კომპანია „ჯეპრა“ საქართველოს ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით საზედაო შრიფტს წარადგენს

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 12 აპრილი 2022 12:41

14 აპრილს, 13:00 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში საზედაო შრიფტის წარდგენა გაიმართება.
საქართველოს მდიდარი კალიგრაფიული სკოლა აქვს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხელნაწერი წიგნის ეპოქაში, გარდა კალიგრაფიისა, გადამწერები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ტექსტის მხატვრულ გაფორმებას. საზედაო შრიფტს საფუძვლად სწორედ ეროვნულ არქივში დაცული XIV – XVIII საუკუნეების ხელნაწერებში გამოყენებული გრაფემები, ანუ საზედაო ასოები დაედო.
„შუა საუკუნეების ქართულ წიგნის ხელოვნებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია დიდი ზომის მოხატულ საზედაო ასოებს, რომლებიც აბზაცის ან თავის დასაწყისს მიანიშნებენ. მოხარულები ვართ, რომ ახალი საზედაო შრიფტის შექმნით ქართული კალიგრაფიული ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშის წარდგენის შესაძლებლობა გვეძლევა.“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა. 

„შრიფტი დიდ დახმარებას გაუწევს ტექსტების დიზაინერებს ახალი იდეების განხორციელებაში, ამასთან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ხელნაწერთა გაფორმების მრავალსაუკუნოვან ტრადიციას.“- განაცხადა საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსმა ქეთევან ასათიანმა.

„ჩვენ მიერ შექმნილი შრიფტი ეფუძნება ხუთი სხვადასხვა ისტორიული ხელნაწერის საზედაო ასოებში გამოყენებულ კიდურყვავილოვან ორნამენტებსა და ხვეულებს. ამავე დროს, ყველა ასო ნიშანი თანამედროვე მოხაზულობითაა წარმოდგენილი და არ არის უცვლელი კოპირება ძველი საზედაო ასოებისა. ამიტომ შრიფტი ერთგვარი ხიდია ჩვენს მდიდარ წარსულსა და თანამედროვეობას შორის და ხაზს უსვამს კალიგრაფიის ხელოვნების უწყვეტობასაც: შუა საუკუნეების ტრადიციული მოხატულობის სტილი თანამედროვე ასოებზეა მორგებული.“-განაცხადა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ.
შრიფტის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლება ვებგვერდებიდან: calligraphy.ge და www.gepra.ge/fonts

წაკითხულია 215 ჯერ

Related items

  • თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად
    20 იანვარს 15:00-ზე თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი გიწვევთ გაზაფხულის ფესტივალის, იგივე ჩინური ახალი წლის აღსანიშნავად. სტუმრებს შეეძლებათ, იხილონ და უშუალოდ ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობაში, ეზიარონ ჩინურ კულტურასა და საახალწლო ტრადიციებს. მათ შორის:
    გაიგებთ, რა არის ჩინური ახალი წელი;
    იხილავთ უშუს საჩვენებელ გამოსვლას;
    ეზიარებით ჩინურ კალიგრაფიასა (შუფას) და მხატვრობას (კუოხუას);
    გამოჭრით ქაღალდის ფიგურებს (ძიენჭი);
    დაამზადებთ ჩინურ კვანძებს (ჭუნგკუო ძიე);
    გააფერადებთ ოპერის ნიღბებს (ძინგძიუ ლიენფუს);
    მონაწილეობას მიიღებთ ვიქტორინაში „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ (მასალას შეგიძლიათ უკვე გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/.../1NfRlLA-ZNC.../view , ასევე წაიკითხოთ და მოისმინოთ ჩინურ ახალ წელთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენს გვერდზე);
    დაესწრებით სკოლის მოსწავლეთა პოეზიისა და სტუდენტთა იეროგლიფების კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიას;
    დაათვალიერებთ ჩინურ ტრადიციულ სამოსს;
    დააგემოვნებთ ჩინურ კერძებს;
    ასევე გაიმართება წინა წლებში გამართული ხატვის კონკურსის ნამუშევრების გამოფენა. ყველა მსურველი შეძლებს ჩინურად დაწერილი სახელის მიღებას, ვიქტორინის მონაწილეებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ.
    თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტი მოუთმენლად ელის სტუმრებთან შეხვედრას, რათა კიდევ ერთხელ ერთად შევიქმნათ საახალწლო განწყობა.
    დასწრება თავისუფალია!
  • „სქრინფლეი“ - სცენარისტთა პირველი სკოლა საქართველოში „ჯეპრასა“ და „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით იხსნება

    ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, შესაძლებლობა ეძლევა გაიაროს სამთვიანი კურსი და გახდეს პროფესიონალი სცენარისტი.

    სტუდენტები მოისმენენ საბაზისო ლექციათა კურსს, რომელიც საჭიროა სცენარისტის პროფესიისთვის. კურსი უნივერსალურია და განკუთვნილია არა მხოლოდ დამწყები, არამედ მოქმედი სცენარისტებისთვისაც, რომლებიც საჭიროდ თვლიან, რომ გაიუმჯობესონ ცოდნა ან ისწავლონ სხვა ჟანრში სცენარზე მუშაობა.

    “სქრინფლეის” სკოლაში მსურველები დაეუფლებიან სცენარის წერის ტექნიკასა და უნარ-ჩვევებს, ლიტერატურული ნაწარმოებისა და რეალური ამბების ადაპტირებას,

    მიიღებენ სხვადასხვა ჟანრის სცენარზე პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას და შეძლებენ საკუთარი იდეის პროფესიონალურ დონეზე განხორციელებას.

    სცენარისტთა სკოლის დამფუძნებლები არიან საქართველოში ყველაზე პოპულარული სერიალებისა და გადაცემების სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი გოჩა კორხელაური, საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

    „ძალიან ბევრ პროექტზე მომიწია მუშაობა, როგორც სცენარის ხელმძღვანელს და ყოველთვის პრობლემა იყო სცენარისტთა ჯგუფის დაკომპლექტება, მითუმეტეს, პროექტის შინაარსისა და ჟანრის მიხედვით. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დღემდე არ არსებობდა სცენარისტთა სასწავლებელი, ერთადერთი გზა იყო სცენარისტების შერჩევა იმ მსურველთაგან, რომელთაც უბრალოდ, ინტერესი ჰქონდათ ემუშავათ სცენარისტად.

    მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სცენარისტად მუშაობის მსურველი რეალურად ძალიან ბევრია, თუმცა, იმ მოკლე დროში, რომელიც ეთმობოდა ამ უამრავი კანდიდატიდან სცენარისტების შერჩევას, ძალიან რთული იყო მათთვის, გამოევლინათ ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა პროფესიონალი სცენარისტისთვის.” 

    სწორედ, ამ გამოცდილების საფუძველზე, გაჩნდა იდეა, შეგვექმნა პროფესიონალ სცენარისტთა სკოლა - „სქრინფლეი“, სადაც მსურველებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ ამ პროფესიას და თვითონ აირჩიონ, რომელ ჟანრში და რა მიმართულებით სურთ მუშაობა.“ - განაცხადა „სქრინფლეის“ დამფუძნებელმა გოჩა კორხელაურმა.

     „თანამედროვე საზოგადოების განვითარების საკითხში სცენარისტების როლი შეუფასებლად მაღალია. მათ მიერ შექმნილი ისტორიები ყოველთვის მოქმედებს ადამიანებზე, აძლევს პრობლემების გადაჭრის ახალ გზებს და ახალ მიმართულებებს, უჩენს თანაზიარობისა და გულისხმიერების განცდას.

    სცენარისტთა სკოლა შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს, მიიტანოს სათქმელი ყველა დაინტერესებულ პირთან და გარდაქმნას თავისი იდეა დაუვიწყარ ამბად. მოხარული ვარ, რომ „სქრინფლეის“ დაფუძნებით ხელს ვუწყობთ სცენარისტის მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიის განვითარებას.“ - განაცხადა „ჯეპრას“ უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

    “სქრინფლეის” სცენარისტთა სკოლაში ასწავლიან ლექტორები, რომელთაც შექმნილი აქვთ არაერთი წარმატებული სატელევიზიო პროექტი და არიან ცნობილი პიესებისა და წიგნების ავტორები. ისინი თეორიული ნაწილის გარდა, სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებასაც.

    სამთვიან კურსზე შეისწავლება შემდეგი საგნები:

    სატელევიზიო სერიალის სპეციფიკა, შექმნა და წარმოება - გოჩა კორხელაური, სცენარისტი, რეჟისორი.

    როგორ გავხდეთ სცენარისტი - ოთარ ლომთაძე, სცენარისტი.

    დრამატურგიის მეთოდოლოგია - ლაშაბუღაძე, მწერალი, დრამატურგი.

    შემოქმედებითი წერა -გურამ მეგრელიშვილი, მწერალი, კინოსცენარისტი და რეჟისორი.

    სცენარისტთა სკოლაში სწავლა 26 სექტემბერს დაიწყება.

    რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://bit.ly/3SitvMH

    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სკოლის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებს.

    აირჩიე “სქრინფლეი” - გახდი პროფესიონალი სცენარისტი!

     

  • „თუ ყველაფერი რთულდება, ესე იგი სწორ გზაზე ხარ!“

    არსებობს ლეგენდები, ბალადები ან თუნდაც რეალური ფაქტები, იმის შესახებ თუ საიდან მოდის კომპანიის სახელი, როგორ იქმნება ის, რას ნიშნავს მის აბრევიატურაში მოცემული ასო-ბგერების კომპილაცია და ა.შ. თუ ეს ყველაფერი თავიდანვე არ იქნა ჩადებული და არ განისაზღვრა…ამბობენ, მას მომავალი არ  ექნება!

    ბრენდის სახელი – ცნობადობის უმთავრესი საფუძველია. კომპანიის წარმატებაც სწორედ, უმთავრესად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის მისი სახელი ხასიათითა თუ მოთხოვნით დაკავშირებული თვითონ ბრენდთან ან მის მიერ წარმოებულ პროდუქტთან. სახელი ხომ პირველია, რასაც იმახსოვრებს მომხმარებელი და ძირითადად მასზეა დამოკიდებული გადაწყვეტილება შეძენასთან დაკავშირებით.

    ამიტომაც ვიგონებთ, ვთხზავთ, ვალამაზებთ და …. საბოლოო ჯამში ვაღწევთ სასურველ ან უბრლოდ შესაბამის შედეგს.

    თავს არ შეგაწყენთ მარკეტინგული ტერმინებით, უბრალოდ ეს ყველაფერი მე პირადად ადამიანის ცხოვრებას მაგონებს..  იგონებენ ჩვენთვის სახელს, გვასწავლიან, გვარიგებენ ჭკუას, გვისახავენ გეგმებს,  ერთი სიტყვით თხზავენ და გვილამაზებენ ცხოვრებას და გვისახავენ სასურველ მომავალს, მერე კი ჩვენ  ვარსებობთ ამ გალამაზებულში, ბოლოს კი  ვაღწევთ ან არ ვაღწევთ ან თუნდაც გვგონია, მივაღწიეთ იმ სასურველ და დასახულ მიზანს, რაც თავში ჩაიფიქრეს და შემდეგ ჩვენ თითქოსდა დავეხმარეთ მის განხორციელებაში….

    რამდენად მომგებიანი და იღბლიანი სახელი მერგო, ვერ გეტყვით, თუმცა ფაქტია თავის დროზე, კარგად დასამახსოვრებელი, გამოკვეთილი, მოდური და აქტუალური ნამდვილად იყო! ამასთან, მოიცავდა თუ არა მთელ რიგ მარკეტინგულ ამოცანებსა და ნათლად გამომხატველ  ბრენდის პოზიციონირებას, ამასაც ვერ გეტყვით!

    სახელი „მაია“ ვერ ვიტყვი, რომ  ბრენდად ქცეულია საქართველოში, მაგრამ რამდენად გავამართლებდი და დავიმკვიდრებდი თავს გარკვეულ სეგმენტში, როცა დამარქვეს, ეგონათ, რომ ამის დრო ჯერ კიდევ წინ მქონდა…. და არც უფიქრიათ და მერე მეც არ მიფიქრია არასდროს!

    მინდა ვაღიარო სახელში ჩადებული ინფორმაცია  არ შეესაბამება ჩემს ხასიათს, ვგულისხმობ უკვე არსებული ბრენდის ატრიბუტებს. დარწმუნებული ვიყავი მის ჩავარდნაში. ისე გავიდა წლები, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის ფაქტორზე იყო დამოკიდებული. მე სწორედ იმ თაობას ვეკუთვნი, როცა სკოლის დამთავრებისთანავე მნიშვნელოვანი წარმატება – გამხდარიყავი სტუდენტი, ეს იყო! აი,  ეს კი, ის საუკეთესო მაგალითია,  როდესაც ერთჯერადმა წარმატებამ დღემდე მომიყვანა, რადგან „ჩემივე მომხმარებლის” ლოიალურობა მუდამ აღქმის ფაქტორზე იყო დამოკიდებული.

    სამწუხაროდ, სახელი „მაია“ ახალ და განსხვევბულ ბრენდად ვერ ვაქციე! ამიტომ მოულოდნელად ნეიმინგი განვიცადე გავხდი „ტაკიტუკა“ (ამაზე ერთმა ნიჭიერმა მეგობარმა/ბრენდმენეჯერმა/ნათლიამ იზრუნა, თუმცა არც უფიქრია, რომ ასე აიტაცებდნენ, უფრო მეტიც, საკუთარ სახელს დაივიწყებდნენ და მაია „ტაკიტუკად“ იქცეოდა)

    ფაქტია, ახალ სახელში ბრენდის ინდივიდუალურობა ნამდვილად შენარჩენულებულია: არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი პირადულზე, რადგან მგონია რომ ის მხოლოდ ჩემთვის არის საინტერესო და არ არის აუცილებელი ვინმე დავაინტერესო და მოვაწონო! მაგრამ მაინც ჩემს პირადულზე იმაზე მეტი იციან, ვიდრე მე… ერთი ჩვეულებრივი მიზეზის გამო: ყველაფერი ზედ მაცხია, სახეზე  მთელი განწყობა და ხასიათი მაწერია…. რაც ხშირ შემთხვევაში, „გამოტირებით“ სრულდება!

    ბრენდის სტრატეგია: ვაკეთო ის საქმე, ყოველ შემთხვევაში ვეცადო მაინც, რაც მიყვარს და მესმის, თანაც ხარისხიანად! მაგრამ არის შემთხვევები, ვაკეთო ისიც, რაც არ მიყვარს, თუმცა მიზნის მისაღწევად აუცილებელია!

    ბრენდის პოზიციონირება: არააგრესიული და არაკონფლიქტური კონკურენტებთან მიმართებაში. ეს პოზიციონირება ინდივუდუალობის ნაწილი გახდა. წარმოდგენილი ვარ თითქმის ყველა ივენთზე, ტურებსა და სემინარებზე. ეს ბრენდის უნიკალურობას და სასურველობას განსაზღვრავს. ასე გავხდი მიზნობრივ სეგმენტში სასურველი, აუცილებელი და საყვარელი „ტაკიტუკა“. და თუ ვინმეს არ უნდა ეს დაინახოს, ძალით ამის გაკეთებისთვის არ ვიბრძვი!

    ბრენდის არქიტექტურა: მიმაჩნია, რომ  ბრენდის არქიტექტურის ჩამოყალიბება დაახლოებით 10 წლის წინ უკვე მოხდა, სახელის შეცვლაც ამან განაპირობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ბრენდის შექმნის, ზრდის და განვითარებისათვის, როგორც მოკლევადიანი ეფექტის, ისე გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ვფიქრობ, მოკლევადიან ეფექტებს მივაღწიე, წინ გრძელვადიან ეფექტს ველი….

    საკვანძო ფრაზები: ზოგჯერ, უნდა დაივიწყო რას გრძნობ და გაიხსენო რას იმსახურებ! შენარჩუნება/უკან დაბრუნება ღუპავს ბრენდს, სწორედ ეს ქცევა უკარგავს მას მიზნის მიღწევის უნარს! უნდა დაივიწყო და აღარ გაიხსენო, რადგან ვიდრე გაიხსენებ ვერ დაასრულებ! ჯანსაღი კონკურენცია მხოლოდ ჯანსაღ ბრენდებს შეუძლიათ! მე ვგრძნობ! მე ვფიქრობ! მე მიყვარს! მე მჯერა!

    და ბოლოს, მჭირდება რებრენდინგი მთელი ამდენი წლის შემდეგ? შეგახსენებთ, რომ რებრენდინგის დროს რადიკალურად იცვლება: სახელი, ლოგო, იმიჯი, PR და სარეკლამო სტრატეგია….

    მიმაჩნია, რომ არ მჭირდება იდენტურობის შეცვლა. ის დამახასიათებელია ჩემთვის და რითაც პოზიციონირება მოვიპოვე ჩემს გარემოში, სფეროსა და იმ მიზნობრივ სეგმენტში, რომელიც დღემდე მიყვარს!

    ამბობენ, თუ ყველაფერი რთულდებაესე იგი სწორ გზაზე ხარ! ამაზე მეტ გართულებას არც ველი – ესე იგი უსწორესი გზა ამირჩევია!

  • უკრაინა - ახალი ქართული შრიფტი თავისუფლებისთვის მებრძოლ უკრაინელ ხალხს ეძღვნება

    ახალი ქართული შრიფტი „უკრაინა“, უკრაინული დამწერლობის ადრეული ფორმის - „უსტავზე“ (ხელნაწერების შედევრებია „ოსტრომიროვოს სახარება“, „არხანგელის სახარება“, და ა.შ.) დაყრდნობით შეიქმნა. თანამედროვე შრიფტის დიზაინსა და მრავალ ენაზე გაციფრულებაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა.
    „კიევი შუა საუკუნეებში მთავარ სლავურ სამწიგნობრო კერას წარმოადგენდა, სადაც კალიგრაფები ხელნაწერ საღვთისმეტყველებო წიგნებს ქმნიდნენ. უკრაინის მონასტრებში იქმნებოდა და ვითარდებოდა კირილიცას ახალი კალიგრაფიული მიმდინარეობები. შრიფტი „უკრაინაც“ ერთ-ერთ ისტორიულ კალიგრაფიულ სახეობას ეფუძნება, რომელიც უკრაინასთან ერთად, სამხრეთისა და აღმოსავლეთის სლავების ქვეყნებშიც გავრცელდა. ახალი შრიფტი „უკრაინა“ შეიცავს სლავური ესთეტიკით სტილიზებულ როგორც ქართულ, ასევე ლათინურ დამწერლობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ შრიფტი აფხაზური ენის ყველა ასო-ნიშანს მოიცავს. ამ შრიფტით ყველა ევროპულ (და არა მარტო) ენაზეა შესაძლებელი წერა,“- აღნიშნა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ. 

    „უკრაინული ენა ულამაზესი და დიდი ისტორიის მქონე დამწერლობის, კირილიცას საშუალებით ჩაიწერება. ჩვენთან ხშირად კირილიცას, ისევ და ისევ პროპაგანდის მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო, არასწორად რუსულ დამწერლობას უწოდებენ, მაგრამ თანამედროვე რუსეთთან ამ დამწერლობის საწყისებს, ისტორიული კავშირი ნაკლები აქვს.
    შრიფტი „უკრაინა“ ეძღვნება უკრაინელ ხალხს და მათ თავგანწირულ ბრძოლას თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის,“ - განაცხადა ჯეპრას სპეციალური პროექტების მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა.

    ახალი შრიფტით წერა შესაძლებელია ქართულად, უკრაინულად, აფხაზურად, ინგლისურად და გერმანულად. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფოტოშოპში, ინდიზაინსა და ილუსტრატორში, ასევე MS Office-ს ყველა პროგრამაში.

    შრიფტის გადმოწერა შესაძლებელია ვებგვერდებიდან www.gepra.ge/fonts

    და https://calligraphy.ge/fonts

    ჯეპრა დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია ცნობილი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერებსა და ქართული დამწერლობის ძეგლებს აციფრულებს და ქმნის ახალ ქართულ შრიფტებს. იხილეთ შრიფტების გალერეა www.gepra.ge/fonts.-ზე.

  • მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის შრიფტებს "ჯეპრა" 8 მარტს წარადგენს

    საკონსულტაციო კომპანია "ჯეპრა" კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით სამი გამოჩენილი ქართველი ქალის, მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერ შრიფტებს ქმნის.
    შრიფტების შექმნამდე რამდენიმე თვით ადრე, ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა, გამოკითხვაში მიეღო მონაწილეობა და თავად შეერჩია ის ქალები, რომელთა ხელნაწერი შრიფტის შექმნასაც ისურვებდნენ.
    „20 გამოჩენილი ქართველი ქალიდან, რომლებიც საზოგადოებას წარვუდგინეთ, ყველაზე მეტი ხმა მარო მაყაშვილმა, ანა კალანდაძემ და ელენე ახვლედიანმა დააგროვეს. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გამოვყოფდი მარო მაყაშვილს - 19 წლის სტუდენტს, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მე-11 არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა და საქართველოს დემოკრატიული პირველი რესპუბლიკის ოკუპანტთან წინააღმდეგობის სიმბოლო გახდა. მისი ხელნაწერის გაციფრულებას ვუძღვნით უკრაინელ ქალებს, მათ თავდადებას და გმირობას,“- განაცხადა ჯეპრას პროექტის მენეჯერმა რუსუდან უსტიაშვილმა. 

    ხელნაწერი შრიფტების შექმნაზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა:
    „სამივე შრიფტი ძალიან განსხვავებული გამოვიდა საზოგადო მოღვაწეთა აქამდე შექმნილი შრიფტებისაგან. ყველა მათგანში მკვეთრი ინდივიდუალური ხელწერა ჩანს. ანა კალანდაძის ხელნაწერი მსუბუქი, ნაზი და მოქნილი ხაზებით გამოირჩევა. ელენე ახვლედიანის კალიგრაფია გაკრული, მაგრამ ძალიან მწყობრი და დახვეწილია. მარო მაყაშვილის ხელწერა კი ძალიან ბავშვური და გულწრფელია: შეიძლება ბევრს ჩვენივე სკოლის პერიოდის კალიგრაფია გაგვახსენოს,“- ამბობს კალიგრაფი დავით მაისურაძე.
    მარო მაყაშვილის, ანა კალანდაძის და ელენე ახვლედიანის ხელნაწერების მოწოდებისთვის, ჯეპრა მადლობას საქართველოს ეროვნულ არქივს, ლიტერატურის მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეს. 

    „შრიფტების გალერეა“ - ჯეპრას პროექტია, რომლის ფარგლებშიც კომპანია 2019 წლიდან გამოჩენილი ადამიანების ხელნაწერების მიხედვით შრიფტებს ქმნის. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, ეროვნულ არქივთან და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით გაციფრულდა ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხელნაწერები, ცოტა ხნის წინ კი უძველესი ქართული ძეგლების საფუძველზე, ანბანის სამი სახეობის შრიფტი - ანბანდიდი, გრაგნილი და მედეა - შეიქმნა.

    ხელნაწერი შრიფტების გალერეის ხილვა და შრიფტების გადმოწერა შეგიძლიათ ბმულიდან: https://gepra.ge/fonts/.

     

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური