43-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამხედრო
ორშაბათი, 02 მაისი 2022 12:23

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომლის საბრძოლო მზადყოფნა შეფასდა. 4-კვირიანი პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელიც შეყოვნების, ბლოკირებისა და რეიდის ფაზებს მოიცავდა. სწავლების დასრულების შემდეგ სამხედროებს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმამიმართა და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.

შეფასების პროგრამა სამ ეტაპს მოიცავდა - საშტაბო-სამეთაურო სწავლება (CPX), საველე სწავლება (FTX) და საბრძოლო სროლები (LFX). ქვეითი ბატალიონების წვრთნისა და შეფასების პროგრამას GDRP-T-ის ფარგლებში მომზადებული ცხრავე ქვეითი ბატალიონი გაივლის. 43-ე ქვეითმა ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა - წვრთნა (GDRP-T) 2018 წელს პირველმა გაიარა. საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების ქვეითი ბატალიონების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

წაკითხულია 83 ჯერ

Related items

  • პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა (ვიდეო)

    საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის სიტუაციური სწავლება დასრულდა. ოცეულის დონის შეფასებაზე ორიენტირებული გეგმიური საველე სწავლება ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის  საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას.

    წვრთნებში მონაწილე პირადი შემადგენლობა დაკისრებულ ამოცანებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მთაგორიან რელიეფზე, დღისა და ღამის პირობებში ასრულებდა. სწავლების განმავლობაში  სადაზვერვო ქვედანაყოფები თვალთვალის ოპერაციებს ახორციელებდნენ და სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებდნენ. სამხედრო მოსამსახურეების ძირითად დავალებებს რაიონის მარშრუტის რეკოგნოსცირება, საპატრულო ბაზისა და სათვალთვალო საგუშაგოს მოწყობა, სახიფათო რაიონის გადალახვა, ინფილტრაცია-ექსფილტრაცია, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახება, კონტაქტზე რეაგირება, სწრაფი ჩასაფრების, გაქცევა-გადარჩენისა და სხვა ოპერაციების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

    წვრთნებში გამოყენებული იყო სასწავლო ხელყუმბარები, საკვამლე კოჭები, ფუჭი ვაზნები, მანათობელი პიროტექნიკა და სხვადასხვა ოპტიკური საშუალება.

    ვიდეო: 

  • ნორიოში კულმინაციური სწავლება ჩატარდა

    ნორიოს საწვრთნელი ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე „უმცროს ოფიცერთა და ლიდერობის კურსის" კულმინაციური სწავლება ჩატარდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    წვრთნის შემაჯამებელ ნაწილში ოცეულის მიერ დაგეგმილი შეტევა განხორციელდა, რომელშიც მოწინააღმდეგე ჯგუფი მონაწილეობდა. საველე სწავლება ფუჭი ვაზნებითა და საიმიტაციო საშუალებების გამოყენებით ჩატარდა.

    კურსი ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფის (BMATT) ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რომელშიც საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ოფიცრები და სერჟანტები მონაწილეობდნენ.

    წვრთნებს, რომელსაც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობამ საერთო საჯარისო ცენტრში უმასპინძლა, 4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და 4 ფაზას მოიცავდა. პირველ ეტაპზე სამხედროებმა თეორიული მომზადება გაიარეს, შემდეგი სამი ფაზა კი, საველე ოპერაციების შესრულებას დაეთმო.
    სწავლების მიზანს უმცროს ოფიცერთა და სერჟანტთა რგოლის გადამზადება და მათი ლიდერულითვისებების დახვეწა წარმოადგენდა. 

  • 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა
    საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ორფოლოს პოლიგონზე სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“-ის მიმდინარეობას გაეცნო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    საველე კომპონენტის საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის მინისტრთან ერთად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრნენ.
    მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა თავდაცვითი ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ქვედანაყოფს მხარს უჭერდნენ ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო, საინჟინრო, მექანიზირებული, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფები. სწავლებაში მონაწილეობდა ასევე თავდაცვის ძალების კუთვნილი საჰაერო საფრენი საშუალებები მი-24 და იროკეზის (UH1) ტიპის ვერტმფრენები. სწავლების მიზანი ბრიგადის შტაბის მიერ თავდაცვითი ოპერაციების დროს დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში მართვისა და კონტროლის პროცედურების გაუმჯობესებაა.
    სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გელათი 2022“ საველე კომპონენტის გამოყენებით (CPX/CAX/LIVEX) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის დაკვეთით და გენერალური შტაბის, დასავლეთის სარდლობისა და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ტარდება. წვრთნებში მონაწილეობენ დასავლეთის სარდლობის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის, სპეციალური ოპერაციების ძალების ბატალიონის, სამხედრო პოლიციის ბატალიონის და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის, ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ქვედანაყოფები.
    სწავლების ყველა ფაზაში ნატოს კოლექტიური წვრთნებისა და სწავლებების სახელმძღვანელოს დირექტივები გამოიყენება.
    ტაქტიკური დონის სწავლება თეორიული და კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერით (CAX) სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში, ხოლო ძალების მიზიდვით ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 20 მაისს დასრულდება.
  • მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

    პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმიური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.

    ასეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის, სნაიპერების, საინჟინრო, საარტილერიო და სატანკო ქვედანაყოფების, ასევე ქვეითი საბრძოლო მანქანების მხარდამჭერი ელემენტებით მიმდინარეობდა.  

  • ნატო-საქართველოს სწავლება გეგმის მიხედვით ჩატარდება

    მიმდინარე წლის 20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, სამეთაურო საშტაბო სწავლება  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. ნატო-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი რიგით მესამეა, რომელიც ნატოს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება.

    ნატო-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური