პარტნიორობა გენდერული თანასწორობისათვის - FAO-ს, UNDP-ს, UNFPA-ს, და ლიბერთის ინიციატივა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 დეკემბერი 2021 11:16

ლიბერთი ბანკის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ერთობლივი ინიციატივით, სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის, საქართველოს რეგიონებში შეხვედრების ახალი სერია რაჭაში გაგრძელდა.

ამბროლაურში გამართულ  შეხვედრას  დაესწრნენ  რაჭასა და ლეჩხუმში  მცხოვრები ქალები, რომლებიც  FAO-ს ,,სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტში’’ არიან ჩართულნი. მათ ლიბერთის დირექტორის მოადგილემ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით   ირაკლი აბაშიძემ გააცნო ინფორმაცია  ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებაში გენდერული თანასწორობის როლის, ფინანსურ დაგეგმვასა და იმ საბანკო სერვისებზე, რომელსაც ლიბერთი  სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს სთავაზობს.

შეხვედრების მიზანია აამაღლოს სოფლად მცხოვრები ქალების ცნობიერება გენდერული თანასწორობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სათემო მონაწილეობის შესახებ, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ასევე იმ საბანკო სერვისების შესახებ, რაც სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს გამოადგებათ.

უკვე ორი წელია შეხვედრები ლიბერთი  ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება.

,,ლიბერთი სოფლად მცხოვრები ქალების ინფორმირებისა და გაძლიერებისათვის  რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს გაეროს მოსახლეობის ფონდის  საქართველოს ოფისთან და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად.

ჩვენი ახალი სტრატეგია „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“,  მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას გულისხმობს. ჩვენ  განვაგრძობთ  ქალების მხარდაჭერას  და მათი  გაძლიერებისათვის  ხელმისაწვდომი პროდუქტების შექმნას.

ასევე, ლიბერთის ახალი სტრატეგიის  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი ყველაზე დიდი საბანკო ინფრასტრუქტურის გამოყენება, მომხმარებლისთვის  მარტივი მომსახურების   შეთავაზება და რეგიონში  აგრობიზნესის განვითარებაა- განაცხადა ლიბერთი ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, ირაკლი აბაშიძემ.

„მოხარული ვარ, რომ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, გაეროს სააგენტოებმა ძალისხმევა გააერთიანეს და,  კერძო სექტორთან პარტნიორობით, საინფორმაციო შეხვედრები დაგეგმეს. ეს ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და  გენდერული თანასწორობის  საკითხებში  მამაკაცების მეტი ჩართულობისკენაა მიმართული“, - განაცხადა  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენდერული საკითხების კოორდინატორმა ია მირაზანაშვილმა.

სოფლად მცხოვრებ ქალებთან ლიბერთის,     გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მორიგი, ერთობლივი შეხვედრები 2022 წელს  ახალ სამიზნე რეგიონებში გაიმართება.

წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • ვაჟა მენაბდე : ტენდერში გამარჯვება ლიბერთისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

    „ლიბერთი“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე გადაცემა „საქმის“ ეთერში ახალი საპენსიო ტენდერის პირობებსა და „ლიბერთის“ კონკურსში გამარჯვების შესახებ.

    როგორც ვაჟა მენაბდე აცხადებს, „ლიბერთის“ თითქმის 20 წლიანი გამოცდილება, უნიკალური ინფრასტრუქტურული რესურსი და ინსტიტუციონალური ცოდნა არის ის უპირატესობა, რის გამოც ბანკი პენსიების დარიგების კუთხით დღესაც უკონკურენტოა.

    „ინსტიტუციონალური გამოცდილება, პირველ რიგში, რაც ჩვენ გაგვაჩნია და სხვას არავის არ აქვს, რადგან აქამდე ეს საქმე არავის უკეთებია, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

    შესაძლოა, ეს ყველაფერი ზედაპირზე არ ჩანს, მაგრამ 1 200 000 ადამიანს, დაგვიანების გარეშე, საქართველოს ყველა წერტილში, მათ შორის თანხის ბინაზე მიტანით, მოემსახურო, არ არის მარტივი საქმე.

    როგორც გახსოვთ, ტენდერის ჩატარება ჩვენ მოვითხოვეთ, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ და მხოლოდ „ლიბერთიმ“ გადაწყვიტა განაცხადის შეტანა. რა თქმა უნდა, კონკურენციაზე ინფრასტრუქტურამაც იქონია გავლენა, რადგან კოლოსალური ინვესტიციაა საჭირო. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ახალი ფილიალი უნდა გაეხსნა ნებისმიერ ბანკს, ვინც ამ ტენდერის მომსახურებაზე გამოხატავდა სურვილს. არსებული რესურსით არც ერთი სხვა საბანკო დაწესებულება ამისთვის მზად არ არის“ - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

    რაც შეეხება ახალ სატენდერო პირობებს, „ლიბერთის“ წარმომადგენელი განმარტავს, რომ ახალი სატენდერო პირობები ძალაში 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, ე.წ. ‘საპენსიო სესხთან’ დაკავშირებული ცვლილებებიც ამ პერიოდის შემდეგ აღებულ სესხებზე გავრცელდება.

    „ახალ კონტრაქტში რამდენიმე ისეთი ცვლილებაა შესული, რასაც ჩვენ ისედაც, ჩვენი სურვილით ვაკეთებდით. მაგალითად, უფასოდ, საკომისიოს გარეშე, კომუნალურების გადახდა. დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება ამ გაფასახადების გადახდა საკომისიოს გარეშეა ლიბერთიში შესაძლებელი უფროსი თაობის მომხმარებლებისთვის. ასევე, ბანკში თანხის შეტანა-გატანა, განაღდება, ბარათი და ანგარიშის წარმოებას უფასოდ ვთავაზობთ. ეს ამ დრომდეც ასე იყო და ახლა უკვე კონტრაქტშიც ჩაიწერა.“

    „ლიბერთი“-ს წარმომადგენელის თქმით, ე.წ. საპენსიო სესხების პროცენტთან დაკავშირებით წინა პერიოდში არაერთი ბრალდება გაჟღერდა, რომლის თანახმადაც საპროცენტო განაკვეთი ე.წ საპენსიო სესხებზე მაღალი იყო, თუმცა, წინა სატენდერო კომუნიკაციისას დამტკიცდა, რომ ბანკის მიერ შეთავაზებული სესხის პროცენტი საბაზრო და რიგ შემთხვევაში საბაზროზე დაბალიც კი იყო. შესაბამისად, გაჯანსაღდა ტენდერის პირობებიც და შედეგად, შესაძლებელი გახდა საბაზროზე დაბალ ფასად სესხებზე შეთავაზების გაკეთება. კერძოდ, დაწესდა რეფინანსირების განაკვეთს + 15%, რომელიც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან შევა ძალაში.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი

    ლიბერთიმ, ტელესამედიცინო კომპანია “ტელეკლინიკა - MyDoc“-თან და თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან  ერთად საპილოტე პროექტი დაიწყო.

    მარტის და აპრილის თვეებში კასპის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში, MyDoc - მობილური კლინიკის მეშვეობით, უფროსი ასაკის მომხმარებელებსა და სოციალურად დაუცველ პირებს უფასო  სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.

    ლიბერთის მობილური ბანკის მანქანებით მომსახურების პარალელურად, რომელთა მეშვეობით სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში შეუფერხებლად რიგდება პენსია და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, დაიგეგმა ზემოაღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები უფროსი ასაკის მოსახლეობისთვის ადრეულ ეტაპზე სხვადასხვა დაავადების გამოვლენის მიზნით, გულ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და სასუნთქი გზების სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და შესაბამის სპეციალისტებთან ტელესამედიცინო კონსულტაციები. მაღალტექნოლოგიური ტელესამედიცინო, ციფრული აპარატურით აღჭურვილი მიკროავტობუსით კვლევები და კონსულტაციები დაინტერესებულ მოსახლეობას ჩაუტარდა სრულიად უფასოდ.

    ,,ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” სტრატეგიის ფარგლებში განვაგრძობთ უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზებას. მოხარულები ვართ, რომ საპილოტე პროექტის ფარგლებში კომპანია “ტელეკლინიკა MyDoc”-თან  და “თბილისის ამერიკულ ჰოსპიტალთან” ერთად შევძელით ჩვენი მომხმარებლებისთვის  ხელმისაწვდომი გამხდარიყო სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია. ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა საპილოტე პროექტის შედეგებისა და ჩვენი მომხმარებლების გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება. ლიბერთი განაგრძობს გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავის მომხმარებლებს ფინანსურ თუ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას.“  - გიორგი ქოროღლიშვილი, ლიბერთის დისტანციური არხების, ბარათების განვითარების და ლოიალურობის დეპარტამენტის უფროსი.  

    ,, ლიბერთისთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს ლიბერთი ბანკის სოციალური ბარათის მფლობელი ასაკოვანი ადამიანებისთვის სამედიცინო მომსახურებების, მათ შორის ციფრული, სამედიცინო დიაგნოსტიკური სერვისების უსასყიდლოდ გაწევას.

    ერთობლივი, საქართველოსთვის უპრეცენდენტო პროექტის ფარგლებში, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ადგილზე ჩაუტარდათ სადიაგნოსტიკო კვლევები და დისტანციური ტელესამედიცინო კონსულტაციები შესაბამისი დარგის სპეციალისტებან.

    დისტანციურ კონსულტაციებს უზრუნველყოფდნენ ამერიკული ჰოსპიტალის ექიმი სპეციალისტები.

    MyDoc- ის მიერ ყველა ბენეფიციარისათვის შეიქმნა ინდივიდუალური დაცული სამედიცინო ელექტრონული ბარათი, რომელშიც დაგენერირდა ყველა სამედიცინო კვლევის შედეგი, რომლის გამოყენებაც ბენეფიციარებს შეეძლებათ საჭიროებიდან გამომდინარე ნებისმიერ დროს.

    ამ პროექტის მეშვეობით განხორციელდა იმ საჭირო და აუცილებელი თანამედროვე  სამედიცინო სერვისების მაქსიმალურად ახლოს მიტანა მოსახლეობასთან, რომლის საჭიროებაც თვალნათლივია და რომლის მისაღებადაც მოსახლეობას უწევდა დიდი მანძილების დაფარვა და თანხის გადახდა. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ   რეგიონებში, სადაც ექიმ-სპეციალისტთა ნაკლებობაა“ - ირაკლი სასანია, Teleklinika – Mydoc-ის მმართველი პარტნიორი

    Mydoc პირველი ტელესამედიცინო კომპანიაასაქართველოში, რომელიც დაავადებათადიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესებში აქტიურად იყენებს ხელოვნური ინტელექტსა და უახლეს ტელესამედიცინო ტექნოლოგიებს.

    სს ლიბერთი ბანკი არის სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ვიდეო:

    https://www.youtube.com/watch?v=LZgnTPW54hI

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი გახდა

    ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით, საქართველოში დაიწყო მასშტაბური პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE).

    აღნიშნული პროექტის საწყის ღონისძიებას ესწრებოდნენ ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მმართველი დირექტორი, ფრიდრიხ შტიფტი, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მერსი ქორფსის პროგრამის ოფიცერი აზიაში, სიმონა ჰერმეილოვა, RDYE პროექტის ხელმძღვანელი, უჩა ვარამაშვილი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, სს ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, თამარ ზაქარიაძე, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და პროექტის ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები.

    ღონისძიებაზე გაფორმდა ხელშეკრულება სს ‘ლიბერთი ბანკთან, რომელიც პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა.

    ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით,  მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ახორციელებს.

    პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განვითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

    ,,ლიბერთი  „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, იწყებს მჭიდრო პარტნიორობას მერსი ქორფსის საქართველოს წარმომადგენლობასთან. ლიბერთის მხარდაჭერით, სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები და დამწყები  მეწარმეები, შეძლებენ გაიღრმავონ ცოდნა და განავითარონ საკუთარი ბიზნესი.  პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის  მეწარმეობისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას  შეუწყობს ხელს.“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

    მერსი ქორფსი არის საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ადამიანებს შექმნან უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქოს ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. მერსი ქორფსი საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს და ქმნის პროდუქტიულ, მედეგ, სტაბილურ, უსაფრთხო და სამართლიან თემებს სიღარიბითა და კონფლიკტით დაზარალებულ რეგიონებში.

    ლიბერთი ბანკი არის  სიდიდით მესამე სისტემური ბანკი, რომლის აქტივები 3  მილიარდ ლარს შეადგენს  და ემსახურება 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს მთელი საქართველოს მასშტაბით.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

  • UNICEF: „ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა“

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის მიერ 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, ბოლო ერთ თვეში უკრაინაში 100-მდე ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელმა ომარ აბდიმ გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომმა ბავშვთა უფლებების კრიზისი შექმნა. მან, სკოლებზე განხორციელებულ თავდასხმებზე  გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ბავშვებს განათლების უფლებები ჩამოერთვათ რა, ბოლო ერთ თვეში 100-მდე ბავშვი დაიღუპა.

    იმავდროულად, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელის მოადგილე რიჩარდ მილსმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან რუსეთი ყოველდღიურად უკრაინაში საშუალოდ 22 სკოლას ბომბავს.

    რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კი უარყო ეს ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინაში ბავშვებს ისტორიას სწორად არ ასწავლიან.

    თავის მხრივ, გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი სერგეი კისლიცი რუსეთს, უკრაინელი ბავშვების გატაცებაში და უკანონო შვილად აყვანაში ადანაშაულებს.

  • ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის ლიბერთის ახალი ინიციატივა რეგიონებში - "ბიზნეს დიალოგი"

    ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები დაიწყო
    ლიბერთიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია ,,ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.
    ‘ბიზნეს დიალოგის’ მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს
    სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.
    ,, ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.
    ლიბერთის ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ მათი საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები ლიბერთისთვის ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
    ლიბერთი ,,ბიზნეს დიალოგის’ შეხვედრებს, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

    ლიბერთი ბანკის პრეს-რელიზი

     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური