ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 იანვარი 2022 14:53

ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ა წერს რომ წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.

წაკითხულია 322 ჯერ

Related items

  • ჩინური ავიამზიდი „შანტუნგი“ საზღვაო წვრთნების ახალ ეტაპს გადის

    ჩინეთის მეორე ავიამზიდმა, „შანტუნგმა“, ახლახან ჩაატარა საბრძოლო სწავლება სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV). განცხადება გაკეთდა დასავლეთ წყნარ ოკეანეში ჩინეთის პირველი ავიამზიდი „ლიაონინგის“ მოიერიშე თვითმფრინავების წვრთნების ფონზე. ანალიტიკოსების თქმით, ორმა ავიამზიდმა, რომელიც მასპინძლობდა წვრთნებს ორი სხვადასხვა მიმართულებით, აჩვენა ჩინეთის ავიამზიდების გაუმჯობესებული შესაძლებლობები და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნა.

    შანტუნგის ავიამზიდის სწავლება დაიწყო რამდენიმე J-15 მოიერიშე თვითმფრინავის სასწავლო ფრენით, ნათქვამია CCTV-ს მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში.

    სონგ ჭიხაომ, თვითმფრინავის აფრენის ასისტენტმა შანტუნგზე, განუცხადა CCTV-ს, რომ ვარჯიშის სირთულე ამჯერად გაიზარდა.

    წვრთნების დროს შანტუნგმა თანდათან გააუმჯობესა ძირითადი საბრძოლო შესაძლებლობები, როგორიცაა დაშვება და აფრენა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება და დაზიანების კონტროლი, რთულ გარემო პირობებში. მან ასევე გამოსცადა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმები, სასწავლო მეთოდები და დამხმარე მოდელები.

    CCTV-ის მიხედვით,შანტუნგის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საზღვაო ბრძოლის მომავლის საჭიროებებს. წარმატებით შესრულდა სხვადასხვა ამოცანა, როგორიცაა J-15 გამანადგურებლების მაქსიმალური რაოდენობის აფრენა ერთად, თვითმფრინავების მაქსიმალური რაოდენობის გაგზავნა რამდენიმე პარტიად და დაშვება და აფრენა ღამით.

    სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნის შესახებ განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის ავიამზიდმა ლიაონინგმა და ორმა Type 055 კლასის 10 000 ტონიანმა გამანადგურებელმა, ჩაატარა წვრთნები წყნარი ოკეანის დასავლეთ წყლებში, ტაიავანის კუნძულის აღმოსავლეთითა და იაპონიის სამხრეთით. 2022 წლის დეკემბერში ჩატარებულ ამ ღონისძიებაში, რომელიც ასევე გუამის დასავლეთითაც მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ჩინური ავიაგამანადგურებლები და შვეულმფრენები. პროცესი განხორციელდა იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ.

    მას შემდეგ, რაც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში შანტუნგის წვრთნა დაანონსდა, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ორივე ავიამზიდის წვრთნების ერთდროულად ჩატარება სხვადასხვა საზღვაო რეგიონში ჩინეთის ავიამზიდების და ჩინეთის საზღვაო ძალების  განვითარების მანიშნებელი იყო. წვრთნები ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას დასავლეთ წყნარ ოკეანეში და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ბოლო დროს აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციების გათვალისწინებით, აღნიშნავენ ექსპერტები.

    წვრთნების დახმარებით, შანტუნგი, რომელიც საზღვაო ძალების სამსახურში 2019 წლის დეკემბერში შევიდა, მოსალოდნელია, რომ თანდათან მიაღწევს ოპერატიული მზადყოფნის უფრო მაღალ დონეს, საბოლოოდ გადააჭარბებს ლიაონინგის შესაძლებლობებს და სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიღმაც გაცურავს.

    მასალა მოამზადა: აკაკი ბალანჩივაძემ

    წყარო: https://sinomedia.ge/წვრთნები-სამხრეთ-ჩინეთის/

     

     

  • პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

    აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გაავრცელა განცხადება თეირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ, მოღალატურ თავდასხმასთან დაკავშირებით.

    როგორც აზერბაიჯანული სააგენტო АЗЕРТАДЖ-ი იტყობინება, პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია: „მკაცრად ვგმობ დღეს თეირანში ჩვენი საელჩოს წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ აქტსღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის ასკეროვ ორხან რიზვან ოღლუს დაღუპვის გამო და ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. საელჩოს თანამშრომელი დაიღუპა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, რომელიც იცავდა ჩვენს საელჩოს და საელჩოს პერსონალს.

    კატეგორიულად მოვითხოვთ ამ ტერორისტული აქტის უსწრაფესად გამოძიებას და ტერორისტების კანონით დასჯას. ტერორისტული თავდასხმები დიპლომატიურ მისიებზე მიუღებელია!“, - აცხადებს ილხამ ალიევი.

  • თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა

    ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.

    განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.

    თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

  • 2022 წლის მონაცემებით, ჩინეთში ბუნებრივი აირის წარმოება სტაბილურად გაიზარდა

    პეკინი, 25 იანვარი (სინხუა) – ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემების თანახმად, ჩინეთის ბუნებრივი აირის წარმოება სტაბილურად გაიზარდა 2022 წლის დეკემბერში.

    ამ მონაცემების მიხედვით, დეკემბერში ქვეყანამ 20,4 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვა, რაც 6,5 პროცენტით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური მაჩვენებელი. ინდიკატორის ზრდის ტემპი 2,1 პროცენტით დაბალია ნოემბერთან შედარებით.

    2022 წელს ჩინეთში ბუნებრივი აირის წარმოება 6,4 პროცენტით გაიზარდა და წლიურად 217,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

    გასულ წელს ქვეყანამ 109,25 მლნ ტონა ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა, რაც 9,9 პროცენტით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს.

  • ჩინეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის მეშვიდე სამიტში

    პეკინი, 25 იანვარი (სინხუა) -- ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების თანამეგობრობის (CELAC) მეშვიდე სამიტი გაიმართა სამშაბათს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში. არგენტინის პრეზიდენტის ალბერტო ფერნანდესის მიწვევით, სამიტში ვიდეო-კავშირის დახმარებით მონაწილეობა მიიღო ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა.

    ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის (LAC) ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილია.

    ისინი ასევე იღებენ აქტიურ მონაწილეობას გლობალურ მმართველობაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მასში. CELAC, რომელიც გახდა შეუცვლელი მამოძრავებელი ძალა გლობალური თანამშრომლობისთვის, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული მშვიდობის შენარჩუნებაში, საერთო განვითარების ხელშეწყობაში და რეგიონული ინტეგრაციის განვითარებაში.

    სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერდა და აგრძელებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ინტეგრაციის პროცესს.

    „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას CELAC-თან და მივიჩნევთ მას, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორს განვითარებად ქვეყნებს შორის სოლიდარობის განმტკიცებაში და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის წინსვლაში. სწორედ ამიტომ, ჩინეთი მუშაობს LAC ქვეყნებთან, რათა ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდეს, რომელსაც ახასიათებს თანასწორობა, ორმხრივი სარგებელი, ინოვაცია, გახსნილობა და ხალხისთვის სარგებლის მოტანა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური