SOCAR-მა ოფშორული პლატფორმებიდან 82 თანამშრომლის ევაკუაცია განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 21 იანვარი 2022 14:39

SOCAR-მა ამინდის პირობების მკვეთრი ცვლილების გამო, ყველა ღია საწარმოო ობიექტზე, კერძოდ, ოფშორულ პლატფორმებზე მუშაობა შეზღუდა და უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ზღვაზე მომუშავე 82 თანამშრომელი ევაკუირებულია და ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ისინი სამუშაოს დაუბრუნდებიან.

ჰაერის ტემპერატურა ბაქოსა და აბშერონის ნახევარკუნძულზე ღამით და დღისით 1-3°C იქნება. ატმოსფერული წნევა 758 მმ Hg-დან 761 mmHg-მდე გაიზრდება.

აზერბაიჯანის რაიონებში მოსალოდნელია წვიმა და დიდთოვლობა. 

წყარო: https://report.az/ru/energetika/socar-evakuiroval-82-sotrudnikov-s-morskih-platform/

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • როგორ მოვემზადოთ ხანძრისთვის და ევაკუაციისთვის?

    ხანძარი ბინებსა და შენობებში

    ხანძარი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას. მცირე ხანძარიც კი საშიშია, რადგან ის შეიძლება სწრაფად უფრო ვრცელ ტერიტორიად მოედოს და კონტროლიდან გამოვიდეს. როდესაც ხანძარი ჩნდება, საშუალო ზომის ოთახი ცეცხლის ალმა შეიძლება, სულ რაღაც ორ წუთში შთანთქას. ამიტომ, სახლშიც და სამუშაო ადგილზეც აუცილებელია ზომების მიღება ხანძრის თავიდან ასაცილებლად და იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის გაჩენის შემთხვევაში.

    მოამზადეთ ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა

    სახანძრო უსაფრთხოება არ არის გარანტირებული, თუ მზად არ გაქვთ სწორი ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა.

    დახაზეთ სახლის იატაკი, რომელზეც აღნიშნულია სახლიდან ან ოფისიდან გასასვლელი ყველა მარშრუტი, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის ადგილმდებარეობა, როგორიცაა ცეცხლმაქრები. შეამოწმეთ გასასვლელები და დარწმუნდით, რომ ისინი ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვინც შენობაში იმყოფება. პერიოდულად გაიმეორეთ ევაკუაციის გეგმა, რომ გადაუდებელი შემთხვევის დროს არავინ დაიბნეს.

    თუ ხანძარი გაჩნდა

    გადი გარეთ. დახურეთ კარები, რათა შეანელოთ ცეცხლის გავრცელება. ნუ ეცდებით ცეცხლთან ბრძოლას თუ არ გიწევთ სიცოცხლის გადარჩენა. დარეკეთ სასწრაფოში და სახანძროში და მზად იყავით მისამართის, ქუჩის გადაკვეთისა და ნომრის ზედმიწევნით გადასაცემად.

    მაღალსართულიანი შენობის მაცხოვრებლებისთვის

    ხანძრის შემთხვევაში რაც შეიძლება სწრაფად დატოვეთ შენობა. არ გამოიყენოთ ლიფტი. თუ გესმით ხანძრის განგაში, მაგრამ ვერ ხედავთ ხანძარს ან კვამლის სუნს, ფრთხილად დაიწყეთ ევაკუაცია. გასვლამდე შეეხეთ კარს. თუ კარი ცხელია, არ გააღოთ და გასასვლელად სხვა გზა სცადეთ. თუ თქვენ აღმოაჩინეთ ხანძრის საშიშროება, მაშინვე ჩართეთ სახანძრო სიგნალიზაცია ან სხვა გზით შეატყობინეთ მაცხოვრებლებს მოსალოდნელი განგაშის შესახებ.

    როგორ მოვემზადოთ უფრო კარგად?

    ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები უკვე არა მხოლოდ კეთილი ნება, არამედ აუცილებლობაა. სახანძრო უსაფრთხოებისთვის, ბინაში, ოფისში თუ სხვაგან, აუცილებლად დაუკავშირდით შესაბამის კომპანიას და აღჭურვეთ შენობა შესაბამისი ტექნიკით.

    მაგალითად, ქართული კომპანია "ვეზირი" მომხმარებლებს სთავაზობს სახანძრო უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს, როგორიცაა:

    • ხანძრის ავტომატური დეტექცია,
    • ხმოვანი შეტყობინება და ევაკუაცია,
    • ხანძრის ავტომატური ქრობა,
    • ასევე ამ სისტემათა ინტეგრირებულ მოდელს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების უნიკალურ მოთხოვნებს უპასუხებს

    აუცილებლად დააინსტალირეთ კვამლის დეტექტორები მთელს სახლში ან ბინაში. თუ კვამლის დეტექტორები ბატარეით მუშაობს, რეგულარულად შეამოწმეთ ისინი. იქონიეთ ცეცხლმაქრები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სამზარეულო სადაც შესაძლოა, ხანძარი გაჩნდეს. მოათავსეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები სახანძრო დოკუმენტის ჩანთაში. მაღალსართულიანი ბინებისა და საოფისე შენობებისთვის, გქონდეთ კვამლის ნიღბები ევაკუაციაში დასახმარებლად. მეორე და მესამე სართულის ოთახებში სახანძრო გასაქცევი კიბეები. თუ უსაფრთხოების გისოსები დამონტაჟებულია ფანჯრებზე ან კარებზე, დარწმუნდით, რომ გასასვლელი საკეტები მუშაობს გამართულად და რომ ყველამ, ვინც ამ კორპუსში ცხოვრობს, იცის როგორ მართოს გისოსები.

  • ირინა ვერეშჩუკის თქმით, დღის მანძილზე შეტაკებების ზონიდან 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

    უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა დღის განმავლობაში იმ ტერიტორიებიდან, სადაც შეტაკებები ხდება.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ი. ვერეშჩუკმა კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა და თქვა: „დღეს სახიფათო ტერიტორიებიდან 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დღის განმავლობაში 2622 ადამიანი მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან კერძო მანქანებით და გაგზავნილი ავტობუსებით ჩავიდა ქალაქ ზაპოროჟიეში. მათგან 213 ევაკუირებული იქნა ქალაქ მარიუპოლიდან, დანარჩენი კი ქალაქებიდან პოლოჰი, ვასილივკა, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. ლუგანსკის რეგიონიდან გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ქალაქ ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, რუბიჟნედან, პოპასნა და კრემინნადან 202 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.“

    მან დასძინა, რომ ევაკუაციისთვის გაგზავნილი ავტობუსების ნაწილი დაბლოკილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და ისინი ევაკუაციას გააგრძელებენ.

    უკრაინის გენერალური შტაბის განცხადების მიხედვით, რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო ნაწილები უკრაინაში. იქვე ასევე აღნიშნულია: „რუსეთში ტარდება ნაბიჯები სამხედრო შენაერთების გადაადგილების, სამეთაურო-კონტროლის სისტემის გაძლიერებისა და ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.“

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ამისათვის რუსეთის აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო რეგიონებიდან უკრაინის საზღვარზე მდებარე ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რაიონებში სამხედრო ნაწილები იქნა განლაგებული.

    "ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას. არსებობს შესაძლებლობა, გააქტიურდეს ბრძოლა ქალაქ ხარკოვისთვის". - აღნიშნულია განცხადებაში.

    უკრაინის ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსული არმია ცდილობს მთელი დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდებას.

    მისივე თქმით, მომავალში დონბასისთვის კონფლიქტები გაძლიერდება და დაამატა: "ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ძალა და აღჭურვილობა გროვდება რეგიონში. ჩვენ ვემზადებით ამისთვის."

    გაიდაიმ, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო ძალები თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქ რუბიჟნეს, მოსახლეობა გააფრთხილა და თქვა:

    "მორიგი ქიმიური თავდასხმა მოხდა. რაკეტები მოხვდა აზოტის მჟავას ავზს რუბიჟნის მახლობლად. დაიცავით თავი. თუ დახურულ სივრცეში ხართ, დახურეთ კარები და ფანჯრები".

  • კომპანია "სოკარის" მხარდაჭერით, ბაკურიანში, მთის ეტლითხილამურების ჩემპიონატი - "ბაკურიანი 2022" ჩატარდა
    ბაკურიანში წელს, მესამედ ჩვენი ქვეყნის და მთლიანად რეგიონის ისტორიაში, მთის ეტლითხილამურების ჩემპიონატი - "ბაკურიანი 2022" ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერი ნავთობკომპანია "სოკარია". ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    ტურნირში მონაწილეობა მიიღეს თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ზუგდიდის და ქუთაისში მცხოვრებმა სამშვიდობო მისიებში დაჭრილ–დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა.
    ჩემპიონატის დევიზია: "აქტიური ცხოვრება ჩვენი სტიქიაა" - და ეს დევიზი პროექტის მონაწილეებს არც ზამთარში დავიწყებიათ.
    შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერა ნავთობკომპანია "სოკარის" CSR სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და "სოკარი" მომავალშიც განაგრძობს პროექტის მხარდაჭერას.

    აზერბაიჯანული ნავთობკომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ სოციალურად ძალიან აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც 6 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. პირველი ავტოგასამართი სადგური 2008 წლის 25 აპრილს გაიხსნა. „სოკარ ენერჯი ჯორჯია“  მზარდი კომპანიაა, რომელშიც 1500-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

  • აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" განაგრძობს სოციალურ პროექტებში მონაწილეობას

    აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" განაგრძობს სოციალურ პროექტებში აქტიურად ჩართულობას და მონაწილეობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია "სოკარის" ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, ამჯერად სოციალური მეწარმეობის ფორუმზე გვინდა გიამბოთ, რომელიც სოციალურ საწარმოთა ალიანსი - Social Enterprise Alliance Georgia-ს ორგანიზებით საქართველოში უკვე მეათედ ჩატარდა და რომლის უნიკალური პარტნიორიც კომპანია "სოკარია".
    აღნიშნული საერთაშორისო ფორუმი, საქართველოში, 2012 წლიდან იმართება და მისი მიზანი - სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და მისი განვითარებისათვის ხელშემწყობი ეკოსისტემის ფორმირებაა.
    წლევანდელი ფორუმის გამარჯვებული კომპანია "დადარი" გახდა. კომპანია, რომელიც სათამაშოებს აწარმოებს და სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირები არიან დასაქმებული. გამარჯვებულებს "სოკარისგან" ფულადი ჯილდო გადაეცათ, თუმცა შშმ პირთა უფლელებების რეალიზების გარდა, ქალთა გაძლიერება და ახალგაზრდების მხარდაჭერაც ნავთობკომპანია "სოკარის" სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ პრიზების გარეშე, არც სხვა მონაწილეები დარჩენილან.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია "სოკარი" მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა. კომპანია სოციალურად აქტიურია და მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. კომპანია მხარს უჭერს ეკონომიკას, ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს.

     

  • 15 წელი შესრულდა რაც კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში საქმიანობს (ვიდეო)

    აზერბაიჯანული კომპანია „SOCAR"-ი საქართველოში 2006 წელს, რუსეთ-საქართველოს ენერგოკრიზისის დროს შემოვიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    „ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც გაზსადენზე მომხდარი 2 აფეთქების შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა მეზობლის მეგობრული ხელი“, - აცხადებენ კომპანიაში.
    მათი ინფორმაციით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR), საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი" არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
    ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა;
    მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;
    ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი გაზის მომარაგებით 715 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით ემსახურება 45 სერვისცენტრი და თანამედროვე სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114.
    "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში დასაქმებულია არანაკლებ 2200 თანამშრომლისა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" 2007 წელს შეიქმნა ბუნებრივი გაზის (როგორც საბითუმო, ისე საცალო) ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ეწევა გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზმა" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილესი პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდა და ბუნებრივი გაზით სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა" 2008-2018 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 800-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში მოახდინა გაზიფიცირება, აშენდა 5364 კმ სიგრძის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა საშუალება ქსელში ჩართულიყო. დღეისათვის, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი", მთელი საქართველოს მასშტაბით, 715 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.
    საქართველოში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს მიერ, 2018 წლის ჩათვლით განხორციელდა 290 (ორას ოთხმოცდაათი) მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია.
    შპს „სოკარ ჯორჯია გაზ"-ის მიერ 2019 წლის ნოემბრამდე ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა 703 მლნ ლარს გადააჭარბა.
    2010 წლიდან შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" ფლობს ხარისხის მართვის სერტიფიკატს ISO 9001:2008, 2016 წელს კი კომპანიამ გაიარა რესერტიფიკაცია ახალი სტანდარტით და "სოკარ ჯორჯია გაზი" გახდა პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო ხარისხის მართვის სერტიფიკატი ISO 9001:2015.
    შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებულია.

    ვიდეო: https://www.facebook.com/SOCARGeorgiaGas/videos/479799440139673

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური