გაფორმდა შეთანხმება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მლნ ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021 11:48

2021 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელმა ბირგიტ ჰოლდერიდ-კრესმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული 3 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ეს დახმარება მოხმარდება კოვიდ პანდემიისაგან დაზარალებული ოჯახების სოციალურ დაცვას. ეს გრანტი დაემატება გერმანიის მიერ გასულ წელს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შედგებოდა 5,8 მილიონი ევროს ოდენობის გრანტისა და 15 მილიონი ევროს ოდენობის დაბალპროცენტიანი კრედიტისაგან. ამ დახმარების მიზანს წარმოადგენდა ეკონომიკური შედეგების შემსუბუქება იმ ქართული ოჯახებისათვის, რომლებმაც კოვიდ-პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავალი.

"გაზრდილი თანხით დაფინანსდება 135 ათასზე მეტი გადახდა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის. ამავე დროს 2020 წელს გაცემული კრედიტის მეშვეობით შესაძლებელი იქნება, განხორციელდეს უმუშევართა შემწეობის 280 ათასზე მეტი გადახდა შესაბამისი პირებისათვის. ეს მხარდაჭერა თავის წვლილს შეიტანს არა მხოლოდ მრავალი ოჯახის სოციალური დაცვის საქმეში, არამედ ასევე სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხულია 311 ჯერ

Related items

  • აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს
    საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის ხელი მოეწერა „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ“ შეთანხმებას.
    როგორც ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა საქართველოში, შეინ როზენტალმა.
    შეთანხმებით გათვალისწინებულია აზიის განვითარების ბანკის მიერ, 100,190,000 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფა, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას.
    ხელმოწერამდე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვა არსებული გამოწვევების ფონზე ქვეყანაში შექმნილი ვითარების თაობაზე. კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობას.
  • ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს

    საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით“, რომლის მიხედვით საქართველოს გამოეყოფა 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი.
    დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.
    ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი.
    შეთანხმება გულისხმობს, ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ, ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.

  • გერმანიამ უკრაინას Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცა Iris-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    ჟურნალ Der Spiegel-ით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუშინ პოლონეთ-უკრაინის საზღვართან Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემა მოხდა.

    გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა ორშაბათს გაკეთებულ განაცხადებაში აღნიშნა, რომ უახლესი ტექნოლოგიით წარმოებული Iris-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა უახლოეს დღეებში მზად იქნება უკრაინაში მოსახლეობის ეფექტურად დასაცავად.

    თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ Iris-T SLM არის ახლად შექმნილი უახლესი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რომ გერმანია უკრაინას ასეთ ოთხ ერთეულ გადასცემს.

  • საქართველო ევროსაბჭოს პატივსაცემი წევრია - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

    საქართველო ევროსაბჭოს პატივსაცემი წევრია. ჩვენი გაერთიანება აკეთებს ყველაფერს, რათა თქვენი ქვეყანა უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ევროპულ ინსტიტუციებს, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისივე თქმით, მისი მთავარი რეკომენდაციაა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა.

    „საქართველო ევროპის ნაწილია და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ჩემი მთავარი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანაში აუცილებელია პოლიტიკური ტემპერატურის, შიდა კონფრონტაციის დონის დაწევა. შემდეგ პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება“, – აღნიშნა ბუნდესტაგის წევრმა ფრანკ შვაბმა.

    შეგახსენებთ, რომ 10-14 ოქტომბერს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია მიმდინარეობს.

    სესიის მსვლელობისას საპარლამენტო ასამბლეას ვიდეოჩართვის მეშვეობით, ხუთშაბათს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

    საშემოდგომო სესიაზე ირლანდიის ევროპულ საქმეთა მინისტრი თომას ბირნიც წარადგენს მინისტრთა კომიტეტის განცხადებას ევროპის საბჭოს ირლანდიის თავმჯდომარეობის ფარგლებში.

    ორგანიზაციის გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კი ჩვეულ „კითხვების დროს“ გამართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან.

     

  • EBRD-მ საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა

    საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა - ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა. 

    შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვ. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა. 

    ხაზი გაესვა იმას, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ხელი შეეწყო საქართველოს  ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას. 

    ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ. 

    აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება. 

    შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD -ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. კიდევ ერთ პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე - კერძო სექტორს. 

    აღინიშნა, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.  

ბიზნეს ნიუსი

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

მრავალ ახალ ნივთს! - ლიბერთიმ განვადების აქცია დაიწყო

დღეიდან, ლიბერთი განვადების აქციას იწყებს, რომელიც...

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური