საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 24 მარტი 2022 13:10

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასა“ და „საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციას“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც მათ ვალდებულება აიღეს, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ინდუსტრიული წარმოების დანერგვას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ქარის ელექტროსადგურების ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინტეგრირებას და ელექტროენერგიის წარმოებას.

მემორანდუმს სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო - ტექნიკური ცენტრის „დელტას“ მხრიდან კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაციის მხრიდან მისმა პრეზიდენტმა მამუკა მიქაშავიძემ.  

მემორანდუმი ითვალისწინებს მოლაპარაკებების დაწყებას ქარის ელექტროენერგიის მაგენერირებელი დანადგარების მწარმოებელ მოწინავე კომპანიებთან, აგრეთვე როგორც ასეთი ტიპის დანადგარების, ასევე მისი კომპონენტების შესყიდვის მსურველ, დაინტერესებულ პირებთან. 

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ასევე მიმართავენ ძალისხმევას, პოტენციური ინვესტორების მოსაძიებლად, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან საქართველოს ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების შემადგენელი კომპონენტების წარმოების დაფინანსებით და განვითარებით ან/და მათი შესყიდვით.

ახალი საწარმო, რომელიც დაამზადებს მსოფლიო სტანდარტების გათვალისწინებით ქარის გენერატორებს და მისი მაკომპლექტებელ ნაწილებს, „დელტას“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. 

მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან, დაინტერესებულ ბიზნეს წრეებთან, საქართველოში ქარის ენერგიის გამოყენებით, ელექტროენერგიის მიღებასა და მოსახლეობისათვის მიწოდების სწრაფი განვითარებისათვის.

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია

წაკითხულია 261 ჯერ

Related items

  • გურამ გურამიშვილი: საქართველოში საზღვაო ნაოსნობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო კორეის რესპუბლიკის მიერ საქართველოსათვის ჰიდროგრაფიული კატამარანის გადაცემისა და „საქართველოს ფოსტის“ მიერ გამოცემული საფოსტო მარკის „საქართველოს საზღვაო შუქურების“ პრეზენტაციაში, რომელიც ფოთში, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურში ოფისში გაიმართა. 

    ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსმა რევაზ ბაბილუამ, სს „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ და კორეის რესპუბლიკის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში დაესუ ჩანგმა. 

    მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, საქართველოს ზღვაოსნობის დიდი ხნის ისტორია აქვს და საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებულ მარკაზე ამ დარგის ყველაზე დიდი სიმბოლოების - შუქურების გამოსახვა ამის დასტურია. 

    „სიმბოლურია, რომ მარკის პრეზენტაცია იმართება ფოთის შუქურის სიახლოვეს, რომელიც 1864 წლიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. მარკაზე ასევე დატანილია სოხუმისა და ბათუმის შუქურებიც, რომლითაც ჩვენ გვინდოდა აქცენტი საქართველოს საზღვაო ისტორიაზე გაგვეკეთებინა.

    თუმცა ჩვენ დღეს ასევე აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს - საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ჰიდროგრაფიულ კატამარანზე, რომელიც კორეაში დამზადდა და ქართულ მხარეს გადმოეცა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

    კატამარანი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის მრავალსხივიანი ექოლოტით, რომელიც ზღვის სიღრმეების აზომვას მაღალი სიზუსტით ახდენს, რაც სანავიგაციო რუკების შექმნისათვის აუცილებელი კომპონენტია და ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მთავარი გარანტორია. 

    სამხრეთ კორეის მთავრობის ინიციატივით 2020 წლის დეკემბრიდან საქართველოში ოკეანოგრაფიული ინფრასტრუქტურის დანერგვის პროექტი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ჰიდროგრაფიას კორეულმა მხარემ ტექნიკური მხარდაჭერა გაუწია, საქართველოს პორტები აღიჭურვა ძვირადღირებული ოკეანოგრაფიული ტექნიკით, ასევე ჩატარდა ერთობლივი კვლევები, საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის პერსონალი გადამზადდა კორეის რესპუბლიკის ოკეანოგრაფიულ სააგენტოში.

    რაც შეეხება საფოსტო მარკას „საქართველოს საზღვაო შუქურები“, ის „საქართველოს ფოსტამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გამოსცა. სამივე შუქურას დღეს უკვე მინიჭებული აქვთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამ საფოსტო მარკების გამოცემა საქართველოში საზღვაო უსაფრთხოების მნიშვნელობის ხაზგასმის და საქართველოს როგორც საზღვაო ისტორიის მქონე ქვეყნის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

    ეკონომიკის სამინისტრო

  • „გაზპრომი“ ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

    რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

    ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.

  • თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

    თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
    შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
    ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
    „გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
    კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
    „არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
    ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.

  • თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა

    საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. 

    ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. 

    მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. 

    სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
    სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

  • ლევან დავითაშვილი აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ჯუდიტ ფრაიორს შეხვდა

    ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ხელმძღვანელებთან საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ლევან დავითაშვილმა აშშ-ის ექსპორტ-იმპორტ ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ჯუდიტ ფრაიორთან, დეტალურად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ტენდენციებზე, ლიბერალურ ბიზნე გარემოსა და ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ საგადასახადო რეჟიმზე. აღინიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში. 

    აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-დან ინვესტიციებს, რომლებმაც თავის დროზე დიდი წვლილი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში - 1997 წლიდან მოყოლებული საქართველოში 1.8 მლრდ აშშ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა არსებობს მეტი პოტენციალი და საქართველო განიხილავს მეტი ინვესტიციის მიღებას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ბიზნესპროცესების აუთსორსინგი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ტურიზმი, სასტუმრო ბიზნესი და სხვ. 

    შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა რამდენიმე პრიორიტეტულ პროექტზე. მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე საქართველოსა და რუმინეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა, მეტი დაინტერესება გამოიჩინონ საქართველოში 5 G ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ. 

    შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნა რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე და მათი დაძლევის გზებზე.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური