე ზრუნვისას კვალიფიციური პროფესიონალების ხელმისაწვდომობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თანამედროვე საშუალებებსა და აღჭურვილობაზე წვდომა. ჩვენი 30-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში აშშ ორივე კუთხით ეხმარება საქართველოს.
2 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა ააშენა, განაგრძობს ყველა საჭირო სივრცის, აღჭურვილობისა და მომსახურების მიწოდებას, მაშინ, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ ცენტრის შესაძლებლობების გაზრდის მხარდაჭერას.
აშშ-ის მისიისთვის პატივი იყო, ემასპინძლა ექსპერტებისთვის კიდურების ტრავმისა და ამპუტაციის ცენტრიდან, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ქირურგიის ოფისიდან, თავდაცვის ჯანდაცვაში ჩართულობისა და ლანდშტულის ტვინის ტრავმის რეგიონული სამედიცინო პროგრამიდან. აღნიშნული ექსპერტები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სარეაბილიტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაოდ ჩამოვიდნენ, რათა ერთად იპოვონ საუკეთესო გზები მეომრების გამოსაჯანმრთელებლად.
 
წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში
წაკითხულია 80 ჯერ

Related items

  • ჩიკაგოში თავდასხმების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

    ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ, ჩიკაგოში კვირის ბოლოს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმების შედეგად ბოლო მონაცმებით 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ქვეყნის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩიკაგოში კვირის ბოლოს ერთზე მეტი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა, 16 კი დაშავდა.

    პოლიციამ თავდასხმების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

    საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.

    პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.

    ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • აშშ-მა ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა

    ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტმა, ბოლოდროინდელი ავარიების შემდეგ, ყველა საჰაერო ქვედანაყოფში ფრენების შეჩერება გამოაცხადა, რათა ჩაატაროს თვითმფრინავების უსაფრთხოების შემოწმება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს ივნისში სამი ავარიის შემდეგ, რომელთაგანაც ორი ფატალური იყო.

    აშშ-ს საზღვაო ძალების პილოტი, 3 ივნისს ლოს-ანჯელესის მახლობლად მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა, როდესაც საწვრთნელ ფრენას ატარებდა თვითმფრინავით F/A-18E Super Hornet.

    8 ივნისს, ხუთი საზღვაო ქვეითი დაიღუპა კიდევ ერთი თვითმფრინავის MV-22B Osprey-ის კალიფორნიაში სან დიეგოს აღმოსავლეთით ჩამოვარდნის შედეგად.

    9 ივნისს, კალიფორნიაში რუტინული სასწავლო ფრენის დროს ავიაკატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა MH-60S Seahawk-მა. საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ვერტმფრენში მყოფი ოთხივე ადამიანი გადარჩა.

    სამივე ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

     

  • აშშ-ს, ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

    ამერიკის შეერთებული შტატების, ტეხასის შტატის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. 

    აშშ-ის ქალაქ იუვალდის სკოლაში სროლა განხორციელდა, რომელსაც 24 მაისს, 15 ბავშვი ემსხვერპლა. დანაშაული 18 წლის მოზარდმა ჩაიდინა. ამის შესახებ Associated Press-ი ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებბოტტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

    ებბოტტმა, სკოლაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ სკოლაში მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს 18 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა სალვადორ რამოსმა გაუხსნა ცეცხლი.

    გუბერნატორის თქმით, ახალგაზრდა სკოლაში მანქანით მივიდა. იგი შენობაში პისტოლეტით შევიდა, ალბათ მას სხვა იარაღიც ჰქონდა თან. ეს ინფორმაცია მოითხოვს დადასტურებას. მიზეზები, თუ რატომ გადაწყვიტა მან სასტიკ მკვლელობის ჩადენა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

    შეგახსენებთ, რომ 24 მაისს ნაშუადღევს სალვადორ რამოსმა ცეცხლი გაუხსნა მოსწავლეებს, სადაც 600-მდე ბავშვი სწავლობს. წინასწარი მონაცემებით, დამნაშავემ 15 სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი მოკლა. გარდა ამისა, დაშავდა კიდევ რამოდენიმე მოზარდი. დაშავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა ზუსტდება. ამის შემდეგ, თავდამსხმელი შენობის შიგნით ჩაიკეტა, მოგვიანებით კი პოლიციამ სროლის დროს იგი ადგილზე მოკლა.

    მომხდარის გარემოებებს შეისწავლიან სამართალდამცავები. პოლოცოა აგრძელებს გამოძიებას.

  • ჩაერევა თუ არა აშშ სამხედრო გზით ჩინეთის ტაივანში შეჭრის შემთხვევაში?

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს შეხვდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

    ჯო ბაიდენი, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველ აზიურ ტურნეზე იმყოფება, სამხრეთ კორეის ვიზიტის შემდეგ, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში აგრძელებს შეხვედრებს.

    ჯო ბაიდენი, ტოკიოში ასევე დაესწრო, „იაპონია-აშშ-ს სამიტს“ სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ აშშ-იაპონიის ალიანსი, ინდო-წყნარი ოკეანის მშვიდობისა და კეთილდღეობის ქვაკუთხედია.

    მეორეს მხრივ, ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, არის თუ არა აშშ მზად, სამხედრო გზით ჩაერთოს ტაივანის დასაცავად, თუ ჩინეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრება, ჯო ბაიდენმა უპასუხა: „დიახ, ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ.“

    პრეს-კონფერენციის დროს ჯო ბაიდენმა, რუსეთის მხრიდან მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომიც შეაფასა და აღნიშნა: „რუსეთმა, უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის გრძელვადიანი საფასური უნდა გადაიხადოს“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური