პანდას ბელები პირველად გამოჩნდნენ ზოოპარკის დამთვალიერებლების წინაშე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022 14:45

პანდას ტყუპმა ბელებმა, „შაო შაომ“ და მისმა დამ „ლეი ლეიმ“, რომლებიც ივნისში ტოკიოს ზოოპარკში დაიბადნენ, პირველი ნაბიჯები გადადგეს და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლების სმარტფონების წინ პოზირებაც კი გადაწყვიტეს.

ტოკიოს ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია პანდას ბელები, რომლებიც ერთად სხედან ხეზე და თამაშობენ. ისინი მიირთმევენ ბამბუკს, და ცდილობენ ერთმანეთს დაასწრონ ხეზე ასვლა, რასაც თან ახლავს ხალხის სიმხიარულე და აღფრთოვანება.

საჯარო დებიუტის მოსამზადებლად პანდას ტყუპები და მათი დედა ზოოპარკის ახალ გარემოში სპეციალურად გადაიყვანეს, სადაც ისინი მიეჩვივნენ ხმაურს და ადამიანის ხმებს.

შეგახსენებთ, რომ ტყუპი ბელების დაბადება პირველი იყო ტოკიოს უენოს ზოოპარკისთვის, იაპონიის უძველესი ზოოპარკისთვის, მას შემდეგ რაც დაარსდა - 1882 წელს. ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის აღსანიშნავად, ჩინეთმა იაპონიას პანდა პირველად 1972 წელს აჩუქა. 


 

წაკითხულია 230 ჯერ

Related items

  • თათია აფციაური პარაფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიაში აირჩიეს

    სახელოვანი ქართველი მუშკეტერის, რაპირით ფარიკაობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ ვლადიმერ აფციაურის ქალიშვილი თათია აფციაური ოჯახის ტრადიციას წარმატებით განაგრძობს.

    საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თბილისის ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) არბიტრი ამ დღეებში IWAS Wheelchair Fencing-ის (ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა საერთაშორისო ფედერაცია) მსაჯთა კომისიაში აირჩიეს, რაც დიდი აღიარება და პასუხისმგებლობაცაა.

    თათია ორი შვილის დედაა. მამის ხელმძღვანელობით რაპირით ფარიკაობა ადრეულ ასაკში დაიწყო, მერე ხმალშიც სცადა ძალები. იყო საქართველოს ჩემპიონი და პრიზიორი ახალგაზრდებსა და უფროსებში, თუმცა აქტიურ სპორტს 20 წლისამ დაანება თავი, მაგრამ საყვარელი სახეობისთვის ზურგი არ შეუქცევია.

    მან მსაჯობას მიჰყო ხელი. 2013 წელს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი გახდა, ორი წლის შემდეგ მსგავსი წოდება პარაფარიკაობაშიც დაიმსახურა. წლებია, მნიშვნელოვან შეჯიბრებებში იწვევენ. ორიოდე დღის წინ სერბული ნოვი სადიდან დაბრუნდა, სადაც კადეტებსა და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატის ორთაბრძოლებს ემსახურებოდა.

    განსაკუთრებით დაუვიწყარია მისთვის პარალიმპური თამაშები, რომელსაც შარშან აგვისტოში ტოკიომ უმასპინძლა. თათია აფციაურმა რამდენიმე შეხვედრა უნაკლოდ იმსაჯა. იქ მიღებული მაღალი შეფასების შედეგია პარაფარიკაობის მსაჯთა კომისიაში მისი არჩევა.

    "ტოკიოს პარალიმპური თამაშები ჩემთვის დაუვიწყარია, - გვითხრა თათიამ, - იაპონიაში იმ შეგრძნებით მივემგზავრებოდი, რომ მჯეროდა, ჩვენი პარამოფარიკავეები მედალს აუცილებლად მოიპოვებდნენ. ნინა თიბილაშვილმა ოცნება რეალობად გვიქცია: ნახევარფინალში რიოს პარალიმპური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონატების ცხრაგზის მედალოსან უკრაინელ ევგენია ბრიუსს აჯობა და მხოლოდ გადამწყვეტი ორთაბრძოლა წააგო ჩინელ ბიან ჟინთან.

    საბოლოოდ ვერცხლის მედალი დაიმსახურა და ძალიან გაგვახარა. ერთ-ერთი სინჯის ჯილდო ჩვენს სახელოვან პარამოფარიკავეს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ირმა ხეცურიანსაც უნდა რგებოდა, მაგრამ... დარწმუნებული ვარ, ირმა თავის შესაძლებლობებს კიდევ მრავალ ტურნირში გამოავლენს და არაერთხელ გაგვახარებს".

    წყარო: გაზეთი "ლელო"

    http://lelo.ge/article/ფარიკაობა-თათია-აფციაური-პარაფარიკაობის-საერთაშორისო-ფედერაციის-მსაჯთა-კომისიაში-აირჩიეს-35113/?fbclid=IwAR22d3njcDkVU6i3KI79yoOlqtDXkufyaxX6z_zhU--C4AiepL5w1H5-FOY

  • იყო თავისუფალი (ვიდეო)

    როგორ დაეხმარნენ UNDP, ბიოფინი და თბილისის ზოოპარკი დაობლებულ დათვის ბელებს

    კოპალა და ჩოფიკა ორი დაობლებული დათვის ბელია, რომლებიც თბილისის ზოოპარკმა შეიფარა. დაუდგრომელი ხასიათისა და სიმამაცის გამო, მათ ქართული მითოლოგიური გმირების სახელები დაარქვეს. მესამე ბელი ზოოპარკში დაზიანებული თათით მოვიდა. დაკოჭლებულ ბელს სახელგანთქმული ბრაზილიელი ფეხბურთელის, გარინჩას, სახელი ერგო.

    კოპალაც, ჩოფიკა და გარინჩაც თავისუფალ დათვებად დაიბადნენ და სიცოცხლის პირველი თვეები ბუნებრივ გარემოში გაატარეს. შემდეგ ადამიანის სისასტიკის გამო დაობლდნენ და ტყვეობაში აღმოჩდნენ.
    „ამ ასაკის დათვის ბელი ადამიანის ხელში მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხვდება ხოლმე. როდესაც მის დედას კლავენ. ადამიანებ, რომელთაც ასეთი ბელები ტყიდან მოჰყავთ, ძალიან მალე მათი მოვლა აღარ უნდათ და ჩვენ მოგვაბარებენ. მერე იწყება ზღაპრების მოყოლა, როგორ მიდიოდნენ ტყეში და როგორ ნახეს უპატრონო ბელი და ჩვენთან წამოიყვანეს“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

    საქართველოში ასეთი რამ, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. ათწლეულებია უკანონო ნადირობა ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს და ისეთ უნიკალურ, იშვიათ და გადაშენების პირას მდგომ სახეობებს უქმნის საფრთხეს, როგორიცაა კავკასიური ჯიხვი, ნიამორი, კეთილშობილი ირემი და - მურა დათვი.

    დათვის ბელები, რომლებთაც ადამიანთან ერთად უწევთ ცხოვრება, ბევრ პრობლემას აწყდებიან. პატარა გარინჩას წოვის რეფლექსი დიდხანს გაჰყვა, მომვლელის ხელს წოვდა და ამით, თითქოს, დედასთან განშორების ტკივილის იოკებდა. ასეთი ტრავმირებული ბელის გაზრდა, რეაბილიტაცია და, მითუმეტეს, ბუნებრივ გარემოში დაბრუნება საკმაოდ რთული საქმეა.

    თბილისის ზოოპარკი ამ სირთულეებს არ შეუშინდა და, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის, ბიოფინის, ხელშეწყობით, დათვის ბელებისა და სხვა საფრთხეში მყოფი სახეობების გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროგრამა წამოიწყო.

    „რეაბილიტაციის მთავარი ამოცანა ტყვეობაში შეძენილი ქცევების ჩამოშორება და ბუნებრივი ქცევების დაბრუნებაა. ბელების მომზადება თავისუფლებისთვის პირველი ნაბიჯია. შემდეგ, მათი ბუნებაში გაშვებისთვის, სწორი ადგილი უნდა შევარჩიოთ, რათა ბუნებრივ გარემოში დაბრუნება შეძლონ“, - გვიხსნის ზურაბ გურიელიძე.

    ტყეში დაბრუნებისთვის, დათვის ბელებმა ისეთ გარემოში უნდა იცხოვრონ, რომელიც მათ ბუნებრივ პირობებს მაქსიმალურად უახლოვდება. მათი ურთიერთობა ადამიანებთან უნდა შემცირდეს, რაც მათ თავისუფლებისა და ველურ ბუნებაში არსებობისთვის მოამზადებს.

    ბიოფინისა და UNDP-ის ხელშეწყობით, თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელებისთვის კარგად მოწყობილი ვოლიერები ააშენა, სადაც მათ თავისუფლად გადაადგილება, თამაში, ცურვა და ველური ცხოვრებისთვის საჭირო უნარების შეძენა შეეძლოთ.

    ბიოფინისა და UNDP-ის დახმარებით, ასევე შეიქმნა სპეციალური ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობით ყველა მსურველს შეუძლია საკუთარი შემოწირულობით დაეხმაროს დათვის ბელების რეაბილიტაციას.

    მზია შარაშიძე, თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ამბობს, რომ თითქმის ყველა შემოწირულობას კომენტარიც ახლავს, რომელშიც ადამიანები გამოთქვამენ თავის სურვილს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყენოს თბილისის ზოოპარკმა მათ მიერ შემოწირული ფული.

    „ისეთი გულისამაჩუყებელი კომენტარებია, ხვდები, რომ ადამიანების დამოკიდებულება ბუნების მიმართ თანდათან აუცილებლად შეიცვლება“, - ამბობს მზია.

    პროგრამა „ბიოფინი“ მთელ მსოფლიოში მოქმედებს და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მართვისთვის დამატებითი სახსრების მოძიებას ისახავს მიზნად. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ გლობალურ ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა.

    ბიოფინთან თანამშრომლობის შედეგად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. 2019 წლისთვის, ჯამურად, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ასიგნებები ყოველწლიურად 620,000 ლარით მატულობდა, ხოლო ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური ასიგნებები 100,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაიზარდა.

    გარდა ამისა, მომზადდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პირველი სახელმძღვანელო მითითებები და შემუშავდა მონიტორინგისა და ინსპექტირების საკონტროლო სიების გამოყენების ონლაინ ინსტრუმენტი. შემუშავდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ეკოტურიზმის განვითარების ხუთწლიანი გეგმა, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო საქართველოს სხვა სატყეო უბნებზეც ახორციელებს.

    საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად ეს საკმარისი როდია. თუმცა ასეთი ნაბიჯები იმის იმედს გვაძლევს, რომ კოპალა, ჩოფიკა და გარინჩა თავის მშობლიურ ტყეს დაუბრუნდებიან და ჩვენს მიერ შენარჩუნებულ ბუნებრივ გარემოში თავისუფალ ცხოვრებას გააგრძელებენ.

     

     

     
  • ბოვალის ფრანგული ზოოპარკის ბინადრებს, გიგანტური პანდას შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს (ვიდეო)

    ბოვალის ზოოპარკი / საფრანგეთი /, 19 ნოემბერი / Xinhua / - საფრანგეთის ბოვალის ზოოპარკში, 3 თვის წინ დაბადებულ გიგანტური პანდას ტყუპ შვილებს ჩინური სახელები დაარქვეს - ჰუანგ ლილი და იუან დუდუ, რაც არის ჩინურ-ფრანგული მეგობრული ურთიერთობების ჯანსაღი განვითარების სიმბოლო.

    პანდების დაბადების დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაში, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მონაწილეობდა საფრანგეთის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელი კილიან მბაპე.

    ფოტო: Xinhua / Gao Jing

    ვიდეო გადაღებულია Xinhua Global Service-ის მიერ

     

  • ჩინეთი მწვანე მომავლის შესახვედრად ემზადება

    2021 წლის 7 ივლისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს ცაოჰაის ეროვნული ნაკრძალი ი-ჰუი-მიაო-უეინინის ავტონომიურ ოლქში, ჩინეთის სამხრეთით, გუიჯოუს პროვინციაში (სინჰუა/დაო ლიანი) 

     

    ჩინეთმა განაცხადა, რომ დაასრულა ეკოლოგიის დაცვის მიზნით „წითელი ხაზების“ გავლება მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამ ხაზებში გარემოს დაცვითი საქმიანობისთვის სახელმწიფოს თითქმის 25 პროცენტი ტერიტორიაა მოქცეული.

    დასაცავად გამოყოფილი არეალი მოიცავს ეკოლოგიურად ფუნქციურ, მგრძნობიარე ზონებსა და მოწყვლად ტერიტორიებს, ასევე ბიომრავალფეროვნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეგიონებს.

    გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ჩინეთის ერთ-ერთი ინსტიტუციური ხასიათის ინოვაცია, ეროვნული მასშტაბის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპის სტრატეგია 2017 წელს იქნა წარმოდგენილი, რომელიც ეკოლოგიური ცივილიზაციის განვითარებას ისახავს მიზნად.

     

    ეკოუსაფრთხოების სამაშველო რგოლი

    სახელმძღვანელო პრინციპის მიხედვით, დამცავ წითელ ხაზში მოქცეული ზონა იმ არეალს მიეკუთვნება, რომელსაც ეკოლოგიურად სასიცოცხლო ფუნქციები აკისრია და საიმედოდ უნდა იყოს დაცული.

    სახელმძღვანელო პრინციპში ხაზგასმულია, რომ ამ წითელ ხაზებს „არსებითად, სამაშველო რგოლის ფუნქცია აკისრია“ ჩინეთის ეკოუსაფრთხოებისთვის.

    ხაზგასმულია, რომ წითელი ხაზებით შემოსაზღვრული ზონები მოიაზრებს წყალსაცავებს, დაცულ ბიომრავალფეროვნებას, წყლისა და მიწის დაცვას, უდაბნოს ქვიშის გამყარებას და სანაპირო ეკოლოგიის სტაბილიზაციას. ასევე მოიცავს ეკოლოგიურად მგრძნობიარე და მყიფე რეგიონებს, სადაც ნიადაგის ეროზია და გაუდაბნოება მიმდინარეობს.

    ჩინეთი წითელი ხაზების სხვადასხვა სტრატეგიას ხშირად აღნიშნავს და ეს სტრატეგია მას ჩართული აქვს ერთიანი ხუთწლედის საერთო გეგმაში.

    განვითარების გეგმის თანახმად, წითელი ხაზების გავლება ქვეყანაში ეკოუსაფრთხოების ბარიერების ქსელის გაუმჯობესების ნაწილია. გეგმა ასევე მოიაზრებს ეროვნული მასშტაბის გატყიანების კამპანიის დაწყებასა და „სატყეო მეურნეობის უფროსის“ სქემის დანერგვას.  

     

    2021 წლის 27 ივნისს გადაღებულ აეროფოტოზე ჩანს საიჰანბას ეროვნული ტყე-პარკი ჩენდეში, ჩრდილოეთ ჩინეთის ხებეის პროვინციაში. (სინჰუა/იან შიივაო)

     

    უფლებები და ვალდებულებები

    სახელმძღვანელო პრინციპი წითელი ხაზების მართვისა და რეგულაციის წესების მკაცრად დაცვისკენ მოგვიწოდებს. ის ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვს გარემოს დაცვასა და აღდგენას ადგილობრივი ეკოპირობების გათვალისწინებით და ამ წესების დანერგვისას მნიშვნელოვანი სახეობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

    სახელმძღვანელო პრინციპის თანახმად, წითელ ხაზებში სამშენებლო და სამრეწველო საქმიანობა აკრძალულია, თუკი ამით ადგილობრივ ეკოლოგიას ზიანი მიადგება. ის ასევე კრძალავს მიწის გამოყენების წესში თვითნებურ ცვლილებებს.

    წითელი ხაზები კონცენტრირებულია ჩინეთის ეკომგრძნობიარე და მოწყვლად რეგიონებში, მათ შორის, ცინხაი-ტიბეტის მთიანეთში, ცინლინის მთებში, მდინარეების იანძისა და ხუანხეს აუზებში.

    ჩინეთის ჩრდილოეთში მდებარე უდიდესმა ეკოფუნქციურმა მხარემ, შიდა მონღოლეთის ავტონომიურმა რეგიონმა, თავისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი ეკოდაცვით ზონად გამოაცხადა და წითელ ხაზებში მოაქცია.   

    ეს 596,900 კმ² ზონა, რეგიონის ეროვნული რესურსების მართვის ბიუროს  ცნობით, სათიბ-საძოვრებს, ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს უჭირავს.

    ბუნებრივი რესურსებით მდიდარმა შიდა მონღოლეთმა 182 სხვადასხვა დონის ბუნებრივი ნაკრძალი შექმნა და კიდევ მიწისა და გარემოს აღდგენის 24 გეგმა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც, ნახშირბადის შთანთქმა უნდა გაძლიერდეს და რესურსების ეკოლოგიური ღირებულება გაიზარდოს.   

     

    ბიომრავალფეროვნების გაუმჯობესება

    ეკოსისტემისა და საფრთხის წინაშე მდგარი ცხოველების დასაცავად, სახელმწიფომ ეროვნული პარკების სისტემის მოწყობა დაიწყო. შესაბამისად, უკვე მოწყობილია ათი საპილოტე ეროვნული პარკი გიგანტური პანდებისა და ციმბირული ვეფხვებისთვის. პარკებისთვის, საერთო ჯამში, 220,000 კმ² გამოიყო.

     

    2021 წლის 28 მაისს გადაღებულ ფოტოზე ჩანს გიგანტური პანდა გარეული ცხოველების დასაცავად შექმნილ, ახალგახსნილ სამეცნიერო პარკში. ჩჟოუჩჟის მხარე, სიანი, შენსის პროვინცია ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში. (სინჰუა/ლი იბო)

     

    ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის დამლევს ჩინეთში უკვე 11 800 სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი ნაკრძალი იყო მოწყობილი, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18 პროცენტს მოიცავს და, ბიომრავალფეროვნების კონვენციის თანახმად, ხმელეთის 17 პროცენტის ნაადრევად დაცვას ისახავს მიზნად.

    ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოს აღდგენის საკითხებში    ქვეყნის მტკიცე ძალისხმევის წყალობით, გაიშვიათებული და გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩენილი პოპულაცია თანდათანობით აღდგა. ციმბირული ვეფხვების, აზიური სპილოებისა და ჩინური ივეოსების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა.

    ისეთი იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობები, როგორებიცაა გარეული გიგანტური პანდა, ორონგო და ირემი მილუ გაუმჯობესებულ გარემოში ბინადრობენ. სამინისტროს ინფორმაციით, გიგანტური პანდა გადაშენების პირას მისული სახეობების სიიდან უკვე ამოღებულია; ამ სახეობის 1800 წარმომადგენელი ველურ ბუნებაში ბინადრობს.

    სტატია მომზადებულია ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ მასალის მიხედვით.

     

     

  • გაიცანი შენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! (ვიდეო)

    გაიცანით თქვენი საყვარელი ჩინელი "პანდა პაპა" - პროფესორი ჰუ ჯინჩუ! 92 წლის პენსიონერი, მსოფლიოში წამყვანი ექსპერტია გიგანტური პანდების შესწავლის საქმეში.

    ჰუ ჯინჩუ ხელმძღვანელობდა სპეციალურ ჯგუფს, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში აღმოჩენილი იშვიათი სახეობების, ჯიშების კვლევა და შესწავლა. 

    როგორი იყო ეს გამოცდილება? როგორ შეასრულა ამ ჯგუფმა თავისი მისია? და რა არის მისი ერთად-ერთი სინანული? მიაო სიაოჯუანი სააგენტო "სინხუადან" და ბრიტანელი მკვლევარი ალის ჰიუზი მას სახლში ესაუბრებოდნენ.

    "სინხუას" გლობალური სერვისის პროდუქცია

     

     

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური