„ლიბერთის საპროცენტო განაკვეთები სრულად გამჭვირვალეა, ყოველგვარი ფარული ხარჯების გარეშე“ - ვაჟა მენაბდე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 თებერვალი 2022 13:39

გადაცემა “საქმის კურსის” ეთერში ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ განაცხადა, რომ “ლიბერთი ბანკის” სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ხანდაზმული პირები იღებენ, თავის კატეგორიაში ყველაზე ხელმისაწვდომია. ამასთან, ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ამ კატეგორიის სესხებს არ აქვთ ფარული საკომისიო თუ მომსახურების გადასახადი.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიცია ამაზე პასუხი და ყოველთვის მზად ვართ კომუნიკაციისთვის. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ საბაზრო ფასზე, არის თუ არა ეს ფასი საბაზრო  და ხომ არ არის ამოვარდნილი ბაზრიდან. ნებისმიერ პროდუქტზე საუბარი მისი საბაზრო ფასიდან გამომდინარეა საჭირო, რადგან ასე ნათლად ჩანს თუ რა არის ძვირი.

საპენსიო სესხს დიდი ხანია აღარც უნდა ვახსენებდეთ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხი, რომელიც სებ-ის ყველა რეგულაციას და  მათ შორის შემოსავლების დასაბუთების, PTI-ის რეგულაციას ექვემდებარება.

ჩვენ ბევრჯერ დავასაბუთეთ, რომ ამ მოცულობის კრედიტებს, კორპორატიულმილიონ დოლარიან სესხებს თუ შევადარებთ, ფასში რა თქმა უნდა სხვაობა იქნება. მაგრამ თუ ვადარებთ 1000 და 2000 ლარამდე სამომხმარებლო სესხების განაკვეთს, ლიბერთის სესხები ამ შემთხვევაში უმეტესწილად საბაზრო განაკვეთებზე დაბალია.

კიდევ ერთი დეტალია საგულისხმო, ჩვენი საპროცენტო განაკვეთი არის სრულიად გამჭვირვალე, რადგან აქ არ არის რაიმე ფარული საკომისიოები, დამატებითი გადასახადები. როდესაც კონტრაქტში ვხედავთ დაბალ განაკვეთს 18%; 20%, 24% კარგად უნდა წავიკითხოთ რა არის ეფექტური განაკვეთი და ხომ არ არის გაცემის საკომისიო ან სხვა საკომისიოები.

როდესაც სამომხმარებლო სესხებს ვადარებთ ერთმანეთს,  ბაზარზე თუ უფრო მაღალი განაკვეთებია და 1000-ლარიანი სახელფასო სესხი რომ აიღოს ადამიანმა,  თუ უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე   ლიბერთიში კონკრეტული სესხი, მაშინ რა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თუკი არსებული კონტრაქტი დაიშლება ან შეიცვლება, მაშინ სხვა ბანკში სესხებზე უფრო დაბალი პროცენტი იქნება.

ფასწარმოქმნისას გასათვალისწინებელია დისტრიბუციის ხარჯი. ანუ,  რაც უფრო პატარაა სესხი, რაც უფრო წვრილ თანხებად გაიცემა, რა თქმა უნდა ეს მოქმედებს ფასზე.

ჩვენი ფასი არის საბაზრო. დღეს არსებულ ბაზარზეასეთივე სესხებზეკიდევ უფრო მაღალი განაკვეთებია. რისკის ფასს რაც შეეხება ამ სესხებისთვის ეს არ არის 2%; არამედ არის დაახლოებით 5% და ეს არის დანაკარგი. მოგეხსენებათ, ჩვენ ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახისგან არ ვითხოვთ თანხის ამოღებას.

ჩვენ ვართ გამჭვირვალე და ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვებს,”- აცხადებს “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების დირექტორი ვაჟა მენაბდე.

 

წაკითხულია 268 ჯერ

Related items

  • ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

    შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლა-ბიზნესის ფორუმი ჩატარდა. სკოლა-ბიზნესის ფორუმი, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ორგანიზაცია PH International ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური თანადგომით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

    ლიბერთიმ სკოლა-ბიზნესის ფორუმზე ორი პროექტი შეარჩია და დააფინანსა. სსიპ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტი „შეიყვარე წიგნი“ მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და მოზარდთა ფუნქციურ მკითხველად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლების პროექტი „მეტი ინკლუზია ბიზნესში“ ახალგაზრდებში ინკლუზიის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ მიმართულებით ბიზნესის დაინტერესებას ითვალისწინებს. ,, ფორუმზე რეგიონის კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ მოსწავლეთა მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავდა ისეთი სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რომლებსაც მოსწავლეები აქტუალურად მიიჩნევენ.

    ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი ხედვა გაეზიარებინათ კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ეპოვათ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში. ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე კომპანიებმა მოსწავლეებს შესთავაზეს სტაჟირების შესაძლებლობები“ - მარინა უშვერიძე, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი. ,, მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ თითოეულ პროექტს ჰქონდა მაღალი სოციალური ღირებულება.

    ძალიან რთული იყო არჩევანის გაკეთება. ვინაიდან ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ არჩევანი ორ პროექტზე შევაჩერეთ: „შეიყვარე წიგნი“ და „მეტი ინკლუზია ბიზნესში“. მნიშვნელოვანია კერძო სექტორმა წაახალისოს მოსწავლეების ასეთი ინიციატივები და მათი პროექტები რეალობად აქციოს. ვფიქრობ, ლიბერთის გვერდით დგომა მოსწავლეებისთვის არაერთი იდეის განხორციელების სტიმული იქნება. ჩვენ მათთან დავმეგობრდით‘’ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგანტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების და სამოქალაქო პროცესებში ჩართული ახალგაზრდების აღზრდა.

    პროგრამა, განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, ტექნოლოგიების დანერგვას, ასევე სამოქალაქო სკოლაში დემოკრატიული კულტურის დანერგვის ხელშეწყობასა და ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას ითვალისწინებს. პროგრამა, საქართველოს მასშტაბით, 650 საჯარო სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ხორციელდება. ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

  • ლიბერთისა და ლაბორატორია 'მეგალაბის' ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის ერთობლივი პროგრამა დაიწყო

    ლიბერთი ბანკსა და მულტიპროფილურ ლაბორატორია 'მეგალაბს' შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმად, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ლაბორატორიულ კვლევებზე 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს.  

    ,,დღეიდან, ლიბერთისთან ერთად ვიწყებთ მასშტაბურ პროგრამას, რომელიც ლაბორატორია მეგალაბის სერვისებზე, ხელმისაწვდომი პირობებით სარგებლობას ითვალისწინებს.  სოციალური ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პირობებით სარგებლობა შეეძლებათ მეგალაბის ნებისმიერ ფილიალში, ასევე მეგალაბ დრაივისა და ბინაზე უფასო გამოძახების სერვისით სარგებლობისას. მეგალაბი პირველი სამედიცინო ლაბორატორიაა ამიერკავკასიაში, რომელმაც JCI აკრედიტაცია მიიღოჩვენი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში,რომ იგი აერთიანებს ლაბორატორიული სერვისის ყველა მიმართულებას კლინიკური და პათლოგანატომიური მიმართულებების კუთხით - ნინო ღულათავა, მეგალაბის სამედიცინო დირექტორი

    ,,უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა და  ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ლიბერთის სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.  

    ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და პროდუქტებს. 

    უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ წამყვან სააფთიაქო ქსელებთან, ასევე მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებთან და კლინიკებთან. მოხარული ვართ, რომ დავიწყეთ  თანამშრომლობა მეგალაბთან, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა და მათი სერვისებით ლიბერთის მომხმარებელი განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებს" - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის ციფრული ბანკინგისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი.     

    მეგალაბი კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორიაა. რომელიც აერთიანებს კლინიკურ და პათოლოგიურ დეპარტამენტებს. ლაბორატორია შექმნილია JCI (Joint Commission International) სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის უმაღლეს ორგანოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ,,მეგალაბის” შექმნაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა პარტნიორებმა, რომლებიც მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ ხარისხის განვითარების და შენარჩუნების პროცესში მონაწილეობას. 2019 წლის იანვრიდან ლაბორატორიასთან უკვე თანამშრომლობს 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება, მათ შორის, წამყვანი ჰოსპიტალები. დღეს მეგალაბი ემსახურება დღეში 3000-ზე მეტ პაციენტს. 

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

  • „ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკს საპენსიო დანაზოგის ნახვის ფუნქცია დაემატა

    უკვე, თქვენი საპენსიო დანაზოგი „ლიბერთი ბანკის“ მობაილბანკში გამოგიჩნდებათ. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართულ ყველა „ლიბერთი“ ბანკის მომხმარებელს საკუთარი საპენსიო ანგარიშის ჯამური აქტივების ნახვა მობაილბანკში შეგეძლებათ. თქვენი დანაზოგი მთავარ გვერდზე უკვე გამოსახულია, ფუნქციონალზე ღილაკზე დაჭერისას, კი შეგიძლიათ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა, სადაც თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფოს, დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ განხორციელებული შენატანების და მათზე დარიცხული სარგებლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ.
    მობაილბანკში თქვენი დასტურის შემდეგ, საპენსიო დანაზოგის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლდება. აქვე შეგახსენებთ, რომ თქვენს პირად საპენსიო ანგარიშზე შესასვლელად გჭირდებათ ბუღალტრის მიერ მოწოდებული ერთჯერადი პაროლი. ორი, ან მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ ორი ნებისმიერი დამსაქმებლის პაროლი.

    წყარო: https://pensions.ge/ka/public-information/news/the-function-of-viewing-pension-savings-has-been-added-to-liberty-bank's-mobile-bank

  • ‘რიგიანი ახალი წელი’ | CashBack-ის და Visa-ს ერთობლივი აქცია 24 დეკემბრიდან იწყება!

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack’ რიგიანი ახალი წლის აქციის ფარგლებში ლიბერთის Visa ბარათის მფლობელებს ყველაზე მაღალ ქეშბექს დაუბრუნებს! აქციის ფარგლებში, CashBack-ის მეგობარ ობიექტებში ლიბერთის Visa ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები გადახდილი თანხის 60%-მდე ნაწილს ანგარიშზე მომენტალურად დაიბრუნებენ.

    მეგობარი ობიექტები, რომლებშიც ლიბერთის მომხმარებლები რიგიანი ახალი წლის აქციით შეძლებენ სარგებლობას:

    • 24 დეკემბერი - ინისო• Miniso - 40% ქეშბექი / ლიმიტი 300 ლარი
    • 24 დეკემბერი - Tsvara• ცვარა - 50% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი
    • 25 დეკემბერი - XS Toys - 60% ქეშბექი / იმიტი 300 ლარი
    • 26 დეკემბერი - Biblusi• ბიბლუსი - 40% ქეშბექი / ლიმიტი 300 ლარი

    ქეშბექი ბრუნდება ბიბლუსის მაღაზიებში ბარათით ტერმინალზე გადახდისას და ასევე, ბიბლუსის ონლაინ მაღაზიაში შენაძენისას

    • 26 დეკემბერი - Pepela toy store• პეპელა - 40% ქეშბექი / იმიტი 300 ლარი
    • 27 დეკემბერი - IKANI• იკანი - 40% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი
    • 27 დეკემბერი - SEZONI.GE - 50% ქეშბექი / ლიმიტი 400 ლარი

    ქეშბექი ბრუნდება მხოლოდ სეზონის მაღაზიაში ბარათით ტერმინალზე გადახდისას

    • 27-29 დეკემბერი - SEZONI.GE 55% ქეშბექი / იმიტი 400 ლარი

    ქეშბექი ბრუნდება მხოლოდ სეზონის ონლაინ მაღაზიაში შეძენისას

    • 30 დეკემბერი - SMUGGLERS• სმაგლერსი - 30% ქეშბექი / ლიმიტი 400 ლარი
    • 31 დეკემბერი - Jungle Fever - 50% ქეშბექი / ლიმიტი 200 ლარი

                თუ ლიბერთის Visa ბარათი არ გაქვს, მისი აღება მარტივად შეგიძლია: 

    • ესტუმრე ლიბერთის ნებისმიერ ფილიალს და სულ რამდენიმე წუთში გახდი ლიბერთის Visa ბარათის მომხმარებელი. ფილიალში ვიზიტის დაჯავშნა წინასწარ შეგიძლია: https://libertybank.ge/ka/booking 
    • თუ უკვე გაქვს ლიბერთის ანგარიში, დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია ლიბერთის მობაილ ბანკში და მარტივად აიღე ციფრული Visa ბარათი, რომლის გამოყენებასაც Apple Pay-თ ან Google Pay-თ გადახდისას შეძლებ და ბარათის ყველა ბენეფიტითაც ისარგებლებ. 

     გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები:

     გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე www.cashback.ge

    1. გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება
    2. გადაიხადე ლიბერთის Visa ბარათით
    3. ყოველთვის მოითხოვე ლიბერთის ტერმინალ

     წესები დეტალურადშეთავაზების გასააქტიურებლადგადმოწერეთ CashBack ის აპლიკაციაiOS | Android ან შედით ვებ გვერდზე www.cashback.ge

    თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია

    ავტორიზაციის  გავლის შემდეგ, CashBack-ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი მეგობარი ობიექტი, დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" დ

    მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე               გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად.

    ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack 500-ზე მეტ პარტნიორ კომპანიას აერთიანებს. CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა შეთავაზებას ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.

  • Pay.ge - ლიბერთი ციფრული არხების განახლებას აგრძელებს

    ლიბერთი აგრძელებს მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას ბანკის ციფრულ არხებში.  დღეიდან, საგადამხდელო ვებ გვერდი Pay.ge-ს განახლებული ვერსია გაეშვა. 

    Pay.ge არის ლიბერთის ციფრული საგადამხდელო არხი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს. Pay.ge-ს საშუალებით შესაძლებელია სწრაფად და მარტივად, ნებისმიერი ბანკის ბარათიდან ბარათზე მომენტალურად გადარიცხვის (P2P) ფუნქციონალით სარგებლობა. 

    „ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად ვთავაზობთ  მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. 

    ჩვენი გუნდის პრიორიტეტია მაქსიმალურად დახვეწილი ციფრული არხებით ადამიანებს გავუმარტივოთ საბანკო სერვისებით სარგებლობა. Pay.ge -ს განახლებისა და ვებ გვერდის მუშაობის ოპტიმიზაციის შედეგად, მომხმარებელს ვთავაზობთ გამარტივებულ ფუნქციონალს, გაუმჯობესებულ გამოცდილებას, რაც მათთვის სასურველი სერვისებით მარტივად სარგებლობას უზრუნველყოფს.“ - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური