Wi-Fi-ს ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის შემთხვევების ზრდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
შაბათი, 30 აპრილი 2022 11:38

მობილური ტელეფონით და უკაბელო კავშირის Wi-Fi ტექნოლოგიით გამოწვეულმა რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევების ზრდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა პროფესორმა მარტინ ლ. პალმამ ჟურნალ „Current Alzheimer's Research“-ისთვის დაწერილ სტატიაში განაცხადა, რომ აღმოაჩინა ახალი კავშირი მობილურ ტელეფონებსა და მსგავს უკაბელო ტექნოლოგიების პროდუქტებს შორის რომელიც ალცჰეიმერის დაავადების შემთხვევების ზრდას იწვევს. მარტინ ლ. პალმა თავის სტატიაში აცხადებს, რომ რადიაციის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინში კალციუმის უჯრედების დონის მატება, რაც ალცჰეიმერის დაავადების გამომწვევია. იგი ასევე აცხადებს, რომ ეს საშიშროება ადრეულ ასაკში იწყება.

მისივე თქმით, მკვლევარები აფრთხილებენ, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მუდმივად ექვემდებარებიან მობილური ტელეფონებისა და Wi-Fi-ის გამოსხივებას ყოველდღიურად რამდენიმე საათის განმავლობაში, შესაძლოა „ციფრული დემენციის“ პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ცნობისათვის, კვლევითმა ინსტიტუტმა StudyFinds-მა გააზიარა ინფორმაცია, რომ თანამშრომლები, რომლებიც ექვემდებარებიან რადიაციას, უფრო მეტად ავადდებიან ალცჰეიმერის დაავადებით.

 

წაკითხულია 143 ჯერ

Related items

  • „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“: განაცხადები 1 ნოემბრამდე მიიღება

    გამოცხადდა კონკურსი, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“. მონაწილეობის მსურველ ჟურნალისტებს განაცხადების შეტანა 1 ნოემბრამდე შეუძლიათ.

    კონკურსს, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“, საქართველოში საფუძველი ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს ჩაუყარა. ის ქართულ ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის და ეთიკური ქცევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) გასცემს სპეციალურ პრიზს კონფლიქტების საკითხზე შესრულებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის, რომელიც ნდობისა და მშვიდობის აღდგენას ემსახურება. 

    წლევანდელი კონკურსს დაემატა ახალი კატეგორია, რომელიც საუკეთესო სტუდენტურ ნამუშევარს გამოავლენს.

    2022 წელს „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ შემდეგ რვა კატეგორიაში გაიცემა:

    • საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
    • საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
    • საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
    • საუკეთესო ელექტრონული ან ბეჭდური ბლოგი, საავტორო სტატია ან სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
    • საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
    • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებებს — მათ შორის უმცირესობათა უფლებებს, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის ღირსების პატივისცემას, სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას და კანონის უზენაესობას) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
    • კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში);
    • საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში.

    ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი დაჯილდოვდება ერთთვიანი სტაჟირებით ლონდონის „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“, სხვა გამარჯვებულებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.

    ყველა კატეგორიისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 2022 წლის 1 ნოემბერია.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
    ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
    „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
    კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
    „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
    ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

  • გრიპის ვაქცინა ალცჰეიმერის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს

    ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით ნაკლებია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იღებენ გრიპის ვაქცინას. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს

    Nature World News-ის ახალი ამბების მიხედვით, აშშ-ში, ჰიუსტონის უნივერსიტეტის ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, გრიპის ვაქცინასა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის კავშირზე.

    კვლევაში, 65 წელს გადაცილებული 935 ათასზე მეტი აცრილი და არავაქცინირებული ადამიანი მონაწილეობდა. დაკვირვება 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დადგინდა, რომ დემენციასთან დაკავშირებული დაავადება დაფიქსირდა აცრილი სუბიექტების 5,1 პროცენტში და 8,5 პროცენტში, ვინც არ იყო ვაქცინირებული.

    ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ალცჰეიმერის დაავადების რისკი 40 პროცენტით შემცირდა მათთან, ვისაც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა აქვს გაკეთებული.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 55 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ალცჰეიმერით.

    ალცჰეიმერი განისაზღვრება, როგორც ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყოველდღიური აქტივობების დაქვეითება და შემეცნებითი შესაძლებლობების დაქვეითება, რასაც თან ახლავს ნეიროფსიქიატრიული სიმპტომები და ქცევითი ცვლილებები.

  • საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალთა ჩართულობის წახალისების მიზნით, Visa უერთდება გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამას საქართველოში

    თბილისი, 13 აპრილი, 2022 – Visa, მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში, უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველოში, რომელიც დაარსდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, თიბისი ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით.

    Visa-ს ჩართულობა პროექტში მხარდამჭერი ორგანიზაციის რანგში, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მხარი დაუჭიროს ქალთა გაძლიერებას, ინოვაციებსა და ხელი შეუწყოს თანასწორი საზოგადოების ფორმირებას. ქალთა როლის წარმოჩენა და მისი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული სტერეოტიპების მსხვრევისა და იმ გამოწვევების დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა წინაშეც ქალები დგანან. Visa-ს სჯერა, რომ საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე ეკონომიკური წინსვლისთვის, რადგან ინოვაციური ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ გაციფრულების დანერგვასა და მის მზარდ მოთხოვნაზე.

    „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია წარმოვაჩინოთ და მხარი დავუჭიროთ იმ ქალებს, რომლებიც გამოწვევების წინაშე დგანან.  ამდენად, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თანაბარი შესაძლებლობები ყველას მათი პროფესიული კომპეტენციებიდან და ლიდერული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მხარს ვუჭერთ კატეგორიას - ICT ჩემპიონი და მე მჯერა, რომ გამარჯვებული აუცილებლად მიიღებს ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას,  განსაკუთრებულ ჯილდოს და გახდება ჩვენი დიდი ქსელის წევრი.“- აღნიშნა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

    დაჯილდოება ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის - გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომლის მემკვიდრეობაც ბევრს კვლავ შთააგონებს. პროექტი  წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ქალებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს განვითარებაში და ისწრაფვიან პოზიტიური ცვლილებებისკენ. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, UTG და Majorel Georgia.

    განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებ-გვერდს www.ictwomen.ge  განაცხადები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, 30 მაისს გახდება ცნობილი ჯილდოს ფინალისტების ვინაობა და 10 ივნისს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

     

    ***

    კომპანია Visa-ს შესახებ

    Visa (NYSE:V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa ყოველწლიურად, 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციას მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური, მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში  ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებ-გვერდზე visa.com.ge

  • ოთარ ტაბატაძე : ომი დღეს მხოლოდ რუსეთისთვის არის ტანკი, სხვებისთვის ომი - ეკონომიკა და ტექნოლოგიებია

    „გლობალურ ბაზარზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მთელი საქართველო, 3,7 მლნ ადამიანი რომ პროგრამული უზრუნველყოფის სხვადასხვა ენის სპეციალისტი ვიყოთ, ყველას გვექნება სამსახური მსოფლიოს ტექნოლოგურ ბაზრებზე, იმდენად ბევრი პროექტია“,- ამის შესახებ „ორიენტ ლოჯიკის“ საოპერაციო დირექტორმა ოთარ ტაბატაძემ რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

    რა გამოწვევების წინაშეა დღეს საქართველოში IT მიმართულება და რას სთავაზობს კომპანია სფეროთი დაინტერესებულ პირებს, ამ და სხვა საკითხებზე კითხვებს ოთარ ტაბატაძე პასუხობს.

    უკრაინაში მიმდინარე ომმა, შეცვალა თუ IT სფეროს მნიშვნელობა, რატომ არის ეს მიმართულება დღეს ერთ-ერთი პრიორიტეტული?

    დღეს ომი, მხოლოდ რუსეთისთვის არის ტანკი, თორემ სხვა მხრივ, ომი მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია და ეკონომიკაა. ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ყველამ ვნახეთ, კიბერუსაფრთხოებამ რა როლი ითამაშა. ეს არის მტრის სრული განიარაღება. თუ წვდომა გაქვს მის გარკვეულ ინფორმაციაზე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის მომავალი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე უნდა მოხდეს ცოდნის, კომპეტენციის კონცენტრირება. იმიტომ, რომ ვიღაცას უფრო დიდი ტანკი ეყოლება, მაგრამ საინფორმაციო ნაწილში ტექნოლოგიებში, თანაბარ სიტუაციაში ხარ.

    როდის დაარსდა და რა მიმართულებებზე მუშაობს „ორიენტ ლოჯიკი“?

    „ორიენტ ლოჯიკი“ 1995 წელს შეიქმნა და უკვე რამდენიმე მიმართულებით ლიდერია ლოკალურ ბაზარზე. ჩვენ წლების განმავლობაში ვზრდიდით კომპეტენციას. ეს არის კიბერუსაფრთხოება, ინფორამციული უსაფრთხოების სისტემები, IT ინფრასტრუქტურული და ქსელური ინფრასტრუქტურის გადაწყვეტილებები, პერსონალური ტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა, „დეველოპმენტი “, DevOps და Cloud თავსებადი ტექნოლოგიების მიმართულებები. ეს არის ის, რითაც თითქმის 27 წლის განმავლობაში მყარად მოვიკიდეთ ბაზარზე ფეხი.

    რა გამოწვევის წინაშეა დღეს საქართველოში IT მიმართულება?

    კომპანი თანამშრომლობს ისეთ ვენდორებთან (პრემიუმ პარტნიორები ვართ მათი, ან უმაღლესი), როგორიცაა DELL, HPE, IBM, RedHat და აშ. არ ჩამოვთვლი, ძალიან ბევრია. ეს პარტნიორები ჩვენ „გვაიძულებენ“, რომ პერსონალმა გაიაროს გარკვეული სერტიფიცირებები, გაიზარდოს კომპეტენიციები, რათა შემდგომ საფეხურებზე გადასვლისას პარტნიორის სტატუსი შეინარჩუნო, ან უკეთესი მიიღო. ამისთვის, როგორც დამსაქმებელს, გიწევს გადაამზადო პერსონალი. ამით პერსონალი კმაყოფილია, იმიტომ, რომ მაგარ კომპეტენციას იძენს, მაგრამ მეორე მხრივ, გამოწვევაა რამდენად აქვთ მათ საშუალება, რომ ამ კომპეტენციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზება შეძლონ. ამ შემთხვევაში, ადამიანები ან იცვლიან სამუშაო ადგილს და მიდიან, სადაც ამის რეალიზებას მოახდენენ, ან უნდა შეწყვიტონ განვითარება. ანუ ეს პრობლემას ქმნიდა იმ მხრივ, რომ პერსონალის გადინება არ მომხდარიყო, რადგან საქართველოს ეკოსისტემა არ იძლეოდა საშუალებას, რომ მათი ცოდნის რეალიზება მომხდარიყო.

    სწორედ აქედან გაჩნდა იდეა, რომ OL Academy დაგვეარსებინა, სადაც ამ ადამინების საშუალებით, წვლილს შევიტანდით ქვეყნის ეკოსისტემის გაჯანსაღება-განვითარებაში. რატომ უნდა იყოს ჩვენი ბაზარი მაგალითად, ბრიტანეთის ბაზართან შედარებით უფრო დაბლა. ანუ, აქ რეალურად დასაქმების პრობლემა კი არა, კომპეტენციის პრობლემა დგას.

    არსებობს თუ არა აკადემიაში ასაკობრივი ზღვარი?

    აკადემიაში არანაირი ასაკობრივ შეზღუდვა არ გვაქვს. აქ სწავლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

    ჩვენს ტრეინინგ ცენტრს ორი მიმართულება აქვს, ერთი არის ფიზიკური პირებისთვის პრაქტიკულ სამუშაო გარემოში, ინტენსიური კურსით. ხოლო მეორე მიმართულება იურიდიული პირებისთვის, კომპანიებისთვის, მათზე მორგებულ სასწავლო კურსებს და ტენოლოგიური მიმართულებით თანამშრომლების გადამზადებას ითვალისწინებს. გვაქვს ძალიან საინტერესო B2B პროექტების საბანკო სექტორის და სხვა ტექნოლოგიურად მაღალი განვიტარების ქართული კომპანიებისთვის.

    რაც შეეხება ჩვენს ღია ტრენინგებს ფიზიკური პირებისთვის - კურსის დამთავრების შემდეგ, მათ ან ჩვენ ვთავაზობთ სამსახურს, ან პირდაპირ გვართმევენ სხვა კომპანიები. გვაქვს ძალიან მრავალფეროვანი ტექ. ტრენინგების უამრავი მოდული. ცალკეული მოდული შეიძლება რამდენიმე ეტაპს გულისხმობდეს. მათი დიდი ნაწილი სამ ეტაპიანია და პირველი ეტაპის დასაძლევად დაახლოებით 3 თვეა საჭირო.

    თითოეულ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია ჩვენი აკადემიის ვებგვერდზე https://olacademy.ge დარეგისტრირდეს და დაიწყოს განვითარება დღესვე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური