გზა Spotify-სკენ - პლატფორმა საქართველოში არსებობის 1 წელს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 10 მარტი 2022 11:32

თბილისი, 2022: პლატფორმა Spotify საქართველოში გასული წლის თებერვალში ამოქმედდა და მას დიდი სიხარულით შეხვდნენ ქვეყანაში როგორც შემსრულებლები, ისე მომხმარებლები. პლატფორმაზე გასულ წელს ქართველების მიერ შექმნილია 347 000-ზე მეტი ჩაწერილი სიმღერების სია (ფლეილისტი) და სიტყვები, რომლებსაც ქართველები თავიანთ ფლეილისტებს არქმევენ, არის: “chill”, “rock” და “sad”.

ყველაზე პოპულარული შემსრულებლების შერჩევა კი (Mostplays) 2022 წლის 4 თებერვალს შედგა. შედეგები კი ასე გამოიყურება - „დაგდაგანი“ წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ადგილობრივი შემსრულებელია, ხოლო LOUDspeakers-ის სიმღერა "World in my eyes" (მსოფლიო ჩემს თვალებში) ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერაა საქართველოში. უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისთვის კი სიის სათავეში პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დგას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ადგილობრივი ჟანრები, რომლებიც ჩნდება პლატფორმაზე, მოიცავს lo-fi jazzhop-ს, ქართულ ფოლკს და ქართულ ალტერნატივას. ალტერნატიული მუსიკის ქართველი შემსრულებელი ნინი ნუცუბიძე კიდევ ერთი არტისტია, რომელსაც საქართველოში Spotify-ის გაშვების შემდეგ მსმენელთა დიდი რაოდენობა ჰყავს, ისევე როგორც indie pop არტისტს Saturra.

Spotify ტექნოლოგიის S.A. შესახებ

Spotify არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგის სერვისი, რომელსაც ყოველთვიურად 406 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი და 180 მილიონი პრემიუმ  გამომწერი ჰყავს. მსოფლიოს 184 ბაზარზე გასვლით, 3.6 მილიონი პოდკასტითა და 72 მილიონზე მეტი ტრეკით, მან გარდაქმნა და გაამარტივა გზები მათთვის ვისაც უყვარს პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა.

სრული მონაცემები

ყველაზე მეტჯერ მოსმენილი ადგილობრივი სიმღერები

  

  1. LOUDspeakers - World in My Eyes
  2. Killages - On / Off
  3. დაგდაგანი - შენთან ერთად
  4. დაგდაგანი - სრულყოფილი კაცი
  5. Killages – Run
  6. წერილი - შიშველი ხეები
  7. 33ა, ნიაზ დიასამიძე - ნამი ველს
  8. დაგდაგანი - ტკივილგამაყუჩებელი
  9. თამადა - პირამდე
  10. 33ა, ნიაზ დიასამიძე - აი მთაზედა

ყველაზე მოსმენადი ადგილობრივი შემსრულებლები

  1. დაგდაგანი
  2. 33ა
  3. Killages
  4. მგზავრები
  5. Yung Luka
  6. ირაკლი ჩარკვიანი
  7. 4D Monster Lobsters
  8. მეგი გოგიტიძე
  9. LOUDspeakers
  10. თამადა

ყველაზე მოსმენადი ქართველი შემსრულებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ:

 

  1. ხატია ბუნიათიშვილი
  2. გესმის
  3. გია ყანჩელი
  4. ანდრეა კორტესი
  5. ლიზა ბათიაშვილი
  6. მგზავრები
  7. 33ა
  8. Lukasoprom
  9. თბილისის სიმფონიური ორკესტრი
  10. Psychonaut 4

ყველაზე მოსმენადი საერთაშორისო შემსრულებლები:

 

  1. BTS
  2. Kanye West
  3. The Weeknd
  4. Eminem
  5. Doja Cat
  6. Taylor Swift
  7. Billie Eilish
  8. Drake
  9. Travis Scott
  10. Arctic Monkey
წაკითხულია 199 ჯერ

Related items

  • ხატია ბუნიათიშვილმა და კარლა ბრუნიმ უკრაინისთვის მიძღვნილ საღამოში მიიღეს მონაწილეობა (ვიდეო)

    მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა (რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს) და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მეუღლემ კარლა ბრუნიმ უკრაინისთვის მიძღვნილ საღამოში მიიღეს მონაწილეობა.

    ხატია ბუნიათიშვილმა კარლა ბრუნის როიალთან მუსიკალური აკომპანირება გაუწია. მათ ცნობილი ფრანგი მომღერლის ბარბარას უკვდავი სიმღერა “Göttingen” შეასრულეს და მაყურებლის მქუხარე ოვაციებიც დაიმსახურეს.

    საღამო სახელწოდებით "გავერთიანდეთ უკრაინისთვის" საფრანგეთის ტელევიზიის "ფრანს 2"-ის პირდაპირი ეთერით გადაიცა.

     

  • გზა Spotify-სკენ - პლატფორმა საქართველოში არსებობის 1 წელს აღნიშნავს

    თბილისი, 24 თებერვალი 2022: პლატფორმა Spotify საქართველოში გასული წლის თებერვალში ამოქმედდა და მას დიდი სიხარულით შეხვდნენ ქვეყანაში როგორც შემსრულებლები, ისე მომხმარებლები. პლატფორმაზე გასულ წელს ქართველების მიერ შექმნილია 347 000-ზე მეტი ჩაწერილი სიმღერების სია (ფლეილისტი) და სიტყვები, რომლებსაც ქართველები თავიანთ ფლეილისტებს არქმევენ, არის: “chill”, “rock” და “sad”.

    ყველაზე პოპულარული შემსრულებლების შერჩევა კი (Mostplays) 2022 წლის 4 თებერვალს შედგა. შედეგები კი ასე გამოიყურება - „დაგდაგანი“ წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ადგილობრივი შემსრულებელია, ხოლო LOUDspeakers-ის სიმღერა "World in my eyes" (მსოფლიო ჩემს თვალებში) ყველაზე მეტჯერ მოსმენილი სიმღერაა საქართველოში. უცხოეთში მყოფი მომხმარებლებისთვის კი სიის სათავეში პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი დგას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

    ადგილობრივი ჟანრები, რომლებიც ჩნდება პლატფორმაზე, მოიცავს lo-fi jazzhop-ს, ქართულ ფოლკს და ქართულ ალტერნატივას. ალტერნატიული მუსიკის ქართველი შემსრულებელი ნინი ნუცუბიძე კიდევ ერთი არტისტია, რომელსაც საქართველოში Spotify-ის გაშვების შემდეგ მსმენელთა დიდი რაოდენობა ჰყავს, ისევე როგორც indie pop არტისტს Saturra.

    Spotify ტექნოლოგიის S.A. შესახებ

    Spotify არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგის სერვისი, რომელსაც ყოველთვიურად 406 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი და 180 მილიონი პრემიუმ  გამომწერი ჰყავს. მსოფლიოს 184 ბაზარზე გასვლით, 3.6 მილიონი პოდკასტითა და 72 მილიონზე მეტი ტრეკით, მან გარდაქმნა და გაამარტივა გზები მათთვის ვისაც უყვარს პოდკასტებისა და მუსიკის მოსმენა.

    სრული მონაცემები

    ყველაზე მეტჯერ მოსმენილი ადგილობრივი სიმღერები

    1. LOUDspeakers - World in My Eyes
    2. Killages - On / Off
    3. დაგდაგანი - შენთან ერთად
    4. დაგდაგანი - სრულყოფილი კაცი
    5. Killages – Run
    6. წერილი - შიშველი ხეები
    7. 33ა, ნიაზ დიასამიძე - ნამი ველს
    8. დაგდაგანი - ტკივილგამაყუჩებელი
    1. თამადა - პირამდე
    2. 33ა, ნიაზ დიასამიძე - აი მთაზედა

     ყველაზე მოსმენადი ადგილობრივი შემსრულებლები

    1. დაგდაგანი
    2. 33ა
    3. Killages
    4. მგზავრები
    5. Yung Luka
    6. ირაკლი ჩარკვიანი
    7. 4D Monster Lobsters
    8. მეგი გოგიტიძე
    9. LOUDspeakers
    10. თამადა

     ყველაზე მოსმენადი ქართველი შემსრულებლები საქართველოს ფარგლებს გარეთ:

     ხატია ბუნიათიშვილი

    1. გესმის
    2. გია ყანჩელი
    3. ანდრეა კორტესი
    4. ლიზა ბათიაშვილი
    5. მგზავრები
    6. 33ა
    7. Lukasoprom
    8. თბილისის სიმფონიური ორკესტრი
    9. Psychonaut 4

    ყველაზე მოსმენადი საერთაშორისო შემსრულებლები:

    1. BTS
    2. Kanye West
    3. The Weeknd
    4. Eminem
    5. Doja Cat
    6. Taylor Swift
    7. Billie Eilish
    8. Drake
    9. Travis Scott
    10. Arctic Monkey
  • ქართველების შეხედულებები პირადი ფინანსების, ოჯახის და კარიერის შესახებ: 2020 წლის მონაცემები

    Noblet Media-სა და Info Sapiens-ის ერთობლივმა კვლევამ გამოკვეთა მომხმარებლების ცხოვრების მიზნებისა და პრიორიტეტების უნიკალური თავისებურებები ექვს სახელმწიფოში: საქართველოში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვასა და უზბეკეთში

    თბილისი, აგვისტო, 2020 – კომუნიკაციების კომპანიამ Noblet Media CIS, რომელიც Edelman-ის პარტნიორია, კვლევით სააგენტო Info Sapiens-თან თანამშრომლობით, წარადგინა კვლევა საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის ცხოვრების სტილისა და ფინანსური ხედვების შესახებ იმ ქვეყნებში, სადაც ოპერირებენ ეს კომპანიები. Noblet Media CIS და Info Sapiens ამგვარ კვლევებს 2009-2013 წლებშიც ატარებდნენ და არსებული ვითარების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ამ მონაცემების განახლება.

    2020 წლის დასაწყისმა ცალსახად შეცვალა ყოველდღიური ცხოვრება მთელი მსოფლიოს მასშტაბით - იგი შეანელა და უფრო მოქნილი გახადა. თუმცა, რეალურად შეცვალა კი ამან მომხმარებლების ღირებულებები, გლობალური მიზნები და ოცნებები? ისინი უფრო ერთიანები გახდნენ ან გაითავისეს დამატებითი პასუხისმგებლობა? 2020 წლის აპრილში ჩატარებული ეს კვლევა ასახავს იმ ყველაზე აქტიური მომხმარებლების პორტრეტს, რომლებიც ტონს აძლევენ ექვსი სახელმწიფოს ეკონომიკურ ცხოვრებას.

    „მრავალი წლის მანძილზე აღნიშნულ ექვს ბაზარზე წარმოდგენილი ვართ საკომუნიკაციო სერვისებით, თვალს ვადევნებთ გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების გავლენას მომხმარებლების ქცევაზე“, - აღნიშნა Noblet Media CIS-ის დირექტორმა ჟენია პანკრატიევამ. „ნათელია, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. 2020 წელს ბევრმა ფაქტორმა, მათ შორის, პანდემიამ, კითხვის ნიშნები გააჩინა კომუნიკაციის ყველა საშუალებასა და არხთან დაკავშირებით. აღნიშნული კვლევის შედეგები კომპანიებს დაეხმარება მათი მომხმარებლების განწყობების უკეთ გაგებასა და თითოეული ბაზრისთვის სწორი სტრატეგიის შერჩევაში“.

    კვლევა იყოფა რამდენიმე ბლოკად. გთავაზობთ ქართული და დანარჩენი ხუთი ქვეყნის ბაზრების მთავარ მიგნებებს:

    1. პიროვნული მიზნები და კარიერული შესაძლებლობები. სხვა ხუთი ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, ქართველებიც ყველაზე ხშირად ორიენტირებული არიან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (71%). უფრო მეტი ქართველი ფიქრობს პიროვნული პოპულარობისა და მაღალი სტატუსის მიღწევაზე (34%), ვიდრე საკუთარ თემსა თუ საზოგადოებაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაზე (13%). სხვა ქვეყნებთან შედარებით, ქართველები და აზერბაიჯანელები შედარებით უფრო მოქნილები არიან: ქართველების 6% და აზერბაიჯანელების 10% მზად არის შემდეგი 10 წლის მანძილზე საკუთარი საქმიანობის სფერო შეიცვალოს. ქართველების 23%-ს სურს გლობალურ კერძო კომპანიაში მუშაობა, 18%-ს - ადგილობრივ დონეზე არასამთავრობო სექტორში, მხოლოდ 13%-ს აქვს საკუთარი ბიზნესის დაწყების სურვილი. აღსანიშნავია, რომ საჯარო სექტორში მუშაობა აღნიშნული ექვსი ქვეყნიდან ყველაზე მეტად ქართველებს (15%) სურთ. ქართველების უმრავლესობა თავისუფალ დროს უმეტესად მეგობრებთან ატარებს, უკრაინელების უმრავლესობას კი ოჯახის შექმნა და ბავშვების ყოლა ურჩევია.

     2. პირადი ბიუჯეტი და ხარჯები. ქართველები ფულს თითქმის თანაბრად ხარჯავენ გარეგნობასა (მათ შორის, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და პირად მოვლაზე) (32%) და მეგობრებთან შეხვედრებსა და გართობაზე (31%). საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლის მოქალაქეებს სახლში ნაღდი ფულის შენახვის ნაცვლად, ურჩევიათ საკუთარი ბიზნესის განვითარებაში მისი ინვესტირება (37%) ან უძრავი ქონების შესყიდვა (33%), რაც სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. გარდა ამისა, ქართველები ბანკში ამჯობინებენ ლარის (5%) ნაცვლად დოლარის (24%) შენახვას.

    3. კორონავირუსი. ყველა მოქალაქე პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დადგა. ბიზნესებმა, მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთობლივად სცადეს ვირუსის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების განხორციელება და თავიანთი მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება. გამოკითხული მოქალაქეების მიხედვით, საქართველოში COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროებია ექიმები სხვა ქვეყნებიდან (72%) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (71%). კითხვაზე, თუ COVID-19-ის შესახებ ინფორმაციის წყაროებიდან ყველაზე მეტად რომელს ენდობიან, ქართველებმა თითქმის თანაბრად მიუთითეს ექიმები სხვა ქვეყნებიდან (26%), ნაცნობები და კოლეგები (26%), ჯანდაცვის ორგანოები (25%) და ოჯახი (25%), ინფორმაციის ყველაზე სანდო წყარო კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაა (34%).

    ქართველები გამორჩეული არიან გუნდური სულით: მათ აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან ან იდეებთან ასოცირების, საერთო ხედვების გაზიარების სურვილი. ქართველების მხოლოდ 11%-ს შეუძლია ეკონომიკური და სოციალური თემების შესახებ მოსაზრებების ონლაინ თავისუფლად გამოქვეყნება, მოქალაქეების ნახევარი კი ქვეყნის მომავლის შესახებ ოჯახსა და მეგობრებთან მსჯელობს. უნდა აღინიშნოს, რომ მეგობრებზე ორიენტირებული ბუნების მიუხედავად, ოჯახს ყველაზე დიდი გავლენა აქვს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრების ჩამოყალიბებაზე (58%). ქართველები მზად არიან მტკიცედ დაიცვან მოსაზრება, რომელიც მათ ღირებულებებს ასახავს. შესაბამისად, კომპანიებმა ქართველები უნდა აღიქვან ეფექტიან გუნდურ მოთამაშეებად და ამავე დროს, კორპორატიულ ცხოვრებაში ამ ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის მიზნით, დეტალურად გააცნონ კომპანიის ხედვა და მისია. ბიზნესებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ქართველებისთვის ახალი ამბების მიღების მეგობრებზე ორიენტირებული ბუნება და ინფორმაციის მთავარ წყაროდ სოციალური მედია გამოიყენონ.

    ანნა შევჩენკო, Noblet Media CIS-ის რეგიონული დირექტორი: „კვლევა აჩვენებს, რომ დანარჩენი ხუთი ქვეყნის მსგავსად, საშუალო და ზედა-საშუალო შემოსავლის მქონე ქართველების დიდი უმრავლესობის მიზანია შემდეგი 10 წლის მანძილზე ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამავე დროს, საზოგადოებაში მაღალი სტატუსის მიღწევა, გუნდის ნაწილად ყოფნის განცდა და მეგობრებთან თავისუფალი დროის გატარება ქართველი მომხმარებლის პორტრეტის უნიკალური თავისებურებებია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ დღევანდელი პანდემიის კრიზისმა ვერ შეძლო მოსახლეობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და ღირებულებების გაუფერულება.

    კვლევის მეთოდოლოგიის შესახებ

    კვლევა წარმოადგენს საზოგადოების საშუალო და ზედა-საშუალო ფენის სოციალური, ფინანსური და ეკონომიკური ხედვების, ქცევის, ცხოვრების სტილისა და მედიის გამოყენების შესახებ მონაცემებს ექვს სახელმწიფოში - უკრაინაში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უზბეკეთში. თითოეულ ქვეყანაში 200 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა 18-45 წლის ასაკის ქალაქის მოსახლეობაში 2020 წლის აპრილში. კვლევის მიხედვით, საშუალო და ზედა-საშუალო ფენა შეადგენს სამიზნე ასაკის ქალაქის მოსახლეობის 50-60%-ს და იღებს ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსხვილი შესყიდვებისა და ინვესტიციების თაობაზე. კვლევის სრული მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com

    Noblet Media CIS-ის შესახებ

    Noblet Media CIS არის საზოგადოებასთან ურთიერთობების, კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა. დღეს კომპანია ოპერირებს რვა ქვეყანაში - უკრაინა, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი და უზბეკეთი, მთავარი ოფისებით ქ. კიევსა და ქ. თბილისში. Noblet Media არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილ დამოუკიდებელ კომუნიკაციებისა და მარკეტინგის კომპანია Edelman-თან აფილირებული. Noblet Media სთავაზობს პიარისა და მარკეტინგის პროფესიონალური სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების შიდა და გარე ექსპერტიზას. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე http://nobletmedia.com ან ფეისბუქის გვერდზე.https://www.facebook.com/NobletMediacis/

    Info Sapiens-ის შესახებ

    კვლევითი კომპანია Info Sapiens http://sapiens.com.ua/ სპეციალიზდება საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებზე (სოციალური, პოლიტიკური და მარკეტინგის), ქცევების გაზომვებისა და მეორადი წყაროებიდან მონაცემების ანალიზზე. Info Sapiens დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში, GfK კომპანიის მომხმარებლების კვლევითი ბიზნესის ნაწილის გლობალური დახურვის შემდეგ. 2019-2020 წლებში Info Sapiens-მა განახორციელა 500-ზე მეტი კვლევითი პროექტი 200-ზე მეტ კლიენტთან. 2019 წელს უკრაინული მარკეტინგის ასოციაციის მიხედვით, ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ადგილობრივი კვლევითი კომპანია. Info Sapiens იცავს ICC/ESOMAR-ის ყველა კვლევით სტანდარტს და განთავსებულია ESOMAR-ის ცნობარში. კომპანიის და მისი სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე ან ფეისბუქის გვერდზე.

     

  • „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ - ლიბერთი ბანკი GITI 2019-ის გამარჯვებულია

    კიბერუსაფრთხოებისა და IT ინოვაციების რეგიონულ კონფერენციაზე GITI 2019 ლიბერთი ბანკმა გამარჯვება ორ ნომინაციაში - „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ და „საუკეთესო მულტიმედია პროექტი“ მოიპოვა. საქართველოს ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ბიზნეს საბჭომ ნომინაციაში „წლის პროგრამული უზრუნველყოფა“ გამარჯვებულად ბანკის ქოლ-ცენტრში დანერგილი ახალი პლატფორმა დაასახელა.

    ინოვაციური პლატფორმა წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქოლ-ცენტრის მართვის პანელს, რომელიც Cisco-ს ბაზაზე ლიბერთისა და ორიენტ ლოჯიკის მიერ ერთობლივი მუშაობით შეიქმნა. პროდუქტი ქართულ ბაზარზე უპრეცედენტოა და ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით დისტანციურად, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით, საბანკო სერვისების სწრაფად და კომფორტულად უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

    ,,ქოლ-ცენტრის მართვის ახალი ტექნოლოგიური პლატფორმა ლიბერთი ბანკის გუნდთან ერთად შევქმენით და მისი კონცეფციაც ბანკის ფუნდამენტურ ღირებულებებს იზიარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ პროდუქტის ექსპორტს საერთაშორისო ბაზარზეც ვგეგმავთ, კერძოდ - შვედეთში, სადაც პროდუქტის მომავალ განვითარებაზე ადგილობრივი ორიენტ ლოჯიკის ფილიალი იზრუნებს"- განაცხადა ორიენტ ლოჯიკის კომერციულმა დირექტორმა გიორგი ტუსკიამ.

    „ქოლ-ცენტრის ახალი პლატფორმის დანერგვა დიდ ტექნოლოგიურ ნახტომს წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და გაზრდის ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას. თანამედროვე სერვისების დანერგვა და მათი მუდმივი განახლება ბანკის განვითარების ბანკის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია. დღეიდან, ქოლ-ცენტრის მიერ საბანკო მომსახურებების შეთავაზებით ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს სახლიდან და ოფისიდან გაუსვლელად მიიღოს დეტალური ინფორმაცია საკუთარი სესხების, ანაბრების თუ ანგარიშების შესახებ“ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მრჩეველმა, თიკო გობეჯიშვილმა.

    მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით GITI ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. მე-11 რეგიონულ კონფერენციას მსოფლიოს 10-ზე მეტი ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

  • ონლაინ სივრცეში ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა
    ლიბერთის ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.
     
    ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა,  მომხმარებელს  პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.
     
    Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით,  ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.
     
    ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.
     
    უახლოეს მომავალში  Onoff.ge  კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.
     
     

     

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური