ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 26 ნოემბერი 2021 11:17
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:
2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
20 000 შპრიცი სულ 578 000-დან ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)
ამერიკის საელჩო საქართველოში
წაკითხულია 134 ჯერ

Related items

  • "ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს" - საქართველოს მთავრობის მეთაური

    დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

    მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული.

    საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა" სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია.

    ისტორიამ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი სტრატეგიულ მიზნად აქცია. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად განაგრძობს წინსვლას ამ მიმართულებით და დღევანდელი დღე ჩვენი ძალისხმევის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.

    დღეს საქართველო, ისე როგორც არასდროს, ახლოს არის ევროკავშირთან.

    2014 წელს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ხელი მოვაწერე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ავიღეთ უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რათა წარმატებით დაგვეწყო სვლა ევროინტეგრაციის გზაზე და ჩაგვეყარა მტკიცე და მყარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპეიზაციისთვის.
    საამაყოა, რომ 2014 წლიდან, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრულობითა და საზოგადოების მხარდაჭერით საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, წარმატებით ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ევროკავშირთან სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების კუთხით.

    დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, კარგი მმართველობა უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ვამკვიდრებთ ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებს.

    ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა ჩვენს საზოგადოებებს და ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დასამყარებლად.

    თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბაზარში ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას მივაღწიოთ. ქვეყნის მოდერნიზაცია, ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მთელ რიგ სექტორებში შეუქცევადი გახდა.

    შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, მჯერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს.

    ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თორემ, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა მსოფლიოში.

    ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.

    საკუთარი ათასწლოვანი კულტურითა და ისტორიით ამაყი ქართველი ერი მუდამ იყო ევროპაზე ორიენტირებული, მისი ღირებულებების ერთგული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ქართველმა ხალხმა შექმნა ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული, უაღრესად დემოკრატიული ევროპული სახელმწიფო, რომლის სულისკვეთება და კონსტიტუცია ევროპის დღევანდელ კრიტერიუმებსაც კი ზედმიწევნით შეესაბამებოდა.

    1991 წელს აღდგენილი ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც ამავე კონსტიტუციას, ევროპულ ღირებულებებს დაეფუძნა და მთავარ გეზად ევროპული ორიენტაცია განსაზღვრა.
    ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისათვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც.

    დასასრულს, მინდა მოვიშველიო ცნობილი ქართველი მეცნიერის, ევროპის კონსტიტუციის ავტორის, მიხეილ მუსხელიშვილის (მიშელ მუსხელის) სიტყვები, ადამიანის, რომელმაც გაუსწრო დროს და ერთიანი ევროპის იდეით შეპყრობილმა იწინასწარმეტყველა კიდეც ევროგაერთიანება: „საქართველომ იცის, რომ ევროპას ეკუთვნის. ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები. საჭიროა, საქართველომ დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპაში და დასავლურმა ერებმა მიიღონ საქართველო თავიანთ ოჯახში".

    ეს სიტყვები, ისე როგორც არასდროს, პასუხობს დღევანდელ რეალობას. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღეს საფუძველი ეყრება ისტორიულ პროცესს, რომელიც საქართველოს ევროპული ოჯახის წევრობამდე მიგვიყვანს.

    ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

  • დ. ზალკალიანთან შეხვედრისას, კ. დეგნანმა საქართველოს მთავრობას უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

    საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის ელჩთან კელი დეგნანთან. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" საგარეოს ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.

    მათი ინფორმაციით, შეხვედრის თემას წარმოადგენდა უკრაინაში მიმდინარე ომი, არსებული უსაფრთხოების გარემო და პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა. აშშ-ს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის მიმართ გამოხატული როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო კოორდინაცია მიმდინარე პროცესების ფონზე.
    „აშშ-სგან, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან კიდევ ერთხელ მივიღე ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის მიმართ და შეფასებები, რომელიც მოჰყვა ჩვენს მხარდამჭერ განცხადებებს უკრაინასთან მიმართებით, აბსოლუტურად მხარდაჭერილი და გაზიარებულია აშშ-ის მიერ.”- აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა შეხვედრის შეფასებისას.
    როგორც კელი დეგნანმა საგარეო საქმეთა მინისტრთან  შეხვედრის შემდგომ განაცხადა, - „ აშშ მიესალმება უკრაინის მიმართ საქართველოს მკაფიო მხარდაჭერას.”  ამერიკელმა დიპლომატმა  ხაზი გაუსვა  საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, მათ შორის აღინიშნა უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების, ისევე როგორც საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერის მნიშვნელობა. „ასევე უნდა აღინიშნოს ქართველი ხალხის, ბიზნეს წრეებისა და მთავრობის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი მნიშვნელოვანი დახმარება, ჰუმანიტარული დახმარების სახით,  ასევე  უკრაინელი მოქალაქეების, მათ შორის, თბილისში, საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ აღმოჩენილი მხარდაჭერა.“- აღნიშნა კელი დეგნანმა.
    აშშ-ს ელჩი ასევე მიესალმა საგარეო უწყების მხრიდან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში უკრაინის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას:
    „ჩვენ უაღრესად მივესალმებით მინისტრ დავით  ზალკალიანისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით  გაკეთებულ მნიშვნელოვან განცხადებებს, ასევე მათ მიერ გაჟღერებულ მკაფიო მხარდაჭერას ისეთი მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში, როგორიცაა გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო, სადაც საქართველოს მხრიდან უკრაინელი ხალხის  მხარდასაჭერად გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები.”

  • თურქეთის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა (ვიდეო)

    საქართველოს თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს, მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური და თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის სპეციალური ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაცია იუწყება.

    მათი თქმით, ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალური  ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორხევის სატრანსპორტო ბაზაზე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ტექნიკა ადგილზე პირადად დაათვალიერა და მათ ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს ლოჯისტიკური ტექნიკის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. 

    ტექნიკის გადაცემა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი „სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქული მხრიდან  11 ერთეული ლოჯისტიკური დანიშნულების მანქანა, 2 ერთეული მიკროავტობუსი, 2 ერთეული ტრაქტორი და სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები გადაეცა. საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებით თანამშრომლობენ. ამ ეტაპზე თურქეთის მხრიდან გადმოცემული სპეციალური ტექნიკის ღირებულება 597 722,69 აშშ დოლარს შეადგენს. 

    ცერემონიის ფარგლებში, მიღება-ჩაბარების აქტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს  თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა პოლკოვნიკმა კახაბერ ტაბატაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან - სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა

    ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი კახაბერ ტაბატაძე,  თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი და ატაშატის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

    ვიდეო: 

  • საქართველოს მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „JAVELIN"-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილა.

    საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „JAVELIN"-ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. როგორც ცნობილია, 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN"-ების შესაძლო საგარეო სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა „JAVELIN"-ს გამარტივებული წესით შეისყიდის.

    თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „JAVELIN"-ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.

    მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილა პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოში შემოტანის მიზნით, იმპორტიორებისათვის სავალდებულო ხდება ფარმაცევტული პროდუქტის GMP-ის (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტით წარმოების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; GMP-ის სტანდარტის დოკუმენტის, სავალდებულო წესით წარდგენის ეტაპობრიობასა და პირობებს მიმდინარე წლის მარტამდე საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

    ცვლილების მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი მიდგომები ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის. მთავრობა პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართავს.

     მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს
    ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ამერიკის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე საპასუხო აღჭურვილობითა და ტრენინგების უზრუნველყოფას.
    ახლახან, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დიდი ხნის პარტნიორს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ, რათა პირადად ენახათ ქბრბ შესაძლებლობების დემონსტრაცია ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობის გამოყენებით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური