კახა კუჭავა: პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021 15:48

„დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-13 ყოველწლიური ასამბლეის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, მთავრობებსა და პარლამენტებს შორის კავშირებთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ ერთი - სამოქალაქო საზოგადოების და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულება აქტიურია, რაც დადებითად აისახება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სამუშაო პროცესზე.

სიტყვით გამოსვლისას, კახა კუჭავამ ყურადღება დღეს არსებულ პოლარიზაციაზე გაამახვილა.

მისი თქმით, პოლარიზაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ეს ის საკითხია, რომელიც მსოფლიოს ბევრ სახელმწიფოს აღელვებს.

„პოლარიზაციის შემცირება არ გახლავთ რომელიმე ერთი, კონკრეტული ჯგუფის საქმე - მას საერთო ძალისხმევით უნდა გავუმკლავდეთ. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას. მით უმეტეს, რომ საქართველო ისედაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის მძიმე შედეგებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით, თუ კოვიდ-19 პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მნიშვნელოვნად დააზარალა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კახა კუჭავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია, პოლარიზაციის შემცირებაში არსებითი როლის შეასრულოს.

„საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, პარლამენტი ქვეყნის მმართველობითი სისტემის და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენს. შედეგად, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, პარლამენტის წევრებს, საპარლამენტო სუბიექტებს შეუძლიათ აქტიურად გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, მათთვის მინიჭებული ახალი, ძლიერი და ეფექტიანი ინსტრუმენტებით აქტიურად ჩაერთონ თემატურ განხილვებში, კონსტრუქციულად წარმართონ საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესი. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი არის ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა იმისათვის, რომ უწყებები კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე აისახება. სწორედ ეს იქნება ევროპული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა და ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენი საზოგადოების რწმენას ევროპული ინსტიტუტების და ღირებულებების მიმართ, კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მხოლოდ ერთობლივ ძალისხმევაშია წარმატების, გამარჯვების გასაღები და ამ წარმატების მიღწევაში, სამოქალაქო საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.

„ჩემი თხოვნაა, ერთად ვიშრომოთ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, შინაარსიანი, კონსტრუქციული დისკუსიების კულტურის დამკვიდრებაში. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, გეტყვით, რომ პარლამენტი ღიაა თანამშრომლობისთვის. სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება, ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნის საქმეს ემსახურება. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის არცერთი ჩვენგანის ინტერესი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ერთად ვიფიქროთ, დავგეგმოთ, ვიშრომოთ პოლარიზაციის შემცირებისთვის და ამით ხელი შევუწყოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

წაკითხულია 161 ჯერ

Related items

  • გურბანგული ბერდიმუხამედოვი თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის ორდენით დაჯილდოვდა

    თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუხამედოვი დაჯილდოვდა რუსეთის ფედერაციის თათარსტანის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი-ორდენით თათარსტანისთვის გაწეული ღვაწლისთვის, წერს დღეს ოფიციალური პრესა.

    დაჯილდოების ცერემონია ხუთშაბათს თათარსტანის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. თათარსტანის ხელმძღვანელის განკარგულებით, ჯილდო გადაეცა ჰალკ მასლახატის მილი გენგეშის თავმჯდომარეს თურქმენეთსა და თათარსტანის რესპუბლიკას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერაბაში შეტანილი  განსაკუთრებული  ღვაწლისთვის.

    ცერემონიაზე გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია, რასაც იგი აღიქვამს, როგორც ძმური თათარსტანის დიდი პატივისცემას თურქმენეთისა და თურქმენული ხალხის მიმართ.

    თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ დღეს თურქმენეთისა და თათარსტანის თანამშრომლობა მოიცავს ფართო სპეკტრს და აშხაბადი მზადაა გააგრძელოს ორმხრივი პარტნიორობის განვითარება ყველა სფეროში.

  • ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილების გაზიარება - შ. პაპუაშვილი

    „იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

    პარლამენტის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

    მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება.

    „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე, ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

  • საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ეწვია

    საქართველოს, ოფიციალური ვიზიტით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

    აეროპორტში მაღალი დონის სტუმარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი დახვდნენ.

    ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს.

    შეხვედრის დასრულების შემდეგ, სპიკერები პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

    მილოშ ვისტრჩილი საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

    დაგეგმილია ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა ქართველ კოლეგებთან.

    ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტი ჩეხურ-ქართული ბიზნესფორუმის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას.

    მილოშ ვისტრჩილი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მოინახულებს საოკუპაციო ხაზს სოფელ ოძისში.

    დაგეგმილია შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

  • შალვა პაპუაშვილი - ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება

    პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა.

    მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებული ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა.

    შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

    შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში რუსულ აგრესიაზე.

    პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.

    პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს განაცხადზე ევროკავშირის წევრობაზე და აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი კითხვარის შევსებაზე.

    შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც 2022 წლის მეორე ნახევარში ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას.

    მხარეებმა ისაუბრეს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე საქართველოში და ხაზი გაუსვეს მის მნიშვნელობას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

  • შალვა პაპუაშვილ - შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს, ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

    შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი რეგიონული გამოწვევების გათვალისწინებით. მისი თქმით, PABSEC-ი კარგი პლატფორმაა რეგიონული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.

    შეხვედრაზე მიმოიხილეს უკრაინასა და შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა, რომ რუსული აგრესია უკრაინაში მძიმე შედეგების მომტანი იქნება რეგიონისთვისა და მსოფლიოსთვის.

    გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა ქვეყნების მიერ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მხარდაჭერის მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.

    მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა შავი ზღვის რეგიონში ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური