შსს-ს დანაყოფებს სომხეთის პოლიციის უფროსი დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 10 დეკემბერი 2021 17:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს - ვაჰე ღაზარიანს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა და მომსახურების სააგენტოს დირექტორმა - ბესიკ ტეფნაძემ უმასპინძლეს. სააგენტოს დირექტორმა დელეგაციის წევრებს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის შენობა დაათვალიერებინა და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების პროცესსაც გაეცნენ. სააგენტოში ვიზიტის დასასრულს, სომეხ სამართალდამცველებს საჩუქრად სახელობითი სანომრე ნიშნები გადაეცათ.

საქართველოს ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პოლიციის დელეგაციის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოინახულეს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორმა - გიორგი არსოშვილმა სტუმრებს საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო. იგი დელეგაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ესაუბრა.
სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის წარმომადგენლებს შსს-ს აკადემიაში მინისტრის მოადგილეებმა: ალექსანდრე დარახველიძემ და გიორგი ბუთხუზმა, ასევე რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა უმასპინძლეს. სტუმრები სასწავლებლის საქმიანობის სპეციფიკას და ინფრასტრუქტურას გაეცნენ. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადების შენობები.
წაკითხულია 217 ჯერ

Related items

  • სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.

    სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.

    განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.

     

  • ყარაბაღში სიტუაცია ისევ დაიძაბა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ყარაბაღში, არალეგალური სომხური შეიარაღებული ელემენტების რამდენიმე პოზიცია განადგურდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

    ხოლო ყოფილი აღდერეს პროვინციის ანუ, იუქარი ორატაღის დასახლებაში განხორციელდა ავიაიერიში, რის შედეგადაც განადგურდა და დაშავდა ცოცხალი ძალა, ასევე რამდენიმე ჰაუბიცა, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებები და დიდი ოდენობით საბრძოლო მასალები.

    აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ დაიწყო კონტრტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით, „ანგარიშსწორება“, რომლის ფარგლებში მთიან ყარაბაღში რამდენიმე სიმაღლეზე დაამყარეს კონტროლი.

    მათივე ინფორმაციით, ოპერაციები განხორციელდა იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამშვიდობო კონტინგენტია განლაგებული.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა აღნიშნული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო რაც, არალეგალური სომხური შეიარაღებული ფორმირებების მხრიდან აზერბაიჯანის პოზიციების მიმართ ცეცხლი იქნა გახსნილი, რის შედეგადაც ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.

    მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოპერაციების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

    წყარო: https://www.trt.net.tr/georgian/regioni-da-sak-art-velo/2022/08/04/qarabag-shi-situac-ia-isev-daiz-aba-1863453

  • ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა

    გუდაურში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.

    ვახტანგ გომელაურმა გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

    „მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი.

    სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამოიყვანეს დაშავებული ქართველი ვინც იყო, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა გომელაურმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, გუდაურში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა.

    ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

    მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.

  • შსს-ს განცხადება, შვეულმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით

    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

    დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

    ამ ეტაპზე, დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.

    საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

  • პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა
    პოლიციამ ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.
    პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.
    განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
    შეგახსენებთ, რომ გუშინ ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა. ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
     
    შსს-ს პრეს-სამსახური
     

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური