ინდოეთში მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022 11:51

ინდოეთში, ჯარხანდის შტატში არალეგალურ მაღაროში მომხდარი ჩამონგრევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ჯარხანდის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა სანჯიევ კუმარმა განაცხადა, რომ ქვეყნის აღმოსავლეთით, ჯარხანდის შტატში მდებარე მაღარო მოულოდნელად ჩამოინგრა.

კუმარმა განაცხადა, რომ ნგრევის დროს ქვანახშირის მაღაროში არალეგალი მუშები იმყოფებოდნენ.

სამშენებლო ტექნიკით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს 5 ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი, რომელთაგან 4 ქალია.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთისთვისაც გრძელდება.

წაკითხულია 184 ჯერ

Related items

  • გუდაურში, სამაშველო ვერტმფრენი, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს დაეჯახა და აფეთქდა

    უბედური შემთხვევა გუდაურში - ჩამოვარდა სამაშველო ვერტმფრენი, რომელიც პარაპლანის ჩამოვარდნისას დაშავებულების დასახმარებლად მიდიოდა. ცნობილი ხდება, ვერტმფრენში ხუთი პირი იმყოფებოდა. მათგან ორი მფრინავი იყო, სამი კი მაშველი. 

    ასევე, ცნობილია, რომ პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად, იყვნენ დაშავებულები და მაშველები სწორედ მათ ამოყვანას ცდილობდნენ იმ დროს, როცა ვერტმფრენი კლდეს დაეჯახა და ჩამოვარდა. 

    დეტალებს არკვევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში და განახლებულ ინფორმაციას გარკვევისთანავე მოგაწვდით.

    ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა გუდაურში 16 ივლისსაც მოხდა. მაშინ პარაპლანი ხევში ჩავარდა, რასაც არაბი ტურისტი ემსხვერპლა. 

     

    წყარო: https://mtavari.tv/news/93843-gudaurshi-samashvelo-vertmpreni-romelshits-5

  • პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
    პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
    პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
    განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
     
    შსს-ს პრეს-სამსახური
     
  • ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს

    ანგოლაში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    ავსტრალიურმა კომპანია Lucapa Diamond-მა ანგოლაში დიდი ბრილიანტი იპოვა.

    კომპანიის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ლულოს მაღაროში 170 კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტი (The Lulo Rose) იპოვეს, რომელიც ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ერთ-ერთი უდიდესი ვარდისფერი ბრილიანტია.

    ანგოლის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ბრილიანტი გასაყიდად გამოვა საერთაშორისო ტენდერით, რომელსაც ჩაატარებს ქვეყნის სავაჭრო ფირმა Sodiam.

  • პოლიციამ მარნეულში გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ.ო.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
    პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.
    სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
    თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
    შსს-ს პრეს-სამსახური
     

  • ომანში ძლიერი წვიმის გამო მრავალი ადამიანი დაიღუპა

    გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისიდან მოყოლებული ომანში ძლიერი წვიმის გამო 16 ადამიანი დაიღუპა, 4 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ქვეყნის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო ONA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა, მოჰამედ ბინ ნასერ ალ-კენედიმ განაცხადა, რომ 7-12 ივლისს ძლიერი წვიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ეფექტური იყო. მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში ძლიერი წვიმების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 4 კი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

    მეორეს მხრივ, ომანის მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მთიან რეგიონებში შესაძლოა წვიმები გაგრძელდეს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური