ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 26 ნოემბერი 2021 11:17
პანდემიასთან ბრძოლაში ქართველი მედიცინის პროფესიონალების დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
აღჭურვილობის გადაცემა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში მოხდა და მოიცავდა შემდეგს:
2 სამაცივრე ავტომობილი ($160 000)
20 000 შპრიცი სულ 578 000-დან ვაქცინირებისთვის ($74 983.94)
100 ცივი შენახვის ყუთი ($42 640)
130 ტემპერატურის მონაცემთა აღმრიცხველი ($22 006)
220 შპრიცის უსაფრთხოების ყუთი ($10 353.20)
ამერიკის საელჩო საქართველოში
წაკითხულია 83 ჯერ

Related items

  • ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს
    ამერიკის მთავრობა საგანგებო სიტუაციებისთვის საქართველოს მზადყოფნის მხარდაჭერას განაგრძობს. როგორც "ნიუს დეი საქართველოს" ამერიკის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს, კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე საპასუხო აღჭურვილობითა და ტრენინგების უზრუნველყოფას.
    ახლახან, ამერიკის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები დიდი ხნის პარტნიორს, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეწვივნენ, რათა პირადად ენახათ ქბრბ შესაძლებლობების დემონსტრაცია ამერიკის მთავრობის მიერ საჩუქრად გადაცემული აღჭურვილობის გამოყენებით.
  • აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ვაქცინების შესანახად საჭირო მინუს 80-გრადუსიანი სამი მაცივარი საჩუქრად გადასცა

    ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს მინუს 80 გრადუსის ტემპერატურული რეჟიმის სამი საყინულე საჩუქრად გადასცა. ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განთავსდა.

    დასაწყობებული მაცივრები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ და საქართველოში ამერიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაიან ჰარკერ ჰარისმა დაათვალიერეს. ჰარისმა საქართველოს პირველ არხთან საკითხზე კომენტარი ქართულ ენაზე გააკეთა.

    „მოხარული ვარ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადავცე სამი საყინულე. ეს საქართველოს დაეხმარება ვაქცინის მზადყოფნისა და ადმინისტრირების პროცესში. საყინულეები გააუმჯობესებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის  სისტემას ვაქცინის შენახვის, ცივი ჯაჭვის მართვისა და იმუნიზაციის მიმართულებით.

    ეს დონაცია არის ამერიკის ევროპული სარდლობის მილიონ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში. ამერიკის საელჩო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას პანდემიასთან ბრძოლაში და ეხმარება ქვეყანას ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა რაიან ჰარკერ ჰარისმა.

    პაატა იმნაძის განცხადებით, ახლა საქართველოს შეუძლია, „ფაიზერის“ ვაქცინების მილიონობით დოზის შენახვა უზრუნველყოს.

    „ეს არის საჩუქარი. ამერიკის საელჩომ, ევროპაში ამერიკის სარდლობის დახმარებით, ჩვენთვის ახალი, -80-გრადუსიანი მაცივრები შეიძინა, რომლებიც განკუთვნილია ულტრადაბალ ტემეპერატურზე შესანახი ვაქცინებისათვის. ეს სამი მაცივარი გადმოგვცეს საჩუქრად ჩვენს ცენტრს. იქვე არის მეოთხე მაცივარი სხვათა შორის, რომელშიც უკვე ინახება „ფაიზერის“ ვაქცინები და კიდევ ეს სამი მაცივარი დაემატა. ამჟამად, ჩვენ მთლიანად უზრუნველყოფილი ვართ, რომ მილიონობით დოზა მივიღოთ. ახლა მთავარია, მსოფლიო ბაზარზე გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ შევიძინოთ „ფაიზერის“ვაქცინები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

    წყარო: https://1tv.ge/news/ashsh-is-mtavrobam-saqartvelos-vaqcinebis-shesanakhad-sachiro-minus-80-gradusiani-sami-sayinule-sachuqrad-gadasca/

  • საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

    საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

    საკანონმდებლო ორგანომ, 89 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". 

    მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. თავდაცვის მინისტრის პოსტს ჯუანშერ ბურჭულაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ქარსელაძე დაიკავებს. 

    უცვლელი რჩება შვიდი მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი იქნება, იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას კი ნათია თურნავა. ფინანსთა მინისტრის პოსტს ივანე მაჭავარიანი დაიკავებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას - მიხეილ ჩხენკელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იქნება.

    ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

     

  • „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი

    2021 წლის, 4 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში, ხელი მოეწერა  „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესის დეპარტამენტში განუცხადეს.
    მათი ინფორმაციით, კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა. ხსენებული შეთანხმება ხელს შეუწყობს  საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთთანამშრომლობის დამყარების მნიშვნელობას, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

     

  • 1 სექტემბრიდან პენსიების გაცემის წესი იცვლება

     საქართველოს მთავრობისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი ინიციატივით, 1 სექტემბრიდან შეიცვლება პენსიის გაცემის წესი, რაც გულისხმობს რომ ყოველი თვის 14 რიცხვის ნაცვლად საპენსიო თანხები პენსიის მიმღები პირების ანგარიშებზე ჩაირიცხება წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე,  ერთ კონკრეტულ თარიღში და მომავალშიც ამ თარიღში გააგრძელებენ პენსიის მიღებას.

    ამ ინიციატივის  მთავარი მიზანია გადანაწილდეს ასაკოვანი მოქალაქეების ნაკადი პენსიის ჩარიცხვის თარიღებში, იმისათვის რომ მათ მიიღონ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების დაცვა პანდემიის პერიოდში ვირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან.

    შესაბამისად, 1 სექტემბრიდან პენსიის მიმღებ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს პენსია ჩაერიცხება საკუთარ ანგარიშზე ყოველ თვეს ერთი და იგივე თარიღში. ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე  www.myliberty.ge, ლიბერთის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში.

    რაც შეეხება რეგიონებსა და სოფლებს, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, ყოველი თვის 14 რიცხვიდან ჩვენს მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი და შესაბამისი გრაფიკები ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობებსა და გამგეობებში.

    მაგალითად, თუ სექტემბერში პენსია ჩაირიცხა 3 რიცხვში - გაგძელდება ჩარიცხვა ყოველი თვის 3 რიცხვში, იმ შემთხვევაშიც კი თუ 3 რიცხვი ემთხვევა არა სამუშაო დღეს. პენსიის მიმღები მოქალაქეები სოციალურ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის განაღდებას, ან ბარათით გადახდებს შეძლებენ ჩარიცხვისთანავე. პენსიის თანხით სარგებლობა, როგორც განაღდება, ასევე ბარათით გადახდა შესაძლებელია ჩარიცხვის თარიღიდან ნებისმიერ დროს.

    ‘ამ ერთობლივი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ჩვენი მომხმარებლისთვის  მაქსიმალურად კომფორტული და დაცული გარემოს შექმნა იყო. ასევე, გვინდა თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს შევთავაზოთ ღირსეული  საბანკო მომსახურება და მეტი დრო დავუთმოთ მათთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რიგების განტირთვა კონკრეტულ თარიღებში, ბანკის სერვის ცენტრებში ნაკადის ეფექტური გამტარობა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება. პანდემიის პერიოდში მივიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, დავინახეთ ჩვენი მომხმარებლის მხრიდან მეტი მიმღებლობა სიახლეების, კერძოდ დისტანციური საბანკო არხების გამოყენებისა და ბარათით გადახდის მიმართულებით.  ვიმედოვნებთ, რომ ამ სიახლესაც დადებითად შეაფასებენ როგორც ჩვენი მომხმარებლები, ასევე საზოგადოებაც.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

    შეგახსენებთ, პენსიის მიმღები პირები სოციალური ბარათით გადახდისას სარგებლობენ სპეცილური ფასდაკლებებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით: 70%-მდე ფასდაკლება ევექსი კლინიკებში, 20%-მდე ფასდაკლება ფარმადეპოს აფთიაქების ქსელში და სპეციალური ფასები 350-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოციალურ ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტსა და აფთიაქში - ყველგან, სადაც ბარათით გადახდა არის შესაძლებელი. სოციალური ბარათის მფლობელებისთვის ხელმისაწვდომია ლიბერთის ინტერნეტ და მობაილ ბანკის სერვისები. (R)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური