რა არის ავტო სესხი?

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2022 12:51

რა არის ავტო სესხი?

ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი  მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.

ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია - თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.

ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და  სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.

ავტო სესხიინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.

წაკითხულია 122 ჯერ

Related items

  • პრეზიდენტმა ერდოღანმა ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი გამოსცადა (ვიდეო)

    თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთის საავტომობილო საინიციატივო ჯგუფის (TOGG) მიერ შექმნილი პირველი ელექტრომობილი გამოსცადა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    TOGG-ის SUV მოდელი თურქეთში გაყიდვაში 2023 წლის პირველ კვარტალში გამოვა. ის მიზნად ისახავს 1 მილიონი ავტომობილის წარმოებას 5 სხვადასხვა სეგმენტში 2030 წლისთვის.

    ვიდეო: https://www.trt.net.tr/georgian/video/mec-niereba-da-tek-nologia/prezidentma-erdog-anma-adgilobrivi-carmoebis-avtomobili-gamosc-ada

  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს!

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლებისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს. უფრო კონკრეტულად, ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ინტერნეტ ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი  მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.

    ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველყოვლისა გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო, თუ კომპანია ერთი შეხედვით სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მათთან შემოთავაზების ნამდვილობა.

    დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406".

    ფინანსურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ფინანსური განათლების ვებგვერდზე.

     

  • ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში ათეულობით ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

    ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ სატვირთო მანქანაში, კიდევ 16 ადამიანი იყო, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    სან ანტონიოს პოლიციამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილის მძღოლის დაკავების პროცესი.

    საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

  • ბანკთან თანამშრომლობის დადებითი მხარეები მცირე ბიზნესისთვის

    აპირებთ, თქვენი მცირე ბიზნესისთვის ისესხოთ ბანკიდან?

    სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გადახედეთ ამ სტატიას, რომელიც გაგაცნობთ სხვადასხვა ტიპის სესხებს და თითოეული მათგანის დანიშნულებას.

    ძირითადად, მცირე ბიზნესის მფლობელები ბიზნეს სესხებს ფულადი სახსრების გასამყარებლად, ძვირადღირებული აღჭურვილობის შესაძენად და ზრდის გასაგრძელებლად იყენებენ.

    ბიზნეს სესხები, როგორც წესი, უფრო ხელმისაწვდომია და არ მოითხოვს, რომ თქვენი ბიზნესის ნაწილი ინვესტორს დაუთმოთ. ალტერნატიული ბიზნეს სესხების მიღება ადვილია, მაშინაც კი, თუ თქვენი საკრედიტო ისტორია ჯერ გამართული არ არის.

    სანამ ბიზნესისთვის ისესხებთ....

    სანამ ბიზნეს სესხს აიღებთ, საკუთარ თავს აუცილებლად ჰკითხეთ:

    • რა თანხა გჭირდებათ?
    • რისთვის გამოიყენებთ ნასესხებ თანხას?
    • რა დრო დაგჭირდებათ მის დასაბრუნებლად?

    ეს სტატია განკუთვნილია ბიზნესის მფლობელებისთვის ან მათთვის, ვინც ბიზნესის დაწყებას აპირებს და საწყისი კაპიტალი სჭირდება.

    ბანკი უზრუნველყოფს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის სესხს, დაწყებული სავაჭრო ფულადი ავანსით, დასრულებული აღჭურვილობის დაფინანსებით.

    ამასთან, ბანკთან თანამშრომლობას მრავალი დადებითი მხარე აქვს. მაგალითად, "ლიბერთი ბანკი" მცირე ბიზნესის მფლობელებს განვადების პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.

    განვადება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

    ბიზნესის ზრდისთვის ხშირად აუცილებელია, მომხმარებლებს გადახდის ალტერნატიული საშუალებები შესთავაზოთ. ამიტომ, ხშირად, პროდუქციის ყიდვისას შესაძლებლობა გვაქვს, რომ თანხის ერთიანად გადახდის მაგივრად, ჩვენს ხელფასზე და სასურველ ვადაზე მორგებულად, ნაწილ-ნაწილ გადავიხადოთ.

    განვადების პროგრამა პოტენციურ და არსებულ კლიენტებს გადახდას და გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. ბიზნესისთვის განვადების დადებითი მხარეებია:

    • ახალი მომხმარებლების მოზიდვა
    • გაყიდვების რაოდენობის ზრდა
    • დამატებითი კომფორტი მომხმარებლებისთვის

    განვადება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისთვის

    განვადების პროგრამასთან ერთად, "ლიბერთი ბანკი" აგრო ბიზნესის მფლობელებს ზრდისთვის და პოტენციური ზარალის თავიდან ასარიდებლად რამდენიმე გამოსავალს სთავაზობს.

    პირველი არის აგრო განვადება, რომელიც ფერმერებს აგრო საქმიანობისთვის სასოფლო-სამეურნეო საშუალებების მარტივად შეძენაში ეხმარება.

    ამასთან, "ლიბერთი ბანკში" აგრო დაზღვევის განვადებაც არის შესაძლებელი. ამ შეთავაზების საშუალებით მეწარმეს თავისი მოსავლის დაზღვევა 0%-იანი განვადებით შეუძლია. დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პრემია ითვალისწინებს:

    • 70%-მდე სუბსიდირებას ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებისთვის
    • 50%-მდე სუბსიდირებას ყურძნისთვის

    ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხი

    როგორც მეორადი, ასევე ახალი ავტომობილი თქვენთვის შესაძლოა იმაზე მნიშვნელოვანი აქტივი აღმოჩნდეს, ვიდრე გეგონათ. "ლიბერთი ბანკის" ავტო სესხი გთავაზობთ მოქნილ პირობებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თქვენი ავტომობილის საბაზრო ღირებულება და უზრუნველყოთ სესხი. ავტო სესხის გააქტიურების შემთხვევაში ავტომობილი კვლავ თქვენს საკუთრებაში რჩება და თანხის მიღება სულ რაღაც 45 წუთშია შესაძლებელი.

    თუმცა, ბანკს მრავალი საინტერესო პროგრამა აქვს მცირე და საშუალო ბიზნეს მფლობელებისთვის. ამიტომ, შესაძლოა, თქვენი ფიზიკური აქტივის გამოყენება არ დაგჭირდეთ და ისარგებლოთ სესხით, რომელიც თქვენს ბიზნეს ინტერესებს ითვალისწინებს და მაქსიმალურ საშეღავათო პერიოდს გთავაზობთ.

  • ცვლილება სს ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში

    სს ლიბერთი ბანკის რისკების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გვაზავა დაინიშნა.  ახალ პოზიციაზე, გიორგი გვაზავა ჩაანაცვლებს დავით აბაშიძეს.

     გიორგი გვაზავა არის საბანკო სექტორის პროფესიონალი და მას რისკების მართვის დიდი გამოცდილება გააჩნია. მას 15 წლის განმავლობაში საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება აქვს. გიორგიმ კარიერა დაიწყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ საკრედიტო ანალიტიკოსის პოზიციიდან და მას შემდეგ ეკავა სხვადასხვა მენეჯერული და ტოპ მენეჯერული პოზიციები. სს ლიბერთი ბანკში შემოერთებამდე გიორგი გვაზავა იყო ‘ვითიბი ბანკი საქართველოს’ რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

     გიორგი გვაზავა ფლობს ედინბურგის ბიზნეს სკოლის (EBS) მაგისტრის ხარისხს.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური