6 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე!

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 31 მარტი 2022 11:08
საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენმა ნაკრებმა 6 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი დაიკავა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება!
ჩემპიონი - ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ)
ვერცხლი - გენო პეტრიაშვილი (125 კგ)
ბრინჯაო - ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ)
ბრინჯაო - გიორგი სულავა (74 კგ)
ბრინჯაო - ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ)
ბრინჯაო - მირიან მაისურაძე (92 კგ)
საქართველოს ნაკრები თბილისში ჩამოფრინდება 31 მარტს, 16:40 საათზე, სტამბოლის ავიარეისით.
წაკითხულია 310 ჯერ

Related items

  • ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „Gloria Artis“ მედალი გადაეცა
    პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის ვიცე-მარშალმა მალგოჟატა გოშევსკამ პოლონეთის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრის, პროფესორ პიოტრ გლინსკის სახელით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ყოფილ დირექტორს, ეკატერინე კიკნაძეს პოლონური კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის „Gloria Artis“ მედალი გადასცა.
    ვულოცავთ ქალბატონ ეკატერინეს და მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ცერემონიას დაესწრო.
    პოლონეთის რესპუბლიკა დღეს არის მხარდაჭერისა და სოლიდარობის სიმბოლო მთელი მსოფლიოსთვის, საქართველოს ერთგული მეგობარი და უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროინტეგრაციის პროცესში.
    "ჩემთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება.
    და უდიდესი სიხარული.
    უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო პოლონეთის სეიმის ვიცე-მარშალის, ქალბატონ მალგოჟატა გოშევსკას და საქართველოში პოლონეთის ელჩის, ბატონ მარიუშ მაშკევიჩის მიმართ.
    განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა და დიდი პატივისცემა დავუდასტურო პოლონური ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ ლეხ კონჩაკს. Lech Kończak ვისურვებდი, თქვენნაირი ადამიანები პლანეტაზე მეტნი იყვნენ", - აღნიშნა ე. კიკნაძემ.
  • ახალგაზრდულ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა

    საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სოფიის ევროპის ჩემპიონატი ისტორიული შედეგით დაასრულა - ექვსი მედალი მოიპოვა, მათ შორის, ორი მედალი გოგონათა ნაკრებზე მოდის. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, გარდა ამისა, ასევე ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა - გორ აივაზიანმა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეძლო საქართველოს ჰიმნის აჟღერება, დემურ ქაჯაიამ კი - 63,5 კგ წონაში.

    თათია ბუკიამ (75 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, თამარ სამელიამ (48 კგ) ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი. ასევე ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს გოჩა გორდულავამ ( 60 კგ) და საბა კვინიკაძემ (75 კგ).

  • საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა მე-6 საპატიო ადგილით დაასრულა
    დღეს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის პირველი ეტაპი და გამოვლინდა ის 5 გუნდი, რომელიც ფინალში გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისათვის.
    ეს გუნდებია:რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა და ჩინეთი. ქართველ მოციგურავეთა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საოცრად მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლეს ქულათა იგივე ჯამი (22 ქულა) დაეგროვებინათ , რაც ოლიმპიადის მასპინძელმა ჩინეთის ნაკრებმა. ვინაიდან მეხუთე გუნდის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი კრიტერიუმების ამუშავება, სადაც საუკეთესო ორი შედეგის ჯამი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონების სიუ და
    ჰანის წყალობით , რომლებმაც საკუთარ გუნდას მაქსიმალური 10 ქულა მოუტანეს , საქართველოს ნაკრები დარჩა ხუთეულს მიღმა და მე- 6 საპატიო ადგილით დაასრულა გუნდური ასპარეზობა. მსოფლიოს მასშტაბით მე- 6 ადგილს გამარჯვების ტოლფასი წონა აქვს, რამეთუ საქართველოს დებიუტანტმა ნაკრებმა ღირსეულად გაუწია კონკურენცია ისეთ ქვეყნებს , როგორიცაა რუსეთი, ამერიკის შერთებული შტატები, კანადა, რომლებიც წინა ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობის გამარჯვებულები დ პრიზიორები არიან. იაპონიისა და ჩინეთის ცალკეულ წარმომადგენლებს ხომ ცალკე რეიტინგული ისტორია აქვთ შექმნილი სპორტის ამ სახეობაში.
    " მორის ყვითელაშვილის, კარინა საფინა -ლუკა ბერულავას, ანასტასია გუბანოვასა და კაზაკოვა-რევიას წყვილის გამოსვლა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად და ღირსეულ შედეგად. ქართველმა მოციგურავეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე და სპორტის ამ სახეოაბში წლების მანძილზე ჩრდილში მყოფი ქვეყნის ნაკრები გუნდი ცნობადი და ანგარიშგასაწევი გახადეს.
    ვულოცავთ საქართველოს გუნდს მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში ღირსეული ადგილის დაკავებას, რაც მათთვის ერთგვარი სტიმული გახდება ინდივიდუალურ გამოსვლებში კიდევ მეტად შედეგიანი გამოსვლებისა. მადლობა საქართველოს ნაკრებ გუნდს და ყველა იმ ერთგულ ქართველ მაყურებელს, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში ასეთი თავდადებით გვგულშემატკივრობდნენ, რასაც ჩვენ ვგრძნობდით და ვაფასებთ" -ღნიშნულია საქართველსო ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის განცხადებაში.
  • ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში!
    ლაშა ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში! 3 ოქროს მედალი, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები!
    ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 211/ 217/ 222 დაძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა 2 კილოგრამით გააუმჯობესა!
    ლაშა ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.
    რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები დაამყარა, ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!
    შეგახსენებთ, რომ 
    საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მოსკოვში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
    დამყარდა მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს რეკორდები.
    მედლების რაოდენობით საქართველოს მამაკაცთა ნაკრები მე-4 წელია სტაბილურად ლიდერია!
  • რეზი დავითიძის ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდული მსოფლიოს პირველობიდან

    ტოკიოში მიმდინარე ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! დავითიძემ ატაცში სამივე მისვლა გამოიყენა და მცირე ოქროს მედალი აიღო! რეზიმ 154, 159 და 162 კილოგრამი დააფიქსირა. აკვრაში კი ერთი მისვლა გამოიყენა, 185 კილოგრამი აჩვენა, ორჭიდის ჯამში 347 კილოგრამი მოაგროვა და მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე გავიდა ვენესუელელი კეიდომარ ჯიოვანი (348), ხოლო პირველ ადგილზე - ყატარელი ფარეს იბრაჰიმი (353). 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური