სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება მ. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
კვირა, 08 მაისი 2022 09:42
საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მასში აღნიშნულია, რომ "მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.
მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წაკითხულია 359 ჯერ

Related items

  • PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს!

    PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ასე ეწოდება კონცეფციას, რომელსაც დღეიდან PSP ინტეგრირებული კამპანიის სახით სთავაზობს მომხმარებელს. PSP-ს მთავარი პრიორიტეტი 1994 წლიდან მომხმარებელზე ზუნვაა, რასაც წლების განმავლობაში არაერთი კამპანია მიუძღვნა. ამჯერად, ბრენდი საზღვრებს აფართოებს და ჯანმრთელობაზე ზრუნვის სივრცედ პოზიციონირდება. ზრუნვა კი, ყველაზე კარგად მაშინ გამოიხატება, როცა მას პრევენციული ხასიათი აქვს - ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის გამხსნელ კამპანიას ბრენდი სწორედ ამ მიგნებაზე აგებს.

    კამპანია იწყება ყოველკვირეული ვიდეო-რუბრიკით, რომელშიც ცნობილი ექიმები ისაუბრებენ ამინდისა და სხვა გარემო ფაქტორების გავლენაზე ჩვენს ჯანმრთელობაზე. რუბრიკის ფარგლებში, ექიმები კვირის კლიმატური პროგნოზისა და გარემო პირობების შესაბამის ჯანმრთელობაზე ზრუნვის რჩევებს გაუზიარებენ საზოგადოებას.

    მიმდინარე კვირის PSP-ს ჯანმრთელობის პროგნოზი უკვე შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე: https://bit.ly/3ClbLut

    „კამპანია კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება PSP უნიკალური ფასდაკლების სისტემის დანერგვით. აფთიაქების ვიტრინებზე “ჭკვიანი” მონიტორები დამონტაჟდება, რომლებიც კლიმატისა და სხვა გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, რეალურ დროში შესაბამის ფასდაკლებებს აგენერირებს - მომხმარებელს კონკრეტულ მომენტში ყველაზე მეტად საჭირო ფასდაკლებებს შესთავაზებს. ასე მაგ. წვიმასა და სუსხში - გაციებისა საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, მზიან ამინდში - კანის დამცავ პროდუქტებზე და სხვ.

    აღნიშნული კამპანია ყველა ციფრულ პლატფორმაზე ინტეგრირებულია. შესაბამისად, მომხმარებელს საშაულება ექნება PSP-ს სოციალური ქსელების საშუალებით მომენტალურად შეიტყოს მიმდინარე აქტივობების, სასარგებლო რეკომენდაციებისა და საინტერესო შეთავაზებების შესახებ“ - აცხადებენ PSP-ში.

  • საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე

    2022 წლის ივნისი-აგვისტოს თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში 28 საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე.

    შეხვედრებს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვების მშობლები და მათი ორგანიზაციების წარმომადგენლები, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს წევრები; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოხელეები, სახელმწიფო ზრუნვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ სამსახურებში დასაქმებული პირები, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების მიმწოდებლები, ბაგა-ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების - ამბულატორიული კლინიკების ექიმები (სულ 308 ადამიანი).

    სახალხო დამცველის აპარატის შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა შეხვედრების მონაწილეებს სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის ფარგლებში იდენტიფიცირებული გამოწვევები გააცნეს. ასევე განიხილეს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები. მათ შორის, მისაწვდომობისა და ინკლუზიური განათლების რეალიზებასთან, ძალადობის იდენტიფიცირებასთან, ცენტრალურ/ადგილობრივ დონეზე მოქმედი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემები, ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საბჭოების ფუნქციონირების თავისებურებები, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის მნიშვნელობა და ამ კუთხით არსებული გარანტიები.

    საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეხვედრები გაიმართა ყვარლის, ახმეტის, საგარეჯოს, ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქედას, ხულოს, შუახევის, ბათუმის, თეთრიწყაროს, წალკის, ამბროლაურის, ონის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, ყაზბეგისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში.

  • „ევროპა დონა საქართველოსა“ და H.O.P.E -ს ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართება თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“

    სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ
    12 ივლისს, 16:30 საათზე, სასტუმრო „ჰილტონ გარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ და კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E -ს ორგანიზებით, გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „ონკოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა“.
    შეხვედრა იქნება სამუშაო ფორმატის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ექიმები, პაციენტები, მედია და სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები.
    ღონისძიების მიზანს, კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება (2016-2022 წლებში განხორციელებული აქტივობებისა და შედეგების წარდგენა), გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, ამასთან, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო გეგმის დასახვა წარმოადგენს. დისკუსია კიბოს მართვის მიმართულებით, დღეს არსებული ხარვეზების აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული. განსახილველი საკითხებიდან მნიშვნელოვანია შემდეგი პუნქტები: ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი და სრულფასოვანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის, კერძო სექტორის როლის განსაზღვრა და სახელმწიფოს ჩართულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროცესში.
    „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაცია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან და ეფექტიან ჯანმრთელობის სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვაც 2030 წლისთვის მოიაზრებს ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას, უნივერსალური ჯანდაცვის პრინციპების გათვალისწინებით“- განმარტავს „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი.
    მრგვალი მაგიდა, კიბოს მსოფლიო დღეს, 4 თებერვალს დაწყებული საერთაშორისო კამპანიის „close the care gap” გაგრძელებაა. კიბოს მართვაში ხარვეზებზე რეაგირებისა და აღმოფხვრისკენ მიმართულ მსოფლიოს გზავნილს საქართველოც გამოეხმაურა და ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტის მონაწილეობით, ამ დღეს პირველად გაიმართა მულტიპროფილური პანელური შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში თანაბარი და სრულყოფილი მკურნალობის შექმნის მნიშვნელობა. გზავნილი „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“ კიბოს მართვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისკენ არის მიმართული, რაც ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელ სამკურნალო და სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შექმნას თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობისა.
    ონკოლოგიური დაავადებები თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა. ავთვისებიანი სიმსივნეები სიკვდილობის მაჩვენებლებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ ონკოლოგიის სფეროში კვლავ აღინიშნება დაავადებების სიხშირის ზრდის ტენდეცია. ბოლო მონაცემებით, ყოველწლიურად ვლინდება ონკოლოგიური დაავადების 9 მილიონი ახალი შემთხვევა, ხოლო მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებით აღრიცხვაზე მყოფ ადამიანთა რიცხვი მთლიანად შეადგენს 60 მილიონს. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.
    ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია. ონკოლოგიაში სადღეისო მიღწევები იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას. უფრო მეტიც, ადრეულ ეტაპზე დაწყებული დროული და სწორი მკურნალობა, ზოგიერთი კიბოს დროს, განკურნების შანსს წარმოადგენს.
    ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სტადიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.

  • ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავეს

    თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში
    ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!
    „რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მაცხოვრებელ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ - - ნათქვამია ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების განცხადებაში.
    ძუძუს კიბოს შემთხვევაში ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მაცხოვრებელ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
    • საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მაცხოვრებელ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია.
    მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
    პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
    გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა
    https://bit.ly/3bfGqOo
    #ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

  • სპინალური კუნთოვანი ატროფია - ახალი ერა მკურნალობაში

    ქართველ ექიმებს საკუთარი გამოცდილება იტალიელმა კოლეგმა გაუზიარეს
    ჯანდაცვის პერსონალისთვის საინფორმაციო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „ახალი ერა სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში“. კონფერენციის მიზანს საქართველოში სკას მართვის მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის და გააუმჯობესებს სკა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
    ღონისძებაში მონაწილეობდნენ ქართველი და იტალიელი ექიმები. მათ კიდევ ერთხელ შეაფასეს დაავადების სიმწვავე და ისაუბრეს თანამედროვე სტანდარტებით მკურნალობის მნიშვნელობაზე.
    ღონისძიებას უძღვებოდნენ „როშ ჯორჯიას“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაკა ასათიანი და საქართველოს ბავშვთა ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს, ნეირომეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ნანა ტატიშვილი.
    კონფერენციაზე მოწვეულ ქართველ ექიმებს ონლაინ რეჟიმში საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს „ჰოფმან ლა როშის“ რისდიპლამის გლობალური განვითარების ხელმძღვანელმა რენატა სკალკომ, კლინიკა ნემო ანკონას პედიატრიული ნევროლოგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტების წარმომადგენლებმა ამანდა ფერერომ და მიქაელ ქოჩამ და მათთან ერთად განიხილეს ისეთი თემებს, როგორიცაა, ევრისიდის (რისდიპლამი) გამოყენებას სპინალური კუნთოვანი ატროფიის მკურნალობაში, სპინალური კუნთოვანი ატროფია ტიპი 1 და 2, დიაგნოსტირება და დაავადების მართვა, მოზრდილი სკა პაციენტების მართვის მულტიდისციპლინარული მიდგომა და სხვა. 
    „მედიკამენტი ევრისიდი საკმაოდ, ეფექტურია სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტებისთვის. თუ მათ სიცოცხლეს მკურნალობის გარეშე ემუქრებოდა სერიოზული საფრთხე, კერძოდ, პირველი ტიპის დაავადების დროს ისინი მხოლოდ 2 წლამდე ცოცხლობდნენ. დღეს მათ შესაძლებლობა გაუჩნდათ ევრისიდის გამოყენებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვალოს გაუმჯობესებისკენ. აუცილებელია მშობლებმა იცოდნენ მხოლოდ მედიკამენტის მიღება, აუცილებელია მასთან ერთად გაგრძელდეს ის მულტიდისციპლინური მიდგომა, რაც ამ დაავადების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ის შედეგი, რომელიც ყველას ერთად გვინდა მივიღოთ, სწორედ ამ მიდგომებით იქნება მიღწეული, “ - აღნიშნა ექიმმა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.
    „იტალიელმა კოლეგებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება, თუ როგორ არის შესაძლებელი მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ მედიკამენტისგან. მნიშვნელოვანია, რომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტები კოგნიტურად სრულიად შენახულნი არიან, უფრო მეტიც, გამოირჩევიან მაღალი მენტალიტეტით და მხოლოდ მოკლებულნი არიან ელემენტარული მოძრაობის უნარს. სწორედ, ეს ზღუდავს მათ შესაძლობების რეალიზაციას, და სწორედ მკურნალობის გუნდური მართვით, მულტიდისციპლინური მიდგომების დანერგვით, შევცვალოთ მათი ცხოვრების ხარისხი, “ - აღნინავს ექიმი ნევროლოგი ნანა კვირკველია.
    შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილიდან სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მკურნალობა პრეპარატით ევრისდი (რისდიპლამი) პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა და სრულიად ფინანსდება საელმწიფოს მიერ, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც პაციენტებისთვის, ისე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთის.
    კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.
    მოკლე ინფორმაცია სპინალურ კუნთოვანი ატროფიას (სკა) შესახებ
    სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) მძიმე გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების ატროფიას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს. სკა იშვიათი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება და დაახლოებით 11 000 დან 1 ახალშობილს აღენიშნება მსოფლიოში. უმეტესად დიაგნოსტირდება ბავშვთა ასაკში და ჩვილი ბავშვების სიკვდილობის ყველზე გავრცელებული გენეტიკურ მიზეზს წარმოადგენს.
    სკა-ს გამომწვევია SMN1 გენის მუტაცია, რის შედეგადაც SMN (ესემენ) პროტეინის გამომუშავება მცირდება. SMN პროტეინი ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისთვის. დაავადების სიმძიმე და სიმპტომები მის ტიპზეა დამოკიდებული. განასხვავებენ დაავადების 4 ძირითად ტიპს: ტიპი 1 ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და ხშირად 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილის მიზეზი ხდება. სიმპტომები დაკავშირებულია კუნთების ატროფიასა და სისუსტესთან. პაციენტებს უჭირთ სიარული, ჯდომა დამოუკიდებლად, თავის დაჭერა, აღენიშნებათ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება. ტიპი 2 ვლინდება 7-დან 18 თვის ასაკის ბავშვებში. შესაძლებელია შეამციროს სიცოცხლის ხანგრძლივობა, ამასთან, ბავშვები ვერ დადიან, აღენიშნებათ ხერხემლის დეფორმაცია სქოლიოზის სახით, გააჩნიათ სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. უმრავლესობას ჯდომა შეუძლია, თუმცა შემდგომში ამ უნარსაც კარგავენ. ტიპი 3 ვლინდება 18 თვის ასაკის ზემოთ ბავშვებში და შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს გვიან ბავშვობამდე. აღენიშნებათ კუნთოვანი სისუსტე, რომელიც პროგრესირებს. მართალია, უმრავლესობას სიარული შეუძლია, თუმცა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ეს უნარი შეიძლება დაკარგონ. სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უმეტესწილად გავლენას არ ახდენს. ქვედა კიდურებში სისუსტე მეტადაა გამოხატული, ვიდრე ზედა კიდურებში. ტიპი 4 ზრდასრულთა დაავადებაა, ვლინდება 35 წლის შემდეგ. ატროფიის ნიშნები აღმოცენდება ზედა და ქვედა კიდურების კუნთებში, მყესებში, ვრცელდება გულმკერდის არეში.

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური