ამერიკის პრეზიდენტი, უკრაინაში გასაგზავნი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მწარმოებელ ქარხანას ეწვია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 05 მაისი 2022 11:56

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, უკრაინაში გასაგზავნი „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მწარმოებელ Lockheed Martin-ის ქარხანას ეწვია, სადაც სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ეს ტანკსაწინააღმდეგო იარაღები, რუსეთ-უკრაინის ომში მნიშვნელოვანი ფაქტორებია. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

„რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენ მრავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გავაგზავნეთ უკრაინაში და გავაგზავნით კიდეც. ჩვენს მიერ გაგზავნილი იარაღი საშუალებას აძლევს უკრაინას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს. ახლა უკრაინაში დაბადებულ ბავშვებს სახელად „ჯაველინს“ არქმევენ. რუსეთმა უკრაინაში ბევრი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ახლა მსოფლიოში ავტოკრატებსა და დემოკრატიებს შორის დიდი ომია. თუ ახლა დიქტატორებს წინ არ აღუდგებით, ისინი გააგრძელებენ ხელისუფლებაში მოსვლას და გაძლიერებას მთელი ისტორიის მანძილზე,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მან ბოლოს ხსენებულ ქარხანაში მომუშავეებს მადლობა გადაუხადა და განუცხადა, რომ ისინი, უკრაინას ომში გამარჯვებაში ეხმარებიან.

წაკითხულია 223 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.

    როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტსღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.

    კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.

  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ!

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ! 

    ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. 

    დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას - საქართველოს პრეზიდენტის განცხადება!

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გააკეთა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას!

    იმ დროს, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის, მთავრობის და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია.

    ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. თუნდაც იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში, ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად, ვერ მივაღწიე შედეგს მოქალაქეობის მინიჭების კრიტერიუმების გამარტივებასთან დაკავშირებით - საკითხზე, რომელიც ყველაზე მეტად აღელვებს უცხოეთში და მათ შორის, რუსეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს. 

    ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებისა, უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთი თემებს მაშინ ,,გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს შორის.  

    ამის დაშვება დაუშვებელია! 

    ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი, ყველა თავისი - სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები - სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის, თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხთან მიმართებაში. 

    ასევე, ფრენების აღდგენის მაგივრად, მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს - საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ! ეს ყოველივე მოითხოვს სერიოზულ სახელმწიფოებრივ მიდგომას და ბრალდებების უარყოფას, რომელიც იქნება კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.

    შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას.
    გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის.
    მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. 
    ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
  • საფრანგეთი უკრაინაში მსუბუქ ტანკებს გაგზავნის

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინაში მსუბუქ ტანკებს გაგზავნიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „სანამ ევროპაში მშვიდობა არ დაბრუნდება, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება“. მაკრონმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ის მუდმივ კონტაქტშია უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური