ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მოწოდებით მიმართა რუსეთს შეწყვიტოს თავდასხმები

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 03 მარტი 2022 12:23

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (აუეს) რუსეთს მოუწოდა, თავი შეიკავოს უკრაინაში სამხედრო თავდასხმებისგან მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, სამგზავრო საშუალებებზე, საავადმყოფოებსა და სკოლებზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

აუეს-ს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა კიევმა გუშინ  მათ სასამართლოს მიმართა, რათა შუალედური ზომები გამოიყენონ რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დროს მასიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ მათმა სასამართლომ განიხილა უკრაინის ეს მოთხოვნა და აღინიშნა, რომ 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული “სამხედრო ოპერაციები“, დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას სიცოცხლის უფლებასთან, წამების აკრძალვასთან და მშვიდობიანი მოსახლეობის პირადი თუ ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებასთან დაკავშირებით. ამიტომაც აუეს რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს “სამხედრო თავდასხმებისგან“ მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო დასახლებებზე, საავადმყოფოებზე და სკოლებზე, ხოლო ამის პარალელურად უზრუნველყოს ჯანდაცვის დაწესებულებებისა და მათი პერსონალის უსაფრთხოება. როგორც ცნობილია ევროპის საბჭომ 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების გამო, რუსეთის წარმომადგენლობა მინისტრთა კომიტეტსა და საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში შეჩერდა, ხოლო ევროპის საბჭოს წევრობა კი ჯერ კიდევ გრძელდება.

წაკითხულია 161 ჯერ

Related items

  • უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    „ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“, აღნიშნული ფრაზები ზელენსკიმ კანადაში 11 განსხავებულ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ შეხვედრაზე წარმოთქვა.

    „ჩვენთვის ინტერნეტი არის ერთგვარი იარაღი, რადგან ასე შეგვიძლია ვაჩვენოთ და ინფორმაცია მივაწოდოთ თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ცრუ ინფორმაციამ შეიძლება ზოგჯერ უფრო დიდი დარტყმა მიაყენოს, ვიდრე ზოგიერთმა იარაღმა. თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ ყველა შემთხვევაში. ამისათვის კი მონდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას, ჩვენ გვჭირდება იარაღი, ფინანსური და ადამიანური მხარდაჭერა“. განაცხადა ზელენსკიმ სტუდენტებთან ონლაინ შეხვედრის დროს.

  • „უკრაინის სახეები“ - ევროკავშირმა ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა

    „უკრაინის სახეები“ — ევროკავშირმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა.

    მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათი ნაწილი ქვეყნის მეტად უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა, ნაწილმა კი სახელმწიფო საზღვრები გადაკვეთა. 

    20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ავამოქმედეთ სპეციალური გვერდი, „უკრაინის სახეები“ (Faces of Ukraine). აქ იმ უკრაინელების ისტორიების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც ლტოლვილებად თუ იძულებით ადგილნაცვალ პირებად იქცნენ და მათ ამბებსაც შეიტყობთ, ვინც ქვეყნის დატოვება არ ისურვა. ამ ისტორიების საშუალებით თქვენ ევროკავშირის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას. 

    გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ერთი მესამედი გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – დღეისათვის ეს მიგრაციით გამოწვეული უდიდესი მსოფლიო კრიზისია. ქვეყნის საზღვრები 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა. კიდევ 7 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა, უკრაინის საზღვრებშივე შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე კიდევ დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩარჩენილი. მათ წასვლა გადაადგილებასთან დაკავშირებული უზარმაზარი რისკის, ხიდების და გზების განადგურების ან იმის გამო არ შეუძლიათ, რომ არ იციან, როგორ მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს. 

    „ზუსტად ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირის საზღვართან არსებული ქვეყნის 14 მილიონი მოსახლე რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდებოდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ადამიანების ყველაზე მასშტაბური გადაადგილებაა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღის წინ გაკეთდა.

    ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავშესაფრით უზრუნველყვეს 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, რომლებიც, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში — პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ლტოლვილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

    დამატებითი ინფორმაცია

    უკრაინის სახეები (Faces of Ukraine)

    გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) – უკრაინელ ლტოლვილთა მდგომარეობა

    ლტოლვილთა საერთაშორისო დღე: ევროკომისიის და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ „პრესპას დიალოგის ფორუმზე" ვიდეო მიმართვა გააგზავნა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს რუსული ბუნებრივი აირისგან და უნდა გაწყვიტოს ყველა კავშირი, რომელსაც რუსეთი ფულის საშოვნელად იყენებს.

    ზელენსკიმ, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოჰრიდში გამართულ „პრესპას დიალოგის ფორუმზე" ვიდეო მიმართვა გააგზავნა.

    თემაზე „რა მოხდება უკრაინის ომის შემდეგ"? გამართული მაღალი დონის შეხვედრაზე გაგზავნილ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებელია და იგი სასიკეთოა მთელი ევროპისთვის.

    მან განაცხადა, რომ ევროპა დამოუკიდებელი უნდა იყოს რუსული ბუნებრივი აირისგან და უნდა გაწყვიტოს ყველა კავშირი, რომელსაც რუსეთი ფულის საშოვნელად იყენებს.

    ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

    უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი წლების განმავლობაში ტოვებდა ეგრეთ წოდებულ ენერგიის სანდო მიმწოდებლის შთაბეჭდილებას და დაამატა: „მაგრამ რეალურად მან ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მასზე დამოკიდებული გახადა. ახლა, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა ებრძოლა ევროპის ქვეყნების ოკუპაციისთვის, მან პირველ რიგში ეს ენერგო ჯაჭვი გამოიყენა“.

    მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკადამ და მის აგროინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა გამოიწვია დეფიციტი მსოფლიო სურსათის ბაზრის მნიშვნელოვან რეგიონულ სეგმენტებში.

    "უკრაინული მარცვლეული აუცილებელია გლობალური სასურსათო სტაბილურობისთვის." - თქვა ზელენსკიმ.

    უკრაინის ლიდერის განცხადებით, რუსეთი ამას აკეთებს იმისთვის, რომ დაიწყოს გლობალური შიმშილი, რომელიც გამოიწვევს ახალ მიგრაციულ კრიზისს, რომელიც ევროპის ქვეყნებს შეეხება.

     

     

  • უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 313 ბავშვი დაიღუპა, 579 კი დაშავდა

    24 თებერვალს უკრაინაზე დაწყებული რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 313 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმების შედეგად 313 ბავშვი დაიღუპა და 579 კი დაშავდა.

    გენერალური პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომმა დააზარალა უკრაინის დონეცკის ოლქში 291 ბავშვი, ხარკოვის ოლქში - 169, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 6, ლუგანსკის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 52, 48 მიკოლაივის რაიონში, 30 ზაპოროჟიეს რეგიონში და 17 ბავშვი სუმის რეგიონში.

    გენერალურმა პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა სულ მცირე 1985 სასწავლო დაწესებულება და მათგან 194 მთლიანად განადგურდა.

    აღინიშნა, რომ ციფრები არ არის ზუსტი და კვლევები გრძელდება „დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“.

  • ზელენსკი: „ჩვენ განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად მის ქვეყანაში. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ზელენსკიმ, Telegram-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მიმართვაში, ომის დაწყებიდან 110-ე დღესთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ 110 დღეში მათ დაიბრუნეს კონტროლი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებზე და გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონის უმეტესი ნაწილი „მტრის ხელიდან“.

    „ზოგადად, 1000-ზე მეტი დასახლება განთავისუფლდა, შეჩერდა დამპყრობლების შემოჭრა სამხრეთ უკრაინაში. დონბასის ბრძოლები აუცილებლად ჩაიწერება ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბრძოლა ევროპაში და ევროპისთვის. უკრაინისთვის ამ ომის ფასი ძალიან მძიმე და საშინელია. უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ძლიერი და თანამედროვე იარაღი. ომის პერიოდში მრავალი სამოქალაქო პირი და ბავშვი დაიღუპა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ყველა მიწების გასათავისუფლებლად, მათ შორის ყირიმის. ამისათვის კი ყველაფერს გავაკეთებთ და განვდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწებიდან“.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური