აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 01 დეკემბერი 2021 10:59

აზერბაიჯანში, საავიაციო პოლიგონზე სასწავლო ფრენის დროს ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებიდან 14 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

მეორეს მხრივ თურქეთმა აზერბაიჯანს მომხდართან დაკავშირებით უკვე გამოუცხადა სამძიმარი. ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ზაქირ ჰასანოვს და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროს, გენერალ ელჩინ გულიევს ტელეფონით ესაუბრა და მომხდართან დაკავშირებით სამძიმარი გამოუცხადა.

მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით ესაუბრა და სამძიმარი გამოუცხადა.

წყარო: "TRT-ქართული" 

წაკითხულია 214 ჯერ

Related items

  • აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე სომხური პროვოკაციების შედეგად 50  ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

    თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ 12 სექტემბრის ღამეს და 13 სექტემბრის დილით, სომხეთის არმიამ საზღვრის გასწვრივ, დაშქესანის, ქალბაჯარის და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. მათივე ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად 50 ჯარისკაცი დაიღუპა, რომელთაგან 42 აზერბაიჯანის არმიიდან და 8 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან იყვნენ.

    ფაქტს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

    თავის მხრივ, სამინისტროს ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად დილის 09:00 საათიდან (გუშინ, ადგილობრივი დროით) გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სომხეთი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას და საზღვრის გასწვრივ არტილერიისა და სხვა მძიმე იარაღის გამოყენებას პერიოდულად აგრძელებს.

  • აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ინტენსიური შეტაკებები დაიწყო

    აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები დაიწყო. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის არმიამ გუშინ საღამოს საზღვრის დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართო მასშტაბის პროვოკაცია განახორციელა.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა სხვადასხვა მიმართულებით აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს შორის არსებული ტერიტორიები და გზები დანაღმეს. ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად აზერბაიჯანის ჯარების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად შეტაკებები მოხდა.

    სომხური არმიის ბასარგეჩერის, ისტისუს, ქარაკილისისა და გორუსის პროვინციებში მდებარე პოზიციებიდან დაშკესენის, ქელბაჯარისა და ლაჩინის პროვინციებში აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს და თავშესაფარებს სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან, მათ შორის ნაღმტყორცნებიდან, ცეცხლის გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

    გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის არმიამ ასევე მიიღო აუცილებელი ზომები სომხეთის შეიარაღებული ძალების საცეცხლე წერტილების გასაჩერებლად და კონფლიქტის გაფართოების აღსაკვეთად და პროვოკაციულ ოპერაციაში მონაწილე სომხეთის შეიარაღებული ძალების პერსონალსა და აღჭურვილობაში დანაკარგებია.

    განცხადებაში ხაზგასმულია, რომ შეტაკებებსა და დანაკარგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერევანს ეკისრება.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ სომხეთის პროვოკაციების საპასუხოდ განხორციელებული საპასუხო ღონისძიებები ლოკალური ხასიათისაა და მიმართულია სამხედრო ობიექტებზე და ცნობები სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის არმიის ინტერვენციის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

  • სომხური მხარის განცხადებები არ შეესაბამება სიმართლეს - აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

    „სომხური მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა აზერბაიჯანის არმია მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის განეიტრალებას, მორიგი ცილისწამება, და მოპირდაპირე მხარის დეზინფორმაციაა. ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    „ამით სომხური მხარე ცდილობს დამალოს მის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაცია და გადაიტანოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება“, - აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

    შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

    როგორც მედია წერს, თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ სამხედრო მოსამსახურეები და დაზიანდა სამხედრო ინფრასტრუქტურა.

  • EBRD-ის პრეზიდენტი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტი, ოდილ რენო-ბასო, 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, გაემგზავრება კავკასიის რეგიონში, სადაც იგი შეხვდება ხელისუფლების მაღალჩინოსნებს და ბიზნეს-პარტნიორებს.

    ოდილ რენო-ბასო ჯერ აზერბაიჯანში ჩავა, შემდეგ საქართველოს ეწვევა, და ოფიციალურ ტურნეს სომხეთში დაასრულებს.

    ეს მისი პირველი ვიზიტია კავკასიის რეგიონში, მას შემდეგ რაც 2020 წლის ბოლოს იგი ამ თანამდებობაზე იქნა არჩეული.

    გამგზავრებამდე EBRD-ის პრეზიდენტმა ვირტუალური შეხვედრები გამართა აზერბაიჯანული, ქართველი და სომხური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვან ჯგუფთან.

    საქართველოში ვიზიტის განმავლობაში ოდილ რენო-ბასო სხვადასხვა შეხვედრებს გამართავს და ხელს მოაწერს სასესხო ხელშეკრულებებს ფინანსურ და ჯანდაცვის სექტორის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორებთან.

    Press release

  • აზერბაიჯანში თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები „TurAz Kartalı-2022“ დაიწყო

    აზერბაიჯანში, თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები სახელწოდებით „TurAz Kartalı-2022“-ი დაიწყეს. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

    აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „TurAz Kartalı-2022“-ის სახელწოდების წვრთნების გახსნის ოფიციალური ცერემონია ქალაქ, განჯაში გაიმართა.

    განჯის გუბერნატორმა ნიაზი ბაირამოვმა წვრთნებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიზანი, ორი ქვეყნის საჰაერო ძალების ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა, ურთიერთქმედების და საბრძოლო კოორდინაციის კვლევა, სამძებრო-სამაშველო მოქმედებების განხორციელება და სხვა ამოცანები გახლავთ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური