ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოსთვის ახალ სტრატეგიას ამტკიცებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
სამშაბათი, 21 დეკემბერი 2021 12:19

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოსთვის ახალი, 2022-2027 წლებისთვის განკუთვნილი ქვეყნის სტრატეგია დაამტკიცა.
სტრატეგიას სამი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინკლუზიურობის და რეგიონული განვითარების მხარდაჭერა და საქართველოს ეკონომიკის მწვანე გარდაქმნის ხელშეწყობა.
EBRD მიზნად ისახავს კომპანიების — მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოების — დახმარებას მათი პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდის გზით. მაგალითად, ციფრულ ტრანსფორმაციაში ინვესტირებით გაუმჯობესდება საწარმოთა  კონკურენტუნარიანობა და ფინანსებზე წვდომა. გარდა ამისა, ბანკი გააგრძელებს მუშაობას ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გასაძლიერებლად, რათა კომპანიები დაფინანსების უფრო ფართო არჩევანით უზრუნველყოს.
ბანკი ხელს შეუწყობს ფინანსებზე და საბაზისო მუნიციპალურ მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქალების და სხვა მარგინალიზებული ჯგუფების უნარების განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას არა მარტო თბილისში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. 
EBRD საქართველოს მწვანე ეკონომიკური გარდაქმნის დაჩქარებაშიც დაეხმარება. ამისათვის ის ხელს შეუწყობს სათბური აირების ემისიის შემცირების და განახლებადი ენერგიის მოხმარების გაზრდის ინიციატივებს. ის, ასევე, მხარს დაუჭერს რეფორმებს სახელმწიფო საწარმოებში — მათ შორის, ენერგიის და რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენების მიზნით — და განაგრძობს მწვანე ქალაქების პროგრამის გაფართოებას.

წყარო: https://www.ebrd.com/news/2021/ebrd-adopts-new-country-strategy-for-georgia.html

წაკითხულია 215 ჯერ

Related items

  • რა არის ავტო სესხი?

    რა არის ავტო სესხი?

    ყველამ, ვისაც საკუთარი ავტომობილი ჰყავს, კარგად იცის როგორი შეგრძნებაა მისი შეძენის გემო, განსაკუთრებით დასამახსოვრებელი კი პირველი  მანქანაა, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ყიდულობ. თუ ავტომობილი არ გყავთ, დიდი ალბათობით თქვენს წარმოდგენაში ხშირად გაცოცხლებულა ეს სცენა, როგორ ხსნით კარებს და თავდაჯერებულად ხელს კიდებთ საჭეს. იდეაში, ამ მიზნის მიღწევა დღეს სულაც არაა რთული, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ.

    ავტო სესხი მიზნობრივი კრედიტია, რომლის უდიდესი უპირატესობა საპროცენტო პირობებია, სესხის უზრუნველყოფა კი, ავტომობილის გირავნობით ხდება და მისი მართვის უფლება თქვენ გრჩებათ. კრედიტი გაიცემა მხოლოდ ავტომობილის შეძენის მიზნით, ამიტომ პირობები მაქსიმალურადაა მორგებული მყიდველზე. პროცესი მარტივია - თავდაპირველად უნდა გაგიჩნდეთ ახალი, ან სულაც, პირველი ავტომობილის ყოლის სურვილი, შემდეგ შეძენა უნდა გადაწყვიტოთ, ამის შემდეგ ალტერნატივებიდან რომელიმეს აარჩევთ, დაეკონტაქტებით მფლობელებს და დააზუსტებთ ინფორმაციას, აარჩევთ სასურველ მანქანას, შემდეგ ესტუმრებით ბანკის ან საფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდს ან უახლოეს თუ უშორეს ფილიალს, შეავსებთ კრედიტის განაცხადს, დაელოდებით პროცედურის დამსრულებას, რომელიც მაქსიმალურადაა გამარტივებული და 30 წუთის შემდეგ მიიღებთ დამტკიცებულ სესხს. გაითვალისწინეთ, სასურველი ავტომობილის არჩევიდან სასესხო განაცხადის შევსებამდე აირჩიეთ სასურველი ბანკი, ისეთი, რომელსაც ყველაზე მისაღები პირობები ექნება თქვენთვის.

    ავტო სესხის აღებისას აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ბანკისა თუ საფინანსო ორგანიზაციის პირობები, რადგან პირობები, როგორც წესი, განსხვავებულია. გაითვალისწინეთ, ავტომობილზე შეზღუდულია გამოშვების წელი და  სხვადასხვა ბანკებში შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა მინიმუმი ზღვარი არის 1995 წელს გამოშვებული. კრედიტის მისაღებად უნდა გახლდეთ მინიმუმ 21 წლის, თუმცა ზოგიერთ ორგანიზაციაში ასაკი შეიძლება იყოს დაწეული და 20 წლის ახალგაზრდას ჰქონდეს განაცხადის შევსების შესაძლებლობა. სესხის მისაღებად, როგორც უკვე ვახსენეთ, აუცილებელი მოთხოვნაა ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი, რათა მისი დაფარვა შეძლოთ.

    ავტო სესხიინდივიდუალურია, რომლის მოცულობა დგინდება ავტოექსპერტის მიერ ავტომობილის მდგომარეობის, მარკისა და წლოვანების შეფასების მიხედვით. შესაბამისად, მანქანის შერჩევისას აჯობებს ეს დეტალი გაითვალისწინოთ და წინასწა, ცალი თვალი მაინც შეავლოთ ბანკების პირობებს. ამ ტიპის კრედიტისთვის არ დაგჭირდებათ თავდებში მდგომი მესამე პირი, თუმცა განაცხადის შევსებისას დაგჭირდება პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მასთან ერთად ავტომობილის ტექნიკური პასპორტი.

    სანამ ავტო სესხის პირობებზე დათანხმდებით და ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ, კარგად გაეცანით მის პირობებს და ვალდებულებებს. უპირველესად შეამოწმეთ რამდენია ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და აქვს თუ არა რაიმე ფარული ხარჯი კომპანიას. ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხის შემთხვევაში ეს ნაწილი აუცილებლად დააზუსტეთ ექსპერტთან, რათა რაიმე სახის გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდეს და დამატებითი პასუხისმგებლობა არ იტვირთოთ დაუკვირვებლობისდა გამო. სესხის დამტკიცების შემდეგ დგება გადახდის გრაფიკი, რომელიც აუცილებლად შეამოწმეთ, რათ ნებისმიერი სახის უზუსტობების თავიდან შეძლოთ. გაითვალისწინეთ, ავტო სესხის შემთხვევაში შესაძლებლობა გექნებათ კრედიტი წინსწრებით გადაიხადოთ, თუკი ამის სურვილი თავად გექნებათ, თუმცა აჯობებს წინასწარ დააზუსტოთ ასეთ შემთხვევაში საკომისიო გადასახადი იქნება თუ არა და თუ კი, რამდენი. ამის შემდეგ რჩება მხოლოდ ერთი რამ - გახსნათ საკუთარი ავტომობილის კარი, საჭეს ხელი თავდაჯერებულმა მოკიდოთ და წახვიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად გინდათ რომ წახვიდეთ.

  • ლიბერთის ახალი სტრატეგია ქალების გაძლიერებისთვის
    პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNFPA-ს და ლიბერთი ბანკის ინიციატივა.
    ლიბერთის,  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გრძელდება.
    შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული ინიციატივა ასევე მოიცავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობასა და  იმ საბანკო სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გავრცელებას , რომელიც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.
    ამჯერად შეხვედრა ქედაში გაიმართა და ქედის მუნიციპალიტში მცხოვრები ის ქალები ესწრებოდნენ, რომლებიც ჩართული არიან ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში „საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა (ENPARD III)“ შეხვედრის მონაწილეებმა  ინფორმაცია მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვა, საშვილოსნოს და ძუძუს კიბოს პრევენცია, ოჯახში ძალადობა, საზიანო პრაქტიკები (ადრეული ქორწინება, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა), გენდერული თანასწორობის როლი ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ფინანსური დაგეგმვა და საბანკო სერვისები, რომელსაც ლიბერთი ბანკი სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.
    ,, ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის,  გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად შეხვედრებს განაგრძობს.ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  არაერთ სიახლესთან ერთად,  ქალების მუდმივ  მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ლიბერთის  ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენებით  მათთვის მარტივი მომსახურების  შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა“ -    ხათუნა ჭელიძე, ლიბერთი ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
     ლიბერთი-ბანკის პრეს-რელიზი
  • ლიბერთი ბანკი გადმოიბარებს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის პორტფელს

    დღეიდან, სს ლიბერთი ბანკი გადმოიბარებს სს ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს. ყველა დეპოზიტარის ინტერესი დაცული იქნება, ხოლო მოთხოვნები - მათ შორის, დეპოზიტებზე დარიცხული სარგებელის - სრულად დაკმაყოფილებული. შესაბამისი კომუნიკაცია განხორციელდება თითოეულ მომხმარებელთან. მუშაობა პორტირებაზე დაწყებულია და 3 მარტიდან, ეტაპობრივად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას მცირე და საშუალო ბიზნეს მეანაბრეებსა და მსესხებლებს სს ლიბერთი ბანკი თავის ფილიალებში მოემსახურება. მომხმარებლები დეტალურ ინფორმაციას ასევე მიიღებენ მომსახურე ბანკირებისგან.
    სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.
    ‘ახალი ლიბერთის ახალი სტრატეგიის ერთერთ უმთავრეს მიმართულებას წარმოადგენს პორტფელის დივერსიფიკაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება გადმოიბაროს ვითიბი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება და ამით ხელი შუწყოს საქართველოში მოქმედ ბიზნესებს შეუფერხებლად მუშაობაში. ამას გარდა, სს ლიბერთი ბანკი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ ვითიბი ბანკის თანამშრომლებს გააგრძელონ თავისი საქმიანობა და შემოუერთდნენ ლიბერთის პროფესიონალების გუნდს.’ - ვასილ ხოდელი, სს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი.

  • ,,მთავრობის მიერ დაანონსებული, საპროცენტო განაკვეთები ე.წ საპენსიო სესხებზე, 2023 წლამდე არ შეიცვლება" - ვაჟა მენაბდე

    „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2023 წლიდან შევა.

    "ტენდერში გამარჯვებული ლიბერთი იქნება თუ სხვა ბანკი, იმ პირობებით მოახდენს მომსახურებას რაც კომისიის მიერ შედგენილ სატენდერო პირობებში იქნება ჩადებული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა მიმდინარე ეტაპზე სესხების გაცემის მდგომარეობაზე, არამედ ახალი ტენდერის შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი, რომელიც ტენდერის პირობებში ჩამოყალიბდება ძალაში შევა 2023 წლის იანვრიდან“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

    შეგახსენებთ, 11 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ე.წ. საპენსიო სესხის განაკვეთი 26%-მდე შემცირდება, პენსიის გაცემის მომსახურებაში კი სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მლნ ლარს გადაიხდის.

  • "ახალმა სატენდერო პირობებმა, შესაძლოა ე.წ. საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდოს" - ვაჟა მენაბდე

    „ლიბერთი“ ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ვაჟა მენაბდე არ გამორიცხავს ახალი საპენსიო ტენდერის პირობების გამოცხადების შემდეგ ე.წ. საპენსიო სესხებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს ან ამ კატეგორიის პროდუქტი საერთოდ გაქრეს ბაზრიდან. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ბიზნესი ბლუმბერგთან ერთად“ ისაუბრა.

    როგორც ვაჟა მენამდე აცხადებს, გადაწყვეტილება სატენდერო პირობების საბოლოო ვერსიაზე დაყრდნობით იქნება მიღებული, მას შემდეგ, რაც ბანკი ხარჯებს დაითვლის და რისკებს გააანალიზებს. თუმცა, მისივე თქმით, „ლიბერთის“ ჰქონდა 30%-ად აღებული ის მინიმალური ნიშნული, რომლის ქვემოთაც სესხის მოგების ნიშნული ნულამდე დადიოდა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ეს პროდუქტი ბანკისთვის საინტერესო აღარ იყოს.

    „რასაც ჩვენ ვამტკიცებდით, რომ ჩვენი განაკვეთები არის საბაზრო და ხშირ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც ესეც დადასტურდა კომისიის საქმიანობის შემდეგ. საბაზრო განაკვეთი არის 30,26 % რაც ხარჯების გათვალისწინებით ძალიან დაბალია, მისი კიდევ უფრო შემცირება რიგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ზარალიანი გამოვიდეს ბანკისთვის.

    ბანკი არის კომერციული ორგანიზაცია. ჩვენ საკმაოდ ბევრ ქველმოქმედებას ვეწევით, მაგრამ ჩვენი ძირითადი საქმიანობა ვერ იქნება საქველმოქმედო. შესაბამისად, თუ ვნახავთ, რომ ზარალიანია კონკრეტული პროდუქტი, მისი შემცირება ან მასზე უარის თქმა მოგვიწევს“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

    ვაჟა მენაბდე ,რომ შესაძლოა, ახალმა მენეჯმენტმა საპენსიო გასაცემლების შესახებ ტენდერში მონაწილეობაზე უარის გადაწყვეტილება მიიღოს. მისი განცხადებით, გადაწყვეტილებას ბანკი სატენდერო კონკურსის პირობების გაცნობისა და რისკების გაანალიზების შემდეგ მიიღებს.

    „პროგნოზირება რთულია და დამოკიდებულია ტენდერის პირობებზე. გააჩნია რა პირობები იქნება, რამდენი მსურველი გამოჩნდება. თუ არავისთვის იქნება მისაღები პირობები და „ლიბერთიმაც“ თავი შეიკავა, მიჭირს პროგნოზის გაკეთება რა სცენარით წარიმართება მოვლენები. ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება მიღებული.

    ბევრ რამეზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ინფლაციაზე, მაკროგარემოზე, რესურსის ფასზე და ა.შ. ამიტომ, ეს ფაქტორები კარგად უნდა იქნას გაანგარიშებული და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 7 და 10 წელი არ არის პატარა პერიოდი“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

    ბანკის წარმომადგენელმა გადაცემაში საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ახალი ტენდერის ჩატარებაზე საუბარი სწორედ „ლიბერთის“ მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.

    „ვადაზე ადრე რომ ტარდება ტენდერი და კომისიის სხდომა, ეს ჩვენი სურვილი და ინიციატივა იყო. ვინაიდან, აღარ დასრულდა ამ თემასთან დაკავშირებით განხილვა და სპეკულაციები, ჩვენ თვითონ ვითხოვეთ, მოდით, ჩავატაროთ ტენდერი და გამოჩნდეს თუ ვინმე უკეთესი პირობით შეძლებს მომსახურებას“.

    რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის მიერ წინასწარ გაჟღერებულ სატენდერო პირობებსა და სესხის 26%-ში გაცემას, ვაჟა მენაბდე აცხადებს, რომ ამ ნიშნულამდე ჩამოსვლა არარეალისტურია. მისივე განმარტებით, „ლიბერთის“ საპროცენტო განაკვეთი იმ მინიმუმზე ჰქონდა დაყვანილი, რომლის ქვემოთაც მომგებიანობა თითქმის ნულამდე დადის.

    „დღეს ასეთი ტიპის სესხზე, საუბარია 1000 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხზე, საბაზრო განაკვეთი სხვა ბანკში არის 1000 ლარი და მეტი. ამას გარდა, მსგავსი ტიპის სესხებზე მომხმარებლებს არ სთავაზობენ იმას, რაც „ლიბერთის“ საპენსიო კონტრაქტს მოჰყვება - უფასო განაღდება, უფასო ანგარიში, კომუნალურის უფასოდ გადახდა და ა.შ. რა გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ამ ტენდერის პირობებში ეს საბაზრო განაკვეთი უფრო ნაკლები იქნება? ამის შესაძლებლობას მე ვერ ვხედავ. ამასთანავე, ჩვენ კონკურენციას მივესალმებით და ჯანსაღი კონკურენცია ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედია. თუ ვინმე დათვლის და მისი გაანგარიშებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ ამ ტენდერში არათუ მონაწილეობა, არამედ, საფასო კონკურენციაში ჩაბმაა შესაძლებელი, მოხარული ვიქნებით.

    პროცესები აჩვენებს და გამოჩნდება, თუმცა, ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ ამ ფასის დაწნეხვასა და ამ პირობებში კონკურენციაზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური