შავ ზღვაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებისა და USS ARLEIGH BURKE-ის მონაწილეობით ერთობლივი წვრთნები ჩატარდა

გამოქვეყნებულია სამხედრო
ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021 15:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდის - "USS Arleigh Burke"-ის მეზღვაურებმა შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.

სწავლებაში სანაპირო დაცვის სამი სადარაჯო ხომალდი: "ოჩამჩირე" (P23), "სოხუმი" (P24) და "დიოსკურია" (P25) მონაწილეობდა.

წვრთნების განმავლობაში ხომალდებმა ტაქტიკური მანევრები შეასრულეს და სხვადასხვა ელემენტის დახვეწაზე ერთობლივად იმუშავეს.

ერთობლივი წვრთნების მიზანი იყო ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფებს შორის გამოცდილების გაზიარება, ეკიპაჟებს შორის ურთიერთქმედების გაუმჯობესება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.

წყარო: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

წაკითხულია 161 ჯერ

Related items

  • როგორ ვიქირაოთ საზაფხულო ბინა ზღვაზე?

    გეგმავთ შვებულებას ზღვისპირა ქალაქში?

    ზღვისპირა ქალაქში დასასვენებლად შვებულების დაგეგმვა უკვე დავიწყეთ. პირველი ლოკაცია - ბათუმი, რომელიც ზაფხულში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და სიცოცხლით სავსე ქალაქია. სანამ ჩანთებს საზაფხულო, თხელი და ჰაეროვანი ტანსაცმლით დავტვირთავთ, პირველ რიგში, აუცილებელია ვიზრუნოთ კომფორტზე, რომელსაც საკუთარ თავს დასვენების დროს უნდა შევუქმნათ.

    არ აქვს მნიშვნელობა, თუ ეძებთ ბინას, რომელიც თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის სივრცული და განცალკევებული იქნება, ან სასტუმროს, სადაც მრავალფეროვანი საუზმით დატკბებით, საიტი, როგორიცაა „dgiurad.ge“ თქვენთვის შესაფერისი ადგილის დასაქირავებლად ვრცელ კატალოგს გთავაზობთ.

    შესაძლოა ამდენი შემოთავაზება თქვენთვის თავბრუდამხვევიც კი იყოს. საზაფხულო ბინის დასაქირავებლად არსებობს რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომლებიც პროცესს უფრო გაამარტივებს და გაახალისებს.

    აირჩიე სწორი საიტი

    არსებობს ასობით ვებსაიტი, რომელიც ადამიანებს საზაფხულო ბინის დაქირავებაში ეხმარება. მაგრამ ზოგი უფრო სანდოა, ვიდრე სხვა. იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იყოთ, გონივრული იქნება განცხადებები უფრო ნაცნობ საიტებზე დაათვალიეროთ.

    მაგალითად, „dgiurad.ge-ს“ უკვე ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს. ვებსაიტის სახელწოდებაც კი მიგვანიშნებს, რომ საიტზე განთავსებულია განცხადებები, სადაც ქირავდება ბინები დღიურად. შეგიძლიათ, მონიშნოთ ნებისმიერი ლოკაცია და იპოვოთ და წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის შესაფერისი ბინა ან სასტუმროს ნომერი.

    აირჩიეთ დასვენების დღეები

    გადაწყვიტეთ, როდის გსურთ დაისვენოთ სანაპიროზე. დროის ფანჯრის არჩევა დაგეხმარებათ შეამციროთ ვარიანტების რაოდენობა.

    გაითვალისწინეთ, რომ წლის გარკვეული პერიოდი პიკის სეზონია, ამიტომ ფასები გაცილებით მაღალი იქნება. ბინები ბათუმში განსაკუთრებით ზაფხულში ძვირდება. თუმცა, გაზრდილი ფასების მიუხედავად, მაინც შეძლებთ იპოვოთ კარგი ბინა, კარგი ადგილმდებარეობით.

    გაითვალისწინე ყველა დეტალი

    მას შემდეგ რაც შეამცირეთ თქვენი დასვენების დღეებისა და დანიშნულების ვარიანტები, საკონტროლო სიის შექმნა შემდეგი დიდი ნაბიჯია. იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენ ადამიანი ადამიანი მიდიხართ, რამდენად ახლოს ან შორს გსურთ იყოთ ქალაქის ცენტრიდან ან სანაპიროდან და გსურთ თუ არა კონკრეტული კეთილმოწყობა? მაგალითად, პარკინგი, ხედი ზღვაზე ან სიახლოვე საკვებ ობიექტთან.

    გაესაუბრე ბინის მფლობელს

    მფლობელთან საუბარი ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მოურიდებლად დასვით რამდენიმე უვნებელი შეკითხვა, რომ გაუზიაროთ თქვენი მოთხოვნები და გაიგოთ მათი პირობები.

    არავის სურს, მივიდეს ნაქირავებ ბინაში და აღმოაჩინოს, რომ წყალი არ მუშაობს ან ბინა არც ისე ახლოს არის ზღვასთან.  მფლობელთან წინასწარ საუბარი უზრუნველყოფს რაც შეიძლება ნაკლები არასწორ კომუნიკაციას. შეგიძლიათ ჰკითხოთ, ბინაში არის თუ არა პლაჟის პირსახოცები, აქვთ თუ არა Wi-Fi და ასე შემდეგ.

    და ბოლოს, დაიქირავეთ!

    როცა ყველა დეტალი გარკვეულია, ჩანთაც ჩალაგებულია და მატარებლის ბილეთებიც ნაყიდია, უკვე მზად ხართ, რომ გაემგზავროთ ზღვისპირა ქალაქში და დაისვენოთ. დამღლელი წლის მერე ყველა იმსახურებს ბათუმის ან სხვა ზღვისპირა ქალაქის მხიარულების შეგრძნებას და კომფორტულ პირობებს შვებულების ბედნიერად და მშვიდად გასატარებლად.

  • სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოში ნატოს 5 ხომალდს მასპინძლობს (ვიდეო)

    საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ. ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები. შენაერთს პირველი რანგის კაპიტანი ხავიერ ნანეზ დე პრადო მეთაურობს.

    ბათუმის პორტში ნატოს ხომალდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი - რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - თორნიკე რიჟვაძე, პოლონეთის ელჩი საქართველოში - მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ დახვდნენ.
    ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ვიზიტი ნათლად ადასტურებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერას საქართველოს ნატოში გაწევრიანების კურსისადმი. საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოსთან აძლიერებს შავი ზღვის უსაფრთხოებას და ხელს უწყობს სტაბილურობას რეგიონში.
    ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდების მონაწილეობით, შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას. ასევე, დაგეგმილია სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების მეორე დონის შეფასების მეორე საფეხურის [NEL-2] გავლა, რაც შეფასების 4-წლიანი პროცესის ბოლო ფაზას წარმოადგენს.
    ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.
     

  • შავ ზღვაში ნატო-საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.
    მათი მონაცემებით, სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
    ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აილენდის კლასის ხომალდები - "დიოსკურია" და "ოჩამჩირე" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები: "REGINA MARIA" (რუმინეთი), "KEMALREIS" (თურქეთი) და "SMELI" (ბულგარეთი).
    წვრთნების მიზანია საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.
    კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერის მკაფიო გზავნილია. მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს შავი ზღვის პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია.
    ერთობლივი წვრთნები საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით განხორციელდა.

     

     
  • აშშ-ს სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი მისიით შემოვიდა

    ამერიკის შეერთებული შტატების /აშშ/ სამხედრო ხომალდი „დონალდ კუკი“ /DDG 75/ შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" აშშ-ს საელჩოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. 
    მათი ინფორმაციით, „შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა" - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
    აშშ-ის საზღვაო ძალები შავ ზღვაში რუტინულ ოპერაციებს ნატოს მოკავშირე და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ატარებს. მათ შორისაა: ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. მსოფლიოს ინტერესებშია, რომ შეინარჩუნოს სტაბილური, წარმატებული შავი ზღვის რეგიონი და შეაკავოს აგრესიული აქტორები, რომლებიც საკუთარი მიზნებისთვის დესტაბილიზაციას ცდილობენ.

     

  • მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 2020 წლის საზღვაო სეზონს სიახლეებით ხვდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პრეს-სამსახური იუწყება.

    შავი ზღვის სანაპირო ზოლს სეზონურ მაშველთა გაზრდილი რაოდენობა გააკონტროლებს. მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე 355 მაშველი, მათ შორის 15 გოგო მაშველი იზრუნებს. თითოეული მათგანი განახლებული უნიფორმით იმუშავებს და ევროპული სტანდარტის შესაბამისად იქნება აღჭურვილი. აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონების ტერიტორიაზე, ასევე, მობილიზებული იქნება 6 კატარღა, 7 ნავი და 27 სკუტერი. პროცესში ჩაერთვება 1 სამაშველო და 3 სადაზვერვო დრონი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე განაახლა და დაამატა სამაშველო კოშკურები, რომელთა რაოდენობა სულ 108 იქნება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ დაემორჩილოთ მაშველთა მითითებებს, არ იცურავოთ აკრძალულ ზონებში, არ შეხვიდეთ ზღვაში შტორმის დროს. შეგახსენებთ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე ცურვა კატეგორიულად აკრძალულია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური