ევროკავშირმა და საქართველომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე კონსულტაციები გამართეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2022 10:10

29-30 მარტს ევროკავშირმა და საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ყოველწლიური კონსულტაციები გამართეს.

თბილისში ჩატარებულ კონსულტაციებს თანათავმჯდომარეობდნენ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის სამხედრო შემადგენლობის გენერალური დირექტორი, ვიცე-ადმირალი ერვე ბლეჟანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის კონტექსტის გათვალისწინებით განიხილეს. მათ ისაუბრეს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. კერძოდ, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების გზები, კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. 

წაკითხულია 216 ჯერ

Related items

  • განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (25 ნოემბერი)

    წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.

    ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

    სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

    ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

    როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

    თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

    ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

    ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.

  • „დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“ - კახა ოქრიაშვილი
    პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე.
    მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
    დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო და რომ არა ქართველი ხალხის 85%-იანი მხარდაჭერა ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანას უკვე რუსეთს მიუერთებდა.
    ძალიან ვიხალისე „ქოცების“ პასუხებით - იმის მაგივრად, რომ კრიტიკა მიეღოთ, ისინი დასცინიან ქართველი ხალხის 85 %-ს და ამერიკის სენატის წარმომადგენლებს „შტერს“ და „სულელს“ უწოდებენ, ბატონმა კობახიძემ კი განაცხადა, რომ ფეხებზე ჰკიდია ამერიკის დახმარება, მათ შორის, ფინანსურიც. რა ენაღვლება?! - თვითონ მდიდარია და კარგად აცხოვრებს ბიძინა ივანიშვილი.
    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ქოცები“ მალე „ჩაირეცხებიან“ და „ჩარეცხვის“ ღილაკს თითს ქართველი ხალხი დააჭერს!
    დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს!", - ნათქვამია განცხადებაში.
  • ENPARD-ის ათი წელი საქართველოში: სოფლის განვითარება და 2,600-ზე მეტი სამუშაო ადგილი

    ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ (ENPARD), რომლის მთლიანი ბიუჯეტი 234,5 მილიონი ევროა, საქართველოში საკუთარი 10-წლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა. 

    პროგრამა 2013 წლიდან უჭერს მხარს ქვეყნის ინსტიტუციური, საკანონმდებლო და ადმინისტრაციული სისტემების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, ის საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელების დანერგვასაც უწყობს ხელს.

    თბილისში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე ENPARD-ის მესამე ფაზის შემდეგი წარმატებები გაშუქდა:  

    • ENPARD-ის სამიზნე რეგიონებში შეიქმნა ან შენარჩუნდა 2,600-ზე მეტი სამუშაო ადგილი, რომელთა უმეტესობაზე (1,700) ქალები დასაქმდნენ; 
    • სოფლად მცხოვრები 7000-მდე ქალი და კაცი ჩაერთო უნარების განვითარების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების პროგრამებში;
    • ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG), რომლებიც ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში შეიქმნა, იმართება ქალებითა და კაცებით თანაბრად დაკომპლექტებული საბჭოების მიერ. ეს გარემოება ადგილობრივი განვითარების საკითხებზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალებისა და კაცების ერთობლივ მონაწილეობას უწყობს ხელს. 

    „სოფლის განვითარება ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი სფეროა. სოფლის მდგრადი, ინკლუზიური და მწვანე ეკონომიკა ხელს უწყობს სიღარიბის აღმოფხვრას, ქმნის სამუშაო ადგილებს და სახავს მდგრადი ზრდის გზას ადამიანებისა და გარემოს საკეთილდღეოდ“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

  • პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ო. ვარჰეის შეხვდა

    ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.
    პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც ოლივერ ვარჰეის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა, რომ 2022 წელი დატვირთული იყო ორმხრივი ვიზიტებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს.
    ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება მზად არის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ მიმართულებით უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
    როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა.
    საუბარი შეეხო აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.
    შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • აჭარაში მცხოვრებმა 24 ქალმა გასტროტურიზმის კურსი გაიარა

    მაღალმთიანი აჭარის მკვიდრ 24 ქალს გასტრონომიული ტურიზმის კურსი ჩაუტარდა. 

    პროექტის, „ქალთა სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება მთიან აჭარაში ქალების მიერ მართული გასტროტურიზმის ხელშეწყობის გზით“, მხარდამჭერები ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იყვნენ. პროექტი განახორციელა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN). ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების საკითხებზე მუშაობს.

    კურსი მოიცავდა ინტერაქტიურ ტრენინგს, სასწავლო ვიზიტებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს. 

    კურსის დასასრულს მონაწილეებმა კონკურსზე საპილოტე იდეები წარადგინეს. ექვს საუკეთესო პროექტს საჭირო აღჭურვილობის შესაძენად გრანტები გადაეცა.

    დამატებითი ინფორმაცია

    პრესრელიზი

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში  გრძელდება

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში გრძელდება

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში ლიბერთ...

პოპულარული

« ნოემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური