მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მამაკაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 24 იანვარი 2022 11:31

მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი, ესპანეთის ქალაქ ლეონეში მცხოვრები სატურნინო დე ლა ფუერტე, 113 წლის იუბილემდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE-ს ახალი ამბების ბიულეტენით, გინესის რეკორდების წიგნში შემავალი და გუშინ სახლში გარდაცვლილ სატურნინოს,  12 თებერვალს 113 წელი შეუსრულდებოდა. იგი დაიბადა ესპანეთში მეფე ალფონსო XIII-ის (1886-1941) მეფობის დროს და 1918 წელს ევროპას მასიურად მოდებული და მეტად მძვინვარე ესპანური გრიპიც გადაიტანა.

იგი თვითმხილველი იყო 1923 წლის პრიმო დე რივერას დიქტატურისა, მეორე რესპუბლიკისა (1931-1939), სამოქალაქო ომისა (1936-1939) და ფრანკოს დიქტატურისა (1939-). 1975).  დე ლა ფუერტე გახდა ქალაქ ლეონში პირველი ადამიანი, ვისაც ჩაუტარდა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრა. დედამიწის უხუცესი ადამიანის დაკრძალვის ცერემონიალი, რომელსაც 8 შვილი, 14 შვილიშვილი და 22 შვილიშვილი ჰყავს, დღეს გაიმართება.

წაკითხულია 183 ჯერ

Related items

  • ვიეტნამში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი შუშის ხიდი გაიხსნა

    ვიეტნამში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 632 მეტრი სიგრძის შუშის ხიდი გაიხსნა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ტურისტული მახასიათებლებით გამორჩეულ სონ-ლას პროვინციაში 632 მეტრი სიგრძის შუშის ხიდის გახსნის ცერემონიალს, როგორც ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნები, ასევე გინესის წიგნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

    შუშის ხიდი სახელად „თეთრი დრაკონი“, რომლის შუშის ძირის სისქე 40 მილიმეტრია და აქვს 450 ადამიანის გადაზიდვის შესაძლებლობა, გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი ხიდი მსოფლიოში.

    ამის წინა რეკორდი, ჩინეთის პროვინცია გუანდონგის 526 მეტრი სიგრძის ხიდს ეკუთვნოდა.

  • ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინებს შეიძენს

    ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ საწწინააღმდეგო ვაქცინებს და ანტივირუსულ საშუალებებს შეიძენს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, კაროლინა დარიასმა პრესას განუცხადა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინის ვარიანტ Imvanex-ს, რომელიც წარმოებულია დანიური კომპანია Bavarian Nordic-ს მიერ და დამტკიცებულია ევროპული მედიკამენტების სააგენტოს მიერ, ევროკავშირში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევებისთვის გამოსაყენებლად შეიძენენ.

    ესპანელმა მინისტრმა არ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ასაკობრივ და პაციენტთა ჯგუფებში იქნება გამოყენებული ვაქცინა.

    ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობის მქონე ქვეყანა ამჟამად ესპანეთია.

    სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ესპანეთში „მაიმუნის ყვავილის“ 59 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

     

  • ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხმელთაშუა ზღვაში, დასავლეთ საჰარის სანაპიროდან, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კანარის კუნძულებზე მიმავალი არალეგალური მიგრანტების გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ბოლო მონაცემებით 44 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის, კამინანდო ფრონტერასის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავი, რომელსაც გადაჰყავდა არალეგალური მიგრანტები, რომელიც დაიძრა ატლანტის ოკეანის მახლობლად მდებარე საჰარას დასავლეთით მდებარე, ბოჯადორიდან და ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კანარის კუნძულებზე მიდიოდა, ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. შედეგად 44 ადამიანი დაიღუპა, 12 კი გადაარჩინეს.

    შეგახსენებთ, რომ ამავე რეგიონში მსგავსი უბედური შემთხვევა მიმდინარე წლის 11 მარტსაც მოხდა. შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.

    ცნობისათვის, მიდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებიდან კანარის კუნძულებზე არალეგალურად გადასვლის მსურველთა რაოდენობა 60 პროცენტით გაიზარდა. ამ ხნის განმავლობაში ესპანეთში 7 ათასზე მეტმა არალეგალმა შესძლო შეღწევა.

  • საქართველო vs ესპანეთი - 49:15

    გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრები „დინამო არენაზე“ - 49:15 დაამარცხა და 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

    ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს და ორი მიიღეს, რითაც ბონუს ქულაც მოიპოვეს, თუმცა ეს აღარაფერს წყვეტდა. ისე მოხდა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ტურნირის დასკვნით მატჩს საქართველო მეორე პოზიციით შეხვდა, თუმცა ფაქტობრივ ფინალში მეტოქეს კითხვის ნიშნების გარეშე სძლია.

    საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ, სულ კი მე-14-ედ მოიპოვა. სანდრო თოდუასთვის ეს მე-11 ჩემპიონობაა და ამ მაჩვენებლით იგი დავით კაჭარავას გაუტოლდა, შალვა მამუკაშვილმა და ლაშა ხმალაძემ კი ჯილდო მე-10-ედ შემართეს.

    ესპანელებს ორი ლელო გაუტანა აკა ტაბუცაძემ და 19 თამაშში 18 მოუგროვდა. ამ უნიკალური მაჩვენებლით, ის მახო ურჯიკაშვილს გაუტოლდა და საუკეთესო მელელოვეთა შორის მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

  • შავი ბრილიანტი (ენიგმა) 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

    მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სამკაული, შავი ბრილიანტი (ენიგმა) აუქციონზე 3 მილიონ 161 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, შავი ბრილიანტი, სახელად „ენიგმა“, (რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 2,6-დან 3,8 მილიარდი წლის წინ ასტეროიდის დედამიწაზე შეჯახებით წარმოიქმნა), დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, Sotheby's-ის მიერ გამართულ აუქციონზე გაიყიდა.

    ენიგმა, რომელიც ნედლი სახით 800 კარატს იწონიდა, სამ წლიანი დამუშავების შემდეგ  555,55 კარატამდე დავიდა.  

    ენიგმა, რომელიც ამერიკის ძვირფასი ქვების ინსტიტუტის (GIA) მიერ აღიარებულია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბრილიანტი“, 2006 წელს „მსოფლიოში ყველაზე დიდი ბრილიანტი“-ს სახელით გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.

    მყიდველის ვინაობა არ გახმაურებულა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური