საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 02 მაისი 2022 11:00

ევროპის ჩემპიონატის მესამე დღეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი კარიერაში პირველად გახდა ლუკა მაისურაძე, რომელმაც -90კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. აქამდე მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის ორი ბრინჯაოს მედალი ჰქონდა მოპოვებული და ორივე -81კგ წონით კატეგორიაში. ახალ წონაში მან კონტინენტის პირველობაზე პირველად იასპარეზა და გამარჯვებულიც გახდა.

გურამ თუშიშვილს ჰქონდა კარგი შესაძლებლობა +100კგ-ში მესამედ გამხდარიყო ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ნახევარფინალში შეცდომა წაგებად დაუჯდა და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ამავე დღეს საქართველოს ნაკრების კიდევ სამმა წევრმა იასპარეზა. ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეჯიბრებაზე პირველად გამოჩნდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც -100კგ-ში განთესილთა შორის იყო და პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ რვა საუკეთესოს შორის მოხვდა, მაგრამ შემდეგ მეოთხედფინალში და რეპეშაჟში შეხვედრები წააგო და მეშვიდე ადგილზე დარჩა.

ილია სულამანიძემ და სოფიო სომხიშვილმა პირველივე შეხვედრები წააგეს და მედლებისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა და ქალთა შორის მესამე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი საფრანგეთმა დაიკავა, მეორე - ნიდერლანდებმა.

წაკითხულია 252 ჯერ

Related items

  • ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა

    ფიგურულ ციგურაობაში ესპოოს (ფინეთი) ევროპის ჩემპიონატი სპორტულ წყვილებში ასპარეზობით დასრულდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.27-ქულიანი შეფასება მიიღო და 20 ფინალისტს შორის მოკლე და თავისუფალი პროგრამების შედეგად დაგროვილი 175.82 ქულით მერვე ადგილით დაასრულა გამოსვლა.

    შეგახსენებთ, რომ ქალთა ერთეულებში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვებით ისტორიულ შედეგს მიაღწია ანასტასია გუბანოვამ - ეს  საქართველოს ნაკრებისთვის ამ რანგის ასპარეზობათა ისტორიაში პირველი ასეთი წარმატებაა.

  • ოქროს და ვერცხლის მედლები ალმადას გრან პრიდან

    ალმადას (პორტუგალია) გრან პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორმა წევრმა ფინალებამდე გაიკვალა გზა, აქედან ერთმა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლო, მეორემ ვერცხლის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაუმარცხებელი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ილია სულამანიძე.

    მომავალი ოქროს მედლის მფლობელი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა პორტუგალიელ, ავსტრიელ, უკრაინელ და ჩეხ მეტოქეებთან, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ დოტა არაის ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი იპონით დაამარცხა.

    ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა მძიმეწონოსან საბა ინანეიშვილს. იუნიორებში მსოფლიო ჩემპიონმა ფინალისკენ მიმავალ გზაზე დაამარცხა რუმინელი, სლოვენიელი, მონღოლი და ბრაზილიელი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ვაზარით დამარცხდა მსოფლიო ჩემპიონატების ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელ კორეელ მინიონ კიმთან.

  • ისტორიული შედეგი - ანასტასია გუბანოვა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

    საქართველოს ნაკრებმა ფიგურულ ციგურაობაში ისტორია დაწერა. ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულია ოქროს მედალი. წარმატების შემოქმედი კი არის ანასტასია გუბანოვა, რომელმაც ფინეთის ესპოოში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

    გუბანოვამ სამედლო განაცხადი მოკლე, სავალდებულო პროგრამაში პირველობით გააკეთა, დღეს კი თავისუფალ სრიალშიც საუკეთესო შეფასება (130 ქულა) დაიმსახურა და ჩემპიონობა იზეიმა.

    ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში დღემდე საუკეთესო შედეგებად ითვლებოდა ელენე გედევანიშვილის ორი ბრინჯაოს (2010, 2012) და მორის ყვითელაშვილის (2020) ასევე ბრინჯაოს მედლები. ასე რომ, საჩემპიონო ყულაბას ახლა უკვე ოქროს მედალიც შეემატა.

    აღსანიშნავია, რომ ანასტასია გუბანოვას წარმატებამ საქართველოს მომავალ ევროპის ჩემპიონატზე 3 საგზური მოუტანა.

  • საქართველოს ტყვიით მსროლელებმა დიდ პრიზზე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
    საქართველოს ტყვიით მსროლელთა ნაკრებმა რუსეს (სლოვენია) დიდი პრიზის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზა: გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა შერეულმა წყვილმა, ვერცხლის ჯილდო ერგო ქალთა ნაკრებს.
    ოქროს მედლისკენ მიმავალ გზაზე მარიამ ფროდიაშვილისა და ცოტნე მაჭავარიანის დუეტმა 575 ქულით საკვალიფიკაციო ეტაპი მოიგო, წყვილთა ფინალში კი 16:14 დაამარცხა სომხური წყვილი და ჩემპიონი გახდა (საკვალიფიკაციოში ლიზი კილაძე და აკაკი მოსულიშვილის წყვილიც გამოდიოდა. მათ 566 ქულით მეათე შედეგი აჩვენეს და ფლეი ოფს მიღმა აღმოჩნდნენ).
    ღირსეულად გამოვიდა საქართველოს ქალთა ნაკრებიც - ნინო სალუქვაძემ, მარიამ ფროდიაშვილმა და ლიზი კილაძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ჩვენი სამეული ფინალში პოლონეთთან 6:16 დამარცხდა.
    ახლოს იყო წარმატებასთან ვაჟთა ნაკრებიც (ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი და ცოტნე მაჭავარიანი), მაგრამ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში შვეიცარიასთან 10-16 დამარცხდა და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
  • ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი!
    გრან პრის ეტაპებში (ფიგურული სრიალი) მონაწილეობის ისტორიაში, პირველად, საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა!
    შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
    გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითიც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.
    გრან პრის მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური