ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021 11:59

ავსტრალიაში კატების ქუჩაში გასვლა აიკრძალა. აკრძალვა ძალაშია მთელი დღის განმავლობაში ვიქტორიას შტატებში, სამხრეთ ავსტრალიასა და დედაქალაქის ტერიტორიაზე. ამის შესახებ "TRT-ქართული" იტყობინება.

მათი ინფორმაციით, ზოგიერთ რეგიონში აკრძალვა მხოლოდ ღამის საათებში იქნება. კატებს შეეძლებათ თავისუფლად გადაადგილება მხოლოდ მათი პატრონის სახლების საზღვრებში. მიღებული გადაწყვეტილებით, ქუჩაში გამოსულ კატებს დაიჭერენ. მფლობელებს კი თავიანთი კატების დასაბრუნებლად 125 ავსტრალიური დოლარის (AUD) ჯარიმის სახით გადახდა მოუწევთ.

ცნობისათვის, ავსტრალიაში 3 მილიონ 800 ათასი შინაური კატაა. ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ეს კატები ყოველდღიურად 1 მილიონ 200 ათას ფრინველს კლავენ.

წაკითხულია 220 ჯერ

Related items

  • ავსტრალია უკრაინას დამატებითი იარაღის მიწოდებას დაჰპირდა

    ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტისას, ამ ქვეყანას მეტ სამხედრო დახმარებას დაჰპირდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" BBC-ზე დაყრდნობით აქვეყნებს ინფორმაციას.

    BBC-ის ცნობით, ალბანესი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კიევში, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ალბანესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს უკრაინას „რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი“ და დაჰპირდა დამატებით სამხედრო დახმარებას. ალბანესმა ასევე განაცხადა, რომ 16 რუს მინისტრს და ოლიგარქს სამგზავრო აკრძალვა დაუწესეს და რუსეთიდან ოქროს იმპორტი შეწყვიტეს.

    მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 100 მილიონი ავსტრალიური დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტში, რომელიც ავსტრალიამ გადასცა უკრაინას, მოიცავდა უპილოტო საჰაერო ხომალდებს და 34 ჯავშანმანქანას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე კი ავსტრალიამ უკრაინას მთლიანობაში 390 მილიონი ავსტრალიური დოლარის დახმარება გაუწია.

  • თბილისში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს

    თბილისში, ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევის გამო, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

    მისი თქმით, თბილისში, ისევე, როგორც ყველა დიდ ქალაქში, ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია, თუმცა მცირე ჯარიმის გამო, მძღოლები აღნიშნულ წესს არღვევენ.

    „თუ არ ვცდები, დღეს ჯარიმა არის 20 ლარი. დარღვევების აღსაკვეთად, ვფიქრობთ, რომ ჯარიმა 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს. ეს უკვე გათვალისწინებულია ჩვენ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ცხადია, ყველა ის ღონისძიება, რაზეც ვსაუბრობ, ფინანსთა სამინისტროსთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პარლამენტთან და რაც მთავარია, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით ხორციელდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

    დედაქალაქის მერის განცხადებით, სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და გარკვეული სტანდარტების ეტაპობრივად დამკვიდრებაა.

    „თბილისის მოსახლეობა და დედაქალაქის სტუმრები ხარისხიან, უსაფრთხო და კომფორტულ სერვისს იმსახურებენ. ამიტომ, ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ სერვისის ეტაპობრივად გაუმჯობესებას. ამჟამად, ვმუშაობთ სამართლებრივი საფუძვლების შექმნაზე იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა ტაქსის სერვისის განხორციელების ნებართვა გასცეს. ეს იქნება სავალდებულო რეგისტრაცია, რათა ტაქსის სერვისის განვითარება ეტაპობრივად განხორციელდეს იმგვარად, რომ ამ საქმიანობით დაკავებულ მოქალაქეებს მძიმე ტვირთად არ დააწვეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

    კახა კალაძის განცხადებით, ჩამოთვლილი ღონისძიებები იმ კომპლექსური პროგრამის მხოლოდ ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის მერია სატრანსპორტო სისტემის მიმართულებით გეგმავს.

    „ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ ეფექტიანი და თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის დამკვიდრებისთვის. თბილისი აუცილებლად იქნება ჯანსაღი, საცობებისგან თავისუფალი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

  • ,,ესეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს... დედას და ორ შვილს ქუჩაში სძინავთ...“

    ,,შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე ძინავთ ამ ადამიანებს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელი დავით ყიფიანი წერს და ფაქტის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

    ,,მოკლედ მეგობრებო დაახლოებით ნახევარი საათის წინ არაყიშვილის და აბაშიძის კუთხეში ვნახე ეს ოჯახი დედა და ორი შვილი დაახლოებით 5 და 2-3 წლის. ესეთი მძიმე სურათი ალბათ არც მინახავს, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა და დარწმუნებული ვარ ზუსტად იგივე განცდა გექნებათ ყველას. ძალიან რთულია სიტყვებით ან თუნდაც სურათებით იმ სიტუაციის სიმძიმის აღწერა რაც მე ვნახე! შუა ქუჩაში, იქ სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დადის ჩვენს თვალწინ ტროტუარზე ძინავთ ამ ადამიანებს! ეს სურათები ჩემი გადაღებული არ არის მომერიდა გადაღება, მაგრამ აღმოვაჩინე ჩემი მეგობრის ფბ-ზე. არ ვიცი ვის ეხება ან ვინ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი, მაგრამ გთხოვთ ყველას გააზიარეთ, რათა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება ან ჩვენ თვითონ მოვიფიქროთ რითი დავეხმაროთ ამ ოჯახს...“ - წერს ფეისბუქმომხმარებელი დავით ყიფიანი.

  • ვიდეოჯარიმის სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შემცირდება

    ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება. 

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროექტის „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“ ფარგლებში, შეიმუშავა ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებული ინოვაციური მოდელი.

    ”ამ მიდგომით გაიზარდება ბიუჯეტში დროულად გადახდილი ჯარიმების ოდენობა და დაიზოგება სახელმწიფო რესურსები. მსგავსი მოდელი აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში”, - აცხადებენ შსს-ში. 

    პროექტი ასევე ითვალისწინებს ვიდეოფირზე ან ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევებზე გამოცემული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ახალ წესს. მსგავს მიდგომას ითვალისწინებს ესტონეთის კანონმდებლობა. 

    შსს-ს განცხადებით, აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით, სამართალდამრღვევს აღარ რჩება შესაძლებლობა, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. 

    ”ვიდეოჯარიმების ამოღების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, 6 თვიდან 1 წლამდე იზრდება ჯარიმის აღსრულების ვადა. ფოსტა, ორჯერ ჩაბარების 
    ნაცვლად, ვალდებულია, საჯარიმო ქვითარი მხოლოდ ერთხელ ჩააბაროს და თუ საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, ფოსტა საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას ვერ უზრუნველყოფს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ჯარიმას თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ იგი ჩაბარებულად ჩაითვლება. აღნიშნული სისტემა გავრცელდება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოწერილ ჯარიმებზე საგზაო მოძრაობის სფეროში”, - აცხადებენ შსს-ში. 

    პროექტის თანახმად, ვიდეო/ფოტო ჯარიმები აღარ დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ლიზინიგით გამცემ კომპანიებს; გამარტივდება რეგისტრაციის წესები და მომსახურება ავტოსალიზინგო სფეროში ოპერირებადი ბიზნეს-სექტორისთვის. 
    ასევე, დაწესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული თრობის პირობებში მოპედის მართვისათვის.

  • ისნის რაიონში აფხაზეთის ომში დაღუპული მზვერავის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

    თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ქუჩის მიმდებარედ, აფხაზეთის ომში დაღუპული მზვერავის ბესიკ გეთიას სახელობის ქუჩის გახსნას დაესწრნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

    ლია ჯახველაძემ აფხაზეთის ომში ბესიკ გეთიას საბრძოლო დამსახურებებზე, განსაკუთრებით კი  15-16 მარტს გუმისთის მიდამოებში წარმოებულ ბრძოლებში  მის მიერ გამოჩენილ მამაცობაზე ისაუბრა.

    ბესიკ გეთია  სეპარატისტების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მებრძოლის გათავისუფლების ოპერაციის დროს დაიღუპა.

    ქუჩის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები და ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური