მადაგასკარის სანაპიროსთან გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 23 დეკემბერი 2021 12:05

ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ მადაგასკარის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 83 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ მადაგასკარის საზღვაო და მდინარის პორტების სააგენტოს ადმინისტრაცია იუწყება.

მადაგასკარის საზღვაო და მდინარის პორტების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მემი რანდრიანავონიმ განაცხადა, რომ სატვირთო გემი, რომელსაც მგზავრების გადაყვანის უფლება არ ჰქონდა, 20 დეკემბრის ღამეს მგზავრების დიდი რაოდენობის გამო ჩაიძირა.

მემი რანდრიანავონიმ აღნიშნა, რომ ჩაძირულ გემზე მყოფი მგზავრებიდან 83 დაიღუპა, 50 ადამიანი გადაარჩინეს. დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი.

მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

წაკითხულია 173 ჯერ

Related items

  • ინდოეთში წყალდიდობის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა

    ინდოეთის ასამის შტატში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 71-მდე გაიზარდა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად შტატების ყველაზე დიდი მდინარე ბრაჰმაპუტრა, კალაპოტიდან გადავიდა რის გამოც კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ასამის შტატის კატასტროფების მართვის ორგანო (ASDMA) იტყობინება, ძლიერი წვიმების შედეგად 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

    მეორეს მხრივ, სტიქიის გამო დახმარების ბანაკებში ამ დროისათვის 186 ათასი ადამიანი იქნა გადაყვანილი.

    ინდოეთში ასამის შტატში ძლიერი წვიმები 6 აპრილიდან მოყოლებული გრძელდება.

  • როგორ ავირჩიოთ საცხოვრებელი სახლი თბილისში?

    თბილისში ცხოვრება საქართველოს პირობებში, შედარებით ბევრ შესაძლებლობებს ნიშნავს, ვინაიდან აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანია დაინტერესებული თბილისში ცხოვრებით, დეველოპერული კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ ახალი ტეროტირიები და ისეთი ბინები ააშენონ, რომელიც დააკმაყოფილებს სხვადასხვა ინტერესის ადამიანს. როგორც წესი, მთავარი ფაქტორები, რომელსაც ახალი ბინის შეძენისას ყველა ადამიანი უყურებს, არის უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის მშენებლობა, კომფორტი და ჯანსაღი გარემო. თითოეული ეს დეტალი საცხოვრებელი ბინის ფასსაც განაპირობებს, ამიტომ სახლის შერჩევისას მნიშვენლოვანია ყველა დეტალი კარგად გავთვალოთ.

    ახალი ბინის შეძენა ნამდვილად ახალი გამოწვევაა, რისთვის აუციებელია მზად ვიყოთ, ვინაიდან ცხოვრების რაღაც პერიოდის გატარება აქ მოგვიწევს. ბინის არჩევისას უნდა გავითვალისწინოთ მისი ღირებულება, მდგომარეობა და მდებარეობა. ნებისმიერი დეტალი მის ფასში გარდაისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ, ფინანსური მდგომარეობა რის საშუალებას მოგვცემს და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. როგორც წესი, სხვადასხვა მდებარეობა უპირველესი ფაქტორია ბინის ღირებულების, მაგალითად ბინები ვაკეში შეიძლება შედარებით მაღალ ფასში ნახოთ, სხვაგან კი უფრო იაფად, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ბინის შეძენისას მას ფასი არ უვარდება, პირიქით, უძრავი ქონების ფასი ყოველთვის იმატებს, ამიტომ ნამდვილად კარგი ინვესტიციაა კარგ ადგილას შეძენილი ბინა.

    მეორე ფაქტორი მისი მდგომარეობაა, რომელიც არანაკლებ გავლენას ახდენს ბინის ღირებულებაზე. შეიძლება მაღალი ხარისხითა და ახალი რემონტით ბინა გარეუბანში იმაზე მეტიც კი ღირდეს, ვიდრე ქალაქის შუაგულში ძველი რემონტის ბინა, ამიტომ ამასაც მიაქციეთ ყურადღება. აგრეთვე, გასათვალიწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი - შეიძლება სასურველ ადგილას სასურველი ბინა იპოვოთ, თუმცა ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ბინის ფასი შედარებით ნაკლებია, რაც ერთგვარად პლიუსია. ამასთან ერთად, რემონტის გაკეთება ყოველთვის შეიძლება და მისი სასურველ გემოზე გარდაქმნა ეტაპობრივად შეგიძლიათ, მთავარია ამის მზაობა გქონდეთ.

    ბინის შეძენამდე მნიშვნელოვანია სრული ინფორმაცია გქონდეთ მის შესახებ, იცოდეთ ყველა ნიუანსი, იქნება ეს მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო. ამას გარდა, ბინის არჩევისას აუცილებლად გადაანაწილეთ თქვენი პრიორიტეტები, მაგალითად თუ შედარებით კომფორტის მოყვარული ბრძანდებით, სასურველია ისეთი ტიპის ბინა მოძებნოთ, რომელიც თქვენს ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს. თუ უფრო მეტად სიმწვანე და ჯანსაღი გარემო გსურთ, მაშინ ბინის არჩევა ლოკაციის მიხედვით დაიწყეთ. თუ მთავარია სამსახურთან ახლოს იყოთ, შეგიძლიათ ამ არეალში ეძებოთ. სტუდენტებისთვის საუკეთესო სასწავლებელთან ახლოს იქნება, მაგალითად თუკი თსუ-ში, ილიაში ან სდასუ-ში სწავლობთ, ბინები ვაკეში უნდა მოძებნოთ. თუკი საკუთარი ავტომობილი გყავთ, სამსახურამდე სიარული არ გეზარებათ და მყუდრო ბინას ეძებთ, რომელიც ქალაქის ხმაურიანი ცენტრიდან იქნება მოშორებული, გარეუბანში თქვენზე მორგებულ ბინას აუცილებლად მიაგნებთ. ყველაფერთან ერთად, ბინის შეძენისას გაითვალისწინეთ ადგილობრივი ობიექტები, რა მდებარეობს თქვენს მომავალ სახლთან ახლოს და რისი გახსნაა დაგეგმილი.

  • სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

    ჩენგდუ, 10 მაისი (სინჰუა) - ხუთი ადამიანი დაიღუპა მეწყრის ჩამოწოლის შედეგად რონგსიან ოლქში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთის სიჩუანის პროვინციაში, განაცხადეს სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ.

    მათი ინფორმაციით, ტრაგედია ორშაბათს, დაახლოებით 14:30 საათზე, რონგსიანის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე მაშველები გაგზავნა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სამშაბათს, 0:14 საათზე, ბოლო მსხვერპლის ცხედრის აღმოჩენიდან მალევე დასრულდა.

    ამ დროისთვის სტიქიის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლები უსაფრთხო ადგილებზე არიან გადაყვანილი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

  • რა უნდა აჩუქო სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს?

    რა უნდა აჩუქო სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს?

    ტყუილი ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა ადამიანი ერთი მეორისგან განსხვავდება. ამის უამრავი მიზეზი არსებობს და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ერთ-ერთი განმასხვავებელი დეტალი მათი ინტერესები და მისწრაფებებია, რაც ნამდვილად აძლევს ადამიანებს მოტივაციას აკეთონ ესა თუ ის საქმე. ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ინტერესი, საჩუქრის არჩევისას კი ეს ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი ამბავია. ხშირად, როდესაც რაიმეს ჩუქება დგება ჩვენს დღის წესრიგში, ადამიანების უმეტესობას უჭირს მარტივი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ზუსტად არ იცის, რა შეიძლება გაუხარდეს ადრესატს. ამის გამოსწორება იოლი ნამდვილად არ არის, თუმცა რამდენიმე გზა ნამდვილად არსებობს. უპირველესი და ყველაზე გულწრფელი გზაა, უკეთ დაინტერესდეთ ამ ადამიანის გატაცებებით, კითხოთ რა აინტერესებს, გაიგოთ რით არს დაკავებული თავისუფალ დროს და რისი გაკეთება უნდა, თუმცა დროის ამ მომენტში ვერ ახერხებს, დააზუსტეთ ამ პრობლემის სათავე და თუ რაიმე კონკრეტული დეტალის არ ქონასთან აქვს საქმე, გამოასწორეთ საჩუქრის ჩუქებით. ასეა თუ ისე, ადამიანისთვის საჩუქრის ჩუქებისას აუცილებელია მისი ინტერესები გაიგოთ და როდესაც ამას შეძლებთ, იმ დროისთვის ეს სტატია იქნება თქვენი გზამკვლევი.

    ფირსაკრავი

    მუსიკა ყველა ადამიანის გულში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, თუმცა არიან ისეთები, ვისთვისაც ყოველი მომენტისთვის საჭიროც კია შესაბამისი საუნდტრეკი, მაშინ როდესაც კიდევ არსებობს ადამიანების ის კატეგორია, ვინც ნამდვილად აფასებს და თაყვანს სცემს როგორც მუსიკა, მის ჟღერადობას, ისე ხარისხს. ფირსაკრავები ნამდვილად ასეთი ტიპის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ადამიანმა ზედაპირულად მაინც არ იცის როგორ მოიხმაროს ის, დიდი ალბათობით სახლში დასადებად სუვენირად გამოიყენებს მას, რაც ნამდვილად საწყენი იქნება. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მუსიკის ამ ფორმით მოსმენა რაღაც პერიოდი დავიწყებას მიეცა, ბოლო პერიოდში კი სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს.

    ფოტოკამერა

    დღეს უკვე რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვისაც არ უყვარს ფოტოების გადაღება, თუმცა სანამ დაუფიქრებლად გადაწყვეტთ კამერის ჩუქებას დაფიქრდით. ფოტოაპარატი იდეალური საჩუქარი იქნება იმ ადამიანისთვის, ვისაც ნამდვილად აინტერესებს ეს სფერო და უბრალო გასართობზე მეტად იზიდავს. მართალია, ახალი კამერა არავის დაამძიმებს და ყოველთვის ერთ-ერთ სასურველ საჩუქრად დარჩება, თუმცა ამჯერად ჩვენ იმ ადამიანზე ვსაუბრობთ, ვისი ნამდვილად გახარებაც გწადიათ, ამიტომ თუ ეს საქმიანობა საშუალოზე მეტად არ იზიდავს, აჯობებს სხვა რამ შეარჩიოთ. თავის მხრივ, ფოტოაპარატი რამდენიმე ტიპის არსებობს - სამოყვარულო, ნახევრად-პროფესიონალური და პროფესიონალური. ჩამოთვლილთაგან რომლის არჩევა სჯობს, ეს უკვე ადრესატის ინტერესებზე და ცხოვრების სტილზეა დამოკიდებული.

    ბლუთუზ ყურსასმენი

    მართალია ფირსაკრავი მუსიკის დიდი ენთუზიასტის გულს უთუოდ მოგაგებინებთ, თუმცა ყოველდღიურობაში იმ ადამიანებისთვის, ვისაც მუსიკის მოსმენა უბრალოდ სიამოვნებს, საუკეთესო საჩუქარი ნამდვილად ყურსასმენებია. აქ გაითვალისწინეთ, უკვე ყველას აქვს ყურსასმენი და უეჭველად თქვენს ადრესატსაც უეჭველი ექნება, თუმცა ბლუთუზ ყურსასმენი უკვე ნამდვილად საუკეთესო ამბავია. მისი უდიდესი უპირატესობა მოსახერხებლობა და კომფორტია, რომელსაც სადაც წავა, შეძლებს თან წაიღოს.

  • ირინა ვერეშჩუკის თქმით, დღის მანძილზე შეტაკებების ზონიდან 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

    უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა დღის განმავლობაში იმ ტერიტორიებიდან, სადაც შეტაკებები ხდება.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    ი. ვერეშჩუკმა კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა და თქვა: „დღეს სახიფათო ტერიტორიებიდან 2824 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დღის განმავლობაში 2622 ადამიანი მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან კერძო მანქანებით და გაგზავნილი ავტობუსებით ჩავიდა ქალაქ ზაპოროჟიეში. მათგან 213 ევაკუირებული იქნა ქალაქ მარიუპოლიდან, დანარჩენი კი ქალაქებიდან პოლოჰი, ვასილივკა, მელიტოპოლი და ბერდიანსკი. ლუგანსკის რეგიონიდან გახსნილი ცეცხლის მიუხედავად, ქალაქ ლისიჩანსკიდან, სევეროდონეცკიდან, რუბიჟნედან, პოპასნა და კრემინნადან 202 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.“

    მან დასძინა, რომ ევაკუაციისთვის გაგზავნილი ავტობუსების ნაწილი დაბლოკილია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ და ისინი ევაკუაციას გააგრძელებენ.

    უკრაინის გენერალური შტაბის განცხადების მიხედვით, რუსეთმა გააძლიერა თავისი სამხედრო ნაწილები უკრაინაში. იქვე ასევე აღნიშნულია: „რუსეთში ტარდება ნაბიჯები სამხედრო შენაერთების გადაადგილების, სამეთაურო-კონტროლის სისტემის გაძლიერებისა და ჯარების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.“

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ამისათვის რუსეთის აღმოსავლეთ და ცენტრალური სამხედრო რეგიონებიდან უკრაინის საზღვარზე მდებარე ბელგოროდის, ვორონეჟისა და კურსკის რაიონებში სამხედრო ნაწილები იქნა განლაგებული.

    "ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებას. არსებობს შესაძლებლობა, გააქტიურდეს ბრძოლა ქალაქ ხარკოვისთვის". - აღნიშნულია განცხადებაში.

    უკრაინის ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ რუსული არმია ცდილობს მთელი დონბასის რეგიონის ხელში ჩაგდებას.

    მისივე თქმით, მომავალში დონბასისთვის კონფლიქტები გაძლიერდება და დაამატა: "ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ძალა და აღჭურვილობა გროვდება რეგიონში. ჩვენ ვემზადებით ამისთვის."

    გაიდაიმ, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო ძალები თავს დაესხნენ უკრაინის ქალაქ რუბიჟნეს, მოსახლეობა გააფრთხილა და თქვა:

    "მორიგი ქიმიური თავდასხმა მოხდა. რაკეტები მოხვდა აზოტის მჟავას ავზს რუბიჟნის მახლობლად. დაიცავით თავი. თუ დახურულ სივრცეში ხართ, დახურეთ კარები და ფანჯრები".

ბიზნეს ნიუსი

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

კელი დეგნენმა ისაუბრა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების კონფერენციაზე

სუფთა, საიმედო და ხელმისაწვდომი ადგილობრივი ელექ...

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა

სს ‘ლიბერთი ბანკის’ გენერალურ დირექტორად ბექა გოგი...

პოპულარული

« ივლისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური