აფეთქება სამხედრო ხომალდზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022 13:13

ინდოეთის სამხედრო ხომალდზე მომხდარი აფეთქების შედეგად სამი მეზღვაური დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება. 

მათი ინფორმაციით, საზღვაო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ ქალაქ მუმბაიში საზღვაო გემების ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც პირველადი მონაცემებით სამი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, გემის ეკიპაჟის სწრაფი რეაგირებით აფეთქება კონტროლის ქვეშ მოექცა, მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი არ ყოფილა.

ინციდენტის დროს დაშავებულების შესახებ კი ჯერ-ჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

წაკითხულია 241 ჯერ

Related items

  • სალომე ზურაბიშვილი - შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით!

    შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში”.

    აფეთქება სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის ქუჩაზე დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, 81 კი დაშავდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ გენერალურ საკონსულოში შეტყობინება არ შესულა.

    წყარო: https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-shedzrwunebuli-var-stambolshi-momkhdari-afetqebit-vusamdzimreb-daghupulta-ojakhebs-tanagrdznobas-vuckhadeb-prezident-erdoghansa-da-turqetis-mosakhleobas/

  • სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა

    პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში ისტიკლალის პროსპექტზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    პრეზიდენტმა ერდოღანმა ინდონეზიაში გამგზავრებამდე დედაქალაქ ანკარაში პრესკონფერენცია გამართა.

    მისი თქმით, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 53 დაშავდა.

    პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დაუზუსტებელი პირველადი მონაცემები ტერორისტულ თავდასხმაზე მიუთითებს და ასევე დასძინა, რომ მომხდარში „ერთმა ქალმა ითამაშა როლი“.

    "ჩვენი ერი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ დამნაშავეები დაისჯებიან ისე, როგორც იმსახურებენ. ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები აგრძელებენ მუშაობას ამ მოღალატური თავდასხმის დამნაშავეების და მის უკან მყოფი ადამიანების გამოსავლენად." - თქვა პრეზიდენტმა.

    გუშინ, თურქეთის დროით 16:20 საათზე ისტიკლალის პროსპექტზე აფეთქება მოხდა, რაიონში ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანა და მეხანძრე-მაშველი იქნა გაგზავნილი.

  • კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა

    უკრაინის დედაქალაქ კიევში სულ მცირე 4 აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

    ხელისუფლების ცნობით, თავდასხმები განხორციელდა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებით.

    კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ დედაქალაქის შევჩენსკის რაიონში 4 სხვადასხვა აფეთქება მოხდა.

    კლიჩკომ გაავრცელა კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატებისგან დარჩენილი ნაწილების ფოტო, რომლებიც თავდასხმისას იქნა გამოყენებული, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

    თავდასხმის შედეგად კიევის ცენტრში მდებარე შენობას მცირე დაზიანება მიადგა.

    რაიონში მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა ჰაერში ცეცხლი გახსნეს კამიკაძე უპილოტო საფრენი აპარატის გასანეიტრალებლად.

    სროლის შემდეგ ტერიტორიაზე ორი აფეთქების ხმა გაისმა.

    რეგიონში, სადაც თავდასხმა მოხდა ქუჩები კვამლით აივსო და მაცხოვრებელთა ნაწილამა სახლები დატოვა და სხვა რაიონებში წავიდა.

    რუსულმა ძალებმა კიევზე თავდასხმების სერია 10 ოქტომბერს დაიწყეს.

  • ინდოეთში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა

    ინდოეთის კერალასა და ოდიშას შტატებში 82 ბავშვს „ტომატის გრიპი“ დაუდგინდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ჟურნალ The Lancet-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ შემთხვევები პირველად დაფიქსირდა ქალაქ კოლამში, კერალას შტატში.

    ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი დაფიქსირდა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში პროვინციის ანჩალის, არიანკავუსა და ნედუვატურის რეგიონებში.

    გარდა ამისა, ინფექცია ერთიდან 9 წლამდე 26 ბავშვს დაუდგინდა ოდიშას შტატში, რითაც დაინფიცირებულთა რიცხვი 82-მდე გაიზარდა.

    ექსპერტებმა გააკეთეს გაფრთხილება, რომ ვირუსი საკმაოდ მარტივად ვრცელდება.

     „ტომატის გრიპი“, რომელიც სახელს კანზე წითელი ბუშტუკებიდან იღებს, იწვევს სიწითლეს, მაღალ ცხელებას და სახსრების ტკივილს.

    აღნიშნულია, რომ დაავადების მკურნალობის მეთოდი ჯერ არ არსებობს.

  • "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 16 ადამიანს მიაღწია

    ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 16 ადამიანს მიაღწია. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.
    მათი მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია და ერთი ფეხმძიმე ახალგაზრდა გოგონა. ერევნის სამედიცინო ცენტრებს 60-მა მოქალაქემ მიმართა, მათგან 12 აგრძელებს მკურნალობას, დანარჩენი 48 შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გაწერეს. დაკარგულად ითვლება 18 მოქალაქე.

    ხანძარსაწინააღმდეგო და სამძებრო სამუშაოებში 185 მაშველი მონაწილეობს, ჩართულია ოცი ავტოცისტერნა, თორმეტი სატვირთო მანქანა, ხუთი ტრაქტორი, სამი ამწე და ერევნის მუნიციპალიტეტის მერიის შვიდი ერთეული დამატებითი ტექნიკა.
    შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ერევანში, "სურმალუს" სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა.

    აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ბიზნეს ნიუსი

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ

ქართული ბიზნეს კომპანიები და საზოგადოება უკრაინის ...

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

„სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ ბედნიერების ელჩს უმასპინძლებს

მიყევი „ბედნიერების ფორმულას“ და თავადვე იპოვე შენ...

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

ლიბერთი განათლების ხელშეწყობას აგრძელებს

შიდა ქართლში, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრ...

პოპულარული

« იანვარი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური