ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021 12:31

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ აუქციონზე მსოფლიოში ცნობილი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის 54 გვერდიანი ხელნაწერი 11,7 მილიონ ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, ხელნაწერი, რომელიც აინშტაინმა და მისმა ახლო მეგობარმა ინჟინერმა მიშელ ბოსომ 1913-1914 წლებში შექმნეს და ფარდობითობის თეორიის მოსამზადებელ კვლევებს მოიცავს, პარიზში, Christie's აუქციონზე გაიყიდა.

ხელნაწერზე საუბრისას ექსპერტმა ვინსენტ ბელოიმ განაცხადა, რომ აინშტაინის 1919 წლამდელი სამუშაო დოკუმენტები უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ დოკუმენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„აინშტაინი ძალიან ცოტა ჩანაწერს აკეთებდა, ამიტომ ის ფაქტი, რომ ხელნაწერი შემორჩა და ჩვენამდე მოაღწია, მას აბსოლუტურად არაჩვეულებრივს ხდის“. - თქვა ბელოიმ.

აუქციონის სახლმა ხელნაწერის ღირებულება 2-დან 3 მილიონ ევრომდე შეაფასა. მყიდველის ვინაობა არ დასახელებულა.

წაკითხულია 206 ჯერ

Related items

  • უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც მოქანდაკე გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა

    უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა. „ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი, რომელიც 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გაეროს ოფიციალურად გადასცა. 
    ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა, რომელიც გუჯი ამაშუკელმა შექმნა, დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. 
    გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება.
    "ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა ამ ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობა. ჩვენ საჩუქარს გადავცემთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და ჩემთვის დიდი პატივია მისი ოფიციალური გადმოცემა. მადლობა მინდა გადავუხადო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ყველაფრისთვის - საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
    საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება. 
    ღონისძიებას გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ატულ ხარე დაესწრო. 
    „თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს პრემიერ-მინისტრო! მადლობა თქვენი ქვეყნის სახელით გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი ამ განსაკუთრებული საჩუქრისთვის. მინდა, ქართველ ხალხს, თქვენი ლიდერობით, მივულოცო ეს განსაკუთრებული დღე. საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის. თქვენო აღმატებულებავ, ეს საჩუქარი ძლიერი დასტურია იმისა, რომ საქართველო ერთგულია ერებს შორის მეგობრობის, მშვიდობის, თავისუფლებისა და - რა თქმა უნდა - საერთაშორისო თანამშრომლობისადმი", - განაცხადა ატულ ხარემ. 
    გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საჩუქრად გადასცა შოთა რუსთაველის საფოსტო მარკა, რომელიც 2018 წელს, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით,  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საფოსტო მარკებისა და ნუმიზმატიკის დეპარტამენტმა გამოსცა.

    მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

  • ​გიორგი მარგველაშვილი პარიზში მშვიდობის ფორუმის გახსნას დაესწრო

    საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობს, მშვიდობის ფორუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
    მშვიდობის ფორუმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით იმართება და მან პირადად გახსნა აღნიშნული ღონისძიება, რომელსაც 100-მდე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ესწრებოდა.
    მსოფლიო ლიდერები მშვიდობის ფორუმზე ხუთი ძირითადი თემატიკის გარშემო სამსჯელოდ შეიკრიბნენ, ისინი განიხილავენ: მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან,  გარემოს დაცვასთან, განვითარებასთან, ციფრულ და ახალ ტექნოლოგიებთან, ასევე ინკლუზიურ ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებს.

  • პარიზში იორდანიის დიპლომატიური მისიის შენობის წინ მოტოციკლეტი აფეთქდა

    პარიზში, იორდანიის დიპლომატიური მისიის შენობის წინ მოტოციკლეტი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Petra ავრცელებს.

    აფეთქების შედეგად შენობის წინ მდგარი რამდენიმე მანქანა დაზიანდა.

    იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატიური მისიის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. საფრანგეთის შესაბამისმა უწყებებმა მომხდარის გამოძიება დაიწყეს. 

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური