აშშ-ის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც ვ. პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 16 მარტი 2022 11:50

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც „როიტერი“ წერს, კონგრესმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, რაც კონგრესისთვის იშვიათი მოვლენაა.

„ამ ოთახში დემოკრატები და რესპუბლიკელები გავერთიანდით იმისთვის, რომ ვთქვათ, ვლადიმერ პუტინი ვერ გაექცევა უკრაინელი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხიმგებლობას“, – განაცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

რეზოლუცია, რომელიც რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრეჰემმა წარადგინა, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, გამოიძიონ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები.

წაკითხულია 298 ჯერ

Related items

  • კრემლის მორიგი გაფრთხილება დასავლეთს!

    კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაგზავნა მესიჯი, რომ „სანამ დასავლეთი უკრაინას იარაღს აწვდის, რუსეთი მაქსიმალურად გამოიყენებს თავის პოტენციალს“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    დ. პესკოვმა, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე პუტინის მხრიდან დასავლეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

    „ეს (მესიჯი) ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პოტენციალი და როგორც კი გამოჩნდება ახალი იარაღი, რომელიც მიწოდებულია კოლექტიური დასავლეთის მიერ, რუსეთი გამოიყენებს არსებულ ყველა პოტენციალს, რათა უპასუხოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში“, განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

    შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა  სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების დღესთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა: „ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, რუსეთთან ახალ ომში აქცევს. ისინი ველზე რუსეთზე გამარჯვებას ელიან, აშკარად არ ესმით, რომ რუსეთთან თანამედროვე ომი მათთვის სრულიად განსხვავებული იქნება. ჯავშანტექნიკის გამოყენება არ მოაგვარებს საქმეს, ეს ყველამ უნდა გაიგოს“.

  • თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა

    თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორთან შეხვედრა გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრანგ სენატორს, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის წევრს, რონან ლე გლეს უმასპინძლა.  შეხვედრაზე  მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ  მჭიდრო, წარმატებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო  მრავალფეროვანი გახდება.  

    ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების პროცესში საფრანგეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა.  

    შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ქართველი და ფრანგი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობას,  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებს.

  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში დახმარებას უწევს უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებს
    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში იტყობინება, რომ "შობის დღესასწაული ახლოვდება და განსაკუთრებით ვფიქრობთ უკრაინელ ბავშვებსა და ოჯახებზე, რომლებიც რუსეთის სასტიკ, გაუმართლებელ ომს გამოექცნენ და საქართველოში აფარებენ თავს.
    გასული წლის განმავლობაში ამერიკის საელჩო შევუერთდით ქართველი ხალხის თანადგომას, რომელიც დღემდე აქტიურად გრძელდება და სამოქალაქო საზოგადოების თაოსნობით უკრაინელ დევნილთა დახმარების არაერთ პროექტს დავუჭირეთ მხარი.
    ერთ-ერთი ასეთი პროექტი უკრაინელი და ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი სონიაშნიკია, რომელმაც დღემდე 150-ზე მეტი ბავშვი საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართო. 2023 წლის განმავლობაში უფასო ინგლისურისა და ზუსტი მეცნიერებების კლასები გაგრძელდება და მათ მედიაწიგნიერებისა და გოგოების გაძლიერების პროექტები დაემატება", - აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციაში.
  • უკრაინის ომში დაღუპულ რუს ჯარისკაცებს 5 მილიონი რუბლი გადაეცემათ

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უკრაინის ომში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის 5 მილიონი რუბლის დახმარებას მოიცავს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სოციალურ გარანტიებს რუსი ჯარისკაცებისთვის, უსაფრთხოების ძალებისთვის და მათი ოჯახებისთვის, გამოქვეყნდა რუსეთის სახელმწიფო სამართლის საინფორმაციო ვებ-გვერდზე.

    განკარგულების თანახმად, უკრაინაში,  „სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს“ დაღუპული ჯარისკაცების, შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ეროვნული გვარდიის წევრების ოჯახებს ერთჯერადად 5 მილიონ რუბლს (დაახლოებით 71 500 დოლარი) გადაუხდიან.

    ამავე განკარგულების მიხედვით, უკრაინის ომში მონაწილეობის დროს დაშავებულ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს ერთჯერადად, 3 მილიონი რუბლი (დაახლოებით 42 ათასი 900 დოლარი) გადაეცემათ.

    გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან, შეეხება 24 თებერვალს ომის დაწყებიდან დაღუპული და დაშავებული ჯარისკაცების ოჯახებს.

  • ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

    ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

    რეზოლუცია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზეა შედგენილი და მას ევროპარლამენტმა კენჭი შესწორებებით უყარა. შესწორებებიდან უმეტესობას, ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 

    ევროპელი დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

    ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად".

    რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

    დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

    ევროკომისიის პრიორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

    წყარო: https://mtavari.tv/news/106760-ivanishvilis-sanktsireba-mikheil-saakashvilis

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური