საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021 11:34

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის უწყების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის.

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ განვითარებულ და სტაბილურ აზერბაიჯანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისათვის და ამ კონტექსტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამხრეთ კავკასიის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებს. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის სფეროში აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან ურთიერთობის პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება, ხოლო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თანამშრომლობის უნიკალურ ფორმატს წარმატებული უწოდა.

წაკითხულია 177 ჯერ

Related items

  • აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა

    14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 30 წელი გავიდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის ძალების ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. მათ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

    გმირთა მემორიალთან დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

    საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა.

  • პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

    ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა.
    ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.
    პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
  • თურქეთის მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ლოჯისტიკური ტექნიკა გადასცა (ვიდეო)

    ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თურქულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს თურქული კომპანია HIDROMEK-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.

    ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი დაესწრნენ. მათ ახალი ლოჯისტიკური საშუალებები ადგილზე დაათვალიერეს და ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ.

    ღონისძიებაზე ტექნიკის მიღება-ჩაბარების ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, პოლკოვნიკმა კახა ტაბატაძემ და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს.

    ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემა 2019 წელს თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა. ტექნიკის ღირებულება 404.824 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2019 წელს ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიზნებისთვის 5-წლიან პერიოდში 100 მლნ თურქული ლირის ოდენობის გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს.

  • პრემიერ-მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა

    საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

    მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

    ყურადღება დაეთმო საქართველო - აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო - აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით.

    პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

    მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია.

    ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები.

    საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

    მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.


    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე შეთანხმდნენ

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესცენტრის განცხადებით, ილჰამ ალიევმა დაურეკა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჩარლ მიშელთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში კვირას გამართული შეხვედრის შესახებ.

    ალიევმა აღნიშნა, რომ მიშელთან და ფაშინიანთან განიხილეს მის ქვეყანასა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მომზადება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, სატრანსპორტო დერეფნების გახსნა და საზღვრების განსაზღვრა და დაამატა, რომ შეხვედრას დადებითად აფასებს.

    მან აღნიშნა, რომ გუშინ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვრების დადგენის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ და ისინი სომხეთთან შეთანხმდნენ ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე, მათ შორის რკინიგზისა და ავტომაგისტრალის მშენებლობაზე.

    ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ალიევს ინფორმირებისთვის და შეხვედრაზე მიღწეული დადებითი შედეგების გამო კმაყოფილება გამოთქვა.

    მათ ხაზი გაუსვეს რეგიონში რაც შეიძლება მალე მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და ასევე ისაუბრეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებზე.

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური