ქართველი მოციგურავე ანასტასია გუბანოვა ხორვატიის ტურნირის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 დეკემბერი 2021 11:31

ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის "Golden spin of Zagreb- 2021" ის საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ღებულობდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ფიგურული ციგურაობის ფედერაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით შეძლო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გამხდარიყო.

ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის შემდეგ მეორე საერთაშორისო სტარტი იყო ამ სეზონზე. მიღწეული შედეგი საკმაოდ დამაიმედებელი მესიჯია ფედერაციისათვის მომავალ ტურნირებშიც ანსტასიას ასეთივე წარმატებული გამოსვლებისა.ვულოცავთ ანასტასია გუბანოვას ამ დამსახურებულ გამარჯვებას სეზონის მეორე ნახევარში დაგეგმილი სტარტების წინ.

წაკითხულია 246 ჯერ

Related items

  • ახალი სპორტული სეზონის წარმატებული დასაწყისი!
    გრან პრის ეტაპებში (ფიგურული სრიალი) მონაწილეობის ისტორიაში, პირველად, საქართველომ შეძლო ქალთა კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ამასთან, ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის 193, 11 ქულით საუკეთესო შედეგი აჩვენა!
    შეფილდში გამართულ ეტაპზე სულ 10 ქვეყნის 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. ანასტასია გუბანოვა საქართველოს სახელით 2021 სეზონიდან გამოდის და ამ მოკლე პერიოდის მანძილზე მან უკვე საკმაოდ მაღალ შედეგებს მიაღწია, როგორც გასული სეზონის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.
    გრან პრის ეტაპზე შეფილდში საქართველოს სახელით იგი პირველად ასპარეზობდა, მისი ეს სადებიუტო გამოსვლა მესამე ადგილითა და ბრინჯაოს მედლით დასრულდა, რითიც მან გრან პრის სარეიტინგო აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.
    გრან პრის მეორე ეტაპი ქართველი სპორტსმენისათვის ორი კვირის შემდეგ ფინეთის ქალაქ ესპოში გაიმართება.
  • კ. საფინამ და ლ. ბერულავამ ღირსეულად იასპარეზეს და მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელები გახდნენ
    24 მარტს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი სპორტულ წყვილებში. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
    ჩვენმა დებიუტანტმა წყვილმა, კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ ღირსეულად იასპარეზეს ჩემპიონატის ორივე სატურნირო დღეს და მოკლე და თავუსფალი პროგრამების ჯამში 191. 74 ქულით მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილის მფლობელი გახდნენ. სპორტულ წყვილებში და არა მარტო, ასეთი მაღალი შედეგი საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, რომელსაც ქართველმა
    სპორტსმენებმა მიაღწიეს მსოფლიო ჩემპიონატების დონეზე. ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-4 და 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მე- 9 პოზიციით კარინა საფინა და ლუკა ბერულავამ დაადასტურეს თავიანთი მაღალი სპორტული რეიტინგი და 2022 წლის სპორტული სეზონის საუკეთესო
    შედეგები აჩვენეს უფროსების კატეგორიაში. საფინა- ბერულავას სპორტულმა წყვილმა ეს ჩემპიონატი ევროპელ სპორტულ წყვილებს შორის პირველი პოზიციით დაასრულა და საპრიზო ადგილები მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და კანდის წყვილს დაუთმო . ამ შედეგით საქართველომ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი სპორტული წყვილით მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა, რაც ძალზე მნიშვნელოვანი შედეგია სპორტსმენთა მეტი მოტივაციისა და ფედერაციის მიერ მომავალი წლის სეზონის აქტიურად დასაგეგმად.
  • ქართველ ფიგურისტთა წყვილი 12 ქვეყნის 14 მონაწილეს შორის 67,36 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება

    დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ფიგურულ ციგურაობაში, რომელშიც ქართველი სპორტსმენები ყველა კატეგორიაში ასპარეზობენ. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, პირველები ჩემპიონატზე ქალები და სპორტული წყვილები გამოვიდნენ.

    ქართველმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ღირსეულად, პრაქტიკულად უშეცდომოდ იასპარეზეს და 12 ქვეყნის 14 მონაწილეს შორის 67,36 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფებიან თავისუფალი პროგრამის წინ, რაც ნამდვილად მაღალი შედეგია ჩვენი დებიუტანტი წყვილისათვის, რომლებიც უფროსების კატეგორიაში პირველად ასპარეზობენ ისეთი რანგის საერთაშორისო ტურნირზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია. ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა ქალების ტურნირიც.

    27 ქვეყნის 33 მონაწილეს შორის ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ მე- 14 საშუალედო ადგილზეა და 62,59 ქულით რეალური შანსები აქვს მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრისა. თავისუფალი პროგრამები სპორტულ წყვილებში 24 მარტს, ქალებში კი 25 მარტს გაიმართება.

  • ვუოკატიმ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მეორედ გაუღო კარი

    ფინეთის ვუოკატიში სტარტი აიღო ევროპის XV ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალმა. ამ მულტისპორტულ შეჯიბრებაში 44 ქვეყნის წარმომადგენელები სპორტის 9 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, ბარის თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ჰოკეი, ჩრდილოური ორჭიდი, შორტ ტრეკი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) მედლების 42 კომპლექტს გაითამაშებენ. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" ოლიმპიურ კომიტეტში განუცხადეს.

    მათი თქმით, საზეიმო გახსნის ცერემონიალზე მონაწილეებს მიესალმნენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი სპიროს კაპრალოსი და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მიკა კილპელაინენი.

    ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენებს აერთიანებს.

    საქართველო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებზე 1995 წლიდან მონაწილეობს. 1997 და 2017 წლებში ფიგურულ ციგურაობაში ფესტივალის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ ვახტანგ მურვანიძე და ნიკა ეგაძე.

    ვუოკატიში საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სამთო თხილამურობა) 6 სპორტსმენით იასპარეზებს.

    აღსანიშნავია, რომ ვუოკატის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის გამოცდილება უკვე აქვს. 2001 წელს ფინეთის ამ ქალაქში რიგით მეხუთე ფესტივალი ჩატარდა. მას შემდეგ 21 წელი გავიდა, ამ ხნის განმავლობაში კი ფესტივალი გენდერულად დაბალანსებული გახდა. ისტორიაში პირველად, ვუოკატიში გოგოებიც და ბიჭებიც სპორტის ყველა სახეობაში არიან წარმოდგენილი.

    საქართველოს ნაკრები:

    1. ანა დეა გულბიანი-შმიდტი (ფიგურული ციგურაობა)
    2. ალან გობოზოვი (ტრამპლინიდან ხტომა)
    3. ესმერალდა გობოზოვა (ტრამპლინიდან ხტომა)
    4. ირაკლი არღვლიანი (სამთო თხილამურობა)
    5. ლუკა ბუჩუკური (სამთო თხილამურობა)
    6. მიხეილ ჩართოლანი (სამთო თხილამურობა).

  • ანასტასია გუბანოვამ პეკინის თამაშებზე გამოსვლა მე-11 ადგილით დაასრულა

    პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მეცამეტე საშეჯიბრო დღეს მოციგურავე ქალებმა თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს და მედლებიც გაინაწილეს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    მათი თქმით, საქართველოს წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა უშეცდომოდ შეასრულა და მსაჯებისგან მისთვის საუკეთესო - 135.58-ქულიანი შეფასება მიიღო. იქამდე კი გუბანოვას საუკეთესო მაჩვენებელი (134.41) Finlandia Trophy-ის 2021 წლის ტურნირზე ჰქონდა.

    საქართველოს ნაკრების წევრმა ორი დღით ადრე მოკლე პროგრამა 65.40 ქულით და მეათე შედეგით დაასრულა. მეათე შედეგი აჩვენა დღესაც. აი, ორივე პროგრამის ჯამში კი 200.98 ქულა დააგროვა და პეკინის თამაშებზე გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა. გუბანოვამ მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინა და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოადგინა ზამთრის ოლიმპიადაზე.

    შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღით ადრე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა ყინულზე ცეკვებში მე-19 ადგილი დაიკავა. კაცთა ერთეულებში მეათე შედეგით დაასრულა ასპარეზობა მორის ყვითელაშვილმა, გუნდურში კი, სადაც საქართველოს ნაკრებს დებიუტი ჰქონდა, მეექვსე ადგილი დავიკავეთ.

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური