საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა მაღალი ტემპით მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022 13:34

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაცია იტყობინება. 

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები. გარდა ამისა, საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების საკითხს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ნათია თურნავამ აღნიშნა, ინტერნეტიზაციის პროგრამა, რომელიც მსოფლიო ბანკის დახმარებით ხორციელდება, საკმაოდ მაღალი ტემპებით მიმდინარეობს.

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დავასრულეთ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტისთვის აუცილებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, შემდეგი საპილოტე რეგიონი არის ქობულეთი, სადაც პროცესი მიმდინარეობს, ასევე გამოცხადებულია ტენდერი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისთვის. გეგმის მიხედვით გაგრძელდება ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სხვადასხვა სოფელსა თუ მაღალმთიან დასახლებაში შეძლონ მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ჩვენი ახალგაზრდების მეტი და უკეთესი განათლების შესაძლებლობისთვის და მეტი დამაგრებისთვის სოფლებში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჩარლზ ჰარპის თქმით, მოხარულები არიან პროექტის მიმდინარეობის პროგრესით.

 

წაკითხულია 141 ჯერ

Related items

  • ტელევიზორის მნიშვნელობა ვიდეო-თამაშებისთვის

    დიდი ხანი არაა, რაც ვიდეო თამაშების ეპოქა დაიწყო და სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული. ტექნოლოგიის პროგრესი საუკეთესოდ აისახება ამ სფეროზეც, რადგან მასტან ერთად იხვეწება, რაც აისახება უამრავ მახასიათებელში, თუმცა ერთ-ერთი პირველი მაინც მაღალი გრაფიკაა. ვიდეო თამაშები განსხვავდება კონსოლების მიხედვით, თუმცა უმეტესად მათ სათამაშოდ მაინც ტელევიზორია საჭირო, რაც პირდაპირ კავშირშია გეიმერის გამოცდილებასთან, რამდენადაც კარგია ტელევიზორი, მით უფრო საინტერესოა თამაში. ტელევიზორი ახალ წელს ნებისმიერი გეიმერისთვის იდეალური საჩუქარია, რაც თავის მხრივ ცალკე მდგარი ტექნოლოგიაა, რომელმაც ბოლო ასწლეულში უამრავი ადამიანი და ოჯახი მიაჭაჯვა თავისსავე ეკრანებს.

    თავდაპირველად ტელევიზორის მთავარი დანიშნულება ინფორმაციის მიღებასთან ერთად, გართობა იყო, რომელიც გასართობი შოუებისა თუ ფილმების ნავას გულისხმობდა, თუმცა დღეს ვიდეო თამაშების თამაშია ბევრი ადამიანისთვის. ტელევიზორმა მოახერხა და შექმნის დღიდანვე მოახერხა ოჯახების გაერთიანება საღამოობით საყვარელი გადაცემის სანახავად, რა თქმა უნდა, გარდა იმ ხალხისა, ვინც თვლიდა რომ ეშმაკეული მანქანა იყო და ჩუმ-ჩუმად ანტი-ტელევიზორულ კამპანიებს ავრცელებდა სამეზობლოში.

    დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტელევიზორმა ადამიანები შეცვალა, თუმცა მისი მნიშვნელობა არ ამოწურულა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ინტერნეტმა დაიპყრო და ტელევიზორს ნაკლები ადამიანი უცქერს, მისი მნიშვნელობა გეიმერებში არ იცვლება. დღეს არსებობენ ისეთი ტელევიზორები, რომლებიც ნებისმიერ გეიმერს დიდ სიამოვნებას მოგვრით.

    LG C1 OLED

    LG-ის აღნიშნული მოდელი ნებისმიერი ტიპის ვიდეოთამაშისთვისაა ზედგამოჭრილი და იდეალური. მას აქვს შესაძლებლობა, რომ ავტომატურად ჩართოს პიქსელები, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის უსასრულო კონტრასტის დიაპაზონი და სრულყოფილი შავი ფერი აქვს, რომელიც ნათელი ფერის გარშემო არ ყვირის და იძლევა იდეალურ გამოსახულებას ნებისმიერ ექშენ კადრში. ტელევიზორს ფართო ხედვის კუთხე აქვს, თითოეული პიქსელი კი ანაწილებს სინათლეს ყველა მიმართულებით, რაც საუკეთესო გამოცდილებას პირდება ნებისმიერი ტიპის მოთამაშეს. ტელევიზორის 120 ჰერციანი პანელი აღჭურვილია VRR მხარდაჭერით და HDMI 2.1 შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოს 4K გამოსახულებას 120fsp-მდე თამაშისას. გასათვალისწინებელი ფაქტორია ე.წ. “screen burn”, რასაც ასეთი ტიპის ტელევიზორებში ხშირად შეხვდებით მუდმივად მაღალი განათების ფონზე მუშაობისას, ამ მოდელს ეს პრობლემა არ შეექმნება, ვინაიდან HRD-ის მეშვეობით, რომელიც განათებას არეგულირებს, იმდენად არასოდეს ნათდება, რომ აღნიშნული ხარვეზი გაუჩნდეს.

    Sony X90J

    სონის ტელევიზორების ეს კონკრეტული მოდელი ნამდვილად გამორჩეულია, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება ვიდეო თამაშების ხანგრძლივი თამაშებისთვის, რადგან სპეციალურად ჩაშენებული LED მოწყობილობა ეკრანს screen burn-ებისგან იცავს, რაც შესაძლებლობას იძლევა მაღალ განათებაზე თამაში ხანგრძლივი დროით ხელმისაწვდომი იყოს. ამას გარდა, იქიდან გამომდინარე, რომ PS5-იც სონის პროდუქტია, ტელევიზორს ნებისმიერი კონტენტის გაშვების მხარდაჭრა და სწრაფი რეაგირების დრო აქვს. 120 ჰერციანი პანელი და HDMI 2.1 მხარდაჭერით ნამდვილად ნებისმიერი ისიამოვნებს.

    ნამდვილმა გეიმერმა იცის კარგი ტელევიზორის ფასი, შესაბამისად სათამაშო კონსოლთან ერთად, უპირველესი საზრუნავი ხშირად მისი არჩევაა. ახალი წელი ნამდვილად ოცნებების ასრულების დროა, ხოლო თქვენ უკვე იცით გეიმერისთვის რა არის ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი საზრუნავი.

  • ლევან დავითაშვილმა ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ონლაინ-ფორმატში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის მასპინძლობით გამართულ მინისტერიალში, რომლის მსვლელობისას მან საქართველოს სახელით, აშშ-ის, ავსტრალიის, კანადის, ევროკომისიის, იაპონიის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებთან ერთად, ხელი მოაწერა დეკლარაციას ინტერნეტის მომავალის თაობაზე (Declaration for the Future of the Internet, DFI). 

    დეკლარაციის მიზანია დემოკრატიული სისტემების მხარდაჭერა და თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა დემოკრატიულ პროცესებში, პიროვნების კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხო და საიმედო კავშირის შენარჩუნება, ადამიანის უფლებებისა დაცვა და ონლაინ/ციფრულ ეკოსისტემაში მისი პატივისცემა, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი გლობალური ეკონომიკის უზრუნველყოფა და ა.შ. 

    დეკლარაციის მხარდამჭერი პარტნიორები თანამშრომლობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინდუსტრიასთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან დეკლარაციაში ჩამოყალიბებული პრინციპების განხორციელების მიზნით. 

    ეკონომიკის სამინისტროს პრეს-რელიზი

  • რჩევები რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ბინის ქირაობისას

    რჩევები რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ბინის ქირაობისას

    ბინების უმეტესობა ქირავდება ავეჯით. ზოგს აქვს კომფორტული ცხოვრებისათვის აუცილებელი სრული კომპლექტი, ზოგს მინიმალური კომპლექტი. ნაკლებად ხშირად ქირავდება ცარიელი ბინები, მაგრამ მოთხოვნადიც არის. ბინის გაქირავებამდე,  უნდა დარწმუნდით, რომ იგი კარგ მდგომარეობაშია. თუ რემონტს ვგეგმავთ , მაშინ აუცილებელია ავიღოთ  მასალები ზღვარით. ზოგან შპალიერი შესაძლოა გაიხეხოს, ან სულაც ფორმა დაკარგოს. ხოლო კრამიტი კი შეიძლება გატყდეს. . ასეთ შემთხვევებში, თქვენ შეგიძლიათ სწრაფად შეასწოროთ მიღებული დეფექტები.  შიდა კარების მიწოდება შესაძლებელია როგორც იაფად, ისე ძვირად.  პირველ შემთხვევაში მათი გამოცვლა დიდ ფულს არ მოითხოვს, მეორეში კი მათი დაზიანება გართულდება,  ასერომ სჯობს ძვირადღირებული შესასვლელი კარი დავაყენოთ, რადგან იგი უფრო დიდხანს გაძლებს.  სანტექნიკის დამონტაჟება უცხოური, სასურველია ფინური ბრენდების. მათ აქვთ ბიუჯეტის ვარიანტები, რომლებიც დიდხანს გაგრძელდება.  ბინაში არსებული საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან მინიმუმ უნდა იყოს: მაცივარი; სამზარეულოს ღუმელი, სარეცხი მანქანა,

    ამ ნაკრებით უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ მოიჯარეები. მათ უფრო სწრაფად იპოვით, თუ ბინას ასევე აქვს: მიკროტალღური, უთო და საუთაო დაფა, ,ელექტრო ქვაბი, ტელევიზორი და Wi-fi როუტერი. ინტერნეტი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბინაში, რომელსაც იქირავებთ, შეგიძლიათ მოიყვანოთ ინტერნეტი და ტელევიზორი ან მხოლოდ ინტერნეტი და დააინსტალიროთ Wi-Fi როუტერი. ბინის ქირაობისას ერთ-ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია ლოკაცია. ყველა შემთხვევაში რეკომენდირებულია ქირაობა ქალაქის ცენტრში, მითუმეტეს თუ ამ ქალაქში ჯერ ნამყოფი არ ხართ. ბინები დღიურად თითქმის ყველგანაა ხელმისაწვდომი. იქნება ეს აპარტამენტებში, კოტეჯებში თუ სასტუმროებში. ფასები ყველგან ინდივიდუალურია, ეს დამოკიდებულია ბინაში ოთახების რაოდენობაზე, მის ლოკაციასა და სეზონზე. თუმცა, აღსანიშნავია რომ სასტუმროები გუდაურში გაცილებით ძვირია.  მაგალითად, ბინები გუდაურში დღეში 90 ლარიდან იწყება, ხოლო სასტუმრო რედკო ლოფტ 1-ში ერთი დღით დარჩენა 80 დოლარი ღირს. ასევე ,არსებობს ერთ ოთახიანი ბინები აპარტამენტებში, რომლებიც დღეში 300 ლარი ღირს, როცა ორ ოთახიან ბინებს 250 ლარადაც კი ვიპოვით. მათი ქირაობა შეგვიძლია ონლაინ, ამისთვის SS.ge საკმაოდ მოხმარებადი საიტია. აქ მოცემულია ბინების ფოტოები, ხედი, მათი სტატუსი ( როდისაა აშენებული) და მეპატრონის ნომერი ამიტომ,მისი მოხმარება ძალიან ადვილია.

  • სებასტიან მოლინეუსი - ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ

    ირაკლი ღარიბაშვილმა და სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის საკითხები მიმოიხილეს.

    განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან დახმარებას. პრემიერ-მინისტრმა სებასტიან მოლინეუსს საქართველოს მთავრობასთან ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მსოფლიო ბანკის ჩართულობა დასაფასებელია. მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის გამოყო ფინანსური სახსრები, რაც ჯამში 2,7 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, მსოფლიო ბანკის მიმდინარე პორტფელი კი 12 აქტიური საინვესტიციო პროექტისა და განვითარების პოლიტიკის ოპერაციებისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 928 მილიონი აშშ დოლარია. საუბრისას აღინიშნა, რომ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე ორიენტირებულმა პროექტებმა ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის ეტაპობრივი აღდგენის პროცესს დიდი სტიმული მისცა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მიზანია ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი გახდეს, ამიტომ რეგიონული განვითარების პროექტები მთავრობის დღის წესრიგში პრიორიტეტულია, ამ კუთხით კი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

    „ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. საუბრისას მთავარი აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური რეფორმების პროგრამაზე. ძალიან მიხარია, რომ ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ საქართველოში მიმდინარესა თუ დაწყებულს. პირველი მათგანია ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად ამზადებს მსხვილ და ვიტყოდი - გარდამქმნელ სარეფორმო პროგრამას, რომელიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობას აქ განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მკურნალობასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდილი თანხები, რაც ქვეყნის ბევრ მოქალაქეს ძალიან ძვირი უჯდება. იგივე მოლოდინია საგანმანათლებლო სფეროში არსებულ ვითარებასთან მიმართებაში. ვიმედოვნებთ, რომ პიზას (PISA) საერთაშორისო რეიტინგში ქვეყანა დაწინაურდება და ადრეული სასკოლოდან საუნივერსიტეტო დონემდე სწავლების ხარისხი გაუმჯობესდება. მესამე მიმართულებაა სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, რათა დაიხვეწოს მიზნობრიობა და დახმარება ისეთმა ოჯახებმა მიიღონ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მას - თან ბავშვებიანმა ოჯახებმა. ეს არის ადამიანური კაპიტალის დღის წესრიგი. ჩვენი საუბრის პირველი მთავარი თემაც ეს გახლდათ. მეორე საკითხი იყო ახალ კორონავირუსზე რეაგირების ზომები, რათა მთავრობის მიერ განხორციელებული დადებითი ინიციატივები - მწვანე პასპორტები, ხანდაზმულებისთვის ფინანსური დანამატები - გაგრძელდეს და გაძლიერდეს მძლავრი საკომუნიკაციო და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით. ყოველივე ამის მიზანია მთელი ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაცია. მესამე საკითხად განვიხილეთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი. რა რეფორმა უნდა განხორციელდეს ქვეყნის ეკონომიკის პროდუქტიულობის გასაზრდელად, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი? კიდევ რა რეფორმაა საჭირო მდგრადი ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად? აქ საუბარი მაქვს კონკრეტულად კლიმატის დღის წესრიგზე. და ბოლოს, რა არის საჭირო ძლიერი, კონკურენტუნარიანი და ციფრული ეკონომიკის უზრუნველსაყოფად საქართველოში?

    ბოლო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განვიხილეთ ეხებოდა ლოგისტიკას. როდესაც საუბარია რეგიონალურ დაკავშირებადობაზე და ინტეგრაციაზე, საქართველო ძლიერი ლიდერის როლს თამაშობს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ასევე გლობალურად, რადგან ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა გააჩნია აქ, ამ რეგიონში",- განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ირანი მთლიანად არის ჩართული ინტერნეტის ქსელში

    ათობით ათასი ირანული სოფელი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი

    ათი წლის წინ ირანში არცერთ სოფელს არ ჰქონდა სწრაფი ინტერნეტი. დღეს კი მასზე ხელი მიუწვდება 35 ათას ირანულ სოფელს. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო ყაზვინში ფართოზოლიანი ინტერნეტის 3 ათასი პორტის დამონტაჟებით, რის შედეგად  ორ წელიწადზე ნაკლებ დროში 18500 ირანულმა  სოფელმა მოიპოვა ინტერნეტზე წვდომა, რამაც  ხელი შეუწყო სოფლის ბიზნესს და მათი პროდუქციის რეალიზაციას.

    https://t.me/farsna/230612

    ირანი მთლიანად არის ჩართული ინტერნეტის ქსელში

    კომუნიკაციების და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის განცხადებით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე სოფლის მოსახლეობის 98,5 პროცენტსა და ირანის მოქალაქეების 100 პროცენტს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე.

    https://www.isna.ir/news/1400042014023

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური