თამარ მეფისა და დავით სოსლანის ისტორია თეატრალურ სცენაზე

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 06 დეკემბერი 2021 17:10

თბილისი. 6 დეკემბერი 2021 – თამარ მეფისა და დავით სოსლანის კავშირი ქართულ-ოსური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული სიმბოლოა. 25 ნოემბერს, ამ დინასტიური ქორწინების ამბავი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ხანის ფონზე ვითარდებოდა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე გაცოცხლდა.

თეატრალური ტექსტის ადაპტირება ნინო პოპიაშვილს, ხოლო რეჟისურა თამარ ხიზანიშვილს ეკუთვნის. პროექტის განხორციელებაზე იზრუნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „კავკასიური მოზაიკა“ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

სპეკტაკლში მონაწილეობენ ეთნიკურად ქართველი და ოსი მსახიობები - თინათინ კობალაძე, მანანა ცინცაძე, ლილი ხურითი, ნანა ხურითი, ვაჟა ფუხაევი, ვიქტორია იუსოევა და მეგი თედეევა. მუსიკალურ გაფორმება ეთნიკურად ქართველ და ოს კომპოზიტორებს ეკუთვნის, ხოლო ტექსტში გამოყენებულია ციტატები „ვეფხისტყაოსნიდან“ ქართულ და ოსურ ენებზე.

სპეკტაკლში დიდი ადგილი ეთმობა ქალების როლს იმდროინდელი სამყაროს პოლიტიკურ ცხოვრებასა და დიპლომატიურ სამსახურში. მაგალითად, მოთხრობილია ხუაშაქ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის ამბავი - თამარ მეფის ცნობილი დესპანი ქალების, რომლებმაც მეამბოხე თავადთან წარმატებული სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოეს.

„მე-12 საუკუნე ცნობილია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ოქროს ხანა და „ქართული რენესანსი“. სწორედ ამ ისტორიულ პერიოდში, ქართველებისა და ოსების ურთიერთობა განსაკუთრებით მჭიდრო იყო, რასაც რამდენიმე დინასტიური ქორწინება მოწმობს. ამ ღირსშესანიშნავი ამბების გაცოცხლება მნიშვნელოვანია იმ ისტორიული კავშირების გასახსენებლად, რომლებიც კავკასიაში ყოველთვის არსებობდა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

2018 წელს, „კავკასიური მოზაიკის“ ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის მხარდაჭერით,  უძველესი კავკასიური ეპოსის, „ნართების თქმულებების“, თეატრალური ადაპტაცია შეიქმნა. წარმოდგენას წინ უძღოდა „ნართების თქმულებების“ ბავშვებისთვის ადაპტირებული ილუსტრირებული ვერსიის გამოცემა ქართულ და ოსურ ენებზე. „თამარ მეფე და დავით სოსლანი“ აგრძელებს ამ თეატრალური ადაპტაციების რიგს, რომლებიც ქართველებისა და ოსების დაახლოებას, კონფლიქტის მოგვარებასა და მშვიდობის მშენებლობას ემსახურება.

ევროკავშირი (EU), ბრიტანეთის მთავრობა და UNDP მხარს უჭერენ ამ ინიციატივებს მათი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კონფლიქტით გამიჯნულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება. ამ დახმარების მეშვეობით, 2010 წლიდან, 200-ზე მეტი წარმატებული პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვანად გაზარდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საქმეში და ხელი  შეუწყო ამ მხრივ ახალი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას.

წყარო: UNDP საქართველო

წაკითხულია 287 ჯერ

Related items

  • საქართველოში გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე აღინიშნა

    24 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.

    კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ. გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში", დასძინა საბინე მახლიმ.

    რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

    საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა. ასევე შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. 

    გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". აგრეთვე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ. 

    საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეების და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

    კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული უგემრიელესი ტორტი გაიჭრა.

    შეგახსენებთ, რომ 77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და  ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.

    მიმდინარე წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ერთიანი ოჯახის წევრი გახდა.

    ავთანდილ ოთინაშვილი

     

  • გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე საზეიმო კონცერტით აღინიშნება

    24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.

    რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგებიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე,  თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

    შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდება 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.

    საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.

  • 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა ყაზახური ფილმების საბოლოო ჩვენება

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ 20 ოქტომბერს გაიმართა ყაზახური ფილმების საბოლოო ჩვენება ამ ღონისძიების ფარგლებში. ორი დღის განმავლობაში, მნახველს შეეძლო სტუმრობა ადგილზე და იმ რეალისტურლი, ცხოვრებისეული და მრავალი შინაარსის მატარებელი ფილმების ხილვა, რომელიც დიდ აღფრთოვანებასა და მოწონებას პოვებს მსოფლიო მნახველის თვალით. აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმართებოდა, საკუთარო მოკრძალებული წვილი შეიტანა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთმეგობრობის უდიდეს საქმეში.

    შეგახსენებთ, რომ 19 ოქტომბერს, საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაიმართა კულტურული განვითარების კიდევ ერთი მეტად მნიშნველოვანი და სასიხარულო ღონისძიება. კონკრეტულად - ყაზახური კინოს დღეები საქართველოში, რომელიც გაგრძელდება 20 ოქტომბრამდე. აქ ასახული ფილმებით ნათლად შეიძლება, მაყურებლის გარდასახვა იმპროვიზებულ წარმოდგენაში. აღსანიშნავია, რომ აქ ნაჩვენები ფილმები, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო საზოგადოებაში. დღევანდელ ღონისძიებას, ესწრებოდნენ თავად მსახიობებიც, რომლებიც იღებენ სხვადასხვა დადებით შთაბეჭდილებებს მნახველთა გადმოსახედიდან.

    როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზი „ყაზახური კინოს დღეებს“ მასპინძლობს. პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს. ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს უკვე იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire" (2021); 20 ოქტომბერს 17:00 საათზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე - რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.
     ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.
  • კორონავირუსის კრიზისის დროს უკრაინის კულტურა საფრთხის ქვეშ დგას

    ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინის მთავრობას შეუძლია შესწიროს უკრაინის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება „ევრომაიდანის“ შემდეგ - მისი კულტურა. 2020 წელს ფინანსთა სამინისტრო გეგმავს კულტურისთვის დაფინანსების შემცირებას 7 მილიარდი გრივნით. UkraineWorld- მა შეისწავლა ეს საკითხი და გაიგო თუ რატომ მიიჩნევს ზოგიერთი შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენელი, რომ ამან შეიძლება კატასტროფა გამოიწვიოს.

    27 მარტს ათასობით უკრაინელი შეუერთდა ონლაინ პროტესტს სახელწოდებით "არა კულტურის განადგურებას!". ეს ინიციატივა იყო სასოწარკვეთილი პასუხი მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით, რომ შეამციროს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები და გადანაწილდეს ეს თანხები უკრაინაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

    მაგრამ ქვეყნის კულტურული სექტორის ექსპერტები აფრთხილებენ ყველას: სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სფეროების დაფინანსების შემცირება, კერძოდ, კინო, წიგნები და ტურიზმის განვითარება, დიდ დანაკარგებს გამოიწვევს, როგორც პირად გეგმებში, ისე ეროვნული მასშტაბით. აქ მოცემულია უკრაინული კულტურის წარმომადგენლების რამდენიმე ძირითადი არგუმენტი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გადაწყვეტილებას კულტურის ბიუჯეტის დაფინანსების შემცირების შესახებ. 

    იულია სინკევიჩი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გენერალური პროდიუსერი:

    ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო განვითარებულ ქვეყნებში და, თუნდაც ნაკლებად განვითარებულში, მთავრობები არ ამცირებენ კულტურის სფეროს ბიუჯეტს, არამედ ქმნიან დამხმარე ფონდებს. ისინი კი გაცილებით აღემატება დაგეგმილ ბიუჯეტს, მსოფლიოში არსებული კორონავირუსული ვითარების მიუხედავად.

    დიდმა ბრიტანეთმა შემოიტანა 160 მილიონი ფუნტის სწრაფი დახმარების რეაგირების პაკეტი თავისი კულტურული სექტორისთვის, გერმანიამ გამოყო 50 მილიარდი ევროს დახმარება კრეატიული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, ხოლო იტალიამ - 130 მილიონი ევრო თეატრსა და კინემატოგრაფიაში არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.

    ნიკოლაი კნიაჟიტსკი, პარლამენტის ჰუმანიტარული და ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი:

    ჩვენი კომიტეტი ერთხმად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული კულტურისთვის ბიუჯეტის შემცირების საკითხს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. საკარანტინო რეჟიმის დროს ადამიანებს უნდა ჰქონდეთ წიგნების წაკითხვისა და ფილმების ყურების შესაძლებლობა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან სექტორებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვირუსული ომის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს უკრაინის აღმოსავლეთში.

    ”აშკარაა, რომ თუ ჩვენ საკუთარ კულტურულ პროდუქტებს არ წარვადგენთ, ამ ნიშას რუსული კულტურული პროდუქტი დაიკავებს”.

    ჩვენ გვესმის, რომ უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ საკარანტინო რეჟიმის გამო, არაერთი კულტურული ღონისძიება აღარ გაიმართება. ეს ხარჯები შეიძლება შემცირდეს და გადაეცეს ჯანდაცვის მუშაკებს ან სხვა სოციალურ მუშაკებს საჭიროებებისთვის. ამასთან, აუცილებელია ეროვნული კინოს სხვაგვარად მხარდაჭერა. მაგალითად, უკრაინის კულტურულმა ფონდმა ან უკრაინის სახელმწიფო ცენტრმა შეიძლება გამოაცხადოს სცენარის კონკურსი, რათა ხალხს მისცეს შესაძლებლობა დაგეგმოს და მოამზადოს მომავალი გადაღებები.

    გასულ წელს, უკრაინის წიგნების ინსტიტუტმა გამოყო 100 მილიონი გრივნა ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შესაძენად. წელს, თანხა 20 მილიონამდე შემცირდა და არავის აინტერესებს გამომცემლობების და წიგნების მაღაზიების შემდგომი ბედი.

    თქვენ ასევე უნდა იფიქროთ რეგიონებზეც. უკრაინამ შეამცირა დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის და პირველი, რასაც ისინი აკეთებენ, არის კულტურაზე ხარჯვითი ნაწილის შემცირება.

    ანნა მაჩუხი, უკრაინის კინოაკადემიის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი:

    ჩვენი აკადემიის ამოცანაა უკრაინული კულტურის პოპულარიზაცია, მაგრამ ამჟამად საერთოდ მის გადარჩენაზე ვსაუბრობთ.

    ”კულტურული ცხოვრების ხანმოკლე შეფერხებაც კი საფრთხეს უქმნის ერის გადარჩენის საკითხს. წლის განმავლობაში დაპაუზებამ კი, სულ მცირე, რამოდენიმე წლით შიძლება უკან დაგვხიოს“.

    2006-დან 2010 წლამდე მაქსიმუმ 1-2 ფილმი გვქონდა გადაღებული. 2011 წელს კინოთეატრებში არცერთი უკრაინული ფილმი არ გადიოდა. უკრაინული კინოს ეგრეთ წოდებული რენესანსის დროს, 2009-2019 წლებში გამოვიდა 100-ზე მეტი უკრაინული ფილმი. ახლა ჩვენ აღარ ვლაპარაკობთ ფილმების რაოდენობაზე, არამედ ვსაუბრობთ მის ხარისხზე. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ უკრაინას თავისი ადგილი აქვს მსოფლიო კინოში.

    10 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული ამჟამად კინოინდუსტრიაში, და არის საფრთხე, რომ აღნიშნული სექტორი შეიძლება სახელმწიფო დახმარების და საარსებო წყაროს გარეშე დარჩეს.

    პაველ სუშკო, პარტია "ხალხის მსახურის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე:

    როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატს და უკრაინაში კინემატოგრაფიისა და რეკლამირების სფეროში შემავალი ქვეკომიტეტის ხელმძღვანელს, მიუღებლად მიმაჩნია კულტურის სფეროს დაფინანსების შემცირება.

    როგორც კი გავიგეთ შესაძლო სეკვესტრის შესახებ, კომიტეტში ყველანი ერთ მუშტად შევიკარით. აქვე ჩვენ წარმოვადგინეთ მონაცემები თუ რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს მოიტანს ამ გადაწყვეტილების აღსრულება:

     

    1. საწარმოთა დაშლა ეკონომიკის კრეატიულ სექტორში;

    2. კრეატიული ეკონომიკის პროდუქციის ექსპორტის შემცირება;

    3. უმუშევრობის ზრდა კინოწარმოების, ტურიზმისა და ბეჭდვის სფეროში;

    4. ადამიანური რესურსის და პოტენციალის დაკარგვა;

    5. უკრაინის მოსახლეობის კულტურის ზოგადი დონის დაქვეითება, ასევე დანაშაულის და „სოციალური“ დაავადებების ზრდა;

    6. უკრაინული საზოგადოების მულტიკულტურული ბუნების გაცნობიერების არარსებობა და პატრიოტიზმის დონის ზოგადი ვარდნა;

    7. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების განვითარების პროცესების შენელება და ა.შ.

     

    ირმა ვიტოვსკაია, უკრაინელი მსახიობი:

    ეს 90-იანი წლების კოშმარს მაგონებს. მე ვარ უკრაინის კულტურული ფონდის ერთ-ერთი ექსპერტი, რომლის მრავალი პროექტი ახლა გაურკვევლად არის შეჩერებული. მაგრამ კინემატოგრაფია ტექნიკურად რთული სფეროა, რომელიც ახლახან შევქმენით.

    ჩვენ უნდა ვეძიოთ კომპრომისული შესაძლებლობები. კულტურა ქმნის ეთიკის კოდექსს, რომელიც მნიშვნელოვანია იმ სირთულეების ფონზე, როგორიცაა კორონავირუსული პანდემია. ეს არის როგორც გამოწვევა, ისე „მარკერი“, რომელიც საზოგადოებაში ბევრ რამეს აღნიშნავს.

    ”ჩვენ არ ვიცით როგორი იქნება საგარეო ატმოსფერო, ასე რომ, მორალური კოდექსი, რომელსაც კულტურა გვაძლევს, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვივდნენ”.

     მათთვის, ვინც ფილმებზე მუშაობს, დაპაუზების ერთი წელი შეიძლება ათი წელი გახდეს. ეს არის ინფორმაციის უსაფრთხოების, კრეატიულობის და კონკურენტუნარიანობის საკითხი. ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ამ სფეროს გაჩერება მეტად კრიტიკულია. ჩვენ შეგვიძლია დავკარგოთ ყველაფერი ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შევქმენით.

     

    აღნიშნული სტატია პირველად გამოქვეყნდა საიტზე «UkraineWorld».

    ავტორი: ირინა მატვიიშინ

    ჟურნალისტი და ანალიტიკოსი UkraineWorld- ში «Интерньюз-Украина»- ში.

  • თბილისში, 2 მაისს იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“

    თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“, 2019 წლის 2-5 მაისს, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

    2019 წლის 27 აპრილი, თბილისი - 2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“ (მ. კოსტავას ქუჩა # 36/1), 2-დან 5 მაისამდე. კინოფილმები იქნება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები ხელისაწვდომია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: Official Facebook page of the festival .

    ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018)  ჩვენებით, რომელიც გაიმართება 2 მაისს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. მოგვიანებით, 3-5 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (რეჟისორ ვოლოდიმერ ტიხის მხატვრული ფილმი, 2017 წელი),  “ვულკანი” (რეჟისორ ტომან ბონდარჩუკის მხატვრული ფილმი, 2018 წელი), კომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული), „როდესაც ხეები ეცემიან“ (მარუსია ნიკიტიუკის ფილმი, 2018) და რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები).

    უკრაინული კინოფესტივალის 5-წლიანი ისტორიის ტრადიციის კვალდაკვალ, სპეციალური პროგრამა მომზადდა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შემდეგი თანამედროვე ფილმების ნახვა: „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

    საფესტივალო ფილმების ბილეთები სიმბოლურ 1 ლარად ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: biletebi.ge, tkt.ge და kinoafisha.ge. შესაბამისად, თავისუფალი ადგილებისთვის რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

    ფესტივალის მთავარი პროგრამის გარდა, 4 მაისს, 14:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკა და დარია პოლუნინა ბავშვებისთვის ჩაატარებენ მსახიობის ვორკშოპს. ეს ღონისძიება ბავშვებს ჩართავს კინოს მაგიურ სამყაროში და მათ მისცემს მსახიობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

    ღონისძიების ორგანიზატორის მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, უკრაინულ კინოს სამყაროს გაცნობას და ფესტივალიდან რაღაც განსაკუთრებულს წაღებას“.

    ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით.

    ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=380515422541700 

ბიზნეს ნიუსი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში  ლიბერ...

პოპულარული

« February 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური