ქართველ ფიგურისტთა წყვილი 12 ქვეყნის 14 მონაწილეს შორის 67,36 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 24 მარტი 2022 13:22

დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც ქართველი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში ასპარეზობენ. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, პირველები ჩემპიონატზე ქალები და სპორტული წყვილები გამოვიდნენ.

ქართველმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ღირსეულად, პრაქტიკულად უშეცდომოდ იასპარეზეს და 12 ქვეყნის 14 მონაწილეს შორის 67,36 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან თავისუფალი პროგრამის წინ, რაც ნამდვილად მაღალი შედეგია ჩვენი დებიუტანტი წყვილისათვის, რომლებიც უფროსების კატეგორიაში პირველად ასპარეზობენ ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია. ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ქალების ტურნირიც.

27 ქვეყნის 33 მონაწილეს შორის ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მე- 14 საშუალედო ადგილზეა და 62,59 ქულით რეალური შანსები აქვს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრისა. თავისუფალი პროგრამები სპორტულ წყვილებში 24 მარტს, ქალებში კი 25 მარტს გაიმართება.

წაკითხულია 142 ჯერ

Related items

  • პირველ შეხვედრაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია დამაჯერებლად 14:10 დაამარცხა

    ბუდაპეშტში გუშინ სტარტი აიღო მსოფლიოს მე-19 ჩემპიონატმა წყალბურთში, სადაც ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბრაზილიას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 14:10 გაიმარჯვა.

    აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტებმა დამაჯერებელი და ძალზე მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყო ასპარეზობა!

    ამავე, A ჯგუფში მეორე მატჩში მასპინძელი უნგრეთი მონტენეგროს შეხვდება.

    შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან პირველადგილოსანი პირდაპირ მეოთხედფინალში გავა, ხოლო მე-2 და მე-3 ადგილზე გასულები მერვედფინალში ითამაშებენ. ვინაიდან, უნგრეთი და მონტენეგრო ჯგუფის აშკარა ფავორიტები არიან, დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალის საგზური ფაქტობრივად, გაინაღდა.

    23 ივნისს საქართველოს ნაკრები მონტენეგროს შეხვდება, ბრაზილია - მასპინძელ უნგრეთს.

  • 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

    საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრებისთვის ლეონის (მექსიკა) მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    96 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გერვასი თაბაგარმა ატაცში სამივე ცდა (134, 138, 140) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალი მოიპოვა. ასევე წარმატებით გაუმკლავდა აკვრაში შეკვეთილ წონებსაც (166, 170, 177) და ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა. თაბაგარმა ჩემპიონობა მოიპოვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 317 კილოგრამით და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

    ერთი დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი ერგო ნიკოლოზ ესართიას (89 კგ).

    შესაბამისად,  საქართველოს ნაკრებმა ლეონის მსოფლიო ჩემპიონატი სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედლით დაასრულა.

  • საქართველოს ქალთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

    საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაცია იტყობინება.

    გიორგი ჩხაიძის გუნდმა, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო რეიტინგის ერთ-ერთ ლიდერს, შვედეთის ნაკრებს უმასპინძლა და 15:0 დამარცხდა. 

    2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 აპრილს, სტუმრად, ფინეთის წინააღმდეგ გამართავს.

    ნინო პასიკაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ვწუხვართ, ასეთ ანგარიშს არ ველოდით. განსაკუთრებით საკუთარ ქვეყანაში, ორმაგად გულდასაწყვეტია.
    გვსურდა იმაზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება, ვიდრე შვედეთში იყო. როცა მსოფლიოს ნომერ მეორე ნაკრებს და ტოპ კლუბების მოთამაშეებს ეთამაშები, პატარა შეცდომასაც არ გაპატიებენ. 
    სტანდარტულების 100 პროცენტით გამოყენება შეუძლიათ და, სამწუხაროდ, ჩვენ ამასთან გამკლავება ვერ შევძელით. ამ ანგარიშის შემდეგ, ფინეთის ნაკრებისთვის კონცენტრაციის მოკრება რთული იქნება, მაგრამ ეს უნდა შევძლოთ. წნეხი უნდა დავძლიოთ და უკეთესი თამაშისთვის მოვემზადოთ".

  • საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს!

    ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს! ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, FINA-ს სანქციების შედეგად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთის ეროვნული გუნდის ნაცვლად (სანქციების გამო), ვაჟთა შორის საქართველოს ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ხოლო ქალთა შორის ეს იქნება იაპონიის ნაკრები.

    შეგახსენებთ, რომ თებერვალში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც აგვისტო-სექტემბერში ხორვატიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იასპარეზებს. აი, მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე არასოდეს უთამაშია.

    მსოფლიოს ჩემპიონატი უნგრეთში 20 ივნისიდან 3 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. ვაჟთა შორის 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: უნგრეთი (მასპინძელი), მონტენეგრო, აშშ (ორივემ საგზური თბილისში გაინაღდა), სერბეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ხორვატია (საგზური ტოკიოს ოლიმპიადაზე გაინაღდეს), იტალია, გერმანია (საგზური ევროპის ჩემპიონატზე გაინაღდეს), კანადა, ბრაზილია (ამერიკის საკვალიფიკაციოდან), ყაზახეთი, იაპონია (აზიის საკვალიფიკაციოდან), სამხრეთ აფრიკა (აფრიკიდან), ავსტრალია (ოკეანეთი) და საქართველო.

     

  • კ. საფინამ და ლ. ბერულავამ ღირსეულად იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელები გახდნენ
    24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    ჩვენმა დებიუტანტმა წყვილმა, კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ ღირსეულად იასპარეზეს ჩემპიონატის ორივე სატურნირო დღეს და მოკლე და თავუსფალი პროგრამების ჯამში 191. 74 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელი გახდნენ. სპორტულ წყვილებში და არა მარტო, ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომელსაც ქართველმა
    სპორტსმენებმა მიაღწიეს მსოფლიო ჩემპიონატების დონეზე. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-4 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მე- 9 პოზიციით კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ დაადასტურეს თავიანთი მაღალი სპორტული რეიტინგი და 2022 წლის სპორტული სეზონის საუკეთესო
    შედეგები აჩვენეს უფროსების კატეგორიაში. საფინა- ბერულავას სპორტულმა წყვილმა ეს ჩემპიონატი ევროპელ სპორტულ წყვილებს შორის პირველი პოზიციით დაასრულა და საპრიზო ადგილები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანდის წყვილს დაუთმო . ამ შედეგით საქართველომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სპორტული წყვილით მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია სპორტსმენთა მეტი მოტივაციისა და ფედერაციის მიერ მომავალი წლის სეზონის აქტიურად დასაგეგმად.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური