ქართველი ონკოპაციენტები უკრაინელი ონკოპაციენტების დასახმარებლად ერთიანდებიან

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 30 მარტი 2022 14:25

„ვიბრძოლოთ ყველამ ისე, როგორც შეგვიძლია და ვიბრძოლოთ რითაც შეგვიძლია!“
ხუთშაბათს, 31 მარტს, 16:00 საათზე ახლად გახნილი „ბაზარი ორბელიანზე“ (მის: ვეკუას #3ა) ქართველი ონკოპაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას „ვიბრძოლოთ ყველამ ისე, როგორც შეგვიძლია, ვიბრძოლოთ რითაც შეგვიძლია!“ უმასპინძლებს. ღონისძიება საქველმოქმედოა და შემოსული თანხა უკრაინელი ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების შეძენას მოხმარდება.
გამოფენა-გაყიდვის იდეის ავტორი და ორგანიზატორია პაციენტთა კავშირი „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკო საზოგადოება „ჰოუფი“. გამოფენის მხარდაჭერია „ბაზარი ორბელიანზე“ ადმინისტრაცია. გამოფენა-გაყიდვა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და დასწრება თავისუფალია. მნიშვენლოვანია რომ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი ონკოპაციენტების მიერ შექმნილი და პარტნიორი ორგანიზაციებისგან თუ კერძო პირებისგან შემოწირული ნამუშევრები: ნახატები, ხელნაკეთი სამკაულები, ნაქსოვი პროდუქცია და სხვა. გახდი ქველმოქმედი - სიკეთე გადამდებია!
„სიცოცხლის წყურვილი, ომი, ბრძოლა გადაჩენისთვის - ზუსტად მესმის რას ნიშნავს, ყველა ეს შეგრძნება საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. პირველივე დღიდან ძალიან განვიცდი უკრაინელი ხალხის მდგომარეობას. გულწრფელად მესმის და გატავისებული მაქვს, თუ რას შეიძლება გრძნობდნენ ადამიანები ომში. ომი, როგორც ბრძოლა უხილავ მტერთან და ბრძოლა ხილულ დაუნდობელ მტერთან! გარდა იმისა, რომ ქალი და დედა ვარ, ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტობა დამატებით პასუხისმგებლობას მაძლევს და აღმიძრავს უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით ონკოპაციენტების წინაშე. ზუსტად ვიცი რას გრძნობენ და რა სჭირდებათ! ომის დაწყების დღიდან კავშირი მქონდა უკრაინელ მეგობრებთან! ყველას გვესმის, რომ მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში და ორმაგად მძიმეა იმ ონკოპაციენტებისათვის, რომელთა სიცოცხლეც უწყვეტ მკურნალობაზეა დამოკიდებული სწორედ ამიტომ ჩვენმა ოგანიზაციამ შეიმუშავა ინიიატივა,რომ დავხმარრბოდით უკრაინელ ონკოპაციენტებს. ჩვენ მათგვერდით ვართ! თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ ორივე ომში და ყველაფერი კარგად იქნება, “ - აცხადებს ონკოპაციენტი - ონკოპაციენტთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი და არაკომერციული ორგანიზაცია „ჰოუფის“ დამფუძნებელი, ანა მაზანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პაციენტმა კავშირმა „ევროპა დონა საქართველო“ და კავკასიის ონკო საზოგადოებამ „ჰოუფი“ სრული მობილიზება უკრაინაში შექმნილი მოვლენების პირველი დღიდანვე გამოაცხად. სრული მობილიზება უკრაინაში მცხოვრები ონკოპაციენტების დასახმარებლად - მათთვის სპეციალური მედიკამენტების შეგროვება დაიწყეს. (მის: თბილისი, პეკინის #10 „ვარდისფერი სივრცე“)

წაკითხულია 130 ჯერ

Related items

  • „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში“

    აუცილებელია დღეს არსებული ხარვეზების გაანალიზება და მისი აღიარება

    კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კავკასიის ონკოსაზოგადოება H.O.P.E-ის ეგიდით, ონლაინ სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე „სრულფასოვანი მკურნალობა, უწყვეტი ზრუნვა“. შეხვედრაზე ონკოლოგიური დაავადებების მართვაში საქართველოში დღეს არსებული სერვისები, საჭიროებები და ის თანმდევი პრობლემები განიხილეს, რაც აფერხებს კიბოს მართვის პროცესს და საფრთხეს უქმნის პაცინეტის სიცოცხლეს.

    შეხვედრაში მონაწილეობდნენ ონკოლოგიის თითქმის ყველა მიმართულების ექსპერტი საქართველოში, ასევე თავად პაციენტები, ონკოსაზოგადოება HOPE-ის, მედიის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და „ჯეპრას“ წარმომადგენლები. მათ იმსჯელეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა, როგორი არის ონკოლოგიურ სერვისებზე წვდომა საქართველოში, რა ხარვეზებია საყოველთაო პროგრამის ფარგლებში, ასევე კერძო დაზღვევის მქონე ონკოპაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, რა არის საჭირო ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესაქმნელად, როგორ ამოვავსოთ ონკოლოგიაში არსებული ხარვეზები და გავხადოთ მკურნალობა სრულყოფილი, ზრუნვა უწყვეტი და აშ.
    ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აფინანსებს პაციენტს ონკო ქირურგიისთვის 15 000 ლარით, ხოლო სხვა ონკოლოგიური მკურნალობისთვის 20 000 ლარით. დიაგნოსტირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არ შედის.კერძო დაზღვევის შემთხვევაში კი, არ არსებობს საყოველთაოს ანალოგიური პაკეტი, არც რაიმე სხვა ტიპის სავალდებულო პაკეტი. ძირითადად ონკოლოგიას განიხილავენ როგორც ქრონიკულ დაავადებას და არ ფინანსდება. იშვიათ შემთხვევაში არის ხოლმე შეტანილი 2000 -დან მაქსიმუმ 5000-ლარამდე ლიმიტი. გამოდის, რომ საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი ხელმისაწვდომობა!

    „თუ ადამიანს არ აქვს საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი, ის რჩება საკმაოდ ძვირადღირებული სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ფინანსური ტვირთის ქვეშ, რადგან კერძ დაზღვევა მას არ აფინანსებს და თუკი კერძო დაზღვევით სარგებლობს და მისი შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება, მას არ აქვს საშუალება ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში.ხშირ შემთხვევაში საყოველთაოში ჩართული პაციენტებისთვის ის ლიმიტი, რაც მკურნალობისთვის არის დაწესებული საკმარისი არ არის და თუ მას დამოუკიდებელი ფინანსური რესურსი არ აქვს, ან ვინმე არ ეხმარება, უწევს მკურნალობის შეწყვეტა. არც საყოველთაოში ჩართულ პაციენტს აქვს შესაძლებლობა რომ ამ პერიოდში აიღოს კერძო დაზღვევა. გარკვეულ შემთხვევებში მაგალითად, თბილისში არსებული რესურსები, რეგიონის პაციენტისთვის შეიძლება არ იყოს, ანუ გვხვდება რესურსების არათანაბარი მიწოდება რეგიონებში მცხოვრებლ პაციენტებს შორის. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელი გამოკვლევები არც საყოველთაოს ფარგლებში არ ფინანსდება და მათი სიძვირის გამო, შესაძლოა პაციენტმა ვერც კი ჩაიტაროს სათანადო გამოკვლევები. არადა, სწორი დიაგნოზის დასმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის მკურნობის პროცესში,“ - აღნშნავს ონკოსაზოგადოება Hope-ის დამფუძნებელი და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი, ანა მაზანიშვილი.

    როგორც შეხვედრაზე ითქვა, პაციენტის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ხშირად ხდება განსხვავებული, დაბალბიუჯეტური სამკურნალო გეგმის შერჩევა. მსგავსი ტიპის გეგმა, ხშირ შემთხვევაში ნაკლებ პრიორიტეტული და ნაკლებ ეფექტურია.

    „აუცილებელია არსებული ხარვეზების გაანალიზება და მისი აღიარება. არსებობს თანაბარი ხელმისაწვდომობის დარღვევები კიბოს მართვაში. უთანაბრობა იწვევს პაციენტის სიცოცლის დაყენებას საფრთხის ქვეშ. ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ კიბოს მართვის სერვისებს, აწყდებიან სხვადასხვა ბარიერებს. უთანაბრობა მატერიალურ მდგომარეობაში, განათლებაში, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაში, ეთნიკურობაში თუ სხვა ახდენს მნიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობაში. ეს ხარვეზები ზემოქმედებენ არა მხოლოდ პაციენტებზე, არამედ მათ გარშემომყოფებზეც. თუმცა ეს ბარიერები არ არის მყარი და ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად გადავლახოთ ისინი. ამ წელს ჩვენ ერთად უნდა დავაყენოთ მნიშვნელოვანი პრობლემები კითხვის ნიშნის ქვეშ და ვეძიოთ მათი გამოსწორების გზები. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მომავალი, სადაც ადამიანები იცხოვრებენ ჯანმრთელად და ექნებათ გაუმჯობესებული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვისა და კიბოს მართვის სერვისებზე,“ - განმარტავს კლინიკური ონკოლოგი ნია შარიქაძე.
    „სამედიცინო სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ონკოლოგიური პაციენტების მართვაში. ჯანდაცვის სფეროში, არათანაბარი ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე არის არათანაბარი წვდობა დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის ან ფინანსური მდგომარეობის მიხედვით, რაც არის პაციენტის დისკრიმინაციას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა არ მოიცავს ყოველი პაციენტისათვის იდენტური რესურსის მიწოდებას (ერთი ზომის ფეხსაცმელი ყველას არ ერგება). ყოველი შემთხვევა საჭიროებს პერსონალიზირებულ მიდგომას. თანაბარი ხელმისაწვდომობისას მნიშვნელოვანია თითოეულ პაციენტს მივაწოდოთ ის რესურსი, რაც მას სჭირდება“, - ითქვა შეხვედრაზე.

    “წელს მთავარი თემაა “Close the care gap”, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველი ადამიანი იმსახურებს ქვყანაში არსებულ ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. მართალია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არსებობს ხარვეზები კიბოს მართვის მიმართულებით. დღეს ეს ხარვეზები საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ აღმოფხვრასა და სისტემის სრულყოფაში მოყვანას, მათ შორის, საქართველოშიც. მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტების სიცოცხლის გადარჩენისათვის აუცილებელი სამკურნალო და სამედიცინო სერვისები თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული მოქალაქისთვის, განურჩევლად დიაგნოზის, გეოგრაფიული მდებარეობის, სოციალური სტატუსის, მატერიალური მდგომარეობისა და მათი წარმომავლობისა, - მიაჩნია კლინიკურ ონკოლოგს თამარ ესაკიას.
    შეხვედრაზე მოწვეულმა ონკოპაციენტებმა განიხილეს და გაიხსენეს ის ხარვეზები, რაც მათ კიბოს მართვის პროცესში შეხვდათ. „მთავარი მიზანია კიბოსაგან გამოწვეული ზიანის შემცირება, ონკოლოგიურ სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა თითოეული პაციენტისათვის. ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება“ - ეს ის მნიშვნელოვანია საკითხებია, რაც დღეს პაციენტებს აღელვებთ და მისი აღმოფხვრა ყველა ჩართული პასუხიმგებელი რგოლის ურთიერთთანამშრომლობის გზით არის შესაძლებელი.

    ინფორმაცია დაავადების შესახებ

    არაგადამდებ დაავადებათა შორის, დღეისათვის კიბო წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებასა და სიკვდილობის გამომწვევ უმთავრეს მიზეზს. ყოველწლიურად მსოფლიოში 10 მილიონი ადამიანი იღუპება კიბოს დიაგნოზით. ეს რიცხვი აღემატება ერთად აღებული შიდსით, მალარიითა და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობის რიცხვს. ექსპერტების პროგნოზის მიხედვით 2030 წლისთვის კიბოთი სიკვდილობის ზრდა მოსალოდნელია 13 მილიონ შემთხვევამდე თუ ჩვენ არ მივიღებთ შესაბამის ზომებს ახლავე. მსოფლიო მონაცემებით კიბოს სისკვდილიანობის 65% მოდის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ამდენად ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ჩვენი ქვეყნისთვის. კიბოს 1/3-ზე მეტი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია. შემდეგი 1/3 შემთხვევებისა შესაძლებელია განკურნებულ იყოს სწორი მკურნალობის შედეგად თუ მისი აღმოჩენა მოხერხდება ადრეულ სატიაზე. სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობით, სწორი პრევენციული სტრატეგიების იმპლემენტაციით, ადრეული აღმოჩენით, სწორი დიაგნოსტიკური კვლევებითა და სწორი სამკურნალო მიდგომების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ მილიონობით სიცოცხლე ყოველწლიურად.
    ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, კიბო მიიჩნიეს, როგორც უკიდურესად აუცილებელი გლობალური პრობლემა და მათ განაწესში კიბოსთან ბრძოლამ დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი. მათ შორის, საქართველოში ყოველწლიურად ყველა ლოკალიზაციის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 9500-11000 ფარგლებში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე 258-ს. ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში 30-70 წლამდე.

     

     

  • გიორგი ჩიქვანაია: „ჩვენ, მს საქართველოს მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრედიტაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით”

    რეგიონში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის პაციენტები დაფინანსების მოლოდინში

    გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტთა კავშირი „მს საქართველო“ და მისი დამფუძნებელი საქართველოში, პაციენტი გიორგი ჩიქვანაია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის მინისტრს ოფიციალურ წერილს უგზავნის.

    ცნობილია, რომ დღეს მკურნალობა პაციენტთა ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი. გაფანტული სკლეროზის მკურნალობას მხოლოდ თბილისის მერია და აჭარის მთავრობა აფინანსებენ.თბილისის მერია "გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების" პროგრამას 2020 წლის მარტიდან ახორციელებს. ეს პროგრამა თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო დაპირება იყო. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, კახი კალაძის 2021 წლის საარჩევნო დაპირებისამებრ, 2022 წლიდან პროგრამის ბენეფიციარებისთვის მედიკამენტების დაფინანსებას კვლევების დაფინანსებაც დაემატება. დღეისათვის თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამით 97 მოქალაქე სარგებლობს. რაც შეეხება აჭარას, პროგრამა აქ 2019 წელს ამოქმედდა - 2019 წელს დაფინანსდა 10 ბენეფიციარი, გამოიყო 190 023 ლარი. 2020 წელს დაფინანსდა 19 პაციენტი, რომელთათვისაც 391316 ლარი გამოიყო. 2021 წელს კი 24 პაციენტის სამკურნალოდ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 459 169 ლარი გამოყო. ქვეყნის სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის კი მკურნალობა ხელმიუწვდომელია, რადგან ცენტრალურ დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროს ამ კუთხით დაფინანსება გათვალისწინებული არ აქვს. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ და დავინტერესდით, როდისთვის იგეგმება ცენტრალიზებული პროგრამის შექმნა ამ პაციენტებისთვის. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამ კუთხით, ამ ეტაპზე სათქმელი არ აქვთ.

    „ჩვენ, მს საქართველოს მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია პაციენტების დისკრედიტაცია საოცხოვრებელი ადგილის მიხედვით, პაციენტები არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ არ ცხოვრობენ თბილისსა და აჭარაში, და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და მსოფლიოში დამკვიდრებულ მკურნალობის სტანდარტებზე! მოგმართავთ თხოვნით: სახელმწიფომ უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტების მკურნალობის და რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა ყველა პაციენტმა შეძლოს მკურნალობის მიღება და შეინარჩუნონ სრულფასოვანი ცხოვრების წესი,” - წერს სოციალურ ქსელში საქართველოში "მს საქართველოს" დამფუძნებელი გიორგი ჩიქვანაია და პაციენტების სახელით ჯანდაცვის მინისტრს წერილს უგზავნის. 

    იმისთვის, რომ რეგიონებში მცხოვრებმა, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი არსებობა და პრობლემები შეახსენონ, კამპანია #ნუგანასხვავებთ მათ! განახლდა. პაციენტები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან წინასწარ მისთვის საჭირო პერიოდის პროგნოზირება შეუძლებელია. მათივე თქმით, მკურნალობის ღირებულება იმდენად სოლიდურია, რომ მხოლოდ ერთეულებისთვის არის ხელმისაწვდომი. მინისტრთან კომუნიკაციის მიზანსაც, სწორედ, რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

    ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
    გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში

    მნიშვნელოვანია, რომ დაავადების ყველა ფორმის დროს ძალიან საყურადღებოა დაავადების აქტივობა - ნერვულ სისტემაში ანთებითი პროცესები, რომელსაც თან სდევს თავის ტვინის ნერვული უჯრედების დაღუპვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს მაშინაც კი თუ პაციენტს კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.

      

  • ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა პერსონალიზებული მედიცინა - რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში

    18 ნოემბერს სტარტი აიღო ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიამ, რომლის მიზანს ფილტვის კიბოსა და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება წარმოადგენს.
    მნიშვნელოვანია, რომ ნოემბერი პერსონალიზებული მედიცინისა და ფილტვის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და საქართველოც სხვადასხვა აქტივობებით უერთდება. აქტივობის მიზანია, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
    კამპანიის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრის H.O.P.E დამფუძნებელმა, პაცინეტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია კერესელიძემ და თოდუას კლინიკის კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ.

    „ფილტვის კიბო წლების განმავლობაში დაუმარცხებელ ონკოლოგიურ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა დღეს ამ დაავადების მიმართ პერსონალიზებული სამკურნალო მიდგომების გამოყენებით, ფილტვის კიბო განაჩენი აღარ არის. პერსონალიზებული მკურნალობის გამოყენებას თან სდევს ნაკლები გვერდითი მოვლენა, იგი უზრუნველყოფს არასაჭირო მკურნალობის თავიდან არიდებას და უფრო სწრაფ წვდომას მკურნალობის ახალ და ეფექტურ მეთოდებზე. ეს ყველაფერი არა მხოლოდ კიბოს მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს, არამედ ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობასაც. ფილტვის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები ძლიერი იარაღია ონკოლოგებისა და პაციენტებისათვის. ისინი საშუალებას იძლევიან შეიცვალოს დამოკიდებულება დაავადების მიმართ - ფილტვის კიბო აღარ არის სტიგმა და მისი დამარცხება შესაძლებელია,” - განმარტა თოდუას კლინიკის კლინიკურმა ონკოლოგმა თამარ ესაკიამ. 

    კამპანიის ფრგლებში მოწვეულები არიან ექიმი ონკოლოგები, რომლებიც საზოგადეობას გააცნობენ ფილტვის კიბოს პერსონალიზებულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის მნიშვნელობას, კონკრეტულად რას გულისხმობს ონკოლოგიური დაავადებების პერსონალიზებული მიდგომა, დაავადების რისკ-ფაქტორებსა და დღეს არსებულ სტატისტიკაზე.
    კამპანიის მხარდამჭერები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ფარმაცევტული კომპანია „როშ ჯორჯია“, სამედიცინო პლატფორმა „მედრუმი“ და საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“.
    პერსონალიზებული მედიცინა არის ახალი, რევოლუციური სიტყვა ონკოლოგიაში, რომელიც პაციენტს სთავაზობს კონკრეტულად მასზე მორგებულ ინდივიდუალური მკურნალობისა და თერაპიის გეგმას.

    მოკლე ინფორმაცია დაავადების შესახებ
    ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
    ფილტვის კიბო 2 ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პაციენტების 70-80%-ში ვლინდება, ის ნაკლებად აგრესიული ხასიათით გამოირჩევა, წვრილუჯრედოვანი უფრო აგრესიული, იშვიათი ფორმაა და პაციენტების მხოლოდ 20-30%-ში გვხვდება.

    მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.

  • საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმს მოეწერა ხელი

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან, სალიჰ ქენან შაჰინთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

    ზემოაღნიშნული ოქმის მიზანია, ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელება, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღება, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობებით მომარაგება, სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის ხელშეწყობა, ასევე, სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

    აღსანიშნავია, რომ ხელმოწერის ცერემონიაზე, ონლაინ რეჟიმში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა და სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ხარძიანმა.

    ამასთან, გამართული ღონისძიების ფარგლებში, მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და ასევე, აქცენტები გააკეთეს მომავალ ახალ პერსპექტივებზე.

    საგულისხმოა, რომ ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ოქმის ხელმოწერის მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის დროს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზი

  • ონკოლოგთა და რადიოლოგთა ასოციაციები "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინიციატივას უერთდებიან

    საქართველოს ონკოლოგთა და რადიოლოგთ ასოციაციები "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ინიციატივას უერთდებიან. ასოციაციების წარმომადგენლები თამბაქოს კონტროლის გამკაცრების მიზნით, კანონმდებლობისა და ადმინისტრირების წესების შეცვლას მოითხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია, თამბაქოს მოწევა ყველა დახურული ტიპის შენობა-ნაგებობასა და ტრანსპორტში აიკრძალოს, გაიზარდოს საჯარიმო სანქციები და უარი ითქვას თამბაქოს პოპულარიზაციაზე.

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური