დ. ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კ. დეგნანს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 04 იანვარი 2022 11:39

29 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან კელი დეგნანთან. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები და ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის შეფერხების მიმართულებით განხორცილებული ქმედებები და აგრესიული რიტორიკა. ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მესამე მხარის მიერ ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების რევიზიასთან დაკავშირებული განცხადებები და ამ პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ასევე აღინიშნა, რომ დღეისთვის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია, ანექსია და ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა დადასტურებული, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ურყევ ნებას და ქართული მხარე გააგრძელებს ყველა არსებული ფორმატების მაქსიმალურად გამოყენებას ამ პროცესის დაჩქარების მიზნით. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობას საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდაჭერისთვის და ამ პროცესში გაწეული პრაქტიკული და პოლიტიკური დახმარებისთვის.

შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული აგრესიული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოზიციების მუდმივი კოორდინაცია და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმა.

 

წაკითხულია 155 ჯერ

Related items

  • ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

    2022 წლის 17 ივნისს, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან.
    შეხვედრისას მხარეები მიესალმნენ   საქართველოსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას.
    მხარეებმა განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარება. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული მხარდაჭერის მნიშვნელობას, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, რაც არაერთხელ გამოიხატა სხვადასხვა რეზოლუციებსა და განცხადებებში.  მხარეები შეეხნენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
    შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი გავლენა უსაფრთხოების გარემოზე. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის გაწეული პოლიტიკური და ჰუმანიტარულ დახმარების შესახებ.
    საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, ხაზი გაესვა ევროკომისიის რეკომენდაციის მნიშვნელობას, რომლითაც საქართველოს გაეცა გაწევრიანების პერსპექტივა და  აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას.

  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარო საქმეთა მინისტრებთან, რომლებიც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ფარგლებში იკრიბებიან. 

    შეხვედრებზე  განხილული იქნება ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ქართული მხარის მიერ შევსებული ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

  • ელჩი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს ეწვია

    მშვიდობის კორპუსის მოხალისეების საქმიანობა ხანგრძლივად ტოვებს კვალს იმ ადგილებში, სადაც ისინი მსახურობენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი, რომელიც ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა, საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ერაძემ და ოზურგეთში მშვიდობის კორპუსის ყოფილმა მოხალისემ დააფუძნეს, ამის თვალსაჩინო მაგალითია.

    დაარსების დღიდან ეს ორგანიზაცია რეგიონში 12 000-მდე ადამიანს მოემსახურა, განახორციელა პროგრამები, რომლის დახმარებითაც შეიქმნა ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკა, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები, კომპიუტერული რესურს ცენტრი ახალგაზრდებისთვის და განხორციელდა მრავალი საზოგადოებრივი პროექტი. ამჟამად ორგანიზაცია აგრძელებს მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობას ვირტუალური მოხალისის ჩართულობით. გურიაში ოფიციალური ვიზიტისას ელჩი დეგნანი ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტს მიმდინარე და მომავალი პროექტების გასაცნობად ესტუმრა.

    წყარო: ამერიკის საელჩო საქართველოში

  • ჩეხეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა დაადასტურა

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტი ევროპის საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან  შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს. საუბრის მთავარი თემა ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა,  საქართველოს მხრიდან ევროკავშირზე წევრობის განაცხადი და კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო.
    შეხვედრაზე ჩეხეთმა დაადასტურა მისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციული მიზნების და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მიმართ. როგორც ევროპის საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩეხეთისთვის პრიორიტეტული იქნება  ასოცირებული ტრიო და სამივე ქვეყნის სათანადო პოზიციონირება.  ამ მხრივ აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში რეფორმების განხორციელების, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის და სხვა მრავალი მიმართულებით, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია პროცესში შემდგომი წარმატებისთვის.
    მინისტრებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე,   საქართველოსა და ჩეხეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერასა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მხარეს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს  პრაქტიკული მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ჩეხეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ჩეხ კოლეგას და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

  • დავით არახამია: „რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება“

    უკრაინის რადის ფრაქცია „ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა: „რუსეთის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე სტამბულის შეთანხმების ერთგულია და პოზიცია არ შეუცვლია“. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

    მათი ინფორმაციით, დ. არახამიამ, რომელიც უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელია, ტელეგრამის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები ონლაინ რეჟიმში გრძელდება.

    „რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებისგან განსხვავებით, უკრაინული მხარე იცავს (გასული თვის) სტამბოლის შეთანხმებას და პოზიცია არ შეუცვლია. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ უკრაინულმა მხარემ არ გაითვალისწინა ყველა დამატებითი საკითხი, რაც არ იყო სტამბოლის შეხვედრაზე დღის წესრიგში დაყენებული. ალბათ ამან გამოიწვია მოლაპარაკებების პროცესის ამჟამინდელი მდგომარეობის არასწორი ინტერპრეტაცია“, განაცხადა არახამიამ ტელეგრამის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში.

    შეგახსენებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მის ქვეყანასთან სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებები, რის გამოც მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

    საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც და აღნიშნა, რომ უკრაინულმა მხარემ დაიწყო საკუთარი წინადადებებიდან გასვლა და პროვოკაციების განხორციელება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური