ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე შ.რუსთაველის სახელობის თეატრმა სპექტაკლი “თამაშის დასასრული” წარადგინა

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 05 მაისი 2022 11:44
თურქეთში, ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი “თამაშის დასასრული”. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თურქეთში, საქართველოს საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 22 თეატრალურმა დასმა. ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 30 აპრილს, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დაიხურა.
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო სარგებლობს შემთხვევით და დიდ მადლობას უხდის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრს თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის!
წაკითხულია 168 ჯერ

Related items

  • აქტუალური თემის ანალიზი: რუსეთ-უკრაინის ომი მწვავდება!

    პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის  SETA-ს საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ჯან აჯუნი

    რუსეთ-უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმით. ხარკოვის რაიონში მძიმე მარცხის შემდეგ, რუსებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის ველზე ბალანსის აღსადგენად ნაწილობრივი მობილიზაციით 300 000 ადამიანს შეაიარაღებენ და ფრონტის ხაზზე გადაიყვანენ. თუმცა, რამდენად შეცვლის ეს ნაბიჯი რეალობას ადგილზე რუსების სასარგებლოდ უცნობია. ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში დაპირისპირება გრძელდება. რუსებმა დახურეს გაზსადენები ევროკავშირთან, მხოლოდ „თურქული ნაკადი“ აგრძელებს გაზის აქტიურ გადაზიდვას.   

    მოხდა ორი კრიტიკული მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს უკრაინის ველზე ომის მიმდინარეობაზე. პირველი არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება. როგორც მოსალოდნელი იყო, მიღებული იქნა რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება თითქმის ასპროცენტიანი შედეგით ყველა ამ რეგიონში. რა თქმა უნდა, ამ რეფერენდუმებს არანაირი იურიდიული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ რუსები აღიარებენ რეფერენდუმის შედეგებს და გამოაცხადებენ, რომ ამ რეგიონების ანექსია მოახდინეს, მაშინ, თუ უკრაინის არმია ამ რეგიონებს თავს დაესხმება, ეს განიხილება როგორც თავდასხმა რუსეთის მიწაზე და ამ შემთხვევაში ეს უკანასკნელი იმუქრება მის ხელთ არსებული სამხედრო საშუალებების გამოყენებით, მათ შორის ბირთვული იარაღის. რეფერენდუმის კიდევ ერთი შედეგია ის, რომ იგი სრულად ანგრევს შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ თუ ეს რეფერენდმები ჩატარდება, ისინი არ დაჯდებიან რუსებთან მოლაპარაკების მაგიდასთან.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის ის, რომ პუტინმა მკაცრი გამოსვის შემდეგ ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ 300 000 ადამიანი იქნება გაწვეული სამხედროში და მათგან 250 ათასი უკვე რეზერვისტია. თუმცა, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ათიათასობით ადამიანი აიძულეს სამხედრო სამსახურში გასულიყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო მედიაში გავრცელდა ათასობით რუსის ქვეყნიდან გაქცევის მცდელობის კადრები. ასევე ისეთ ავტონომიურ რესპუბლიკებში, როგორიცაა დაღესტანი, ხალხმა მწვავე რეაქცია გამოხატა. პუტინისთვის ომის შიდა ხარჯები გაიზარდა.

    პუტინის ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილებით, რუსული არმია ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდით ცდილობს დააბალანსოს უკრაინის არმია ფრონტის ხაზზე. განსაკუთრებით მძიმე მარცხმა ხარკოვში სერიოზულად შეაშფოთა პუტინი და მისი ძალოვანები. დასავლეთის ქვეყნების შეუზღუდავი სამხედრო დახმარება და ძლიერი მორალური მოტივაცია ადგილზე მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინის არმიამ დაიწყო რუსეთზე უპირატესობის დამყარება.

    ახლა პუტინს სურს მინიმუმ დააბალანსოს ფრონტის ხაზები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის არმიას და თავდაცვის მრეწველობას არ გააჩნია დანაკარგების ჩანაცვლების უნარი, რუსეთისთვის თითქმის შეუძლებელი ჩანს გამანადგურებელი ომის მოგება. არსებობს შესაძლებლობა, რომ რუსებმა გაიმარჯვონ უკრაინასა და მის მოკავშირეებთან მხოლოდ ნაწილობრივი მობილიზაციის სრულ მობილიზაციაში გადაზრით, მთელი მისი ინდუსტრიული ინფრასტრუქტურისა და ადამიანური ძალის ომში გადატანით, წინააღმდეგ შემთხვევაში ან ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს მიმართავს, ან თანდათან დატოვებს იმ ადგილებს, რომლებიც დაიკავა. ამჟამინდელი სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, ნაწილობრივი მობილიზაციით რუსების ველიდან გამარჯვებული გამომოსვლა შეუძლებელია. 

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/programebi/2022/09/30/ak-tualuri-t-emis-analizi-5-2022-1886243

  • 30 000 სტუმარი და 300-ზე მეტი მონაწილე - ყველაზე მასშტაბური ფესტივალი საქართველოში!

    15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ფესტივალ უკვე მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ისე ქართული საზოგადოებისთვის. წელსგურჯაანის ღვინის ფესტივალი, 30 000-ზე მეტ სტუმარს, მათ შორის,  საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს.

    წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. ფესტივალი იქნება თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

    ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სპეციალურად შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ღვინის ბარი. ასევე, მოეწყობა ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, მათთვის ასევე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაში. მუსიკალურ განწყობას შექმნიან: გიორგი ცაგარელი ორკესტრთან ერთად და მეგობრები (სალიო, სვანსიხი, ერეკლე დეისაძე), თამადა, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ქართული ხმები და ბენდი (პრემიერა), Groove Possession, გიგი ვანდერი, ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ლევან ყანდიაშვილი, ანსამბლი „ხარება“, ანსამბლი „მრავალჟამიერი“ და სხვა.

    „გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება.გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან. დაინტერესება მონაწილეთა მხრიდანაც დიდია და წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. წელს, ფესტივალში 300-ზე მეტი მცირე მეწარმე, ღვინის ქარხანა და მარანი იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4 ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა ადამიანს მიეძღვნას. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანისთვის შევქმნათ შესაბამისი საინტერესო, გასართობი და მუსიკალური გარემო,
    ამიტომ ვფიქრობთ, ღვინობისთვის მთავარი ღონისძიება, გასულ წლებთან შედარებით,
    სტუმრიანობის კუთხითაც ხალხმრავალი იქნება, ასე რომ, მოინიშნეთ 15 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“ - ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ  საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

    გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2022, ქართული ღვინის დღეების ფარგლებშიიმართება.

    ფესტივალის გენერალური სპონსორია m². ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი, თელიანი ველი, საქპატენტი, გურჯაანის ნაყინი, ჟურნალი „ღვინის სამშობლო“, ჯეპრა, რადიო „კომერსანტი“.

    მნიშვნელოვანია, რომ „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის International Wine & Spirit Competition (IWSC) ოფიციალური პარტნიორია, ღონისძიების მხარდამჭერები კი არიან: საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო, USAID, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაქართველოს მთავრობასაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  და გურჯანიის მუნიციალიტეტის მერია.

     

  • შეშეხვედრისას მხარეებმა განიხილეს, საქართველო-თურქეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები
    2022 წლის 22 სექტემბერს DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსს შენოლ ალქანს ეწვია.
    შეხვედრის მსვლელობისას მხარეების მიერ განხილულ იქნა, ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილების რიგების მიზეზები და აღმოფხვრის გზები, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტზე არსებული პრობლემების გადაჭრა და სხვა აქტუალური საკითხები.
    აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოხდა აზრთა გაზიარება.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

    საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა.
    განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.
     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • გზავნილი ქართველ მეღვინეებს: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან!

    საქართველოში რეგისტრირებულ 500 -ზე მეტ  ღვინის მწარმოებელ კომპანიას, მცირე და საშუალო მეწარმეს ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დახვდათ: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან!  ვირუსი ნამდვილად არ არის, გახსენით წერილი - ეს არის ოფიციალური მოწვევა ღვინისსაერთაშორისოკონკურსისგან  International Wine & Spirit Competition (IWSC), მიყევით ინსტრუქციას და გაიარეთ რეგისტრაცია მულზე აქ.

    კონკურსის რეგისტრაცია ოფიციალურად უკვე გახსნილია და  რეგისტრაციის გასავლელად დრო ქართველ მეღვინეებს 4 კვირა - რეგისტრაციის დასრულების თარიღია 7 ოქტომბერი.

    საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC)  პირველად ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს,  სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. და სწორედ, პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.

    კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

    „ძალიან გვიხარია, რომ ვითანამშრომლებთ „გურჯაანის ღვინის ფესტივალთან“ ამ წელს და ვუმასპინძლებთ IWSC ქართული ღვინის კონკურსს საქართველოში. IWSC აჯილდოებს ღვინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის გლობალური კონკურსი. ოქტომბერში ჩამოვიყვანთ ღვინის საერთაშორისო მსაჯებს საქართველოში, რათა დააგემოვნონ თქვენი შესანიშნავი ღვინო. ნამდვილად, არ უნდა გამოტოვონ ქართველმა მწარმოებლებმა შესაძლებლობა იმისა, რომ ღვინო შეაფასოს ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტიმ, რომელიც უხელმძღვანელებს და წარმოადგენს IWSC-ის ღვინის ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც არიან მეგან კლარკი, ღვინის ბაიერი კომპანიიდან „Ellis Wine Importers“, სალვატორ კასტანო სავაჭრო მრჩეველი და მთავარი სომელიე “Friarwood Wine Importers”-დან, მეგი მაკფერსონი ღვინის ჯგუფის ბაიერი „Jeroboams Wine Importers”-იდან და სერდარ ბოლკაია მთავარი სომელიე „67 Pall Mall”-იდან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მყიდველებს ახალი და საინტერესო ღვინის აღმოჩენაში. კონკურსის შედეგები ასევე გამოქვეყნდება ფესტივალზე და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამარჯვებული ღვინო შესაბამისი შეფუთვით წარმოადგინოთ უკვე ფესტივალზე. შედეგები განთავსდება IWSC საიტზე, ახალ ამბებსა და მედია საშუალებებში ორშაბათს, 17 ოქტომბრიდან, - განმარტავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე.

    ცნობისათვის, მნიშვნელოვანია, რომ  ქართველი მწარმოებლებისთვის  განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: კონკურსში მონაწილეობის თანხა 159 ფუნტის ნაცვლად, 99 ფუნტს შადგენს.  ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციისას, აუცილებელია კონკრეტული კოდის GEORG99 დაფიქსირება. რეგისტრაციისა და კონკურსში მონაწილეობისთვის შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, მონაწილე ვალდებული რეგისტრირებული ღვინის ორი ნიმუში  1-8 ოქტომბრს ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6)

    https://www.youtube.com/watch?v=Tn6Ase8uEf0&fbclid=IwAR1N2VxgXQ3Z01yZMiTLGjqA6lCTIeBVgMm3k_0mDFN7CqSqnfV1EXnjGjo

    IWSC-ის შესახებ:

    IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში. 

    ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

    კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში. 

    Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.

    ვიდეო-ინსტრუქცია:

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური