ირანში საბრძოლო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 თებერვალი 2022 14:24

ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, თავრიზში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ირანული მედია იტყობინება, რომ F5 ტიპის სასწავლო თვითმფრინავი თავრიზში საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის კრიზისების მართვის გენერალურმა მენეჯერმა მუჰამედ ბაქირ ჰუნერბერმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მანქანას და სკოლის კედელს დაეჯახა, სადაც მოსწავლეები არ იყვნენ.

მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი და მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.

წაკითხულია 191 ჯერ

Related items

  • ირანში ტრიბუნები ქალებისთვისაც გაიხსნა

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    საფეხბურთო გუნდი „პერსპოლისი“, რომელსაც ირანის სუპერლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს, თეირანში, აზადის სტადიონზე თავის ქალ გულშემატკივრებს შეხვდა. 

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პერსპოლისისა“ და „სანატ ნაფტ აბადანის“ მატჩზე დასასწრებად ტრიბუნებზე 500 ბილეთი იყო გამოყოფილი ქალებისთვის.

    „პერსპოლისის“ ქალი გულშემატკივრები თავიანთი გუნდის მხარდასაჭერად სტადიონზე შეიკრიბნენ.

  • „გაზპრომი“ ირანში 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

    რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ ირანთან, ნავთობისა და ბუნებრივი გაზის საბადოებში განსახორციელებელი სამუშაოებისთვის 40 მილიარდი დოლარის ინვესტიციის მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ შეთანხმებას ხელი, თეირანში, ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის და რუსეთის ენერგეტიკული კომპანიის გაზპრომის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

    ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მუჰსინ ხოჯასტემეჰრმა განაცხადა რომ აღნიშნული მემორანდუმი, „ყველაზე დიდი უცხოური საინვესტიციო გარიგებაა მისი ქვეყნის ნავთობის სექტორში“.

  • ავიამზიდ USS Harry S. Truman-იდან საბრძოლო თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა

    ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Harry S. Truman-ი, რომელიც ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფება, მასზე განლაგებული საბრძოლო თვითმფრინავებიდან F-18/A ძლიერი ქარის გამო ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აშშ-ს საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის სარდლობის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ F/A-18 Super Hornet თვითმფრინავი 8 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში ძლიერი ქარისა და წვიმის გამო „ზღვაში ჩაფრინდა“.

    ამავე ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

    შეგახსენებთ, რომ ამერიკული ატომური ავიამზიდი USS Harry S. Truman-ი, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფება.

  • ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება

    ნატო, ბალტიის ზღვაში მრავალი ქვეყნიდან ათობით სამხედრო ხომალდის, საბრძოლო თვითმფრინავისა და 7000 ჯარისკაცის მონაწილეობით წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ნატოს განცხადებით, 51-ე საზღვაო წვრთნები „ბალტიის ოპერაციები 22“ (BALTOPS22) 5-17 ივნისს ჩატარდება.

    სამხედრო წვრთნებში თურქეთის გარდა, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებენ მონაწილეობას.

    სწავლებაში 45 ხომალდი, მინიმუმ 75 თვითმფრინავი და დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.

    წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ბალტიის რეგიონში სანავიგაციო თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას, სწავლებები ჩატარდება ამფიბიურ ოპერაციებში, სროლის ტექნიკაში, წყალქვეშა გემების წინააღმდეგ ოპერაციებში, საჰაერო თავდაცვის მანევრებში, განაღმვაში, ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფაში, უპილოტო წყალქვეშა აპარატების მართვასა და სამედიცინო ჩარევებში.

    წვრთნებს BALTOPS22-ს, რომელიც პირველად 1972 წელს ჩატარდა და ყოველწლიურად იმართება, წელს შვედეთი უმასპინძლებს.

  • ავიაკატასტროფა კამერუნში

    კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში, თვითმფრინავი ეკიპაჟის 11 წევრთან ერთად ტყის ზონაში ჩამოვარდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    კამერუნის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიოკავშირი ნსიმალენის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავთან მალევე შეწყდა. მათივე განცხადების მიხედვით, რადიოკავშირის გაწყვეტიდან უმოკლეს ხანაში გაირკვა, რომ თვითმფრინავმა დედაქალაქ იაუნდედა ჩრდილოეთში დაახლოებით 130 კილომეტრში ავიაკატასტროფა განიცადა.

    ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავს ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური