რას მისცემს მსოფლიოს მოდერნიზებული სოციალისტური ჩინეთი?

გამოქვეყნებულია ჩინეთი
სამშაბათი, 23 ნოემბერი 2021 17:06

2021 წლის 9 ნოემბერი, შანხაის ეროვნული გამოფენებისა და კონფერენციების ცენტრის წინ მდებარე სამხრეთის მოედანი. ჩინეთის მე-4 საერთაშორისო იმპორტ-ექსპოს ჩატარების ძირითადი ადგილი. /ფოტო: სინხუა/

ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ აღნიშნა დაარსების 100 წლისთავი, ჩინეთი მიზნად ისახავს 21-ე საუკუნის შუა ხანისთვის გახდეს "უდიდესი მოდერნიზებული სოციალისტური ზესახელმწიფო".
მოსალოდნელია, რომ მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნის მოდერნიზაციისკენ სწრაფვა და ვაჭრობის დარგში ლიდერის პოზიციაზე მყოფის წინსვლა, მსოფლიოს უდიდეს დივიდენდებს მოუტანს, კოვიდ-19-ის პანდემიის, მზარდი პროტექციონიზმის და გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა განაცხადა: "ჩინეთის განვითარება, ეს არის შესაძლებლობა მთელი მსოფლიოსთვის".

ახალი ვარიანტი

ქვეყნის ტრანსფორმაციის პარალელურად, თანამედროვე ჩინეთი მსოფლიოს სთავაზობს სრულიად ახალ მიდგომას, გზას და მოდელს, რაც კიდევ უფრო ახალ შესაძლებლობებს უჩენს მუდმივად ცვალებად სამყაროს. ჩინეთის მშვიდობიანმა აღზევებამ, თავისი უპრეცენდენტო მასშტაბით და სისწრაფით, ფაქტიურად დაანახვა ყველას განვითარების უნივერსალური მოდელის არარსებობა და ისიც, რომ დასავლეთში ფესვგადგმული სტილი არ არის მოდერნიზაციის ერთადერთი სასიცოცხლო და ეფექტური საშუალება.
მიუხედავად იმისა, რომ მოდერნიზაციის თეორია სათავეს დასავლეთში იღებს, ის არავითარ შემთხვევაში არ არის "ვესტერნიზაციის" ექვივალენტური. მოდერნიზაციისკენ სწრაფვისას ჩინეთი მიილტვის არ გაჰყვეს აგრესიის, კოლონიზაციისა და ექსპანსიის დასავლურ გზას, არ აპირებს უცხო ქვეყნების ძარცვას ან დაპყრობას, ასევე არ აპირებს შიდა კონფლიქტებისა და კრიზისების საზღვარგარეთ გადატანას.
გარდა ამისა, ჩინეთი არ აპირებს საკუთარი განვითარების გზის მთელ მსოფლიოში გავრცელებას. მოდერნიზაციის ჩინური მოდელი ახალი ვარიანტია სხვა ქვეყნებისა და ხალხისთვის, რომლებსაც სურთ დააჩქარონ თავისი განვითარება, დამოუკიდებლობის დაკარგვის გარეშე.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 მოწვევის მე-6 პლენალური სხდომის კომუნიკეში ნათქვამია, რომ მსოფლიოში უდიდესი ჩინეთის მმართველი პარტიის ხელმძღვანელობით, „ჩინელმა ხალხმა წარმატებით გახსნა ჩინეთის მოდერნიზაციის გზა, შექმნა ადამიანური ცივილიზაციის ახალი ფორმა და განვითარებად ქვეყნებს გაუხსნა მოდერნიზაციისკენ სავალი ახალი გზა“.

უდიდესი შესაძლებლობები

როდესაც ქვეყანა, რომლის მოსახლეობაც 1,4 მილიარდს აღწევს, განახორციელებს მოდერნიზაციას, მათ წინაშე უზარმაზარი გლობალური შესაძლებლობები გაიხსნება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, მაშინ, როდესაც ექსპერტების აზრით, ჩინეთის წვლილი გლობალურ ეკონომიკურ ზრდაში მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში 25-დან 30 პროცენტამდე იქნება.
ჩინეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, მიიწვიოს მთელი მსოფლიოს ქვეყნები „ჩასხდნენ ჩინეთის განვითარების ექსპრეს-მატარებელში“.
ახლახანს გაიმართა ჩინეთის მე-4 საერთაშორისო იმპორტის "ექსპო" გამოფენა, რომელსაც ესწრებოდა 3000-მდე საწარმოს წარმომადგენელი მსოფლიოს 127 ქვეყნიდან და რეგიონიდან. ამ გამოფენამ დაანახვა ყველას ჩინეთის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღოს თავისი უზარმაზარი ბაზარი. ამ "მსოფლიო კლასის პლატფორმაზე" სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, გაფორმდა წინასწარი ხელშეკრულება საქონლისა და მომსახურების შესაძენად, რომლის საერთო ღირებულებამ მთლიანობაში 70 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს გადააჭარბა.
ჩინეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა მეტი გახსნილობისკენ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე. უცხოური ინვესტიციების უარყოფითი სიის შემცირებით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვით, ჩინეთი მზად არის გახსნილობის ახალი რაუნდი გამოაცხადოს, რომელიც ხასიათდება ინსტიტუციური და სისტემური ღიაობით და იმედოვნებს, რომ შექმნის საბაზრო სისტემას, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო წესებს, რეგულაციებს, მმართველობას და სტანდარტებს. ჩინეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, ტარიფების საერთო დონე 2001 წელს 15,3 პროცენტიდან 7,4 პროცენტამდე დაეცა. ეს არის იმ 9,8 პროცენტზე ნაკლები მაჩვენებელი, რისი ვალდებულებაც ჩინეთმა აიღო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას.
ტრანსნაციონალური კორპორაციები ასევე აფართოებენ თავიანთ პოზიციებს ჩინეთის აყვავებულ ციფრულ ეკონომიკაში, რომლის ბაზრის მასშტაბებიც 9,6 პროცენტით გაიზარდა. ჩინეთის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აკადემიის ანგარიშის თანახმად, წლიური მაჩვენებლით ეს თანხა 5,4 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს და 2020 წლის მონაცემებით ეს არის მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.
ჩინეთის ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია სულ უფრო და უფრო ცვალებადი სამყაროს რეფორმა და სტანდარტული გამოწვევა, რომელსაც თითქმის ყველა ქვეყანა აწყდება. ბრიტანელმა მეცნიერმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა მარტინ ჟაკმა ჩინეთის ტრანსფორმაციას უწოდა "ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ტრანსფორმაცია თანამედროვე ისტორიაში".
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ გამოავლინა რეფორმების განხორციელების შესანიშნავი უნარი და პირობა დადო, რომ დაუღალავად იშრომებს, რათა გააგრძელოს რეფორმების გატარების პროცესი.
ჩინეთის განვითარების საკვანძო გეგმაში, მომდევნო 5-15 წლის განმავლობაში, რომელიც ქვეყნის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, ჩინეთის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ განახორციელებს რეფორმების რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს მაღალი დონის საბაზრო სისტემას, ბაზრის უფრო მასშტაბურ დინამიკას და მთავრობის ეკონომიკური მმართველობის შესაძლებლობების ზრდას.
როგორც ამერიკელმა ეკონომისტმა დევიდ ბლერმა აღნიშნა, აყვავებული ჩინეთი მსოფლიოსთვის სასარგებლოა „რადგან ის უზრუნველყოფს ბაზრებს, ინოვაციებს და კონკურენციას“. ჩინეთის რეფორმების გაღრმავება და მისი დაუნდობელი სწრაფვა მაღალი ხარისხის განვითარებისთვის სარგებელს მოუტანს მსოფლიოს, რითაც შექმნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს უდიდეს ბაზარზე, რომელიც კიდევ უფრო გახსნილი ხდება.
ჩინეთის საშინაო პოლიტიკისა და მოდერნიზაციის მამოძრავებელი ძალების მიღმა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის აღორძინება და "ორმაგი ცირკულაციის" განვითარების ახალი არქიტექტონიკა, დგას უზარმაზარი საინვესტიციო შესაძლებლობები. ჩინეთი ამაყობს მსოფლიოში ყველაზე დიდი საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობის არსებობით, რომელიც 400 მილიონზე მეტ ადამიანს ითვლის. ასევე მოსალოდნელია, რომ ჩინელი მომხმარებლები შეცვლიან გლობალურ ეკონომიკურ ლანდშაფტს.
ჩინეთის სამომხმარებლო ბაზრის მდგრადობის დასტურია ქვეყნის მოთხოვნის ზრდა იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც, მიუხედავად საქონლის მიწოდების შეფერხებისა, რაც გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიით, მიმდინარე წელს მაინც რჩება სტაბილური.
Goldman Sachs-ის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა, ბრიტანელმა ჯიმ ო'ნილმა სააგენტო "სინხუას" განუცხადა, რომ ჩინელი მომხმარებელი დარჩება ჩინეთის ეკონომიკური განვითარებისა და გლობალური ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.

2021 წლის 20 ივლისი, მოხალისეები პატრულირებენ აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ჩზეციანის ტყის მასივში. აღნიშნული ტყის მასივის ფართი 22 ჰექტარია. იგი გაიხსნა 2017 წელს რათა ხელი შეუწყოს ნახშირბადის გამონაბოლქვების შემცირებას და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევას. /ფოტო: სინხუა/

მწვანე დღის წესრიგი

რადგან ჩინეთი ცდილობს გახდეს უფრო ეკოლოგიური, არცერთი ჭკვიანი უცხოელი ბიზნესმენი არ მოისურვებს ხელიდან გაუშვას ათწლეულობის საინვესტიციო შესაძლებლობა და უფრო ფართო ბაზარი, რომლის უკანაც დგას ჩინეთის ხელისუფლების დაპირება შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვები.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის ხელმძღვანელობამ გასულ წელს გამოაცხადა 2060 წლისთვის ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევის მიზანი, ჩინეთი სიტყვებიდან ქმედებებზე გადავიდა. ქვეყნის "მწვანე" ძალისხმევის შესაბამისი მაგალითი შეიძლება ეწოდოს მხარეთა კონფერენციის 26-ე სესიას, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის შესახებ, სადაც პეკინმა გამოაცხადა მზადყოფნა უფრო სწრაფად შეუწყოს ხელი მწვანე, დაბალი ნახშირბადის შემცველი ეკონომიკური სისტემის შექმნას. აგრეთვე დაეხმაროს ინდუსტრიულ სტრუქტურებს გამარტივებაში და შეზღუდოს ენერგოინტენსიური პროექტების უსარგებლო განვითარება მაღალი ემისიებით.
იმის მერე, რაც მსოფლიოს უმსხვილესი განვითარებადი ქვეყანა დაასრულებს ნახშირბადის ინტენსივობის მკვეთრ შემცირებას სულ რაღაც 30 წელიწადში, ეს არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩინეთის მასიური ეკონომიკის გადასვლას დაბალ ნახშირბადის ეკონომიკაზე, არამედ მას აგრეთვე დიდ მნიშვნელობა ექნება მთელი მსოფლიოსთვის. South China Morning Post-ის ბოლო სტატიაში, საუბარია იმაზე, რომ ჩინეთის მიერ პრაქტიკული ზომების თანმიმდევრობა შეიძლება გახდეს მიმზიდველი მოდელი სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ახალი მიდგომა

გაეროში თავისი კანონიერი ადგილის აღდგენიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უახლოვდება მსოფლიო სცენის ცენტრს. ასე დაახასიათა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ჩინეთი, როგორც "მულტილატერალიზმის ძლიერი მხარდამჭერი ქვეყანა".
მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალმა ქვეყანამ აჩვენა თავისი ღრმა გაგება ცვალებადი სამყაროს შესახებ, შესთავაზა რა საერთაშორისო ურთიერთობების ახალი მიდგომა, რომელიც ეფუძნება ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას და ზრდის საერთო მაჩვენებლის მიღწევის პრინციპს კონსულტაციების, თანამშრომლობის მეშვეობით, გლობალური მმართველობის სფეროში.
ჩინეთი არ აპირებს შეარყიოს ამჟამინდელი საერთაშორისო წესრიგი და შეცვალოს ის ისეთით, რომელშიც იგი დომინირებს. ჩინეთი მოწოდებულია იყოს მთელს მსოფლიოში მშვიდობის მშენებელი, თავისი წვლილი შეიტანოს გლობალურ განვითარებასა და საერთაშორისო წესრიგის დაცვაში.
საერთაშორისო წესრიგი და მმართველობის სისტემა, რომლებიც ჩინეთის აზრით, ყველაზე კარგად ესადაგება მსოფლიოს და ყველა ქვეყნის ხალხს, არის ის, რაც "ყველა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს კონსულტაციების გზით და არა ერთი ან მეტი ქვეყნის ძალისხმევით", - განაცხადა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა სი ძინფინგმა.

წაკითხულია 249 ჯერ

ბიზნეს ნიუსი

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

მიმდინარე მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა მსოფლიო რეცესიამდე მიიყვანოს

გაკეთდა გაფრთხილება, რომ მიმდინარე მონეტარულმა პოლ...

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

IWSC-ის კონკურსზე რეგისტრაცია 7 ოქტომბერს სრულდება

საოცარი  მოვლენა ღვინის სფეროში - 13 ოქტომბერს საქ...

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

10 რამ, რაც უნდა იცოდეთ IWSC-ის საქართველოს კონკურსზე

13 ოქტომბერს საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური