საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა მე-6 საპატიო ადგილით დაასრულა
გამოქვეყნებულია
სპორტი
ორშაბათი, 07 თებერვალი 2022 11:45
დღეს პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობის პირველი ეტაპი და გამოვლინდა ის 5 გუნდი, რომელიც ფინალში გააგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისათვის.
ეს გუნდებია:რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა და ჩინეთი. ქართველ მოციგურავეთა გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ საოცრად მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლეს ქულათა იგივე ჯამი (22 ქულა) დაეგროვებინათ , რაც ოლიმპიადის მასპინძელმა ჩინეთის ნაკრებმა. ვინაიდან მეხუთე გუნდის გამოსავლენად საჭირო გახდა დამატებითი კრიტერიუმების ამუშავება, სადაც საუკეთესო ორი შედეგის ჯამი უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი, სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონების სიუ და
ჰანის წყალობით , რომლებმაც საკუთარ გუნდას მაქსიმალური 10 ქულა მოუტანეს , საქართველოს ნაკრები დარჩა ხუთეულს მიღმა და მე- 6 საპატიო ადგილით დაასრულა გუნდური ასპარეზობა. მსოფლიოს მასშტაბით მე- 6 ადგილს გამარჯვების ტოლფასი წონა აქვს, რამეთუ საქართველოს დებიუტანტმა ნაკრებმა ღირსეულად გაუწია კონკურენცია ისეთ ქვეყნებს , როგორიცაა რუსეთი, ამერიკის შერთებული შტატები, კანადა, რომლებიც წინა ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობის გამარჯვებულები დ პრიზიორები არიან. იაპონიისა და ჩინეთის ცალკეულ წარმომადგენლებს ხომ ცალკე რეიტინგული ისტორია აქვთ შექმნილი სპორტის ამ სახეობაში.
" მორის ყვითელაშვილის, კარინა საფინა -ლუკა ბერულავას, ანასტასია გუბანოვასა და კაზაკოვა-რევიას წყვილის გამოსვლა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად და ღირსეულ შედეგად. ქართველმა მოციგურავეებმა ბოლომდე იბრძოლეს, ღირსეულად წარმოადგინეს ჩვენი ქვეყანა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე და სპორტის ამ სახეოაბში წლების მანძილზე ჩრდილში მყოფი ქვეყნის ნაკრები გუნდი ცნობადი და ანგარიშგასაწევი გახადეს.
ვულოცავთ საქართველოს გუნდს მსოფლიოს საუკეთესო ექვსეულში ღირსეული ადგილის დაკავებას, რაც მათთვის ერთგვარი სტიმული გახდება ინდივიდუალურ გამოსვლებში კიდევ მეტად შედეგიანი გამოსვლებისა. მადლობა საქართველოს ნაკრებ გუნდს და ყველა იმ ერთგულ ქართველ მაყურებელს, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში ასეთი თავდადებით გვგულშემატკივრობდნენ, რასაც ჩვენ ვგრძნობდით და ვაფასებთ" -ღნიშნულია საქართველსო ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მარიამ გიორგობიანის განცხადებაში.